აკობია იოანე დაბ. 1989წ. დეკანოზი ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძარი დაბ. ზუგდიდი
დეკანოზი იოანე აკობია
დაიბადა 1989 წლის 13 აპრილს ქ. ზუგდიდში.
2006 წელს დაამთავრა ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლა.
2008 წელს მოინათლა ზუგდიდის წმ. გიორგის ტაძარში.
2009 წლიდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვაკურთხევით მსახურება დაიწყო ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა
ღმრთისმშობლის ტაძარში სტიქაროსნად.
2011 წლიდან დაინიშნა ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძრის მედავითნედ.
2010-2014 წლებში სწავლობდა საფარის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში.
2015 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძარში ხელი
დაასხა დიაკვნად, ხოლო 2016 წლის 18 სექტემბერს ივერიის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში აკურთხა მღვდლად
და დაადგინა ამავე ტაძრის მღვდელმსახურად.
2016 წლიდან დღემდე მუშაობს ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის საღმრთო სჯულის მასწავლებლად.
2020 წელს მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელად.
2021 წლის 13 ნოემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ზუგდიდის წმ. მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ტაძრის წინამძღვრად.
ამავე დღეს, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის, აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.