მინადორა (მართა) ფურცელაძე 1804-1863წწ იღუმენია, დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერი
მონაზონი მინადორა სამთავროს დედათა მონასტერში 1832 წელს მივიდა, მონაზვნად აღიკვეცა 1844 წელს. 1858-1863 წლებში იყო სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია. იგი მონასტრის გამგებლად ეგზარქოსმა ისიდორე ნიკოლსკიმ (1844-1868) 1857 წელს დაადგინა, ხოლო იღუმენიის ხარისხში 1858 წლის 6 მარტს აიყვანა. მინადორა ფურცელაძე (საერო სახელი მართა) 1844 წელს მინადორას სახელით მონოზნად აღკვეცა ბერ-მონოზონმა ტარასიმ. იღუმენია მინადორამ თავისი მოღვაწეობის მცირე დროში მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა. დაკრძალულია სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის ეკვდერში. მისი საფლავის ქვა განახლებულია ძველი წარწერით (იღუმენიას უმცროსი და მიტრადორა დაკრძალულია მონასტრის ეზოში წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთით ხის ძირას).
წყარო: სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი: samtavro.ge
მონოზონი მინადორა მონასტრის გამგებლად ეგზარქოს ისიდორეს 1857 წელს დაუდგენია, ხოლო იღუმენიის ხარისხში აუყვანია მასვე 1858 წლის 6 მარტს. მინადორა ფურცელაძე 1804 წ. დაბადებულა (საერო სახელი მართა). 1844 წ. მინადორას სახელით მონოზნად აღუკვეცია ბერმონოზონ ტარასის. იღუმენია მინადორა დაკრძალულია სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის ეკვდერში. საფლავის ქვა განახლებულია ძველი წარწერით (იღუმენიას უმცროსი და მიტრადორა დაკრძალულია მონასტრის ეზოში წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთიღ ხის ძირას).