სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ფიფია დავით გარდ. 2001წ. დეკანოზი ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი დაბ. სოფ. ჩხორია, ზუგდიდი ფიფია დავით გარდ. 2001წ. დეკანოზი ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი დაბ. სოფ. ჩხორია, ზუგდიდი
ბმულის კოპირება



გვარი ფიფია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

276       ბეჭდვა

ფიფია დავით გარდ. 2001წ. დეკანოზი ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი დაბ. სოფ. ჩხორია, ზუგდიდი

დეკანოზი დავით ფიფია

მამა დავითი დაიბადა კოლხეთის შუაგულში, ზუგდიდისა და წალენჯიხის საზღვარზე, სოფ. ჩხორიაში, პედაგოგის ოჯახში. მისი მამა _ მიხეილ ჩაგუს 
ძე ფიფია იყო დამსახურებული პედაგოგი, ჩხორიაში სკოლის დამაარსებელიდა მისი პირველი გამგე-მასწავლებელი. იგი გახლდათ მღვდელ-მონაზონ
ალექსის (შუშანია) სულიერი შვილი. 
მომავალი მოძღვრის დედას _ ანასტასია ყოლბაიას დამთავრებული ჰქონდა ოთხწლიანი სასწავლებელი და შვილების აღზრდას კეთილად განაგებდა.
მამა დავითმა 1934 წელს წარჩინებით დაამთავრა ჩხორიის არასრული საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ზუგდიდის პედაგოგიურ ტექნიკუმში,
რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1937 წელს. ამავე წელს მუშაობას იწყებს ტყაიის არასრულ საშუალო სკოლაში და პარალელურად სწავლას 
აგრძელებს სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. მეოთხე კურსიდან გადადის თბილისის 
პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელსაც წარჩინებით ამთავრებს.
1939 წლიდან მუშაობს ჩხორიის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1944-46 წლებში გვევლინება ლიის საშუალო სკო-
გვ270

ლაში გერმანულის მასწავლებლად, ხოლო 1946-48 წლებში _ ტყაიის რვაწლიანი სკოლის დირექტორად. 1950 წლიდან 
მუშაობს ჭკადუაშის რვაწლიან სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ.
კომუნისტური ათეიზმის დროს მამა დავითს არ ასვენებდა ღვთისგან ერის განდგომის საშინელება. ამიტომ ღვთის ნებითა და წყალობით,
მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო და 1963 წელს სწავლა გააგრძელა მცხეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო სემინარიაში. 
მამა დავითი მცხეთის სასულიერო სასწავლებლის პირველი კურსდამთავრებულია. 1965 წლის 14 ოქტომბერს 
მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ეფრემ II-მ სვეტიცხოველში აკურთხა მღვდლად 
და განაწესა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში. იგი 1972 წლიდან ღმრთისმსახურებას 
აღავლენს სოხუმის საკათედრო ტაძარში.
1973 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ დავითის (დევდარიანი) კურთხევით მღვდელი დავით ფიფია საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში
თავდადებული და ერთგული მსახურებისთვის აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.
1974 წლიდან იგი ინიშნება ილორის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
ფიფიების ოჯახმა ორი სასულიერო პირი მოუვლინა ქვეყანას, თვით დეკანოზი დავით ფიფია და მისი ძმისშვილი, დეკანოზი გალაკტიონ ფიფია.
ყველაფერი მოყვასისთვის _ ამ პრინციპით იცხოვრა, წლების სისასტიკეს გაუძლო მაშინაც კი, როდესაც ათეისტური მოძღვრება ქართველი კაცის მრწამსს უმოწყალოდ
აცლიდა საფუძველს. დრო-ჟამმა თავისი გაიტანა, ჭეშმარიტ ქადაგებაში დამაშვრალი მოძღვარი 
ბოლო წლებში სახლში ატარებდა მსახურებებს: 1977 წლის აპრილიდან, ბათუმ-შემოქმედელისა და ჭყონდიდელი მიტროპოლიტ რომანოზის კურთხევით დაინიშნა
ქ. ზუგდიდისა და მისი რაიონის სოფლებში მცხოვრებთათვის რელიგიური საიდუმლოებების შემსრულებლად, ხოლო 80-იან წლებში მას
გვ271

მიეცა ლოცვა-კურთხევა, ცაგერის ეპარქიაში, ლენტეხისა და მესტიის რაიონებში მსახურება ჩაეტარებინა. 
მამა დავითი მიიცვალა 2001 წლის 23 იანვარს. მთელი სამეგრელო გულისტკივილით გამოეთხოვა თავის რჩეულ მოძღვარს,
რომელმაც რწმენა უმძიმეს წლებში გამოატარა და დღემდე მოიტანა, როგორც სისხლით დაცული ჭეშმარიტება.
ღვთის შეწევნით, მამა დავითის მრავალრიცხოვანი შთამომავალობა _ 6 შვილი, 11 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი აგრძელებს
დიდებული წინაპრის გაკვალულ გზას, რომელზეც შედგომა ცათა სასუფეველს ჰპირდება უფლის ნებას მინდობილთ.
ლალი ქანთარია-ფიფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.02.2024
ბოლო რედაქტირება 22.02.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0