დეკანოზი ვლადიმერ მებონია
დაიბადა 1970 წლის 8 დეკემბერს ქ. ზუგდიდში. 1977-1986 წწ. სწავლობდა
ზუგდიდის N1 საშუალო სკოლაში. 1974 წელს მოინათლა ილორის წმ.
გიორგის სახელობის ტაძარში.
1990 წ. ჩაირიცხა სოხუმში, მოსკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში, ბიზნესისა და მარკეტინგის
ფაკულტეტზე, რომელიც 1995 წელს დაამთავრა.
2000 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას.
2005 წლიდან მსახურობდა კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში სტიქაროსნად.
2008 წლის 29 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად.
2009 წლის 28 ივნისს აკურთხეს მღვდლად და განაწესეს სოფ. ჭკადუაშის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად.
2018 წელს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
2016 წლის 23 ნოემბრიდან მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დღემდე მოღვაწეობს ზუგდიდის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ქ. ზუგდიდი, ვაწაძის I ჩიხი, N10