არქიმანდრიტი ტარასი, ერისკაცობაში – ტიმოთე სოლომონის ძე ალექსი-მესხიშვილი 1793 წლის 21 აპრილს (მამა ტარასის
ნამსახურებათა სიაში დაბადების თარიღად ნაჩვენებია 1791 წელი) დეკანოზის ოჯახში დაიბადა. წერა-კითხვა, წმინდა წერილი,
გალობა და საეკლესიო ტიპიკონი მამის – დეკანოზ სოლომონის ხელმძღვანელობით ანჩისხატის ტაძართან არსებულ სკოლაში
ისწავლა.
1804 წლიდან იზრდებოდა თავის ნათლიასთან, კათოდიკოს-პატრიარქ ანტონ II-სთან და სხვადასხვა მორჩილებას
გვ78
ასრულებს.
1807 წელს კათოლიკოსმა ბერად აღკვეცა. ამავე წლის 24 თებერვალს კი დიაკვნად აკურთხა და ეკონომოსად
დაადგინა. აღკვეცის შემდეგ ახალგაზრდა ბერ-დიაკონი მუდმივაც მაინც თავის ტოლებში თამაშობდა.
ერთხელ თურმე კათოლიკოს ანტონ II-მ დაინახა. რომ კაბიანი ტარასი ანჩისხატის ეკლესიის წინ ბიჭებთან კოჭებს თამაშობდა, სიცილი დაიწყო და
დაუძახა: „ეი ბიჭო, ბერი ხარ ეხლა შენ და რაღა დროს შენი კოჭის თამაშობა არისო“.
1810 წლიდან, ანტონ II-ის რუსეთში გადასახლების შემდეგ, მსახურება განაგრძო საქართველოს პირველ ეგზარქოსთან, მიტროპოლიტ ვარლაამთან (ერისთავი)
არქიდიაკონის წოდებით.
ახალგაზრდა და განათლებულ არქიდიაკონს მეუფემ ეკონომოსის მოვალეობის შესრულებაც მიანდო.
1817 წლის 14 მაისს წმინდა სინოდმა მიტროპოლიტი ვარლაამი რუსეთში გაიწვია.
მას თან გაჰყვა მამა ტარასიც. დეღაქალაქში ჩასული მამა ტარასი წარადგინეს სანკტ-პეტერბურგის მაშინდელ მიტროპოლიტ
ამბროსისთან (პოდობედოვი), რომლის ლოცვა-კურთხევითაც რეველის ეპისკოპოსმა ფილარეტმა
(დროზდოვი) 1818 წლის 16 თებერვალს არქიდიაკონ ტარასის მღვდლად დაასხა ხელი და მოსკოვში.
დანილოვის მონასტრის საძმოში განამწესეს· ამავე მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა მიტროპოლიტი ვარლაამიც.
1820 წელს ბიბლიური საზოგადოების თაოსნობით განათლების მინისტრმა გოლიცინმა მღვდელ-მონაზონ ტარასისა და ნ.
დ. ჩუბინიშვილს ათონის ივერთა მონასტერში გამგზავრება და იქ ძველი ხელნაწერებიდან ქართული „შესაქმის“ გადმოწერა დაავალა.
გვ79
შემდგომში საზოგადოებას მისი დაბეჭდვა ჰქონდა განზრახული. სამწუხაროდ, ეს დავალება თურქეთში მომხდარი არეულობის გამო ვერ შესრულდა.
1826 წლიდან მღვდელ-მონაზონი ტარასი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სანკ-პეტერბურგში, თეიმურაზ ბატონიშვილთან. იყო
ბატონიშვილისა და მისი ოჯახის სულიერი მოძღვარი და კარის ეკლესიის წინამძღვარი.
1830 წლის 26 იანვარს რუსეთის წმინდა სინოდმა რუსული ენიდან ქართულ ენაზე წიგნების თარგმნისა და სწავლა-განათლების დარგში გამოჩენილი ყურადღებისათვის გამშვენებული ჯვარი უწყალობა,
რომელიც ნოვგოროდისა და სანკ-პეტერბურგის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (გლაგოლევსკი) ამავე წლის 4 მაისს. წირვის დროს გადასცა.
1830 წლის 5 მაისს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გათავისუფლდა ბატონიშვილთან სამსახურისაგან და 1 ნოემბერს საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს ეგზარქოს იონას (ვასილევსკი)
ლოცვა-კურთხევით იგი თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის საძმოში მიიღეს.
1832 წელს, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა რუსეთის ცარიხმის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების გამოაშკარავების
შემდეგ, მამა ტარასიც დააპატიმრეს. საგამომძიებლო კომისიამ იგი მეშვიდე კატეგორიის დამნაშავეებს მიაკუთვნა, ე. ი. მათ,
ვინც იცოდა შეთქმულების ამბავი, მაგრამ არ იზიარებდა. ამ კატეგორიაში სულ 17 კაცი მოხვდა. მათ შორის: თეკლე ბატონიშვილი, სალომე ბატონიშვილი (ფარნაოზის ასული),
ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი. ამათგან – თეკლე, ალექსანდრე და გრიგოლი მთავრობამ რუსეთში გადაასახლა, ამ კატეგორიის სხვა წევრები კი – არა. მათ შორის იყო მამა ტარასიც,
რომელიც გამოძიების დამთავრების შემდეგ თბილისში დატოვეს, თუმცა პოლიციის სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიების დროს, პოკროვსკის აზარმებში პატიმრობისას, ტარასისა და ფილადელფოს კიკნაძეს, როგორც ბერებს, ხელისუფლებისათვის უთხოვიათ, ნება მოგვეცით, ხმამაღლა ვილოცოთ
გვ80
და ვიკითხოთ სახარებაო. ყაზნარმის ადმინისტრაციას ეს თხოვნა შეუწყნარებია. ბერებს დაუწყიათ ხმამაღლა ლოცვა და სახარების კითხვა, ოთახებში გამომწყვდეულ შეთქმულთა
გასაფრთხილებლად შიგადაშიგ საეკლესიო კილოთი ცალკე წარმოთქვამდნენ თუ რა ჰკითხა მათ გამომძიებელმა· რა უპასუხეს და შემდეგში ვის როგორი ჩვენება უნდა მიეცა.
საგამომძიებლო კომისია ცდილობდა გამოერკვია, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მამა ტარასის სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ბატონიშვილებთან·
მღვდელ-მონაზონი ყველაფერს ამარტივებდა, კომისიას არწმუნებდა, ბატონიშვილებთან სიტყვაში შებმის
მეეტი იქ არა ყოფილა რაო. სწორედ ასეთი ოსტატური ქცევის შედეგად იგი გაათავისუფლეს პატიმრობიდან, მაგრამ კვლავ
თბილისში, პოლიციის სასტიკი მეთვალყურეობის ქვეს დატოვეს.
გვ81
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მამა ტარასი ისევ ფერისცვალების მონასტერში აგრძელებს მოღვაწეობას.
1845 წლის 24 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ისიდორემ (ნიკოლსკი) საგვერდულით დააჯილდოვა.
1846 წლის 22 მაისს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის საეკლესიო ქონების მმართველად დაინიშნა. ამასთანავე შიომღვიმის მონასტერში წირვა-ლოცვის ჩატარება დაევალა.
გიორგი XII-ის ქალიშვილის, სოფიოს შვილის,ივანე ლუარსაბის ძე თარხან-მოურავის საფასით ქართლში (1845-1854 წწ.)
განახლდა გავერანებული ქვათახევის მონასტერი. ამ მონასტრის წინამძღვრაღ 1854 წელს მღვდელ-მონაზონი ტარასი დაინიშნა.
1855 წლის 15 იანვარს მას არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. არქიმანდრიტი ტარასი წლების განმავლობაში იყო აღმოსავლეთ საქართველოს მონასტრების მთავარხუცესი.
1866 წლის 24 აპრილს საიმპერატორო გვირგვინით შემკული წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1870 წლის 2 მაისს გადადგა ქართლ-კახეთის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესის
თანამდებობიდან. გარდაიცვალა 1874 წლის 2 მაისს. დასაფლავებულია მონასტერში, ჩრდილოეთის კედელთან. კედელზე არის წარწერა:
„მოიხსენე, უფალო, მონა შენი არქიმანდრიტი ტარასი. ამან დაუცხრომელმან მშრომელმან ცნობილმან მაღლითა მონაზონებითითა მოღვაწეობითა,
მკაცრითა ზნეობითა და კრძალულებითა, განვლო რა მონაზონებასა შინა 66 წელი, განისვენა 1874 წ. მაისის 2-ს, შობითგან 81-ის წლისმან.
დიდმშვენიერი განახლება ქვათახევის მონასტრისა, შინაგანი მორთულობა მისი და სიმრავლე გარემო მისი-
გვ82
სა მიუცილებელთა ახალთა შენობათა არს ნაყოფი ტარასის წინამძღვრობისა მის მონასტერსა 1854-1874 წწ.''.
საფლავი ჩრდილოეთ კედლის ძირასაა და მას აქვს ასეთი ეპიტაფია: „ლოდი ესე ფარავს მტვერსა არხიმანდრიტის ტარასისა, რომელი გარდაიცვალა ჩყოდ წელსა, მაისის ბ-სა დღესა,
ვექონე შობიდგან პა წლისა“..
წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი (კანდელაკი), რომელმაც თავისი სასულიერო მოღვაწეობა ქვათახევის მონასტერში დაიწყო, მომსწრე იყო არქიმანდრიტ ტარასის აღზრდილი ბერებისა.
მათი მონაყოლი ამბები, მან მოგონებების სახით ჩვენამდე მოიტანა· ამ ჩანაწერებში კარგად ჩანს მამა ტარასის პიროვნება და ხასიათი.
აი, რას წერდა იგი: „მინდა მკითხველს გავაცნო მოკლედ ტარასის გარეგანი სახე, მისი ზნე-ჩვეულება, ხასიათი და მისი ცხოვრება, როგორც
მაქვს გადმოცემული მისი აღზრდილი ბერებისაგან, მის მომსწრეებისაგან, როგორც სასულიერო პირთაგან, ისე ერისკაცთაგან და აგრეთვე, როგორც ეს ჩანს მისი საქმეებიდგან.
ტარასი ყოფილა შუატანის კაცი, სახით შავგვრემანი და მოხუცებაში დიდი თეთრი წვერი ამშვენებდა მის სახეს.
ამასთანავე ხელღონიერი და მძლავრი, უშიშარი, პირში მართლის მთქმელი, კარგი მამულისშვილი, გამბედავი, დარბაისელი, საუკეთესო კალიგრაფი, წიგნების ამკინძავი,
მწიგნობარი, მგალობელი, კარგი სახარების მკითხველი, საღმრთო წერილის ზედმიწევნით მცოდნე, ღვთისმოშიში, მმარხველი, მლოცველი, ჯილდოს არ მოყვარული,
ერთგული მონასტრისა და ეკლესიისა, და ამასთანავე ხუმარაც.
დილით,ცისკრის ლოცვის დაწყებამდე,ზარები ადრე ირეკებოდა მონასტერში მორჩილებისგან, შაგრამ ტარასის ვერავინ
ასწრებდა და რაც გინდა სიცივე ყოფილიყო ის ეკლესიის კარიბჭეში იჯდა და ელოდა დარეკვას, როდესაც დარეკდნენ
და გააღებდნენ ეკლესიის კარებს, ის პირველი შევიდოდა ტაძარში და ასე უჩვენებდა მაგალითს ბერებს და მისი ხათრით და
შიშით ვერავინ მოაკლდებოდა წირვა-ლოცვას.
გვ83
საშინლად ეჯავრებოდა ჯილდოების გაკეთება და ტარება. ტაძრის დღესასწაულზე, 15 აგვისტოს, შეეხვეწებოდნენ ხოლმე ბერები,
გაიკეთე ეხლა მაინც, რა არისო და ძლივს წუწუნით და ჯავრობით გაიკეთებდა და იტყოდა: „აბა
რა არის, ეს ჯილდოები ხომ ლურსმანზედაც ისე ჰკიდია, როგორც ჩემზედო“.
ერთ ასეთ შემთხვევას იგონებენ მისი ცხოვრებიდან: „ეგზარქოსი ისიდორე (ნიკოლსკი) ისიდორე (ნიკოლსკი, საქართველოს
ეკლესიას მართავდა 1844-1858 წლებში), როდესაც გადაიყვანეს პეტერბურგში, თბილისის სამღვდელოებამ წასვლის დროს
სადილი გაუმართა მცხეთაში, მარიამობის მარხვა იყო. ეგზარქოსის ნებართვით თევზიც ჰქონდათ სადილზედ. როდესაც ბლუდით ჩამოარიგეს თევზი,
ტარასი არქიმანდრიტსაც მიართვეს, მაშინ ტარასიმ უთხრა:
არქიმანდრიტ ტარასის ეკუთვნის იშვიათი კალიგრაფიული ხელოვნებით შესრულებული მრავალი ძვირფასი წიგნი. აგრეთვე
არაერთი თარგმანი, უმთავრესად, სასულიერო შინაარსისა. მათ შორის: „გეოგრაფიული ლექსიკონი ახალის აღთქმისა“ (სანკტპეტერბურგი, 1824 წ.), „ვრცელი კატეხიზმო“ (1827 წ.)
„სიტყვა მღვდლობისათვის“ (1845 წ.), „თანამდებობათათვის სამრევლოთა მღვდელთასა“ (სანკტ-პეტერბურგი, 1861 წ.)
და საკუთარი გადმოკეთებული ნაწარმოებები, როგორებიცაა – „ქართული ანბანი
გვ84
სასწავლებლად ყრმათა, ხუცურისა და მხედრულის წერილისა“
(მოსკოვი,1825 წ.), ლითოგრაფიულად დაბეჭდილია მისი ,,ქართული საწერი დედანი“, ხოლო შისი ნახატი ასოები გამოსცა ქსილოგრაფოსმა ტატიშვილმა
თავის „ქართული ანბანის თაიგულში“ (1902 წ.).
XIX საუკუნის 40-იან წლებში არქიმანდრიტმა ტარასიმ დაწერა „მოკლე აღნუსხვა ქართლ-კახეთის მონასტერთა“. ეს არის
საქართველოს სიძველეთა აღმნუსხველი დოკუმენტი, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი მემატიანეა (გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოს სასულიერო მახარებელში“, 1864
წელის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ნოემბრის ნომრები). საინტერესოა, რომ აკადემიკოს მარი ბროსეს ნაწილობრივ
არქიმანდრიტ ტარასის წაკითხვით ჩაწერილი აქვს ეპიგრაფიული მასალა. მამა ტარასი იყო საუკეთესო მცოდნე საეკლესიო
კითხვა-გალობისა და ნიჭიერი სასულიერო ორატორი. ქვათახევის
რესტავრატორის, ივანე თარხან-მოურავის დაკრძალვაზე წარმოთქმული მისი სიტყვა-გოდება დდღემდე XIX საუკუნის ჰომილეტიკისა