სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კალანდია სიდონია 1972-2022წწ. მონაზონი კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერი დაბ. გალი, ჭუბურხინჯი კალანდია სიდონია 1972-2022წწ. მონაზონი კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერი დაბ. გალი, ჭუბურხინჯი

1972-2022 წწ. გარდ. 50 წლის

ბმულის კოპირება



გვარი კალანდია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

331       ბეჭდვა

კალანდია სიდონია 1972-2022წწ. მონაზონი კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერი დაბ. გალი, ჭუბურხინჯი

მონაზონი სიდონია

მონაზონი სიდონია (კალანდია) 
1972 წლის 28 თებერვალს დაიბადა ქ. გალში. 1989 წელს დაამთავრა გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯის საშუალო სკოლა.
1999-2004 წლებში სწავლობდა და დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საბანკო კოლეჯი, ბუღალტერ-ეკონომისტის  სპეციალობით.
1998 წელს მოინათლა ქ. ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძარში.
2008 წლის მაისიდან ზუგდიდის რაიონის სოფ. კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერში იმყოფებოდა, სადაც 2009 წელს აკურთხეს 
მორჩილად. 2011 წლიდან გადაიყვანეს სოფ. ოჭანეს წმ. ნინოს დედათა მონასტერში.
2013 წლის 26 აპრილს მონაზვნად აღკვეცეს წმ. სიდონიას სახელით.
2018 წლიდან იმყოფებოდა სოფ. მახარიის თამარ მეფის დედათა მონასტერში, ხოლო 2019 წლიდან გადაიყვანეს სოფ. კორცხელის ივერიის ღმრთისმშობლის დედათა მონასტერში,
სადაც ცხოვრობდა და იმსახურა სიცოცხლის ბოლო დღემდე.
სულ რამდენიმე თვეა, რაც ყველასათვის ძვირფასმა დედა სიდონიამ იმიერ სამყაროში გადაინაცვალა. მან 50 წლის ასაკამდე ღირსეულად ატარა თავისი ტკბილი ჯვარი და
მიიცვალა 2022 წლის 2 მარტს. ჩემი და დედა სიდონიას ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როცა იგი სოფ. მახარიის თამარ მეფის დედათა მონასტერში მსახურობდა.
პირველი, რითაც დამამახსოვრდა, არის მისი კეთილსინდისიერება და უბრალოება. დედაოს სულიერი თავგანწირვა სამაგალითო იყო ჩემთვის, მისი დარიგეგები კი სანთელივით მინათებდა გზას. 
გულის სიღრმეში მაქვს ჩაღვენთილი მისი სიტყვები, – მე სულ მახსოვხარ, ჩემს ლოცვებში მყავხარო. – ამ სიტყვებით 
გვ290

მუდამ მადლიერი და დაიმედებული ვიყავი, რადგან მეგულობდა ჩემი უბადრუკი სულისთვის მლოცველი ადამიანი, 
რომლის მადლმოსილი მოხსენიებაც გულზე სალბუნად მეფინებოდა. ამავდროულად კი სიბრაზე მერეოდა, რადგან 
წუთისოფლის საზრუნავში ჩაფლული ხშირად ვერ მივდიოდი მასთან. შემინდოს უფალმა. 
ძალინ მიმძიმს და მტკივა, რომ წარსულში მიწევს დედაოზე საუბარი. თუმცა როგორც უწმინდესი ბრძანებს: „სიკვდილი 
ხომ გარდაუვალი რეალობაა, იგი ახალი სიცოცხლის დასაწყისია და ღმერთთან შეხვედრის საწინდარი. მტკივნეულია ახლობლებთან განშორება,
მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული. უნდა დავინახოთ ქრისტეს 
მიერ სიკვდილის ძლევა“.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. 
გვანცა კაკულია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.02.2024
ბოლო რედაქტირება 10.03.2024
სულ რედაქტირებულია 2





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0