სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კეჟერაშვილი-ბადრიძე ქრისტეფორე მოღვ. 1750-1800-იანი წლები მართლმ. მღვდელი დაბ. მარტყოფი მოღვ. თელავი კეჟერაშვილი-ბადრიძე ქრისტეფორე მოღვ. 1750-1800-იანი წლები მართლმ. მღვდელი დაბ. მარტყოფი მოღვ. თელავი
ბმულის კოპირება



გვარი კეჟერაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

344       ბეჭდვა

კეჟერაშვილი-ბადრიძე ქრისტეფორე მოღვ. 1750-1800-იანი წლები მართლმ. მღვდელი დაბ. მარტყოფი მოღვ. თელავი

კეჟერაშვილი-ბადრიძე ქრისტეფორე მღვდელი. მეფე ერეკლეს კარის მოძღვარი, მამა ქრისტეფორე მარტყოფელი ყოფილა. 1749 წელს მეფე თეიმურაზს თან ახლდა ერევანში ლაშქრობისას, შემდეგ იერუსალიმში წასულა, მესტამბეობა უსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულა და 14000 საღვთო წიგნი დაუბეჭდავს. მისთვისვე დაუვალებიათ აღა მაჰმად-ხანის მიერ დამწვარი სტამბის აღდგენა. მამა ქრისტეფორე ერთგული ყოფილა მეფე ერეკლესი. ავადმყოფ მეფეს მეტეხში ყოფნისას ორმოცი დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ემსახურა. როცა აღა მაჰმადმა ტფილისი დაწვა, დატყვევებული ქართველების  ნაწილი განჯის ხანს ჰყავდა. მეფე ერეკლემ მეორე წელიწადს გაილაშქრა განჯაზე ტყვეთა გასათავისუფლებლად.  ქართველებმა განჯის ციხე აიღეს და 3700 ქრისტიანი სამშობლოში დააბრუნეს...

მეფე ერეკლეს ცხედარს თელავიდან მცხეთაში უამრავი ხალხი გამოჰყვა, მაგრამ იქ მაშინ შავი ჭირი მძვინვარებდა და არაგვის მარცხენა სანაპიროზე შედგნენ, შიშით მცხეთაში ვერავინ შეჰყვა. მაშინ მამა ქრისტეფორემ მეფე გიორგის მოახსენა - მე შევყვებიო. მამა ქრისტეფორე ემსახურა მეფე ერეკლეს საფლავს. აღდგომის დღეს, წირვის შემდეგ, სამთავროში წესისამებრ მართებული აღაპი“გადაუხადა მეფეს...


მღვდელი ქრისტეფორე XVIII საუკუნის | ნახევარში სოფელ მარტყოფში დაიბადა. იგი გახლდათ ქართლ-კახეთის მეფეების – 
ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარის მოძღვარი. გადმოცემის თანახმად. კეჟერაშვილები ადრე ბადრიძეები ყოფილან. 
ერთ-ერთი ბადრიძე მარტყოფს დასახლებულა კეჟერაანთ საგლეხო მამულზე და თვითონაც გაგლეხებულა. გიორგი XII-ის დროს 
მარტყოფის მოურავობა მამა ქრისტესიახ ძმას, ნიკოლოზს მიუღია. გიორგი XII-ს დაუსაჩუქრებია როგორც მღვდელი ქრისტეფორე წყალობის
წიგნითა და სიგელით ერთგულებისა და დიდი სამსახურისათვის, ისე მისი ძმა – მოურავი ნიკოლოზი, შვილნი 
ქრისტეფორესნი _ დიონისე და პანტელეიმონი, შვილიშვილი 
იოანე და ძმისწულნი: პეტრე, იოსებ, დავით. სოლომონ, აბრაამ და ჩამომავალნი მისნი. 
ერევნის სახანოზე ერეკლე II-ის ლაშქრობისას მღვდელი ქრისტეფორე მეფის ლაშქარს თან გაჰყოლია და თავდაუზოგველად მსახურობდა·
როგორც მეფის, ისე მისი ჯარისათვის.
მღვდელმა ქრისტეფორემ 1780 წელს სინას მთასა და იერუსალიმში იმოგზაურა. სინას მთის ქართულ მონასტერში ხატზე 
ამოატვიფრინა ქართული ასომთავრული წარწერა: „ქ. ჟამსა მას, ოდეს განაგებდა მეფე ირაკლი მეორე სრულიად საქართველოსა, 
მის სიმაღლეს მოვახსენე მე, ცოდვილმან მისის კარის ხუცესმან, მარტყოფელმან კეჟერაშვილმან ქრისტეფორემ, წარმოსვლად სინას მთად..
მოვედ და თაყვანი ვეც სულისა ჩემისა საოხად და პატრონისა ჩემისა.. მეფის ირაკლის და თანამეცხედრისა მისისა.. დარიას გასაძლიერებლად და ძეთა ამათთა.. 
და ასულთა ამათთა.. აღსაზრდელად.. აღიწერა სინას მთას ოქტომბერს კვ ქორონიკოს უიც“. იოანე ბატონიშვილის 
„კალმასობაში“ ერთი საინტერესო პასაჟია ამის შესახებ, ბატონი ეუბნება ქრისტესია კეჟერაშვილს: „რადგან შენ გივლია ბაბილო-
გვ127

ვანსა, ეგვიპტეს, როდოსს, იერუსალიმს, ეფესოს და სხვათა ადგილთა შინა, მუნ მხრისათა ანუ ვითარ გენახოს და ან როგორ გსმენოდეს“. 
მამა ქრისტეფორეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სტამბის დაარსებისა და მრავალი საეკლესიო წიგნის დაბეჭდვა-გავრცელების საქშეში. 
იმ პერიოდში, უსტამბობის გამო, საეკლესიო წიგნები ხელთნაწერი იყო, ამიტომ წიგნები 
ძალიან შემცირდა. მამა ქრისტეფორეს შრომამ დიდი შედეგი გამოიღო. რაც დასტურდება გიორგი 
XII-ის მიერ გაცემული ერთ-ერთი სიგელით – ,,12 000 სამღვთო წიგნი დაგვიბეჭდე“, – წერს ის მამა ქრისტეფორეს. 
როცა ერეკლე მეფე ავად გახდა, ყველა ერიდებოდა მას, ეშინოდათ სახადის გადადებისა, ქრისტეფორე მღვდელი კი არ 
შედრკა. ორმოცი დღე და ღამე თავდადებით უვლიდა და ემსახურება სნეულს. მალე მეფე განიკურნა. თუმცა ახალმა განსაცდელმაც არ დააყოვნა, 
რომელიც საქართველოს აღა-მაჰმადხანის სახით მოევლინა. 
1795 წელს მან თბილისი აიღო, აიკლო და გადაწვა, მრავალი ქართველი დაატყვევა და განჯის სახანოში გააგზავნა. 
ამ დროს განადგურდა მამა ქრისტეფორეს გახსნილი სტამბაც. 
1796 წელს, მეფე ერეკლეს ბრძანებით, ბატონიშვილებმა განჯის სახანოზე ილაშქრეს, განჯა აიღეს და კვლავ ხარკი დაადეს. 
მეფე ამითი არ დაკმაყოფილდა, განჯას მღვდელი ქრისტეფორე და მისკარბაში იოსები გაგზავნა, რათა მათ განჯის ციხეში 
გადამალული ტყვეები მოეძებნათ. მათი დამსახურებით 700 ქრისტიანი ტყვე გამოიყვანეს ციხიდან. 
გვ128
1797 წლის მიწურულს ქართლში დიდი ჭირიანობა გაჩნდა. 
ამ დროს, 1798 წლის 11 იანვარს, ქ. თელავში ერეკლე II გარდაიცვალა. დიდძალი ხალხი გლოვითა და გოდებით მოასვენებდა 
თავისი საყვარელი მეფის ცხედარს, მაგრამ მცხეთაში ვერავინ გაბედა შესვლა მცხეთელებისა და მამა ქრისტეფორეს გარდა. 
მღვდელმა ქრისტეფორემ ხელმეორედ გამართა აღა-მაჰმადხანის შემოსევის დროს დამწვარი სტამბას. ყველა ამ სამსახურის სანაცვლოდ გიორგი XII-მ მის ოჯახს ბადრიძეობა და 
აზნაურიშვილობა განუახლა. ზემო ნორიოში ხუთი საკომლო მამული, ნავენახობები, სახნავი, სათესი, წყალი, წისქვილი, მთა, ბარი 
უბოძა. მეფის სიგელში წერია: „როგორც კურთხეულს მამა ჩვენს მეფე ერეკლეს, მარტყოფის ნაცვლობა ორსავე ხევისა თქვენთვის უბოძებიაო,
ჩვენც ისე დაგვიმტკიცებია და გვიბოძებია სიგელით, რომ არასოდეს შენის სახლიდგან ნაცვლობა არ მოიშალოსო“. 
გარდა ამისა, ქრისტეფორე მღვდელს მეფე ავალებს, „რათა სამსახურად დაიდვას: წლითი-წლად თერთმეტ იანვარს, რომელ 
დღესაც მეფე ერეკლე მიიცვალა, ბადრიძის ჩამომავლობა მივიდეს მცხეთას, იმ დღეს ორ მღვდელს და ერთს მთავარ დიაკონს აწირვინოს მეფე ერეკლეს სულის მოსახსენებლად, 
მწირველთ ჯეროვანი სადილი აჭამოს და სამივეს რვა აბაზი საწირავი მისცეს“. ეს წყალობის წერილი უბოძებია მეფე გიორგი XII-ს მღვდელ ქრისტეფორე ბადრიძისათვისაც საშვილიშ 
ვილოდ 1798 წლის 22 დეკეშბერს: მას ახლავს მეფე-დედოფლისა და მათი შვილების: დავითის, იოანეს, ბაგრატისა და თეიმუ—რაზის ხელომოწერა და ბეჭედი· 
საინტერესოა, რომ „აქტების“ II წიგნში N2055-დ დაბეჭდილია ყორღანაშვილი დავით მუშრიბის წერილი ციციანოვისადში 
1803 წლის 12 აპრილის თარიღით, რომელშიაც ის მოგვითხრობს თბილისის სტამბის ისტორიას და კეჟერაშვილის როლზე ამ 
საქმეში. ამ სტამბაში დაიბეჭდა დავით ბატონიშვილის „ნარკვევი“ და „ღენერალისა კნორინგისაგან მეფობისა გაუქმებისა გამო 
განცხადება ქართველთადმი“.
გვ129 

კახეთის 1801-1802 წლის აღწერაში შეტანილია „ნორიოს სახასო შემკვიდრენი ბატონის კარის მღვდელი ბადრიძე აზნნაურიშვილი ქრისტეფორე,
ძმა ამისი მარტყოფის ნაცვალი ნიკოლოზ, ძმისწული დიონოსი“. 
1800 წლის 12 თებერვლის საბუთით, ქრისტესია კეჟერაშვილი ცხოვრობს თბილისში, მოძღვრიანთ ქუჩაზე· 
გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ მღვდელი ქრისტეფორე. როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, დაბრუნებულა სოფელ 
ნორიოში, რომელიც მის დროს რამდენიშე კომლისაგან შედგებოდა და მდებარეობდა მდინარე ნორიოს ხევზე, მარჯვენა ნაპირას. 
XIX ს-ის მიწურულსა და XX ს-ის დასაწყისში ამ გზაზე აღმართული იყო „ჯვარა“ კოშმკი, მის გარშემო დაქცეული შე–ნობები ცხადად მოწმობდა, 
რომ აქ ერთ დროს ხალხი ცხოვრობდა. ეს სახელწოდება კოშკს იმიტომ მიუღია, რომ აქ ორად 
გაყრილი გზები ამ კოშკთან ჯვარედინდებოდა. ერთი გზა ტყისაკენ მიდის და იწოდება  "ლეკების გზად“. ამ გზაზე უვლიათ 
გვ130
ლეკებს და მრავალი ტყვე წაუყვანიათ როგორც ნორიოდან, ისე სოფელ მარტყოფიდან. 
ეს გზა მრავალჯერ მორწყულა ქართველების სისხლით. თავად კოშკი სიმაგრე ყოფილა ნორიოელებისა ლეკიანობის დროს. 
ამ კოშკის მაგიერ მამა ქრისტეფორეს ტაძრის აშენება უნდოდა, მაგრამ მარტყოფის უკანასკნელ მიტროპოლიტ სტეფანეს, ენისელთ მოურავის ძე 
ჯორჯაძეს და მღვდელ ქრისტეფორეს შორის დიდი განხეთქილება მომხადარა და მიტროპოლიტს ნება არ მიუცია დაურთავს. გადმოცემით, 
მღვდელი ქრისტეფორე მეუფე სტეფანეს მღვდლობიდანაც დაუყენებია, და მცირე ხნის შემდებგ იგი გარდაცვლილა. 
1813 წლის 7 მარტს გენერალ-ლეიტენანტ ორბელიანს ებრძანა, გაერკვია მარტყოფელ მღვდელ ქრისტეფორე კეჟერაშვილთან – მართლა მან დაწერა 
თუ არა გიორგი XII-ის სიგელი ბოძებული სოფიოსადმი. გამოირკვა, რომ ამ დროისთვის მარტეოფელი მდველი ევვე გარდაცვლილი იყო. 
მღვდელ ქრისტეფორეს ჰყავდა ორი შვილი. უფროსი დიონოზი, რომელიც მამასავით წიგნის ბეჭდვის ოსტატი ყოფილა (1790 წელს 
ის მონაწილეობს „დაუჯდომლის“ დაბეჭვდაში: „აღესრულა ოქტომბერს, ქორონიკონს უოც. ხელითა მესტამბე რაზმაძე რომანოზ 
ზურაბაშვილისათა, მწერლობითა ქრისტესია ხუცის ძის დიონოზისათა.. და დაზგის მმართველობითა.. კარის ხუცის ქრისტეფორესითა''), 
ხოლო უმცროსი პანტელეომონი, მღვდელი იყო (,,ტიფლისკიე ვედემოსტი-ს“ 1829 წლის 20 სექტემბრის N38-ში დაბეჭდილია: 
„მღვდელი პანტელეიმონ ბადრიძე მოიკლა ბრძოლაში”). 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.10.2023
ბოლო რედაქტირება 05.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0