სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ქვარცხავა გიორგი ზაზას (ზაალი) ძე მღვდელი დაბ. 1990წ მსახურობს ქ. ჩხოროწყუს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სოფ. მუხურის წმიდა ნიკოლოზის და ქვ. ჩხოროწყუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრებში ქვარცხავა გიორგი ზაზას (ზაალი) ძე მღვდელი დაბ. 1990წ მსახურობს ქ. ჩხოროწყუს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სოფ. მუხურის წმიდა ნიკოლოზის და ქვ. ჩხოროწყუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრებში
ბმულის კოპირება



გვარი ქვარცხავა სია

ჩხოროწყუ გამოჩენილი ადამიანები სრული სია

316       ბეჭდვა

ქვარცხავა გიორგი ზაზას (ზაალი) ძე მღვდელი დაბ. 1990წ მსახურობს ქ. ჩხოროწყუს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სოფ. მუხურის წმიდა ნიკოლოზის და ქვ. ჩხოროწყუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრებში

ქვარცხავა გიორგი ზაზას (ზაალი) ძე, მღვდელი, დაიბადა 1990 წლის 9 დეკემბერს დ.ჩხოროწყუში.

დედა ნანა ჯალაღონია, დაიბადა ჩხოროწყუში.


2009 წელს დაამთავრა ჩხოროწყუს სკოლა გიმნაზია და იმავე წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა 2013 წელს.

2015 წელს დაქორწინდა მარიამ-თამარ მაჩაიძეზე.

2016 წლის 3 აპრილს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 

2017 წლის 30 აპრილს - მღვდლად.

მსახურობს ქ.ჩხოროწყუს წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში; სოფ. მუხურის წმიდა ნიკოლოზის და ქვ. ჩხოროწყუს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრებში.

ათონის მთაზე

სხვა ქარცხავების შესახებ მასალა მოგვაწოდა მამა გიორგიმ.

საპატრიარქოს უწყებანი N38 6-12 ნოემბერი 2014 წ.

სამეგრელოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს ულამაზესი სოფელი ჯგალი.

სოფლის ცენტრში ძველად არსებულა ხის ეკლესია, რომელსაც ჯვარაცხელიების ჯნჯიხატად მიიჩნევდნენ. ჯერ იყო ჯინჯიხატი, ანუ უბრალოდ სალოცავი ადგილი, შემდეგ აუშენებიათ ხის ეკლესია, რომლის ბოლო წინამძღვარი გახლდათ XVIII საუკუნეში ჩხოროწყუს რაიონიდან გადმოსული სასულიერო პირი, დეკანოზი ალექსი ქვარცხავა. 

ავბედითი კომუნისტური მმართველობის პერიოდში ჯგალის ხის ეკლესია დაანგრიეს. მის ნაფუძვარზე აშენდა ახალი ეკლესია, რომელიც მოქმედია და ზუგდიდი ცაიშის ეპარქიაში შედის.

1825-26წლებში ჭყონდიდის ეპარქიაში ჩატარებული აღწერვის დროს სოფელ ჯგალის ეკლესიაზე შემდგომ ინფორმაციას ვკითხულობთ: "სამთავრო სოფელ ჯგალს სდგას საყდარი ხისა; წმინდის გიორგისა, მომაღლო გორაზედ, კარი აქვს ორი, დასავლეთით და სამხრეთით, სიგრძით არის შიგნით საკურთხევლიანად, ათი ადლი და განი ხუთი ადლი.

აღსავლის კედელი ფიცრისა. კარი აქვს ორი აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, კრეტსაბმელი ჩითისა, ტრაპეზი ქვისა, კედელზედ მიდგმული, შიგნით აცვია ტილო და მეორეთ ჩითი. 

ტრაპეზზედ სასვენი სახარება სტამბისა. ჯვარი ტრაპეზზედ სასვენი თუთბირისა, სამკვეთლო ხისა, თავის საფენი, ბარძიმი, ფეშხუმი, კამარა და კოვზი კალისა, ტატუკი ვერცხლისა, ლახვარი ფოლადისა. 

ერთი ხელი დაფარნა ჩითის, საცეცხლური სპილენძისა, სააიაზმე თიხისა, ემბაზი ხისა. ამავე წმიდისა ხატი, ხეზედ ნახატი;

მეორე ხატი, თორმეტი საუფლოსი, ხეზედ ნახატი. ერთი ხელი სამღვდელო შესამოსელი სტოფისა, მოძველო.

ამ საყდრის მღვდელი ქვარცხავა ზაქარია არს შობიდან 62 წლისა, უსწავლიეს საეკელსიო წიგნი, აღზრდილა ცაიშის მონასტერზედ, დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია მწყემსთავრის მიერ და რა მღვდობა მიაღებიეს იქმნებიან წელნი 32. 

მეორე მღვდელი ამავე მღვდელის შვილი გიორგი ქვარცხავა, არს წლისა შობიდამ 27-ის, უსწავლია წიგნი წალჯიხის ეკლესიაზე და დიაკვნად და მღვდლად ხელდასხმულია თავისი მწყემსთავრის მიერ და რა მღვდლობა მიუღია იქნება წელი 5 იზრდებიან მღვდელნი ესენი სამწყსოთი და მუშაკობის გამო.


მღვდელ ზაქარიას სხვანი ორნი შვილნი: დავით 20 წლის და მარკოზ 11 წლის.


მღდელ ზაქარიას შვილიშვილი გახლდათ მღვდელი სვიმონ დავითის ძე ქვარცხავა, რომელიც 1819წ. დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაურული განათლება. 1845 წელს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, 1847 წლის 05 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიაში გაამწესა.

მისი წინამძღვრობის პერიდში, კერძოდ 1865 წელს 1865 წელს ჯგალის ეკლესიის ადგილზე, ახალი ქვის ბაზილიკური ტაძარი აიგო, რაშიც მამა სიმონმა დიდი მონაწილეობა მიიღო.

1868 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1878 წლის 15 ივნისს სკუფია უბოძეს.

1887 წელს კამილევკა ეწყალობა.

1895 წელის 04 ნოემბერს მამა სიმონის ეკლესიაში 50-წლიანი ერთგული მსახურებისთვის წმ. ვლადიმირის IVხარისხის რდენი უბოძეს. 1897 წლის 20 მაისს პენსიაზე გავიდა. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია. ჰყავდა მეუღლე მარიამ ყურუს ასული (1831) და შვილები დეკანოზი ალექსი, იოსები (1858), გაბრიელი (1861) და სოფიო (1859).

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ჯგალის წმინდა გიორგის ტაძრის ბოლო წინამძღვარი დეკანოზი ალექსი გვარცხავა გახლდათ. იგი 1860 წელს დაიბადა.

სრული ბიოგრაფია ქვარცხავა ალექსი 1860-1949წწ.  დეკანოზი  ჯგალის წმ. გიორგის ეკლესია დაბ. სოფ. ჯგალი, წალენჯიხა




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.03.2024
ბოლო რედაქტირება 05.03.2024
სულ რედაქტირებულია 8





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0