სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაზა კალანდია 1965-1993წწ გარდ. მაჭარკა, აფხაზეთი დაბ. დრანდა, გულრიფში ზაზა კალანდია 1965-1993წწ გარდ. მაჭარკა, აფხაზეთი დაბ. დრანდა, გულრიფში

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კალანდია სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

31       ბეჭდვა

ზაზა კალანდია 1965-1993წწ გარდ. მაჭარკა, აფხაზეთი დაბ. დრანდა, გულრიფში

ზაზა კალანდია 1965-1993წწ გარდ. მაჭარკა, აფხაზეთი დაბ. დრანდა, გულრიფში


ავტორი ნუგზარ ქებურია ანდრიას ძე დ.1953წ. სამხედრო მწერალი დ. სოფ. დრანდა გულრიფში, აფხაზეთი

„ ს უ ლ ი თ  ძ ლ ი ე რ ნ ი “ 1993 წ. 25 სექტემბერი.

             

          25 სექტემბერს ალყაში მოქცეული 23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის მეომრები, მათ ხელთ არსებული სამხედრო ტექნიკით, მთელი ძალით უნდა შერკინებოდათ ქართველთა სიძულვილით დაგეშილ აფხაზური მხერის ბოევიკებს!... ეს გამხეცებული მკვლელები არ უნდა გადმოეშვათ კოდორის ხიდზე, რადგან გულრიფშის რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა ჯერ კიდევ საკუთარ სახლებში იმყოფებოდა. მათ არავინ აწვდიდა არანაირ ინფორმაციას მოახლოებული უბედურების შესახებ.

მე-5-ე ბატალიონის მეომრებს ნელ-ნელა გაჰყავდათ ბავშვები, ქალები, მოხუცები სამშვიდობოს, მაგრამ მეომრების თქმით, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ უნდოდა საკუთარი სახლ-კარის დატოვება. მეომრები ყველანაირად ცდილობდნენ მათ გამოყვანას სახლებიდან, რადგან მტერი ნელ-ნელა ახლოვდებოდა და რა წამსაც დაესხმოდა თავს მშვიდობიან მოსახლეობას, არავინ იცოდა...

        ბატალიონის მეომრებს შიშის და უკანდახევის უფლება არ ჰქონდათ. ამიტომ მცირე თათბირის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკი ახტერ ლობჟანიძე 50 კაციანი ჯგუფით ცენტრალურ ავტომაგისტრალზე კოდორის ხიდის მიმართულებით შეტევაზე გადავიდა...

   იმავდროულად მაიორმა რომან ზარანდიამ 70 მეომრით რკინიგზის ხიდის მიმართულებით მიიტანა იერიში... სწორედ ამ ჯგუფში იყვნენ  დრანდის რკინიგზის სადგურთან მცხოვრებნი, უმაგრესი მეომრები, ყოფილი ვაგზალნაიას ქუჩიდან: გია ეხვაია, ძმები ჯამლეტ, ჯუსტან, ჯუმბერ (ჯუნკა) კობახიძეები, ძმები მერაბ და მურად კაკულიები, რეზო ხარებავა, ზაზა კალანდია, გოჩა ბოლქვაძე, გურამ გირგვლიანი, დავით გაგუა...

        ორივე ხაზზე თავგანწირულად იბრძოდნენ ქართველი მეომრები, მაგრამ გზის გახსნა მაინც ვერ შეძლეს...

        სამწუხაროდ შეტევას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია... დაჭრილთა შორის იყო ახალგაზრდა, ლამაზი ტანფეხის ვარჩელი ოცმეთაური უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ ღვინჯილია, სპორტის მასწავლებლის ბორის ღვინჯილიას შვილი. იგი მძიმედ იყო დაჭრილი. მისმა მეგობრებმა შორიდან დაინახეს მკერდიდან, როგორ მოსდიოდა სისხლი...

         მტრის სნაიპერთა ტყვიების წვიმა თავის წამოწევის საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ არაქათგამოცლილმა მეომრებმა,  დაზვერვის უფროსმა კაპიტანმა ნუგზარ წულუკიძემ და მებრძოლმა ვალერ გურჩიანმა მაინც შეძლეს დაჭრილი ოცმეთაურის, ვახტანგ ღვინჯილიას გამოყვანა სახიფათო ზონიდან.

     - სად მიგყავართ?

     - სავადმყოფოში...

     - სავადმყოფოში რა მინდა?

     - ნუ გეშინია, ვახო, ყველაფერი კარგად იქნება... - ესღა უთხრა დაზვერვის უფროსმა.

    - არა ნუგზარ, არა! სისხლიდან ვიცლები, სანამ თქვენ სავადმყოფომდე მიმიყვანთ მანამდე ჩემი დამემართება... - ნაწყვეტ-ნაწყვეტად ამოთქვამდა დაჭრილი ბიჭი.

     - გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! - ხელი ჩაჰკიდა ნუგზარ წულუკიძემ და  გურჩიანს ანიშნა აქედან გავიყვანოთო.

   - არა, სავადმყოფოში არ მინდა...

    - აბა სად წაგიყვანოთ?- გაკვირვებით ჰკითხა ნუგზარ წულუკიძემ.                                                                                             

    - გზა უნდა გავხსნათ, ძმებო!.. გზის გახსნა აუცილებელია!... - ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.

       მტერი თავის წამოწევის საშუალებას არ აძლევდა ქართველ მეომრებს, ხიდის ქვეშ დარჩნენ გია ეხვაია, ნუგზარ წულუკიძე და ვალერი გურჩიანი. მათ იცავდა რკინიგზის ხიდის ბურჯი, რომელიც 4 მეტრამდე სიგანის და 3 მეტრის სიმაღლის იყო. როცა მიხვდნენ, რომ ხიდით ვერ გადავიდოდნენ მეორე მხარეს ცხედარი ჩამოასვენეს ქვემოთ და როცა შებინდდა ნუგზარმა და ვალერიმ თოკით ტანზე მიიბეს ცხედარი რათა წყლის დინებას არ წაერთმია. გიას თქმით, ვალერი გურჩიანი იცნობდა ამ ადგილებს, მდინარის ფონს, სად შეიძლებოდა უკეთასი გადასვლა მოხერხებულიყო და გაიყვანდა ბიჭებს მეორე მხარეს. გიას დაევალა მათი დაცვა მტრის უეცარი შეტევის შემთხვევაში, უნდა მიეცა მათთვის საშუალება მეორე ნაპირზე გადასასვლელად.

      ბინდებოდა, როცა მათ დასახმარებლად მოვიდნენ მე-5 ბატალიონის მებრძოლები, მათ შორის ბიჭები ყოფილი ვაგზალნაიას ქუჩიდან... მათ გაჭირვებით შეძლეს კოდორის რკინიგზის ხიდიდან გარდაცვლილი ოცმეთაურის გამოსვენება და დაღამებისას საკუთარ სახლში, სოფელ ვარჩეში მიყვანა...

        ...ოთხი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს გია ეხვაიას თქმით, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში მდინარე მაჭარკასთან, ჯუსტან კობახიძის კუთვნილი რაქტორით ტ-17 ხიდზე გადასვლისას,  გმირულად დაიღუპნენ მე-5 ბატალიონის მებრძოლები, ყოფილი ვაგზალნაიას ქუჩიდან: პირველი დაეცა გურამ  გირგვლიანი, შემდეგ   ჯამლეტ  კობახიძე ,ზაზა კალანდია, მერაბ კაკულია   და  ბოლოს ჯუნკა კობახიძე,   რომელიც ყველაზე პატარა იყო წლოვანებით. ხოლო ალიოშა კაკულია  ტრაქტორთან  ერათდ  გაუჩინარდა  მდინარე მაჭარკის მორევში.

          ტყვიების სეტყვას უფლის ნებით გადაურჩნენ ჯუსტან კობახიძე და მურადი კაკულია. მტერს ეგონა რომ ისინიც დაღუპული იყვნენ...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.10.2023
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0