სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
თოდუა ბესარიონ მოღვ. 1899-1918წწ. დეკანოზი ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრი დაბ. სოფ. ოსინდალე, ჩხოროწყუ თოდუა ბესარიონ მოღვ. 1899-1918წწ. დეკანოზი ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრი დაბ. სოფ. ოსინდალე, ჩხოროწყუ
ბმულის კოპირება



გვარი თოდუა სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

306       ბეჭდვა

თოდუა ბესარიონ მოღვ. 1899-1918წწ. დეკანოზი ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრი დაბ. სოფ. ოსინდალე, ჩხოროწყუ

მთავარხუცესი დეკანოზი ბესარიონ თოდუა

დეკანოზი ბესარიონ თოდუა დაიბადა სოფელ ოსინდალეში, სამღვდელო ოჯახში.
მამა _ მღვდელი სოფრომ თოდუა და მისი წინაპრები ღმრთისმსახურები იყვნენ, რომლებიც ოსინდალეს
წმ. გიორგის სახელობის მონასტერში მსახურობდნენ. 
ბესარიონმა 1898 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
1899 წლიდან, სხვადასხვა დროს, მასწავლებლად მუშაობდა ნაფიჩხოვოს, ხეთის, თაიის ორკლასიან საეკლესიოსამრევლო სკოლებში.
დიაკვნად კურთხევის შემდგომ, 1904 წელს, მამა ბესარიონს თაიის წმ. გიორგის ეკლესიაში ხელი დაასხეს მღვდლად და ამავე 
ტაძარში მოძღვრად განაწესეს. 1905 წელს დანიშნეს მოიდანახის ოლქის მთავარხუცესად, 1906 წლის 29 სექტემბერს გადაიყვანეს
ცაიშის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად და კორცხელის ოლქის მთავარხუცესად. იგი, ამავდროულად,
ასწავლიდა ცაიშის სკოლაში. შემდგომში მღვდელი ბესარიონი დეკანოზის ხარისხში აიყვანეს. 
ერთგული და კეთილსინდისიერი მსახურებისთვის მიღებული ჰქონდა ჯილდოები. ცაიშის ტაძრის „საკრებულო უწყებანის“ 
1908 წლის მონაცემებით დეკანოზ ბესარიონსა და ფოფოდია ეკატერინეს ჰყავდათ შვილები: დავითი _ სამი წლის და 
ვალერიანე _ ერთის (12, გვ. 24; 20).
1918 წლის ცნობით, მამა ბესარიონი უკვე ქუთაისშია გადმოსული და აქ მესამე უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. 
მღვდელ სოფრომ დავითის ძე თოდუას ოჯახმა დედა ეკლესიასა და სამშობლოს ხუთი მღვდელმსახური: ბესარიო-
გვ266

ნი, აკაკი, ათანასე, სამსონი და თევდორე აღუზარდა.
ძმები აქტიურ საეკლესიო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ.
ისინი XIX-XX სს-ის მიჯნაზე დასავლეთ საქართველოს ეკლესიებში მოღვაწეობდნენ.
ზაურ ჯალაღონია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 03.03.2024
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0