სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ლავრენტი იოანეს ძე გუგუტიშვილი 1884-1972წწ მათლ. მღვდელი სოფ. აკურის ეკლესია დაბ. სოფ. აკურა, თელავი ლავრენტი იოანეს ძე გუგუტიშვილი 1884-1972წწ მათლ. მღვდელი სოფ. აკურის ეკლესია დაბ. სოფ. აკურა, თელავი

1884-1972 წწ. გარდ. 88 წლის

ბმულის კოპირება



გვარი გუგუტიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

294       ბეჭდვა

ლავრენტი იოანეს ძე გუგუტიშვილი 1884-1972წწ მათლ. მღვდელი სოფ. აკურის ეკლესია დაბ. სოფ. აკურა, თელავი


1884 წლის 6 იანვარს, თელავის მაზრის სოფელ აკურაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი იოანე, საგარეჯოს მაზრაში, სოფელ ჩაილურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა.
1897-1901 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ სოფელ ქვემო ხოდაშენის სამრევლოსაეკლესიო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად განამწესეს.
1905 წლის 2 თებერვალს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) დიაკვნად ამავე წლის 6 თებერვალს კი მღვდლად დაასხა ხელი და თელავის მაზრის, სოფელ აკურას წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
1911 წლის 18 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) სიგელითა და ფულადი თანხით, ამავე წლის აღდგომას კი საგვერდულით დააჯილდოვა.
1922 წლის 6 ივნისს თელავის მაზრაში მოქმედ მონასტრებისა და ეკლესიების განძეულობის აღმწერმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში პოლიტბიუროსა და აღმასკომის წარმომადგენლები შედიოდნენ, აკურას წმინდა ელია

გვ 154

წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის განძეულობა სრულიად აღწერეს და ოქმი შეადგინეს, რომელზეც მღვდელ ლავრენტის ძალდატანებით ხელი მოაწერინეს.
1923 წლის 4 მაისს მოხდა ე. წ. „კომსომოლების“ მიერ ეკლესიის გაძარცვა, გუმბათის დანგრევა, ხოლო მღვდელი ლავრენტი შეიპყრეს, წვერი გაპარსეს და აუკრძალეს ღვთისმსახურება. ამ ამბის შემდეგ იგი სოფელში ოჯახთან ერთად ეწეოდა მიწათმოქმედებას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში კი სოფელ აკურას საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა. მღვდელი ლავრენტი 1972 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელ აკურაში. 

მღვდელი ლავრენტი გუგუტიშვილი 1884-1972წწ  XVIII - XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერთ პირთა ცხოვრება მოღვაწეობა ავტ. გიორგი მაჩურიშვილი, ლურსაბ ტოგონიძე 

მღვდელი ლავრენტი იოსების ძე გუგუტიშვილი 1884 წლის 6 იანვარს თელავის მაზრის სოფელ აკურაში. მღვდლის ოჯახში 
დაიბადა. მამამისი, დეკანოზი იოსები, მსახურობდა საგარეჯოს მაზრის სოფელ ჩაილურის ეკლესიაში. 1901 წელს თელავის 
სასულიერო სასწავლებლის დაამთავრების შემდეგ ლავრენტიმ 
გვ285

მუშაობა დაიწყო სოფელ ქვ. ხოდაშნის სამრევლო–საეკლესიო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. 
1905 წლის 2 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო ამავე, 
წლის 6 თებერვალს მღვდლად დაასხეს ხელი და თელავის მაზრის სოფელ აკურის წმინდა ელია 
წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 
1911 წლის 18 მარტს საქართველოს ეგზარქოსმა ინოკენტიმ (ბელიაევი) მადლობის სიგელით 
ფულადი თანხით დააჯილდოვა, იმავე წლის აღღგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 
1922 წლის 6 ივნისს თელავის მაზრაში მოქმედ მონასტრებისა და ეკლესიების განძეულობის აღმწერმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც 
შედიოდნენ პოლიტბიუროს და აღმასკომის წარმომადგენლები, აღწერეს წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის განძეულობა და შეადგინეს ოქმი, 
რომელზეც მღვდელ  ლავრენტის ძალდატანებით მოაწერინეს ხელი. 1923 წლის 4 მაისს ე· წ. კოსმოლებმა ეკლესია გაძარცვეს, გუმბათი დაანგრიეს 
ხოლო მღვდელი ლავრენტი შეიპყრეს, წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურება აუკრძალეს. ის ოჯახთან ერთად სოფელში დარჩა და მიწათმოქმედებას ეწეოდა.
მეორე მსოფლიო ომის  შემდეგ მუშაობდა აკურის საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. 
მდღვდელი ლავრენტი 1972 წელს გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულია სოფელ აკურაში. 
მღვდელ ლავრენტი გუგუტიშვილს ჰყავდა მეუღლე. მართა 
აბრამიშვილი, შვილები – ვლადიმერი. ეკატერინე და ნინო. ღღეს 
გვ286
მამა ლავრენტის შთამომავლებიდან ცოცხალია ვლადიმერის შვილი მირიანი, სპეციალობით- ინჟინერ-მექანიკოსი, ცხოვრობს
სოფელ აკურაში. ეკატერინეს შვილი- ანზორ ნადირაძე, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის საშენ მასალათა და ნაკეთობების
კათედრის გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მამა ლავრენტის ჰყავდა სამი ძმა:
დეკანოზი სევერიანე - მსახურობდა ჯერ ქოლოთში, სანებელში შემდეგ – ურიათუბანში, ბოლოს – თელავში. 1921 წელს მამა 
სევერიანე ალავერდის ეპარქიის თელავის მაზრის სოფელ ნეკრესის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. მანაც 1924 წელს თავი დაანება ღვთისმსახურებას. 
მედავითნე კონსტანტინე მსახურობდა თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. 
ვლადიმერი მუშაობდა რკინიგზაში. მათ ჰყავდათ ასევე ოთხი და, რომელთაგან სამი გათხოვილი იყო სასულიერო პირებზე, 
ესენი იყვნენ: მლვდელი ონისიმე მელითაური (მსახურობდა სოფელ ვანთაში), მლვდელი გრიგოლ ელიზბარაშვილი (მსახურობდა 
სოფელ ყანდაურაში) და მღვდელი ნათალაშვილი (მსახურობდა სოფელ კისისხევში). 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.11.2023
ბოლო რედაქტირება 06.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0