სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9030

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნოდარ არუთინოვი 1955-93წწ გარდ. 38 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მსახურობდა 2-ე ტექნიკური ჯგუფის ოცეულის მეთაურად. დაბ. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი ცხოვრ. თელავი ნოდარ არუთინოვი 1955-93წწ გარდ. 38 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მსახურობდა 2-ე ტექნიკური ჯგუფის ოცეულის მეთაურად. დაბ. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი ცხოვრ. თელავი ნოდარ არუთინოვი 1955-93წწ გარდ. 38 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მსახურობდა 2-ე ტექნიკური ჯგუფის ოცეულის მეთაურად. დაბ. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი ცხოვრ. თელავი

1955-1993 წწ. გარდ. 38 წლის

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

80       ბეჭდვა

ნოდარ არუთინოვი 1955-93წწ გარდ. 38 წლის, ტამიში, აფხაზეთი. მსახურობდა 2-ე ტექნიკური ჯგუფის ოცეულის მეთაურად. დაბ. სოფ.ქისტაური ახმეტა კახეთი ცხოვრ. თელავი

არუთინოვი ნოდარ დავითის ძე (5 ნოემბერი 1955-8 ივლისი 1993) დაიბადა ახმეტის რ-ნი სოფ. ქისტაურში უფროსი ლეინტენატის ჩინით. მსახურობდა 2-ე ტექნიკური ჯგუფის ოცეულის მეთაურად. 1993 8 ივლისს სოფელ ტამიშთან ალყაში მოქცეული მეომრებისთვის ტანკით შეჰქონდა საბრძოლო მასალა, მოწინააღმდეგის ნასროლი ჭურვი ჩავარდა ტანკის ლუქში და აფეთქდა, დაიწვა ეკიპაჟის წევრებთან ერთად.



ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

1972 წელს დაამთავრა ქისტაურის საშუალო სკოლა.

აფხაზეთის ომის დაწყებამდე ნოდარი თელავის ლეგიონში მძიმე ტექნიკის სარემონტო ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა. ომის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში იგი ბრძოლის წინა ხაზზე წავიდა. სამწუხაროდ ის ომის დაწყებიდან მესამე დღეს დაიღუპა. ცნობილია, რომ იგი ტანკში დაიწვა.

1993 წლის 9 ივლისს ნოდარი არუთინოვის ცხედარი მშობლიურ სოფელში გადმოასვენეს.

ჰყავს მშობლები,  მეუღლე და ორი შვილი.

მეუღლე (ქეთევან ბუტულაშვილი - არუთინოვისა)


ჩემი მეუღლე ძალიან ნიჭიერი იყო. ელექტროშემდუღებელი, მონტიორი, ავტოშემკეთებელი. ძალიან გამიჭირდება ჩამოვთვალო რამდენ ხელობას ფლობდა ნოდარი.

თუ კი ვინმეს გაჭირვებულს ნახავდა ყველას გვერდით დაუდგებოდა. კეთილი და გულისხმიერი იყო არა მარტო ნათესავ-მეგობრებისთვის, არამედ სრულიად უცნობი ადამიანების მიმართაც. ომშიც იმიტომ წავიდა, მეგობრების გვერდით რომ არ ყოფილიყო არ შეეძლო. თან სამშობლოს ვერ უღალატებდა. - მე რომ აქ დავრჩე, იქ ვინღა უნდა წავიდესო?!

წასვლისას ბიჭებს თითო ჭიქის დალევა შესთავაზა და მათ შორის ვინც პირველი დაიღუპებოდა იმისი შესანდობარი დაალევინა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ ეს თვითონ უნდა ყოფილიყო. იქ ფრონტზე მებრძოლებს თურმე საჭმელი შემოელიათ, მას უთქვამს სოფელში წავალ და მოვიტან რამესო, მაგრამ დაბრუნება ვერ შეძლო. ტანკი, რომელშიც ის იჯდა აფეთქდა და ვინც შიგ იჯდა ყველა დაიწვა. მეგობრები შორიდან ხედავდნენ ყველაფერს, მაგრამ საუბედუროდ მათ ვერაფერი უშველეს. 

ჩემთვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ თანამებრძოლებიდან პირველი იყო დაღუპულთაგანი. ბრძოლის მესამე დღეს კი ბრძოლის ველზე ექვსი მისი თანამებრძოლი დაიღუპა ერთდროულად.


შენი სიკვდილი არ გავდა სიკვდილს

და არც სიცოცხლე იყო ხანგრძლივი,

როგორ გაუძლოს გულმა ამ ტკივილს

ტირილი მინდა მაგრამ ვერ ვტირი.


დრო მიდის, მაგრამ ჩემში არ კვდება

შენი სახელი, შენი ხატება,

შენ სამუდამოდ ჩემს გულში დარჩი

ვით განთიადზე ცისკრის ნათება.

        


შვილი (ნინო არუთინოვი) 


ნოდარ  არუთინობის შვილები             

 მამა ძალიან მიყვარდა და ძალიან მენატრება. ბევრჯერ მინახია სიზმარში, ნურაფრის გეშინია, ყოველთვის შენს გვერდით ვარო, 

მახსოვს ხშირად დავყავდით მე და ჩემი ძმა სალოცავში, მდინარეზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენი ქვეყნის. თითოეული კუთხე-კუნჭულის სიყვარულს გვინერგავდა. მხიარული და ხალისიანიც მახსოვს მამაჩემი. მე და ჩემი ძმა ვერაფრით ვერ ვეგუებით მის სიკვდილს, ის იმდენად ძლიერი და ყოვლისშემძლე გვეგონა...

...  არ შეგვიძლია იმის დაჯერება, რომ მამამ ვერ შესძლო ტანკიდან ამოსვლა და თავის გადარჩენა.

ჩვენ ის ყოველთვის ცოცხლად წარმოგვიდგენია. 

აკი იქცა კიდეც გმირად?!

მეგობარი - მალხაზ ზანქაიძე

მე და ნოდარი ერთად გავიზარდეთ. ჩვენმა ბავშვობამ ერთმანეთის თვალწინ გაირბინა. ის განსაკუთრებული ადამიანი იყო. ნოდარი ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობის, მეგობრობის, ერთგულების, პატრიოტიზმის ეტალონი იყო.

ომი რომ დაიწყო თელავის ლეგიონის ავიაციის ბატალიონის უფროსი ვიყავი. ნაწილშიც ჩემი და რა თქმა უნდა თავისი სურვილით წამოვიდა. ომში წასვლისას სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ. წასვლა ვერაფრით ვერ გადავაფიქრებინე. მაშინ, როცა ჩვენ ყველანი, შეიძლება ითქვას ენთუზიაზმით ვიყავით წასულები, ის ჭეშმარიტი პატრიოტი, მებრძოლი სულით იყო გამსჭვალული. ომში რომ მიდიოდნენ ბიჭებმა ყველანი დავლოცეთ და უფალს შევავედრეთ: ,,ისე ჩამოდით, როგორებიც მიდიხართ”-ო, მაგრამ სამწუხაროდ მას აღარ ეღირსა ცოცხალს დაბრუნება. სახსოვრად მისი სურათები და მოგონებები დამრჩა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

მასწავლებელი (ფიზიკის) - ზინა ზანქაიძე

სწავლით განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ თავისი ბუნებით გამორჩეული ბავშვი იყო. თუ კი რაიმეს დაავალებდი, ძალიან უყვარდა თავის გამოჩენა. იქაც, ჯარშიც თურმე ასე იქცეოდა. თავი ყველასათვის შეუყვარებია. ჭეშმარიტი პატრიოტული სულისკვეთების ადამიანი იყო. ომის დროს ყველას გაუფრთხილებია წინა ხაზზე არ წასულიყო, მაგრამ არავის დაუჯერა. მისთვის მართლაც ზედ გამოჭრილია სიტყვები: ,,სამშობლოს სიყვარულში ჯილდო არ არსებობს”-ო, თუმცა მან ეს ჯილდო მიიღო. ის გმირი გახრა, ჩვენი ქვეყნის გმირი.



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 18.02.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 07.03.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 09.03.2022





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0


II საარმიო კორპუსი ირმა ირემაძე

2 0


აფხაზეთის ომი


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0