ერისკაცობაში თორნიკე არღვლიანი დაიბადა 1977 წლის 13 მაისს, მესტიის რაიონის სოფელ ცხუმარში.
მამა გიორგი (ჟორა) არღვლიანი კინომექანიკოსი იყო. იგი 1983 წელს გარდაიცვალა. 1994 წელს თორნიკე არღვლიანმა დაამთავრა ცხუმარის საშუალო სკოლა.
2003 წლის 29 აგვისტოს იგი ეპისკოპოსმა ილარიონმა სტიქაროსნად აკურთხა.
2007 წლის 20 იანვარს, მესტიის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში, მეუფე ილარიონმა მორჩილის კაბით შემოსა.
2007 წლის 11 ივლისს, მესტიის (ლეხთაგი) ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, მეუფე ილარიონმა თორნიკე
ბერად აღკვეცა და სახელად იოანე უწოდა, წმინდა იოანე თორნიკეს პატივსაცემად.
2007 წლის 7 ოქტომბერს, ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, მეუფე ილარიონმა ბერი იოანე იეროდიაკვნად აკურთხა.
2008 წლის 3 თებერვალს, მესტიის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, მეუფე ილარიონმა დიდ სქემაში
აღკვეცა იეროდიაკონი იოანე და სახელად თეოფანე უწოდა, წმინდა თეოფანე დაყუდებულის საპატივცემლოდ.
2008 წლის 30 მარტს, მესტიის წმინდა გიორგის სახელო-
გვ57
ბის საკათედრო ტაძარში, მეუფე ილარიონმა სქემიეროდიაკონ თეოფანეს სქემმღვდელმონაზვნად დაასხა ხელი და დაადგინა სოფ. იფარის (ნაკიფარის) წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის
წინამძღვრად.
2010 წლის 4 დეკემბერს, მეუფე ილარიონმა აკურთხა იფარის (ზეგანის) ღვთისმშობლის სახელობის განახლებული ტაძარი და წინამძღვრად დანიშნა სქემმღვდელმონაზონი თეოფანე.
2011 წლის 5 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მღვდელმონაზონი თეოფანე აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.
ჰყავს დედა და ორი და.
გვ58
2008 წლის 30 მარტი განსაკუთრებული სიხარულით გათენდა სოფელ იფარის მცხოვრებთათვის. მათი დიდი ხნის ოცნება – ჰყძოლოდათ სოფელში მოძღვარი და ჰქონოდათ სულიერი საზრდო, ასრულდა ღვთის ნებითა და მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით. სოფელ იფარის (ნაკიფარის) წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრად დადგენილ იქნა სქემმლვდელმონაზონი თეოფანე (არღვლიანი). ნაკიფარის წმინდა გიორგის X-ს-ის ეკლესია სვანეთის სხვა ეკლესიებისაგან ფასადების შემკულობით გამოირჩევა.
გვ59
გვ60
ეკლესია მოხატულია მეფის მხატვრის თევდორეს მიერ. სავარაუდოა, რომ თევდორე, რომლის მოღვაწეობაც XIს-ის დასასრულს და XI-ს-ის პირველი მესამედის ხანას – დავით აღმაშენებლის მეფობას ემთხვევა, მისი მხატვარი ყოფილიყო.
თევდორეს შემოქმედება მნიშვნელოვანია არა მარტო შუა საუკუნეების საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ ქრისტიანული ხელოვნების ისტორიისათვის. ისტორიკოსების მტკიცებით, სავარაუდოდ, თევდორე სვანი იყო და პროფესიული განათლება ბარის რომელიმე სამხატვრო ცენტრში უნდა მიეღო.
წმინდა გიორგის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაცული, მათ შორის ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი ღირშესანიშნავი სიწმინდე – XIს-ის წმინდა გიორგის ხატი. როგორც ხატის წარწერა გადმოგვცემს, იგი ასან ოქრომჭედელს მოუჭედავს,
ვინმე მარუშაძის დაკვეთით. ამხედრებული წმინდა გიორგი შუბით ურწმუნო მეფეს, დიოკლეტიანეს, განგმირავს. ათი საუკუნეა, დგას იფარის წმინდა გიორგის ტაძარი. დგას და მოწამეა მრავალი ავისა თუ კარგისა, მოწმეა უკუნი ღამეებისა, ათეული წლების განმავლობაში რომ ჩაკეტეს მადლით აღსავსე ტაძარი და ბნელმა მოიცვა იქაურობა. ღვთის მადლითა და მეუფე ილარიონის კურთხევით, სუდარაგადაფარებულ ტაძარში აღსდგა ღვთისმსახურება და, მამა თეოფანეს ლოცვის ძალით, თითქმის დაცარიელებულ სოფელში გაჩნდა სულიერი სიცოცხლე. სოფელი ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა და დალაგდა. მალე გამოჩნდნენ ღვთისა და ეკლესიის სამსახურებისათვის გულანთებული ადამიანები, რომლებმაც მამა თეოფანესთან ერთად მრავალი კეთილი საქმე აღასრულეს
სოფელში. მამა თეოფანეს იფარის მოსახლეობა ასე აფასებს: „მამა თეოფანე არის ფრიად ერთგული თავისი ბერული აღთქმისა, უერთგულესი ღვთისა და ეკლესიისა, მზრუნველი და მოსიყვარულე მოძღვარი თავისი სამწყსოსი.“ მოძღვრის მოვალეობაც ხომ სხვა არაფერია, ყველა წესზე და კანონზე უპირატესი სიყვარული სუფევს მოძღვარსა და მრევლს შორის. 2009 წელს, მამა თეოფანეს მონდომებით დაიწყო იფარის
გვ 61
ზეგანის ღვთისმშობლის ტაძრის განახლება, რაშიც მამა თეოფანეს, სოფლის მოსახლეობასთან ერთად, დახმარება გაუწიეს ჯემალ პირველმა, კახა ხვისტანმა, ალეკო ხვისტანმა და გუმბაზ პირველმა. განახლებული ტაძარი ·მესტიისა და ზემო
სვანეთის ეპისკოპოსმა 2009 წლის 4 დეკემბერს აკურთხა.
მამა თეოფანე აღნიშნავს: „ეკლესიური ცხოვრება 2002 წლიდან დავიწყე. თუმცა, ბავშვობიდან მქონდა უფლის სიყვარული, რწმენა, მაგრამ ეს სანთლების დანთებით შემოიფარგლებოდა, ვლოცულობდი ჩემთვის. მერე, ღვთის წყალობით, 2002
წლიდან, მესტიის ტაძარში დავიწყე სიარული, სადაც მამა გიორგი ჩართოლანი მსახურობს, მან ნელ-ნელა დამაკვალიანა და გამომზარდა. მერე, ღვთის წყალობით, სოფელ ლატალში ამოქმედდა მაცხოვრის სახელობის ეკლესია,
რომლის წინამძღვრადაც მეუფე ილარიონმა აკურთხა მამა ეგნატე (კურტანიძე). ლატალი ჩემს სოფელთან, ცხუმართან, ახლოს იყო და, მამა გიორგის კურთხევით, მამა ეგნატესთან დავიწყე სიარული. მას შემდეგ ჩემი სულიერი მოძღვარი მამა ეგნატეა.
ნელნელა მისგან კიდევ უფრო შევიძინე სულიერი გამოცდილება და გადავწყვიტე, ბოლომდე უფლისათვის მიმეძღვნა თავი. მანამდეც ვფიქრობდი ბერობაზე და, ღვთის ნებით, გავხდი კიდეც. შინიდან წამოსვლა დიდ ბრძოლასთან იყო დაკავშირებული.
ეს გზა ისეთია, ეშმაკი წინ გეღობება და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეგიშალოს. მეც გამოვცადე ეს საკუთარ თავზე. უფრო ოჯახურმა პირობებმა წამოიწია წინ. მამა ადრე, 6 წლის ასაკში გარდამეცვალა. მყავს დედა და ორი გათხოვილი და. მთელი ოჯახური ტვირთი ჩემზე იყო დაკისრებული. როცა დედამ გაიგო ჩემი გადაწყვეტილება, დიდ მწუხარებაში ჩავარდა, თუმცა, ბოლოს მაინც დამილოცა გზა ბერობისკენ. განსაკუთრებით მადლობელი ვარ დედისა, ლოცვა-კურთხევა რომ გამომატანა, რადგან მეტ მადლს ვგრძნობ. ძალიან გამიჭირდა მისი დატოვება, მაგრამ იმედი მქონდა, ყველაფერი დაწყნარდებოდა, უფლის წყალობით, მადლი მიეცემოდა და უფლის მფარველობას მეტად იგრძნობდა. წამოვედი შინიდან
გვ62
და მამა ეგნატესთან გავაგრძელე ცხოვრება“. (ნაწყვეტი წიგნიდან „ბალზემო და ბალქვემო“).
მამა თეოფანე, გარდა იფარისა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, 7-8 სოფელს ემსახურებოდა. მას შემდეგ, რაც მულახში, უშგულში, კალაში, იელიში და წვირმიში დაინიშნენ სასულიერო პირები, მას აბარია სოფლები: იფარი და ჰადიში. მიუხედავად რთული გეოგრაფიული მდებარეობისა, ის პერიოდულად ახერხებს ამ სოფლებში გადაადგილებას და დიდი მადლის განაწილებას.
საოცარი სისწრაფით მოეფინა მადლი ჩვენს ეპარქიას. 1935 წლიდან მოქმედი ტაძარი არ ყოფილა სვანეთში, გარდა ერთი
ტაძრისა. დღეს კი, ღვთის მადლით, სვანეთის ყველა ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა და ამ შორეული მთების წიაღიდან, სვანეთში მოღვაწე მამების ლოცვის მადლი უერთდება სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ლოცვა-კურთხევას და ზეციურ საქართველოს ავედრებს დედასამშობლოს. მამა თეოფანე სოფელ წვირმშიც აღასრულებდა წირვა-ლოცვას.
იფარს ზემოდან გადმოჰყურებს თითქმის საუკუნენახევრის წინ აშენებული ეკლესია, რომელიც წვირმიში, სოფელ ფეხში აუშენებია არქიმანდრიტ თეოფანეს (კორძაია). მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე მისიონერმა ბერმა, საკუთარი ხელით,
ღვთის შემწეობითა და მოყვასთა თანადგომით, ააშენა იოანე ნათლისმცემლის და ლღვთისმშობლის მიძინების სახელობის ორი ტაძარი. თავად იყო მშენებელიც, დურგალიცა და კალატოზიც...
ამ ტაძრის ეზოში დგას სახლი, სადაც ცხოვრობს მონაზონი ნინო (კორძაია) – შთამომავალი არქიმანდრიტ, თეოფანესი. სწორედ დედა ნინოს ერგო წილად ღვთისგან ღვაწლმოსილი ბერის ანდერძის შესრულება, რომ არ მიეტოვებინათ ეს ტაძარი.
2010 წლის 5 იანვარს, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა ილარიონმა სოფელ იფარში (ნაკიფარი), წმინდა გიორგის
გვ63
სახელობის ტაძარში, მონაზვნად აღკვეცა მორჩილი თამარ კორძაია და სახელად ეწოდა თეოდულა.
2010 წლის 19 იანვარს, მეუფე ილარიონმა მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დიდ სქემაში აღკვეცა მონაზონი თეოდულა სახელად ეწოდა ნინო. დედა ნინო ცდილობს, აღადგინოს, არ დაკარგოს ტავისი ღირსეული წინაპრის მემკვიდრეობა, თუმცა ეს მემკვიდრეობა ეკუთვნის მთელ სვანეთს და მით უმეტეს ნათელს აზიარა მამა თეოფანემ (კორძაია). დედა ნინო მტკიცედ დგას ღვთივგანბრძნობილი წინაპრების მიერ გაკვალულ იმ გზაზე, რომელსაც მართლმადიდებლობა ჰქვია. ლოცვა, შრომა და მომავალი თაობების აღზრდაზე ზრუნვა, ერთმანეთისთვის კეთილად შეუზავებია დედა ნინოს. ის, ორმოცი წელია, სკოლაში ასწავლის. მისმა აღზრდილმა მოსწავლემ ტაძარს აღსადგენი ხარჯები შემოსწირა. სკოლაში გაწეული ღვაწლი მასწავლებლობისა ტაძარს გამოადგა კეთილ ნაყოფად.
დრომ თავისი გაიტანა. ტაძრის კედლები ძლიერ შეილახა, სახურავი დაზიანდა. ყველაფერს ხელის შევლება სჭირდება და, მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოს ილარიონის ლოცვა-კურთხევით, ხელმძღვანელობითა და დედა ნინოს