სქემმონაზონი ქეთევანი (მებონია)
1916 წელს უსპენსკის რაიონში დავიბადე. ჩემი ოჯახი _ დედ-მამა, და და ორი ძმა შიმშილმა იმსხვერპლა.
15 წლისა სრულიად მარტო დავრჩი. ბავშვთა სახლში ერთი წელი დავყავი.
ვმუშაობდი კოლმეურნეობაში, საწარმოში. არმავირში გადასვლის შემდეგ ეკლესიის მრევლი გავხდი. სხვადასხვა
დროს მოვილოცე ეკლესიები მაიკოპში, კრასნოდარში, სოჭში, გუდაუთაში... 1957 წლიდან ზუგდიდში ვარ, აქვე
გავთხოვდი, მეყოლა სამი შვილი.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ერთი წელი ვიყავი სენაკის რაიონში, შუშანიას მონასტერში (ზუგდიდში მაშინ
ეკლესიები არ მოქმედებდა). მონაზვნური მორჩილება მივიღე მამა იოაკიმესაგან (ასათიანი), მონაზვნური სქემა _ არქიმანდრიტ
კონსტანტინესაგან (ქვარაია).
სქემის მიღების შემდეგ მონასტრიდან იმ მოტივით გამათავისუფლეს, რომ სხვებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო
ზუგდიდში ეკლესიების გახსნაში.
ამ პერიოდში დიდი უბედურება დამატყდა თავს _ დაიღუპა ჩემი ორი ვაჟი და ქალიშვილი, დამეწვა სახლი.
მალე გაიხსნა მაცხოვრის კარის ეკლესია. ეკლესიამ დიდი დახმარება გამიწია, აღმიდგინა სახლი. ახალგახსნილ ეკლესიაში ვმუშაობდი
მამა მიქაელთან (ასათიანი) ერთად... ნებისმიერ შავ სამუშაოს მორჩილებით ვასრულებდი.
გადატანილ უბედურებებს უკვალოდ არ ჩაუვლია, მე მძიმედ დავავადდი. სიბერეში მარტო დავრჩი, მაგრამ ეკლესიას არ მივუტოვებივარ...
მთელი სამღვდელოება ჩემ გვერდით დგას, მრევლიც ხშირად მაკითხავს. გადავწყვიტე, მადლიერების ნიშნად, ჩემი სახლ-კარი ვლაქერნის
ღმრთისმშობლის ხატის ტაძარს შევწირო. მადლობა უფალს,
გვ285
ზუგდიდს ღმრთისმშობლის სამოსელი იფარავს... მადლობა უფალს, დადგა დრო, ვლაქერნობა დიდ დღესასწაულად იქცეს...
სქემმონაზონი ქეთევანი.
გაზეთი ,,საფარველი'', 15 ივლისი, 2002 წ.
სქემმონაზონი ქეთევანი (ერში ვარვარა პროსკურინამებონია) მიიცვალა 2007 წელს, ანდერძისამებრ დაკრძალულია
ზემო თეკლათის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში.