ბერი იოანე (გულორდავა)
დაიბადა 1966 წლის 3 მარტს ქ. ზუგდიდში. სწავლობდა ზუგდიდის N2 საშუალო სკოლაში, შემდეგ _ პროფ. ტექნიკურ სასწავლებელში. მუშაობდა ქ.
ზუგდიდის ჩაის კომბინატ ,,ოდიშში''1990 წელს გახდა ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძრის მრევლი.
1998 წლიდან მედავითნედ მსახურობდა ჭითაწყარის წმ. გიორგის ტაძარში, 2001-2004 წლებში _ ვლაქერნის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში.
2004 წლის სექტემბერში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით საფარის მონასტერში მორჩილი გახდა.
2005 წლის 29 ივნისს აღკვეცეს ბერად.
2006 წლის 9 თებერვალს მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ჩამოვიდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში და განაწესეს დიდინეძის
წმ. გიორგის მამათა მონასტერში, ხოლო იმავე წლის 12 სექტემბერს გადაიყვანეს სქურის ფერისცვალების მამათა
მონასტერში, სადაც ცხოვრობს და მსახურობს დღესაც