სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11579

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ბელადიძე ევსტათი 1939-2024წწ დეკანოზი დაბ. სოფ. დიკლო თუშეთი. ცხოვრ. ქვ. ალავანი, ახმეტა ბელადიძე ევსტათი 1939-2024წწ დეკანოზი დაბ. სოფ. დიკლო თუშეთი. ცხოვრ. ქვ. ალავანი, ახმეტა

1939-2024 წწ. გარდ. 85 წლის

ბმულის კოპირება



გვარი ბელადიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

357       ბეჭდვა

ბელადიძე ევსტათი 1939-2024წწ დეკანოზი დაბ. სოფ. დიკლო თუშეთი. ცხოვრ. ქვ. ალავანი, ახმეტა

ბელადიძე ევსტათი დეკანოზი დაიბადა 1939 წლის 11 თებერვალს თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფელ დიკლოში. დაწყებითი განათლება მიიღო სოფ. ომალოს სკოლა-ინტერნატში. სწავლა დაასრულა ყვარლის რაიონის სოფელ შილდის საშუალო სკოლაში.

ყმაწვილობიდან დაეუფლა ვეტერინარის პროფესიას. 1976-81 წლებში სწავლობდა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში.


1982 წელს ჩაირიცხა მცხეთის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სასულიერო სემინარიაში.1984 წელს წიგნისმკითხველად დაადგინეს თელავის ღვთაების ფერისცვალების ტაძარში. ამავე წელს, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ცერცვაძე) აკურთხა დიაკვნად, ხოლო 1985 წელს ხელი დაასხა მღვდლად. 1988 წელს, მღვდელი ევსტათი, აღიყვანეს დეკანოზის ხარისხში.


მიტროპილიტი გრიგოლ (ცერცვაძე) 1910-1991წწ გარდაიცვალა 81 წლის. ალავერდის მეუფე (1976-1991) დაბადებულია სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი, ცხოვრობდა თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა.

1989 წელს მსახურობდა ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვნის წმინდა სამების ეკლესიაში, ხოლო 1990-2022 წლებში ალავერდის წმინდა გიორგის ტაძარში. სიცოცხლის ბოლო წლებში ფიზიკური უძლურების მიზეზით, მას არ შეეძლო ეკლესიაში მსახურბა.

გარდაიცვალა 2024 წლის 4 თებერვალს, 85 წლის ასაკში, 


2024 წლის 6 თებერვალს, დეკანოზი ევსტათი, თავისი ანდერძის თანახმად, დაიკრძალება ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში.

დეკანოზი ევსტათი გაიზარდა ღვთისმოყვარე ოჯახში. ათეიზმის პერიოდის მიუხედავად, მას მცირე ასაკიდან შეაყვარეს საეკლესიო ცხოვრება. ასევე ღვთისმოშიშებით გამოირჩეოდა მისი მეუღლე, ნინო აჭაიძე, რომელმაც წმინდა წერილი სამთავროს დედათა მონასტერში შეისწავლა, სამთავროს მონასტრის წინამძღვრის იღუმენია ანა აჭაიძის მზრუნველობით.

აჭაიძე ანა (დარია) 1893-1991წწ იღუმენია სამთავროს დედათა მონასტერი წარმ. ალვანი, ახმეტა, თუშეთი

 დეკანოზი ესტატე ბელადიძე 1939 წლის 11 თებერვალს თუშეთში, ახმეტის რაიონის სოფ. დიკლოში დაიბადა. სწავლობდა ომალოს რვაწლიან სკოლაინტერნატში. საშუალო სკოლა ყვარლის რაიონის სოფ. შილდაში დაამთავრა.

1972 წელს სასწავლებლად შევიდა სამტრედიის რაიონის სოფ. კულაშის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმში, რომელიც 1975 წელს ვეტერინარ-ფერშლის კვალიფიკაციით დაასრულა.

1976 წლის იანვარში ჩაირიცხა საქართველოს ზოოტექნიკურ სავეტერინარო სასწავლო კვლევით ინსტიტუტში ვეტერინარულ ფაკულტეტზე.

1982 წელს შევიდა საქართველოს საპატრიარქოს ქ. მცხეთის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ თელავის ღვთაების ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1984 წელს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა აკურთხა დიაკვნად.

1985 წელს მღვდლად. თელავის ღვთაების ტაძარში 1989 წლამდე მსახურობდა.

1989 წლის ბოლოს გადაიყვანეს სოფ. ზემო ალვანის სამების ეკლესიაში.

1990 წლის ივლისიდან მსახურობს ალავერდის მონასტერში.

1988 წლიდან მიენიჭა დეკანოზის ხარისხი. (გარდაიცვალა 2023 წლის 6 თებერვალს. დაკრძალულია ქვემო ალვნის სასაფლაოზე)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.02.2024
ბოლო რედაქტირება 04.07.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0