სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მურთაზ აკობია 1976-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი მურთაზ აკობია 1976-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი მურთაზ აკობია 1976-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი მურთაზ აკობია 1976-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი აკობია სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

მურთაზ აკობია 1976-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი

დაიბადა ოჩამჩირეში, შავი ზღვის პირა კოპწია ქალაქში, 1976 წლის 1 ნოემბერს. წლების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა გალის რაიონის სოფ. საბერიოში. სწავლობდა საბერიოს N2 საშუალო სკოლაში. გამოირჩეოდა კარგი სწავლითა და სანიმუშო ყოფაქცევით. 

17 წლის, პირტიტველა, დაუოჯახებული იყო, როცა აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო. მოხალისედ 24 - ე ბრიგადის 244-ე ბატალიონში ჩაირიცხა. სიცოცხლით სავსე “ღიმილის ბიჭი“ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 

მან მამულს საკუთარი, ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი, სიცოცხლე უყოყმანოდ ანაცვალა. 1993 წლის 29 სექტემბერს ის ოჩამჩირეში ერთ-ერთი შეტევის დროს გმირულად დაეცა. მას მერე მისი ცხედარი არავის უნახავს. იგი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 

მცირე ხანს იცხოვრა ამ ქვეყნად, მაგრამ სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სახელი დატოვა. 

მის დედას უყოყმანოდ შეუძლია გაიმეოროს დიდი ილიას სიტყვები:

“ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი, 

სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი . . . 

მურთაზ აკობიას გამწარებულ დედას ქ-ნ ნანულის ვუსურვოთ ჯამრთელობა და გამძლეობა, რომ დიდხანს ატაროს თავისი გმირი შვილის სახელი. 

შენ გმირი ხარ!

. . . და აქ უნებლიედ მაგონდება პოეტის სიტყვები:

“ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს“.           



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 06.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0