მურთაზ ინვერის ძე აკობია 1976-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ოჩამჩირე აფხაზეთი
დაიბადა ოჩამჩირეში, შავი ზღვის პირა კოპწია ქალაქში, 1976 წლის 1 ნოემბერს. წლების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა გალის რაიონის სოფ. საბერიოში. სწავლობდა საბერიოს N2 საშუალო სკოლაში. გამოირჩეოდა კარგი სწავლითა და სანიმუშო ყოფაქცევით.
17 წლის, პირტიტველა, დაუოჯახებული იყო, როცა აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო. მოხალისედ 24 - ე ბრიგადის 244-ე ბატალიონში ჩაირიცხა. სიცოცხლით სავსე “ღიმილის ბიჭი“ აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
მან მამულს საკუთარი, ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი, სიცოცხლე უყოყმანოდ ანაცვალა. 1993 წლის 29 სექტემბერს ის ოჩამჩირეში ერთ-ერთი შეტევის დროს გმირულად დაეცა. მას მერე მისი ცხედარი არავის უნახავს. იგი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.
მცირე ხანს იცხოვრა ამ ქვეყნად, მაგრამ სამშობლოსათვის თავდადებული გმირის სახელი დატოვა.
მის დედას უყოყმანოდ შეუძლია გაიმეოროს დიდი ილიას სიტყვები:
“ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი,
სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი . . .
მურთაზ აკობიას გამწარებულ დედას ქ-ნ ნანულის ვუსურვოთ ჯამრთელობა და გამძლეობა, რომ დიდხანს ატაროს თავისი გმირი შვილის სახელი.
შენ გმირი ხარ!
. . . და აქ უნებლიედ მაგონდება პოეტის სიტყვები:
“ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს“.
მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
2024 წლის 5 - 6 აგვისტო.
5 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში 1992-93 წლების რუსეთ - საქართველოს ომის დროს დაღუპული 16 პირის ( 7 მებრძოლი და 9 - მშვიდობიანი მოქალაქე) სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
6 აგვისტოს, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული 4 მეომარი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, დანარჩენი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენეს.
სამხედრო:
1. შალვა ბათლომეს ძე კარტოზია;
2. გოგი ბორისის ძე სიჭინავა;
3. გენადი (გია) გენადი ძე ნიკოლაიშვილი;
4. თემურ მოსეს ძე ბაბლიძე;
5. ლევან იურის ძე ლოგუა;
6. ზაზა გურამის ძე დემეტრაშვილი;
7. მურთაზ ინვერის ძე აკობია ;
სამოქალაქო:
1. დიმიტრი ვლადიმერის ძე აბაშმაძე;
2. ნათელა ალექსანდრეს ასული დიხამინჯია;
3. თამაზი ივანეს ძე ქასრაშვილი;
4. ზაქარია მალაქიას ძე ხარაიშვილი;
5. ელენე ალექსანდრეს ასული ხარაიშვილი;
6. აკაკი გრიგოლის ძე სიგუა;
7. ციცინო ალანია;
8. ილია ეფრემის ძე ნარიმანიძე;
9. ჯემალ შალვას ძე ჩაჩავა;