სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ფიფია ანა, ფოტინე მონაზონი დები, დაბ. სოფ. ჩხორიაში (ზუგდიდი) 1990-იან წლებში მოღვაწეობდნენ თეკლათის დედათა მონასტერში ფიფია ანა, ფოტინე მონაზონი დები, დაბ. სოფ. ჩხორიაში (ზუგდიდი) 1990-იან წლებში მოღვაწეობდნენ თეკლათის დედათა მონასტერში
ბმულის კოპირება



გვარი ფიფია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

227       ბეჭდვა

ფიფია ანა, ფოტინე მონაზონი დები, დაბ. სოფ. ჩხორიაში (ზუგდიდი) 1990-იან წლებში მოღვაწეობდნენ თეკლათის დედათა მონასტერში

XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, ხელისუფლების მიერ 
ეკლესიის დევნის პერიოდში, როცა კომუნისტებმა ღვთისმსახურება აკრძალეს, ქვეყანას მოევლინენ 
ჭეშმარიტად ქრისტიანი ადამიანები. 

იმ პერიოდში თეკლათის დედათა მონასტერში, სამეგრელოში ერთადერთ დედათა სავანეში, 
მოღვაწე ღირსი მამა ალექსის (შუშანია) სულიერი შვილები იყვნენ ზუგდიდის რაიონის სოფ. ჩხორიაში მცხოვრები
მიხეილ ჩაგუს ძე ფიფიას ღრმადმორწმუნე ოჯახის წევრები და მისი ახლო ნათესავები ფოთო და ფათუშა პახვალას ასული ფიფიები. 
მიხეილ (მიხა) ფიფია დაიბადა 1885 წელს. დამსახურებული პედაგოგი სკოლაში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის 
დაჯილდოვდა ორდენებით. სქემიღუმენია ფავსტო თავის წერილებში მას სულიერ ძმად მოიხსენიებს. მიხეილ ფიფიას 
შვილიშვილის _ მურთაზ ფიფიას ცნობით, ღირსი ალექსის გარდაცვალების შემდეგ მიხეილმა ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა
დებთან _ სქემიღუმენია ფავსტოსა და სქემმონაზონ აკეფსიმასთან; მას დაჰყავდა ხოლმე მათთან თავისი შვილიშ-
გვ283
ვილიც. შემონახულია თეკლათის დედათა მონასტრიდან XX ს-ის 20-30-იან წლებში მიხეილის (აწ განსვენებულ დეკანოზ 
დავით ფიფიას მამა და დეკანოზ გალაკტიონ ფიფიას ბაბუა), სქემმონაზონ თებრონეს (ჯინორიძე) ნათლულ ზინაიდასა და 
მისი ძმის _ დავითის (ფიფიები) ოჯახებზე გამოგზავნილი წერილები (30, გვ. 131-138).
შემდგომში ფოთო და ფათუშა ფიფიებმა თეკლათის დედათა მონასტერში სალოცავად დაიწყეს სიარული და იქ აღვლენილ
წირვა-ლოცვებს ესწრებოდნენ. ორივენი ეზიარებოდნენ ამ მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ კონსტანტინესთან (ქვარაია). 
არქიმანდრიტ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ისინი მენჯის მთავარანგელოზთა მონასტერში, შუშანიების 
სავანეში, დადიოდნენ წირვა-ლოცვაზე, ეზიარებოდნენ ამ მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ მელქისედეკთან (მიქავა). 
ფოთოსა და ფათუშას მონასტრებში მოლოცვაზე თან დაჰყავდათ ფათუშას შვილიშვილი, პატარა გიორგი (ამჟამად დეკანოზი გიორგი ჯგუშია).
მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) მორჩილი ფოთო (ფიფია) თეკლათის დედათა მონასტერში მონაზვნად 
აკურთხა და სახელად ფოტინე უწოდა. დედა ფოტინე გახდა პირველი მონაზონი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, 
ხოლო მეორე იყო დედა აკეფსიმა. 
არქიმანდრიტ მელქისედეკმა მორჩილი ფათუშა (ფიფია) მენჯის მთავარანგელოზთა მონასტერში, შუშანიების სავანეში,
მონაზვნად აკურთხა და სახელად უწოდა ანა. მონაზონი ფოტინე გარდაიცვალა 1992 წლის 22 ივნისს, 
განისვენებს სოფ. ჩხორიაში, მახარიის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე. 
მონაზონი ანა მიიცვალა 1995 წლის ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. დაკრძალულია ზუგდიდის კვირაცხოვლობის 
(მანცხვარკარი) ტაძრის სასაფლაოზე. 
ზაურ ჯალაღონია
გვ284

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.03.2024
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0