ხაჩიძე გიორგი უშანგის ძე დეკანოზი დაბ. 1962წ. სოფ. ბოლოკიანი ლაგოდეხი მსახურობს სოფ. კარსუბანის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი
ხაჩიძე გიორგი უშანგის ძე დეკანოზი დაბ. 1962წ. სოფ. ბოლოკიანი ლაგოდეხი მსახურობს სოფ. კარსუბანის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი ნეკრესის ეპარქია 2024წ.
მამა უშანგი არჩილის ძე ხაჩიძე.1933 წლის 15 იანვარი.გარდ.
დედა ნადია ამბაკოს ასული ხარაიშვილი.1937 წლის 2 ივლისი.
დეკანოზი გიორგი ხაჩიძე დაიბადა 1962წლის 28 აგვისტოს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბოლოკიანში.
1979წ. დაამთავრა სოფელ ყარსუბნის საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
სწავლია პერიოდში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. შემდგომ დაასრულა სწავლა და შექმნა ოჯახი ინგა ქემაშვილთან ერთად. შეეძინატ ორი ვაჟი ხვიჩა და არჩილი (დაოჯახებული)
შვილი არჩილი გიორგის ძე ხაჩიძე, დაოჯახებული თეა ავთანდილის ასული ხუბაშვილი,შვილიშვილი გიორგი არჩილის ძე ხაჩიძე. 2023 წლის 12 აპრილი .
1985 წელიდან დაიწყო ეკლესიური ღვთიმსახურება. მიიღო მონაწილეობა სოფელ ვარდისუბნის ღვთიმშობლის მიძინების ტაძარის აღდგენით სამუშაოებში.
12 წელი სხვადასხვა ეკლესიებში მსახურობდა მედავითნედ.
1997 წელს ლაგოდეხში ჩამობრძანდა მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი), რომელსაც ეხმარებოდა ეპარქიის აღდგენისათვის სასოფლო სამეურნეო სამუშაოებში.
1999 წელს პატრიარქის ლოცვა კურთხევით მეუფე სერგიმ აკურთხა დიაკვნად.
2000 წელს ხელდასხმული იქნა მღვდლად. ამავე წლიდან მოღვაწეობდა დუბის დედათა მონასტერში 2003 წლამდე.
2003 წელს მეუფის კურთხევით თელის წმიდა გიორგის ეკლესია.
2000-2007 წწ გახსნა სოფ. კართუბნის ცენტრში სამლოცველო სახლი, სადაც ატარებდა ღვთიმსახურებას. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა კართუბნის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში, რომელიც გაიხსნა 22 მაისი 2007 წელს წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს.
მეუფის ლოცვა კურთხევით წირვებს ატარებდა სერგი როდონეჟელის მონასტერში (ლაგოდეხი) შაბათობით ხოლო მორიგეობით ოთხშაბათობით.
ამჟამად მორიგეობით.
2014წ. ნოემბერში თავად პატრიარქი ილია II ჩამობრძანდა ნეკრესის ეპარქიაში, კერძოდ იოანე ნათლისმცემლის ტაძარში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრით.
ამჟამად მოღვაწეობს კართუბნის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში.
მედავითნეები არიან: რუსუდან გელაშვილი, ნათელა კაპანაძე და ლალი გოგოლაძე.
მგალობლები: ინგა ქემაშვილი, ლია კორაშვილი და მზია ქეთელაური