გულორდავა გაბრიელ დაბ. 1960წ დეკანოზი, სოფ. კახათის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი დაბ. სოფ. აკვასკა, ოჩამჩირე
დეკანოზი გაბრიელ გულორდავა
დაიბადა 1960 წლის 10 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფ. ახალ აკვასკაში, პედაგოგის ოჯახში.
1976 წელს დაამთავრა ახალი აკვასკის რვაწლიანი სკოლა. იმავე წელს სწავლა გააგრძელა ქ. ფოთის პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში,
გემის ელექტრიკოსის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1979 წელს.
1980-1982 წლებში მოიხადა სამხედრო სამსახური. 1982 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა
1987 წელს. მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობდა ქ. ტყვარჩელის შახტების ბაზაში ინჟინრად.
აფხაზეთის ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილების პერიოდში, საცხოვრებლად დარჩა ზუგდიდის რაიონის სოფ. ინგირში.
გვ52
1994 წელს გარდაეცვალა შვილი, რომლის შემდეგ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. ამავე წელს დაინიშნა ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო
ტაძარში სტიქაროსნად. 1998 წლის 18 ივლისს ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელმა აკურთხა დიაკვნად,
ხოლო 1999 წლის 28 მარტს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა მღვდლად. მეუფის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ჩხორიისა (მახარია) და ტყაიის წმ.
გიორგის ტაძრების წინამძღვრად.
2004 წელს დაინიშნა კახათის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად, სადაც მოღვაწეობს დღემდე.
2005 წლის 15 ივლისს მეუფე გერასიმემ აიყვანა დეკანოზის
ხარისხში.
2009 წლის 18 სექტემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში დეკანოზი გაბრიელი გამშვენებული
ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
2010 წელს დაინიშნა კახათის სასულიერო გიმნაზიის აღმასრულებელ დირექტორად და სულიერ მოძღვრად.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვაკურთხევით, 2014 წლიდან დღემდე, კახათის წმ. გიორგის