დეკანოზი გიორგი თოლორაია
დაიბადა 1981 წლის 16 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფ. კახათში.
1998 წელს დაამთავრა კახათის N1 საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2004 წელს.
2005 წლიდან მსახურობდა სოფ. კახათის წმ. გიორგის
ტაძარში მგალობლად და სტიქაროსნად.
2011 წლის 18 ივნისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის
საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2012 წლის 30 დეკემბერს აკურთხა მღვდლად და განაწესა სოფ.
კახათის წმ. გიორგის ტაძარსა და სასულიერო გიმნაზიაში მოძღვრად.
2013 წელს, ასევე, იგი დადგინდა სოფ. კოკის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვრად.
2015 წლიდან პარაკლისებს იხდის სოფ. ორსანტიის ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების მშენებარე ტაძარში.
2021 წელს განაწესეს განმუხურის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად. პარალელურად მსახურობს
კოკის წმ. გიორგის ტაძარში.
2022 წლის 28 აგვისტოს განმუხურის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში პატრიარქის კურთხევით მიტროპოლიტმა გერასიმემ
დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აამაღლა დეკანოზის ხარისხში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ზუგდიდი, სოფ. კახათი.