სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
რუსთავის ეპარქია 2019წ. ავტ. გოჩა ომაიძე რუსთავის ეპარქია 2019წ. ავტ. გოჩა ომაიძე
ბმულის კოპირება



გვარი ომაიძე სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

რუსთავის ეპარქია 2019წ. ავტ. გოჩა ომაიძე

3

© ყველა საავტორო უფლება დაცულია.

IშBN 978-


ტექსტის ავტორი ომაიძე გოჩა გიორგის ძე დაბ. 1964 წელს რუსთავში, აქვს ბინა ზემო ალვანში, წინაპრები სოფელი ჩიღო თუშეთი. ისტორიკოსი

რედაქტორი 

დეკანოზი პეტრე (რაზმაძე)

ფოტოსურათები

რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 

კორექტორი

ნინო ნოზაძე

რუსუდან კენჭუაშვილი

გამომცემლობის რედაქტორი 

მარინე მარკოზაშვილი

ტექნიკური რედაქტორი

ალექსანდრე კუზანაშვილი

ტექსტში ნაჩვენები ყველა არქეოლოგიური ნივთი ინახება რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 

* * *

ძვირფასო მკითხველო, თქვენ ხელში გიჭირავთ, ჩვენი  ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდის მონათხრობი, სადაც აღწერილია თუ როგორ იწყებოდა საქართველოს ამ ნაწილში ქართველთა დიადი ისტორია,  როგორ სწავლობდნენ, როგორ აშენებდნენ, როგორ განავითარეს, როგორ შექმნეს მართლმადიდებლური ეპარქია და  როგორ გმირულად, ქრისტეს სახელით, შეეწირნენ მომხვდურს  და ამით გადაარჩინეს ჩვენმა წინაპრებმა რუსთავი. 

რუსთავის ეპარქია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის სიცოცხლით სავსე ბურჯი იყო და  არის, მან თავის თავზე იწვნია საქართველოს ხვედრი, იგი  ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, სადაც ჩვენი ერის რწმენას, 

ქრისტიანულ რელიგიას ჩაეყარა საფუძველი, რუსთავის ეპარქიას ქონდა უბრალოების, სათნოების და სიდიადის პერიოდი,  მაგრამ მას ასევე ქონდა პერიოდი დაცემისა და განადგურების, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი „მივიწყებისა“ ქართველმა ერმა თავის თავში მაინც იპოვა ძალა აეღორძინებინა  და განემტკიცებინა, ამ მხარეში ქართველობა და მართლმადიდებლობა, თითოეული რუსთაველი გრძნობს იმ დიად ისტორიულ მემკვიდრეობას და პასუხისმგებლობას რომელიც ჩვენმა  წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს; სწავლით, შენებით, რწმენით და განვითარებით. 

რუსთაველთა გმირული ბრძოლის მიუხედავად დროებით  წაიშალა ისტორიის ფურცლებიდან ქალაქი რუსთავი, მაგრამ  არსებობდნენ რუსთველი ეპისკოპოსები, რუსთავის მრევლი და რუსთავის ეპარქია, ქათულმა ეკლესიამ თავის წიაღში შეინახა 

რუსთავის ისტორია და როდესაც ღვთის ნებით დადგა ჟამი აღმშენებლობისა ახალი თაობის რუსთაველებს, წარმოუჩინა სიყვარული სარწმუნოებისა და ქვეყნისა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა კი ეს ისტორია გაიხსენეს, მიიღეს, გადასცემენ  მომავალ თაობებს და აღარასოდეს დაივიწყებენ. 

ავტორისაგან.


გვ. 4

5

შესავალი

დღევანდელ ქ. რუსთავში მოქალაქეთა მე-3 თაობა  იზრდება, რომელიც მოკლებულია ინფორმაციას რუსთავის  წარმოშობისა და განვითარების შესახებ. ვფიქრობთ, ჩვენი  თანამოქალაქეებისათვის საინტერესო იქნება რუსთავის  ისტორიის გაცნობა, თუ რას წარმოადგენდა ქ. რუსთავი  ათასი ან ორი ათასი წლის წინ. ერთი შეხედვით, ძველ რუსთავზე, გარდა არქეოლოგიური მასალისა, წერილობითი წყაროები ძალზედ მცირეა, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში რუსთავზე მასალები საკმაოდ მრავლად  მოიპოვება, რასაც სჭირდება შეგროვება და ისტორიული  ანალიზი იმ დროის არსებული სიტუაციის მიხედვით. ყველაზე მეტი წერილობითი წყაროები რუსთავის შესახებ აქ მოღვაწე რუსთველმა ეპისკოპოსებმა შემოგვინახეს. მათ მიერ რუსთავის ეპარქიის საჭეთმპყრობლობა იყო  ის ქვაკუთხედი, რამაც რუსთავი აცოცხლა ქრ. შ-ის IV საუკუნიდან, როდესაც აქ არსებულ დასახლებას რუსთავი დაერქვა, 1811 წლამდე, სანამ რუსეთის იმპერიამ არ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რასაც რუსთავის ეპარქიის გაუქმებაც მოჰყვა. ამ სახელოვანი  ეპარქიის 1400 წლოვანი არსებობის ინერცია იმდენად დიდი იყო, რომ უკანასკნელი რუსთველი ეპისკოპოსის (სტეფანე რუსთველი) გარდაცვალებამდე (1839 წლამდე),  რუსთავის ეპარქია მის პიროვნებასთან ასოცირდებოდა და მრევლის მეხსიერებაში ცოცხლობდა.წინამდებარე მონოგრაფიის ძირითადი მიმართულება  არის რუსთავის ისტორიის, რუსთავის ეპარქიის ისტორიის აღწერა. ქალაქი, რომელმაც `მეორე სიცოცხლე სულ რაღაც 70 წლის წინ დაიწყო, მანამდე კი ჰქონდა სახელოვანი წარსული, რომელსაც 2 500 წლის წინანდელ ეპოქაში  მივყავართ.

  ვიწყებთ თავიდან: თუ როგორ დაარსდა, როგორ  განვითარდა, როგორ იბრძოდა და როგორ დაასრულა რუსთავის ეპარქიამ თავისი არსებობის პირველი პერიოდი. ქ. რუსთავის წარსულისადმი ინტერესი ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებით გაცხოველდა XX საუკუნის  20-იანი წლებიდან. ამ ინტერესის გამოხატულება ისიც იყო, რომ ამიერკავკასიის რკინიგზის ერთ-ერთ სადგურს  სახელად რუსთავი ეწოდა. ამას ადასტურებს ის ფაქტი,  რომ სადგურიდან სამიოდე კილომეტრზე, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, იყო დანგრეული, თითქმის უსახური ციხე (იმდროინდელ რუსულ რუკებზე შეცდომით ეწოდებოდა რიშ-ყალა), რომელსაც ჩვენი ძველი ისტორიული  და გეოგრაფიული წყაროების მწირი ცნობების მიხედვით, მიაკუთვნებდნენ ოდესღაც აღორძინებულსა და შემდგომ მიწის პირისაგან აღგვილ ქართულ ქალაქ რუსთავს.  პირველი, ვინც წერილების მეშვეობით გააღვივა რუსთავისადმი ინტერესი, იყო ისტორიკოსი პავლე  ინგოროყვა. მან, XX საუკუნის 20-30 წლებში, პირველმა გამოთქვა აზრი, შოთა რუსთველის რუსთაველობაზე. 1940 წლისთვის ჩვენ გვქონდა დღევანდელი რუსთავის ადგილზე: რკინიგზის სადგური-რუსთავი, ძველი ციხის  ნანგრევები და 1865-67 წ-ში `კავკასიაში ქრისტიანობის  აღდგენის საზოგადოების~ დაფინანსებით აშენებული  სარწყავი არხი, (ძველი არხის ადგილზე). წერილობითი  წყაროები ჯერ კიდევ არ იყო სრულად შეგროვებული და 

1 რუსთავი I არქეოლოგიური გათხრები, 1946-1965 წ.წ. თბ. 1988 წ. 

გვ.6. 7.


ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლები, სიტუაციური რუკა ავტორი ს. ჯაფარიძე

გვ. 8. 9

იბერიის (ქართლის) მდგომარეობა I-IV ს.ს.

ქრისტეშობის I საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოს ისტორიაში დაიწყო მნიშვნელოვანი პერიოდი.  ქრისტიანობის გავრცელებამ თანდათანობით მიგვიყვანა  ისეთი ქვეყნისა და ერის ჩამოყალიბებამდე, როგორიც  დღეს ვართ. როგორც კი რეგიონში ქართველი ხალხისათვის პოლიტიკურად სასიკეთო კლიმატი შეიქმნებოდა, ლტოლვა ქრისტიანული ფასეულობებისაკენ (მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ იყო აღიარებული სახელმწიფო რელიგიად), რომელიც თავიდან რომის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის იმპერიიდან მოდიოდა, ათმაგდებოდა და გარეშე ფაქტორებიდან გამოწვეულ შეფერხებებს (სპარსეთის იმპერიის მხრიდან) სწრაფი ტემპით ინაზღაურებდა. იბერიაში (ქართლში), ეგრისში თუ სრულიად საქართველოში, ქრ. შ-ის I-III საუკუნეები განსაკუთრებულად სასტიკი იდეური ბრძოლის პოლიგონი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იბერიის (ქართლის) მრავალი მეფე-მმართველი სპარსეთის ტახტთან მჭიდრო ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა, ერის ყოფით კულტურაში ქრისტიანობისთვის დამახასიათებელი ფასეულობები იმდენად დიდი იყო, რომ მისი მმართველები იშვიათად ძალით, ხოლო, ძირითადად, ნებით დაყვებოდნენ (თვითონაც იყვნენ ინიციატორები) ერის ნებას, ამიტომ, რაც არ უნდა დიდი ძალა დაპირისპირებოდა ერის სურვილს, ბრძოლა ქრისტიანობისთვის (პროგრესისათვის), საბოლოოდ, მაინც იმარჯვებდა. საქართველოში ბრძოლა სპარსეთსა და რომი-ბიზანტიას შორის ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. სპარსეთის წარმატებებს  ჩვენთან, განსაკუთრებით III გამოცემული, თუ არ ჩავთვლით ე. თაყაიშვილის მიერ  1906 წელს `ქართლის ცხოვრების~ მარიამისეულ გამოცემას. II მსოფლიო ომის მსვლელობისას რუსთავის ნაქალაქარი მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლების  ინტერესის სფეროში მოექცა. ომის მიწურულს გადაწყდა, თბილისის მახლობლად, სადმე გაშლილ ადგილას,  მეტალურგიული ქარხნისა და თბილისის `თანამგზავრი ქალაქის აშენება. თავიდან ასეთ ტერიტორიად მიჩნეული იყო რკინიგზის სადგურ `ველის~ მიმდებარე ტერიტორია,  მაგრამ შემდგომ გადაწყდა, რომ მშენებლობა დაწყებულიყო რკინიგზის სადგურ `რუსთავსა და რუსთავის ძველ ციხე-სიმაგრეს შორის, რათა მრავალი საუკუნის განმავლობაში მიწაში დამარხული ქართული ქალაქი განახლებულიყო. პირველი საცხოვრებელი უბნებიც მდ. მტკვრის  ჭალასთან, ძველი ციხესიმაგრის სიახლოვეს გაშენდა და რკინიგზის სადგურსა და ციხე-სიმაგრეს შორის არსებული მიწის სამუშაოების ჩატარების დროს გამოჩნდა აქ  დიდი ქალაქის არსებობის პირველი ნიშნები. აქედან დაიწყო ქალაქ რუსთავის არსებობის ახალი  პერიოდი, არანაკლებ სახელოვანი და ქართველი ხალხის  ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი. ამ მონოგრაფიაში გავეცნოთ რუსთავის ისტორიის  პირველ ნაწილს უძველესი ისტორიიდან, რუსთავის ეპარქიის არსებობის უმნიშვნელოვანესი ეტაპების ჩათვლით.

გვ. 10 11

რელიგიის მომხრენი იყვნენ.2  ამავე პერიოდში კერპთა  ქურუმების ხელში თავს იყრიდა მიწა, სულიერი ძალაუფლება და მრავალი მატერიალური ფასეულობა. შესაბამისად, რიგ შემთხვევაში, ქურუმები საკუთარ თავს მეფესა და აზნაურობაზე მაღლა აყენებდნენ. ამ სიტუაციაში  ქრისტიანული რელიგია მეფისა და აზნაურობის ბუნებრივ  მოკავშირედ გვევლინება.

ქრ. შ-დან 326 წელს ქრისტიანული რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, ქართლში წმ. ნინოს შემოსვლამ და ქადაგებამ, მირიან მეფის პრორომაულმა განწყობამ, თხოთის  სასწაულმა, ქრისტიანთა მცირე თემების არსებობამ,  ასევე ნანა დედოფლის მიერ ქრისტიანების მფარველობამ  მცხეთაში და მთლიანად ქართლში.

სპარსეთმა ქართლზე შეტევები ქრ. შ-დან IV ს-ის  60-იანი წლებიდან განაახლა. მანამდე 60 წლის განმავლობაში, მცირე ჯგუფად მყოფი ქრისტიანული რელიგიის  მიმდევრების არსებობით და შემოსვლით ქართლში, წმინდა ნინოს მცდელობით, ასევე მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ხელშეწყობით, ქრისტიანობა მძლავრ სახელმწიფო  რელიგიად გადაიქცა. ამ პერიოდში ქრისტიანობის მიმართ  ლოიალურ მიდგომას რომის იმპერიის საზღვრებში ხელი  შეუწყო 313 წლის მილანის ედიქტმა, რომლის მიხედვით, 

რომის იმპერიის ტერიტორიაზე ქრისტიანული თემების  შევიწროება აიკრძალა, შესაბამისად სულ მალე ქართლის  მეზობლად შეიქმნა მძლავრი ქრისტიანული სახელმწიფო,  ბიზანტიის იმპერიის სახით.

ამგვარად, ქართლში ქრისტიანობის ოფიციალურ  რელიგიად გამოცხადებას კულტურულ _ პოლიტიკური და 2 საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ. 2012 წ. გვ. 14.

საუკუნის შუა ხანებიდან, მოჰყვებოდა არა მარტო სამეფო  პირების ცვლა, არამედ მაზდეანობის იძულებითი ექსპანსია, ხოლო როგორც კი რომი-ბიზანტია იმარჯვებდა, ქართლის მმართველი ელიტა აღრმავებდა მათთან ურთიერთობას. ქრ. შ-დან III საუკუნის ბოლოს, იბერიაში (ქართლში),  ბიზანტიის იმპერიის გავლენა საბოლოოდ დამკვიდრდა,  რომსა და სპარსეთს შორის 298 წლის ნასიბინის ზავის  პირობებით. ეს იყო გამმიჯნავი თარიღი ძველ კერპთაყვანისმცემლურ და ახალ ქრისტიანულ ქართლს (საქართველოს) შორის. ჩვენთვის ამ ეპოქას ქმნიდა ორი დიადი  ადამიანი, მეფე და იმპერატორი, ქართლის მეფე-მირიანი  და ბიზანტიის იმპერატორი _ კონსტანტინე დიდი. საქართველოში რომის იმპერიის დომინანტური მდგომარეობა ქრ. შ-დან IV ს-ის 60-იან წლებამდე გაგრძელდა.  რომსა და სპარსეთს შორის ქრ. შ-დან 298 წელს დადებული ზავი არ დარღვეულა. ზავის მიხედვით, ქართლი რომის  დომინანტობას აღიარებდა. ეს ფაქტი ქართლის მეფეებს  შესაძლებლობას აძლევდა, უშუალო მეზობლობაში მყოფ 

აგრესიულ, სპარსეთის საპირწონე შორეულ მოკავშირეს,  გაეწონასწორებინა რეგიონული ბალანსი და ამის საფუძველზე ყოფილიყო მაქსიმალურად დამოუკიდებელი თავის  შიდა პოლიტიკაში. ამავე პერიოდში, ქრ. შ-დან IV საუკუნის 

I ნახევარში, ქრისტიანობის გავრცელებისათვის უდიდესი  მნიშვნელობა ჰქონდა მოსახლეობის სოციალური განვითარების დონეს. ამ თვალსაზრისით, ქართული საზოგადოება საკმაოდ რთულ და დიფერენცირებულ ორგანიზმად წარმოგვიდგება. მეფის ხელისუფლება ეყრდნობოდა  მზარდ ფეოდალურ ძალას _ აზნაურობას, რომელიც  მიისწრაფვოდა ქვეყნის კონსოლიდაციისაკენ. სოციალური სტრუქტურები უპირისპირდებოდნენ წარმართული  პოლითეისტური კერპების პანთეონს და მონოთეისტური

გვ. 12 13

სოციალურ-ეკონომიკური პირობების მთელი კომპლექტი ედო საფუძვლად. ქართლში განვითარებული პროცესები, იმდროინდელი მაღალი კულტურული დონისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის მაჩვენებელია. ამას კიდევ უფრო ამყარებს ის უდიდესი მნიშვნელობის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ რომის იმპერიიდან ჩვენში შემოსული ქრისტიანული რელიგია ბერძნულენოვანი არ დარჩა. ძალიან მალე ქართულენოვანი გახდა, რამაც თავისთავად განაპირობა ქართული ასომთავრული ანბანის წარმოქმნა. შედეგად, მყარი საფუძველი ჩაეყარა არა მხოლოდ ქართულენოვანი ქრისტიანული ლიტერატურის თარგმნას, არამედ ეროვნული მწერლობის მძლავრ აღმავლობას. 3თხოთის მთის მისტერიის შემდეგ, 323 წლიდან 326 წლამდე, გავიდა 3 წელი. ეს პერიოდი მეფესა და მის სასახლეს იმისთვის დასჭირდა, რომ მოემზადებინა საყოველთაო საფუძველი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოსაცხადებლად. სავარაუდოდ, წმინდა ნინოს რჩევით, მირიან მეფემ ელჩები გაგზავნა კონსტანტინეპოლში თხოვნით, რომ ხალხის მოსანათლად ქართლში მოსულიყვნენ მღვდლები. ქრ. შ-დან V საუკუნის ბერძნული წყაროების მიხედვით, კონსტანტინესთან მისულ ქართველ ელჩებს, რელიგიური საკითხების მოგვარებასთან ერთად, მისთვის სამხედრო კავშირი და ურთიერთ მშვიდობა შეუთავაზებიათ. ეს მოვლენა რომაელთათვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. კონსტანტინე კეისარმა ელჩებს საპასუხო წერილი გამოატანა მირიანთან, რომელშიც ის მირიანს `სასუფეველისა თანაზიარად და ძმად მისსა სახელ-სდვა~.4

კეთილგანწყობა მირიანისა და მისი ხელისუფლების მიმართ აშკარაა. ასეთი მძლავრი მოკავშირის ყოლამ მირიანს უდიდესი პატივი და ავტორიტეტი მოუტანა არა მარტო ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ამ ფაქტმა კიდევ უფრო განამტკიცა მირიანის ძალაუფლება და მყარად `მიაბა~ სამეფო კარს ქვეყნის განაპირა ქალაქები და მათი მმართველები. შესაბამისად, როდესაც ქრისტიანულ რელიგიაზე ქვეყნის მმართველი ელიტის მოქცევის საკითხი დადგა, როგორც ყველა სხვა სახელმწიფო ღონისძიებების დროს, მმართველი ელიტა ერთიანი იყო. მათ შორის მოიაზრება რუსთავის მმართველი ელიტაც. საინტერესოა როგორი ქალაქი იყო იმჟამინდელი რუსთავი, ვინ იყვნენ იმ დროისათვის (ქრ. შ-დან 326 წ) რუსთავის მოქალაქეები _ ერისმთავარნი, მისი სამხედრო რაზმი, სახელმწიფო მოხელეები, წარჩინებულები, ვაჭრები და თავისუფალი მოქალაქენი.

3 საქართველოს ისტორია, ტ. 2, თბ. 2012 წ. გვ 15.

4 საქართველოს ისტორია, ტ. 2, 2012 წ. გვ. 17.


14 15

ქ. რუსთავის წარმოშობის ისტორიიდან

ცივილიზებული დასახლების პირველი კვალი რუსთავის ტერიტორიაზე ფიქსირდება ქრ. შ-მდე II ათასწლეულის I ნახევარში, ხოლო ამ ტერიტორიის ექსტენსიური ათვისება მდ. მტკვრის ორივე მხარეს დაიწყო ქრ. შ-მდე II ათასწლეულის II ნახევარში. არქეოლოგიური მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ეს იყო სხვადასხვა მიმართულების სამიწათმოქმედო კულტურის დასახლება, სადაც თვალნათლად არის წარმოჩენილი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების მეთუნეობის ნიმუშები, რაც მეტყველებს ამავე პერიოდის სამშენებლო, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის მაღალი დონით განვითარებაზე. ქ. რუსთავის ტერიტორია ის ადგილია, სადაც სამშენებლო მასალა უხვად მოიპოვება. ესენია: რიყის ქვა, თიხა, ჭალის ტყეში მოპოვებული მერქანი და გაჯი. ნამოსახლარში, ძირითადად, რიყის ქვა და თიხაა წარმოდგენილი, ხოლო უხვად მოპოვებული მეთუნეობის ნივთები და მათი ფრაგმენტები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საკმაოდ მრავლად იყო თიხის გამოსაწვავი ქურები, სადაც გამოსაწვავად საჭირო ტემპერატურას იღებდნენ ჭალის ტყიდან მოპოვებული ხის მერქნის წვით. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა სრულად კმაყოფილდებოდა მდ. მტკვრის ჭალაში და მის მიმდებარედ არსებული მიწის დამუშავებით.რუსთავში მცხოვრები საზოგადოება იყოფოდა (არქეოლოგიური მონაპოვარი მასალიდან გამომდინარე) სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებად, წარჩინებულებად და სამხედრო ფენად. რუსთავის ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ გათხრილ სამაროვნებში ნაპოვნია სხვადასხვა ზომის დახვეწილი საბრძოლო იარაღი, რომლებიც ქრ. შ-მდე II ათასწლეულის II ნახევრის ბოლოს მიეკუთვნება. ესენია _ გვიან ბრინჯაოს ხანის ბრინჯაოს სატევრები და შუბისპირები. ასეთ საბრძოლო იარაღს, როგორც წესი, დასაფლავების დროს, მეომარს ან საზოგადოების წარჩინებულ პირს ატანდნენ. ამგვარი იარაღების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ იმჟამინდელი ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული იყო თავდაცვასა და, შესაძლებელია, მიმდებარე ტერიტორიაზე ლაშქრობებშიც. რუსთავის ტერიტორიის ლანდშაფტის გათვალისწინებით, ველზე დიდი ციხესიმაგრის ან გალავნის აშენება შეუძლებელი იქნებოდა. ღია სივრცეში დიდი დასახლების ორგანიზება გაცილებით რთულია, ამიტომ იმჟამინდელი სამხედრო საქმიანობა მაღალ დონეზე უნდა ყოფილიყო აყვანილი. ჩვენს ხელთ არსებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით (ქრ. შ-მდე II ათასწლეულის II ნახევარი), სავსებით მართებულია ვთქვათ, რომ ეს უკვე იყო განვითარებული, სოციალურად ჩამოყალიბებული საზოგადოება, მით უმეტეს, ამ საზოგადოებას უკვე ჰქონდა გავლილი წინა ხანგრძლივი მტკვარ-არაქსის კულტურის პერიოდი.

ქრ. შ-მდე XIII-XII საუკუნეებში, წინა აზიაში, იწყება ინტენსიური საომარი მოქმედებები. ამ პერიოდში წინა აზია განსაკუთრებით შეარყია 'ზღვის ხალხების"ლაშქრობებმა (ზღვის ხალხებს მოყვნენ ბალკანეთიდან სომხური ტომები, რომლებიც ჯერ ფრიგიაში დასახლდნენ, ხოლო შემდგომ ანატოლიის აღმოსავლეთ ნაწილში). ეგრეთ წოდებულმა "ზღვის ხალხებმა" (რომელთა დიდი ნაწილი დორიელები იყვნენ) წალეკეს ტროა, ხეთების სამეფო და გაჩერდნენ ეგვიპტის საზღვრებთან. თითქმის ამავე პერიოდში აღმოსავლეთიდან არანაკლებ სასტიკი დამპყრობლები _ ასურელები უტევდნენ სამხრეთ კავკასიას.

16 17

 საბრძოლო იარაღი და პროფესიონალი მეომარი ჩვენი ქალაქის უძველეს მცხოვრებთათვის, სავარაუდოდ, ამ პერიოდიდან გახდა აუცილებელი. ფაქტიურად, მანამდე არსებული "მშვიდობიანი" დასახლება გადაიქცა დაცულ ქალაქად, იმ სოციალური სტრუქტურით, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. ქალაქი, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან დაცული უნდა ყოფილიყო მდ. მტკვრის ხეობით, სამხრეთიდან მას ერტყა ჭალის ტყეები, ხოლო აღმოსავლეთით ღია, გაშლილი ველი, რომელიც გარეჯის უდაბნოში გადადის. სავარაუდოდ, თავდაცვითი ზღუდეები (თხრილი ან მორების დიდი ღობე) სწორედ აქ იქნებოდა განლაგებული.

ქრ. შ-მდე II _ I ათასწლეულში, რუსთავის ადგილზე არსებობდა პატარა დასახლება, რომლისათვისაც დიდ საჭიროებას არ წარმოადგენდა სარწყავი არხის გაყვანა. ეს დასახლება ორი ათასი წელი ისე ვითარდებოდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მოთხოვნას იკმაყოფილებდა მანამდე არსებული მიწის სავარგულებით. გარდა სოფლის მეურნეობისა, მეთუნეობისა და ბრინჯაოს ჭედვისა, ქ. რუსთავის მცხოვრებთა საქმიანობის სფეროს ასევე წარმოადგენდა ნადირობა და თევზაობა. (XX საუკუნის შუა პერიოდამდე ქ. რუსთავის სამხრეთით მდებარე მდინარის ჭალის ტყეები და გარეჯის უდაბნო განთქმული იყო სანადირო სავარგულებით). ნუ წარმოვიდგენთ ისე, თითქოს ამ არეალში მხოლოდ რუსთავი იყო დასახლებული. შემოგარენში იყო სხვა დასახლებული ადგილებიც. რუსთავის ჩრდილო _ აღმოსავლეთით არქეოლოგებმა გათხარეს ე.წ. ჩათმის დასახლება. სამხრეთით, დღევანდელი ქ. გარდაბნის ტერიტორიაზე, არსებობდა საკმაოდ დიდი დასახლება, რომელსაც დღეს მიხაილოვკის გორის სახელით ვიცნობთ. დავით გარეჯის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯანდარის ტბის მიდამოებში, არქეოლოგიური დაზვერვის შედეგად აღმოჩნდა ძველი რუსთავის პერიოდის დასახლებები.

 სატევრები და შუბისპირები, ბრინჯაო, ძვ. წ. XIII-XII სს.,გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვანი, სტადიონის, სპორტისა და მშენებელთა ქუჩების შორის ტერიტორია.

18 19

 დავით გარეჯის უდაბნოში, რუსთავიდან დაახლოებით 25 კმ-ში, ასევარქეოლოგების მიერ გათხრილია ე. წ. "მრავალწყაროს" დასახლება, სადაც აღმოჩენილია სპილენძის სადნობი რამდენიმე ღუმელი. რუსთავიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 20-25 კმ-ზე, იანლოს მთის ძირში და ტყისპირას უკვე არსებობდა აგრარული ტიპის ბევრი დასახლება, რომლებიც საბოლოოდ სოფლებად (მარტყოფი, ნორიო, საცხენისი და სხვა) ჩამოყალიბდა.აღსანიშნავია, რომ ქრ. შ-დე II ათასწლეულის შუახანებიდან იწყება დავით გარეჯის უდაბნოს გამოყენება წვრილფეხა საქონლის საძოვრებად, რის შედეგადაც მანამდე არსებულმა ბუნებრივმა პირობებმა მკვეთრი ცვლილება განიცადა. თუ მანამდე გარეჯის უდაბნო ტყიან ადგილს წარმოადგენდა, სადაც მრავლად იყო წყაროები და მცირე მდინარეები (რომლის კვალიც დღემდე ამჩნევია მიწას), ცხვრისა და თხის ფარების აქ გაჩენამ, ეს ადგილი დროთა განმავლობაში გააუდაბნოვა და ის ლანდშაფტი მივიღეთ, რომელიც დღეს გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველა ეს დასახლება დაკავშირებული იყო რუსთავთან. ერთნაირი კერამიკის ნივთები და ფრაგმენტები, ასევე ბრინჯაოს ნივთები (იარაღები) რომლებიც რუსთავშია ნაპოვნი, სავარაუდოდ, ადგილობრივი სპილენძისაა. რუსთავი, ამ დასახლებებისათვის, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, მთავარი ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო, რადგანაც აქ იკვეთებოდა ჩრდილოეთიდან სამხრეთში და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ (მდ. მტკვარზე ფონის გამოყენებით) მიმავალი სავაჭრო გზები. გაუდაბნოების შედეგად, გარეჯის მოსახლეობამ გადაინაცვლა მთისძირში, ტყისპირას და მდ. მტკვრის პირას, ე.ი. იანლოს მთისძირა-ტყისპირას, გომბორის მთისძირა-ტყისპირას და მტკვრის პირას-რუსთავში. თუ მანამდე რუსთავში შუაბრინჯაოს ხანის (ქრ. შ-მდე XX-XVI ს.ს.) დასახლება ფიქსირდება მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, შუა და გვიან ბრინჯაოს პერიოდი, გარეჯის გაუდაბნოების პიკი (ქრ. შ-მდე 1600-1200 წ.წ.) რუსთავისათვის აღინიშნა მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე დიდი დასახლების წარმოქმნით. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არქეოლოგების მიერ რუსთავში გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა და წერილობითი წყარო, სადაც ვკითხულობთ, რომ "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ლეგენდარული ქართლოსის `...ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე, და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელს აწ ჰქვია რუსთავი. მანამდე იყო ქართლოსის მიერ აშენებული ქალაქები: ხუნანი, იგივე გარდაბანი (მდ.მტკვრის და მდ. ქციის შესართავთან კონცხზე) და ქალაქი სამშვილდე, იგივე ორბეთი, მდინარე ჭივჭავისა და მდ. ქციის შესართავ შორის. ეს ორივე ქალაქი განლაგებული იყო ისტორიული ქვემო ქართლის ვაკის უკიდურეს ჩრდილოეთით და უკიდურეს სამხრეთით, ხოლო მათ გეოგრაფიულ შუა ადგილზე, ქართლის ცხოვრების მიხედვით, მდებარეობს რუსთავი (ქართლოსის ცოლმა თავის ხუთ ვაჟზე გაანაწილა ქართლოსის წილი ქვეყანა. აქ ჩვენთვის საინტერესოა რუსთავის ადგილი): `…ხოლო კუხოსს მისცა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი, მისცა არაგვთაგან ვიდრე ჰერეთამდე, ...შესართავამდე, მთასა კახეთისასა და მტკუარსა შუა. წარმოვიდგინოთ, თუ რა ტერიტორიაზეა საუბარი მაშინდელი ჰერეთის დასავლეთი საზღვარი ემთხვევა დღევანდელი კახეთის დასავლეთ საზღვარს (შიდა კახეთი, ე.წ. ბარჯის ხევამდე), კახეთი ლოკალიზდებოდა მდ. 

ლოჭინიდან ცივ-გომბორის მთით

5 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ. 1955 წ. გვ. 8.

20 21

. მაშინდელი კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი მდ. ივრის ხეობაში, დღევანდელ თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. ქართლოსის სამემკვიდრეოს გაყოფიდან ჩანს, რომ კახეთის და კუხეთის ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქ. რუსთავი. კუხეთის ჩრდილოეთით იყო მცხეთა, სამხრეთით _ ხუნანი, ცენტრით _ გარდაბანი, რომელიც მდ. მტკვარსა და მდ. ქციის შესართავთან, კონცხზე მდებარეობდა. კუხეთის დასავლეთით მდებარეობდა ისტორიული გაჩიანის მხარე, ხოლო აღმოსავლეთით-ჰერეთი.ყველა ლეგენდა, მცირე დოზით, მაგრამ მაინც `შთანთქავს~ სინამდვილეს. ქართლის ცხოვრების თანახმად, ბოსტან ქალაქი, იგივე რუსთავი, ქართლოსის ცოლის მიერ იქნა აშენებული. ეს ფაქტი კი მიუთითებს იმაზე, რომ ძველი რუსთავი უკვე წარმოადგენდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის ხელსაყრელ, რეგიონულ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც გზაგასაყარზე მდებარეობდა. ბოსტან ქალაქიდან გზა მცხეთამდე მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე დასახლებების გაყოლებით, ღია ვაკე ადგილებზე გადიოდა, რაცაადვილებდა საგზაო კომუნიკაციებს. ნაკლები იყო მთაგორიანი და ხეობებიანი ადგილები. ამავე გზას აღმოსავლეთის მხრიდან უერთდებოდა კახეთიდან და ჰერეთიდან მომავალი გზები. საერთო ჯამში ეს გზათა სისტემა ემსახურებოდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, მჭიდროდ დასახლებულსა და მეურნეობის სხვადასხვა დარგებით განვითარებულს. თავისი სტრატეგიული სამხედრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისი, ჯერ კიდევ არ იყო დაარსებული, რუსთავმა თავიდანვე მიიქცია ქართლის მარადიული მეტოქის-სპარსეთის ყურადღება.ქ. რუსთავის სამხრეთით, მდ. მტკვრის ნაპირას, იქ, სადაც მტკვარი და მდ. ქცია ერთვის ერთმანეთს, ქართველების მითიური ეთნარქის მიერ დაარსებული იყო ქალაქი ხუნანი. ეს რეალური ქალაქი არსებობდა შუა საუკუნეებამდე, რომელიც წარმოადგენდა დიდი სავაჭრო დანიშნულების ქალაქს და ორ მდინარეთა კონცხზე საკმაოდ იყო გამაგრებული. აქ ვახტანგ გორგასალმა საეპისკოპოსოც კი დააარსა. გარდაბნის საერისთავომ, ცენტრით ხუნანი-იარსება შუა საუკუნეებამდე. რუსთავიდან ხუნანამდე დაახლოებით 25 კილომეტრია. ძველად ამ მანძილს ერთი დღის სავალი ეწოდებოდა. დასახლებებს შორის ასეთი მანძილი, ჩვენი წინაპრების მიერ გათვალისწინებული იყო ქალაქებისა ან დასასვენებელი, ან თავდაცვითი და სხვა დანიშნულების პუნქტების განაშენიანების დროს. აქედან ნათელია, რომ რუსთავს ოთხივე მხრიდან ერტყა ქართული მიწები ქართული სოფელ ქალაქებით და, შესაბამისად, ეს ქალაქიც სრულიად ქართული იყო. ქრ. შ-მდე V საუკუნეში სპარსელებსა და ჩრდილო კავკასიელ ტომთა შორის იწყება ხანგრძლივი ომი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სპარსეთმა შეძლო რანისა და ჰერეთის დაკავება `... და განთავისუფლდეს ქართველნი, ხოლო რანი და ჰერეთი დარჩა სპარსთა, როგორც ვიცით, რანი უშუალოდ ემიჯნება კუხეთს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ქართული სახელმწიფოს ან ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნთათვის, ამ დროისათვის გამოიკვეთა ყველაზე სუსტი მიმართულება, რომელიც 

ქართლის ცხოვრება, ტ. 1. 1955 წ. გვ. 14

22 23

საჭიროებდა მუდმივ დაცვას. ეს იყო სამხრეთ-აღმოსავლეთი, რუსთავის მიმართულება. ამიტომ მცხეთაში განთავსებული ქართლის მეფე-მთავრები და შემდგომ უკვე საქართველოს მეფეები განსაკუთრებულ ღონისძიებებს ატარებდნენ ამ მიმართულების დასაცავად. რუსთავი, ქართლის დედაქალაქისათვის _ მცხეთისათვის იყო არა მარტო სამხედრო ფორპოსტი, არამედ საერო, სავაჭრო და სასულიერო ცენტრიც. პირველი, რა თქმა უნდა, იქნებოდა სამხედრო-ეკონომიკური მნიშვნელობის პუნქტი. მეტი ყურადღება დავუთმოთ ეკონომიკურ ასპექტს. რუსთავის არეალში, მდ. მტკვრის პირას, სასოფლოსამეურნეო კულტურათა კვლავ წარმოებისათვის არსებობდა საუკეთესო ნაყოფიერი მიწები. მდ. მტკვრის ჭალების მიჯნაზე არსებობდა საუკეთესო საძოვრები და თვით მტკვრის ჭალა, რომელიც მკვიდრ მოსახლეობას აძლევდა საცხოვრისისათვის ხის მასალასა და ყოფითი არსებობისათვის (ცეცხლის დასანთებად) ამოუწურავ ხის მერქანს. სამშენებლო საქმიანობისათვის, ხის მასალასთან ერთად, მოიპოვებოდა რიყის ქვა და თიხა. დასამუშავებელი მიწის ფონდის არსებობამ, სამშენებლო მასალისა და მეურნეობის წარმოების მრავალფეროვნებამ ამ მცირე ლოკაციაზე ჩამოაყალიბა მზარდი დასახლება, რომელიც არსებული ბუნებრივი სიკეთეებით სარგებლობდა და ჯერჯერობით ინტენსიფიკაციას არ საჭიროებდა. ნაკლები იყო ომებიც, რაც ხელს უწყობდა მოსახლეობის ზრდას და ქალაქური ცხოვრების თანდათან განვითარებას. წერილობით ისტორიას არ შემოუნახავს იმ პერიოდის რუსთავის დარბევის ფაქტები. არც არქეოლოგიურ გათხრებს არ დაუფიქსირებია მსგავსი რამ, ამიტომ მართებულია ითქვას, რომ ქრ. შ-მდე II ათასწლეულის I ნახევრიდან ქრ. შ-მდე I ათასწლეულის IV საუკუნემდე, რუსთავისათვის ქალაქ-განვითარების მშვიდობიანი პერიოდი იყო. თითქმის 1 500 წლიანი მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ, რუსთავისათვის იწყება რეგიონული დაპირისპირების ეპიცენტრში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც ასევე 1 500 წელი გაგრძელდა. რუსთავის ხსენება საომარ კონტექსტში იწყება წინა აზიაში, ალექსანდრე მაკედონელის ომების ციკლიდან, დარიოს მესამის მმართველობის პერიოდში.  ქრ. შ-მდე 334 წელს, ალექსანდრე მაკედონელმა გადალახა ჰელისპონტეს სრუტე და შეიჭრა სპარსეთის იმპერიაში. გენერალური ბრძოლა მოხდა გავგამელასთან, ქრ. შ-მდე 331 წელს. ქრ. შ-მდე 326 წელს ქართლს იკავებს ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი სარდალი არიან ქართლიდან _ აზო. მისი მმართველობა გაგრძელდა ქრ.შმდე 272 წლამდე. რუსთავისთვის ეს იყო საინტერესო პერიოდი, მათ შორის სულიერი ფასეულობების კუთხით: `.. მოვიდა ქართლად და ჰპოვა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა, რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათვის არა უჩანდა ნათესაობა, აზომ, როგორც დამპყრობელმა, შეძლო შეეცვალა ბერძენთათვის მიუღებელი წარმოდგენები. ამისათვის მან, როგორც ქართლის ცხოვრება გვიამბობს, გაატარა მკაცრი ღონისძიებები: `...და მოსრა ყოველნი იგინი ნათესავნი აღრეუნი ქართლს მყოფნი და უცხონნი იგი ნათესავნი მოსრა და დაატყვევნა... თხუთმეტსა წელსა უმცროსნი~,8 აზომ ქართლში დაადგინაპატივისცემა `...მზესა და მთოარესა, და ვარსკვლავთა ხუთთა~.9 ამას გარდა, აზომ დახოცა ან დაატყვევა 15 წელს ზემოთ ასაკის ქართლის 

7 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 17.

8 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 18.

9 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, გვ. 18.

24 25


საყურე, ელექტრუმი, ძვ. V-IV სს. ადრეანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.


გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარი, მარანი, III-IV სს. მშენებელთა ქ. # 64, მიმდებარე ტერიტორია


საკიდი, ოქრო, III-IV სს. ნაქალაქარი, ქალაქის საავადმყოფოს ეზო.


სანელსაცხებლე, მინა III-IV სს. ორმოსამარხი #1, გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.


სანელსაცხებლე, მინა III-IV სს. ორმოსამარხი #2, გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.


სასმისი, მინა, სირიული III-IV სს. ორმოსამარხი #1, გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.

26. 27



ბეჭედი, ოქრო, ალმადინი, III-IV სს., ორმოსამარხი #3, გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.


საყურე, ოქრო, მარგალიტი, III-IV სს., ხის სარკოფაგი #9, გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.


საყურე, ოქრო, ალმადინი, III-IV სს., ორმოსამარხი #1, გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.


ბეჭედი, ოქრო, ალმადინი, პასტა, IV ს., ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანი, გურამიშვილის, ხერხეულიძისა და მარჯანიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია.


სარკე, ბრინჯაო, III-IV სს., ორმოსამარხი #1, გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.


სანელსაცხებლე, მინა, IV ს. დარღვეული სამარხი. წმ. ნინოს ქ. #1 მიმდებარე ტერიტორია.


სანელსაცხებლე, მინა, IV ს. ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანი, გურამიშვილის, მარჯანიშვილის, კიკვიძისა და ხერხეულიძის ქუჩებს შორის მდებარე ტერიტორია.

28. 29

მცხოვრებთა ნაწილი, დანარჩენებს კი ახალი კერპი შეუქმნა. აზოს ქართლში ძლიერი და გამაგრებული ქალაქები დახვდა, რომელთა აღებაც სავარაუდოდ საკმაოდ ძნელი იქნებოდა, ამიტომ მან მოიყვანა მრავალი მეომარი, გააძლიერა ჯარი, ამით მოახდინა ხელისუფლების ცენტრალიზაცია. `...და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი... წუნდა, ხერთვისი ... ოძრხე, ... თუხარისი... ურბნისი, კასპი, უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი... და რუსთავი, დედა ციხე სამშვილდე და მტუერის ციხე, რომელ არს ხუნანი, იმჟამინდელი რუსთავი, თავისი სიდიდითა და მნიშვნელობით, სამხედრო, სავაჭრო, ეკონომიკური, რელიგიური და ადმინისტრაციული ფუნქციებით ქართლის დიდ ქალაქთა შორის არის მოხსენიებული, როგორც ანტიკურ პერიოდში, ისე შუასაუკუნეებში. აზოს ბრძანებით, ქართლის შიდა ქალაქებს მოურღვიეს ზღუდეები, რაც ერთერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს რუსთავისათვის და ქართლის სხვა ქალაქებისათვის: `... ყოველი ქართლისა ქალაქთა მოარღვია ზღუდენი. იმდროინდელი ქ. რუსთავის ზღუდეები, სავარაუდოდ, შემოფარგლული უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მდ. მტკვრის ხეობით, ხოლო სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან, მორებისა და თხრილის ზღუდით. იმ შემთხვევაში, თუ ზღუდეების ასაშენებლად გამოყენებული იქნებოდა ქვა და თიხა, გალავნის ფრაგმენტები აუცილებლად დარჩებოდა მიწის ზევით, ისე, როგორც დარჩა რუსთავის ციხე-სიმაგრის გალავნის მიწისზედა შრეებში.ქალაქთა გალავნების მორღვევის ღონისძიებები სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში აპრობირებული მეთოდია.

10 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 18.

 იმისათვის, რომ ცენტრალური ხელისუფლება უფრო მტკიცე იყოს და ქვეყნის შიგნით, ქალაქთა და მხარეების პირველ პირებს არ გაუჩნდეს სეპარატისტული განწყობა, მათ უნდა მოუსპო თავდაცვის ობიექტები და დატოვო დაუცველნი, რაც გააკეთა კიდეც აზომ. ამასთან ერთად, ზღუდეთა მორღვევას ექვემდებარება ქვეყნის შიდა ქალაქები, ხოლო საზღვრისპირა ქალაქები ინარჩუნებდნენ გალავნებს, რითაც, ფაქტიურად, იცავენ ქვეყანას. ალექსანდრე მაკედონელის მიერ შექმნილ გლობალურ სამყაროში ქ. რუსთავი შევიდა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი. ამაზე მსჯელობს რუსთავში არქეოლოგების მიერ გათხრილი ადრე ანტიკური სამარხები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გამრავალფეროვნდა იმ პერიოდის რუსთავის ყოფითი ცხოვრება. აზოს მმართველობა ქართლში დამთავრდა ქრ. შ-მდე 272 წელს. აზოს შემდეგ ქართლის მეფე გახდა ფარნავაზი. ეს პერიოდი განსაკუთრებულია საქართველოს ისტორიაში. თავისი ხანგრძლივი მმართველობის დროს ფარნავაზმა ჩაატარა რიგი რეფორმები, რომელთა შედეგებიც დიდი ხნის განმავლობაში აისახა საქართველოს ისტორიაზე. მას შემდეგ, რაც ფარნავაზმა საბოლოოდ დაასრულა აზოს მმართველობა და დაამყარა კეთილმეზობლური ურთიერთობა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ადგილზე ჩამოყალიბებულ, მეზობელ ბერძნულ სახელმწიფოებთან, მან გაატარა მნიშვნელოვანი სამხედრო-ადმინისტრაციული და რელიგიური რეფორმები. ფარნავაზმა მთელი ქვეყანა `სამხედრო ბანაკად~ აქცია. მან საქართველო დაყო შვიდ საერისთავოდ და ერთ სასასპეტოდ; `... დაგზავნა მეორე კახეთსა ერისთავად და მისცა არაგვთაგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელს არს კახეთი და კუხეთი~.11 ზემოთ უკვე ნახსენებია კუხეთის საზღვრები. ფარნავაზის დროს ქართლის კუთხეთა ადმინისტრაციული საზღვრები არ შეცვლილა. ექვსი საერისთავოს ერისთავის დანიშვნის შემთხვევაში, მითითებულია ქალაქები: ხუნანი, ოძრხე, წუნდა და ა.შ. ერთადერთი კუხეთ-კახეთის ადმინისტრაციული ცენტრის შესახებ არ გვაქვს ცნობები, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კახეთ-კუხეთის ერისთავმა თავისი რეზიდენცია რუსთავში განალაგა. ამის გარდა ფარნავაზმა `... მოზღუდა ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი...~.12 აზოს მიერ დანგრეული ქალაქის ზღუდენი და ციხე-სიმაგრენი ფარნავაზმა ისევ ააშენა. შესაბამისად, ფარნავაზმა, როგორც სამხედრო სტრატეგმა, მცხეთის გარშემო შექმნა თავდაცვითი სისტემა. იმისათვის, რომ მცხეთა მყარად ყოფილიყო დაცული, ფარნავაზმა ყველა სტრატეგიულ ადგილას ააშენა ან გაამაგრა ციხე-სიმაგრეები და ციხე-ქალაქები, სამხრეთით ხუნანი (გარდაბანი) და რუსთავი, ხუნანი კეტავდა მდ. მტკვრის (მარჯვენა სანაპირო) დასავლეთით არსებულ ისტორიული ქვემო ქართლის ველზე შესასვლელს, წყალთაშუას (მდინარეების მტკვარი, დებედა, ქციას შეერთების ბასეინს). რუსთავი (მდ. მტკვრის მარცხენა სანაპირო) კეტავდა მტკვარი-ივრის შორის არსებულ (დავით გარეჯის ველი) შემოსასვლელს. სამხრეთ-დასავლეთიდან, მდინარეების ქცია-ჭივჭავის შეერთების ადგილზე, გაშენებული იყო უძველესი _ ციხე-ქალაქი სამშვილდე, აღმოსავლეთის მხრიდან ციხე-ქალაქი უჯარმა. ციხე-ქალაქები-ეს წინასწარ სათანადოდ გამაგრებული და მატერიალურად ჯეროვნად უზრუნველყოფილი, საქვეყნო სამხედროეკონომიკური მნიშვნელობის დასახლებული პუნქტია, 

11 ქართლის ცხოვრება, ტ. 1. 1955 წ. გვ. 24.

12 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 25.

რომლის დედაციხის (ციტადელის) მუდმივი გარნიზონი მზად უნდა ყოფილიყო როგორც დამოუკიდებლად, ისე ციხე-ქალაქის მოსახლეობასთან ერთად ხანგრძლივი ალყის პირობებში აქტიური თავდაცვითი ბრძოლების საწარმოებლად.13 მაგრამ სამხედრო-ადმინისტრაციული რეფორმა ამით არ შეჩერებულა, ფარნავაზმა `... ათასი მხედარი, რომელი აზოსაგან მიერთნეს ფარნავაზს... იგი განყვა ხევთა და ქვეყანათა შინა და უწოდა მათ სახელად აზნაურნი~.14 აზნაურები თავიდანვე იყვნენ პროფესიონალი სამხედრო პირები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ ფარნავაზის მიერ დანიშნულ ერისთავებს. ამით ფარნავაზმა დაამთავრა სამხედრო ადმინისტრაციული რეფორმა.რელიგიურ რწმენაში ფარნავაზმა `... შექმნა კერპი დიდისა სახელისა ზედა თ¢სსა; ესე არს არმაზ...~.15 ფაქტიურად, იმ წარმართულ პანთეონში, რომელიც აზოს მიერ იყო შემოღებული (მთვარე, მზე და ვარსკვლავები, გაცი და გაიმი), ფარნავაზმა დაამატა თავისი კერპი _ არმაზი, რომელიც ქართულ, კერპთა პანთეონის მთავარ კერპად აქცია. ეს კერპები ქმნიდნენ იმდროინდელი სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიურ რწმენებს. ამის შემდეგ, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ვალდებული იყო დაეცვა, მფარველობა გაეწია, შეეწირა, მოესმინა და ადგილზე გაეტარებინა ოფიციალური რელიგიური რწმენის პოლიტიკა. ასეთი პოლიტიკის გასატარებლად არსებობდა-ერისთავი და მასზე დაქვემდებარებული გასამხედროებული აზნაურთა რაზმი.

13 ი. შაიშმელაშვილი, ჩაუქრობელი დიდების ქალაქი, თბ. 1987 წ. გვ. 38

14 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 25.

15 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ-25.

32 33

 ისინი (აზნაურები) ფარნავაზმა `...განყვა ხევთა და ქვეყანათა შინა~ (ანუ საერისთავოების მიხედვით), ფარნავაზი ახორციელებდა: ქვეყნის უზენაეს მართვას, ხოლო ერისთავების და მასზე დაქვემდებარებული აზნაურთა რაზმი ახორციელებდა; გადასახადების აკრეფას, სავაჭრო ურთიერთობათა რეგულირებას, გზებისა და ხიდების დაცვას, ადგილზე კანონის აღსრულებას, მიწის საკითხების გადაჭრას. ასევე, ერისთავის კომპეტენციაში შედიოდა სხვა რელიგიურ ჯგუფებთან სახელმწიფო პოლიტიკით გათვალისწინებული ურთიერთობების განხორციელება. ამ შემთხვევაში იგულისხმება: იუდეველები, ბერძნები, ცეცხლთაყვანისმცემლები და სხვა წარმართული რელიგიური ჯგუფები, რომელთა ყოფა განსხვავებული იქნებოდა, სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებული რელიგიის მიმდევართა ყოფისაგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსთავი მდებარეობს (მდ. მტკვრის ხეობა) მნიშვნელოვან საერთაშორისო სავაჭრო გზაზე. მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ინდოეთი, წინა და სამხრეთი აზია, საფუძველი ჩაეყარა `დიდი აბრეშუმის~ გზის მშენებლობას, რომლის ჩრდილოეთის განშტოებაც გავიდა ქართლზე, მტკვრის ხეობაზე და, შესაბამისად, გაიარა რუსთავზე. ასეთი დიდი მნიშვნელობის სავაჭრო გზა, რომელიც მრავალ ქვეყანასა და მრავალი ხალხით დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, იწვევს არა მარტო სავაჭრო საქონლის მოძრაობას ან სამხედრო ხასიათის ქმედებებს, არამედ მშვიდობიან პერიოდში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის და ეთნიკური ხალხების გადაადგილებას, რასაც ვერ ასცდებოდა რუსთავიც. გარდა ოფიციალური კერპებისა, რუსთავის ტერიტორიაზე მცირედ, მაგრამ აუცილებლად, იქნებოდნენ უცხო კერპთა მიმდევარი ხალხები, რომლებიც, სავარაუდოდ, თავიანთ კვალს დატოვებდნენ, რაც არქეოლოგიური მასალებიდანაც ჩანს. აქამდე უცხო ყოფითი დანიშნულების ნივთები რუსთავში უკვე არსებობდა და ფართო მოხმარებაშიც იყო. ქართლში, ქრ. შ-მდე 326 წელს, ალექსანდრე მაკედონელის მმართველად გამოგზავნილმა აზომ `ჩაკეტა~ არაგვის კარი-დარიალი, ამავე პერიოდში კავკასიონის მეორე გასასვლელი-დარუბანდი (დერბენდი) მისი ყურადღების ქვეშ მოექცა. მან კასპიის ზღვიდან კავკასიის მთებამდე (დაახლოებით 3 კმ) ააშენებინა მძლავრი, მაღალი დაცვითი გალავანი, რომელსაც დღემდე `რკინის კარად~ მოიხსენიებენ. იოსებ ფლავიუსი (ქრ. შ-დან 37-100 წ.წ.) წერს _ ჰირკანის (დერბენდის ძველი დასახელება) გასავალი რკინის კარით დაკეტა ალექსანდრემ-ო. ასევე ქრ. შ-დან IV საუკუნის სახელოვანი ღვთისმეტყველი ამბროსი წერდა: `ალექსანდრე დიდმა მიაღწია კასპიის სამეფომდე, ზღვასა და ფრიალო კლდეს შორის არსებული სივრცე ჩაკეტა და ააშენა რკინის კარი~.16 ქრ. შ-დან  X საუკუნის სპარსი ისტორიკოსი ისთიხარი აღნიშნავს, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დარუბანდის კედლები და რკინის ჯაჭვის კარი გააკეთა. კავკასიონის გადასასვლელების ჩაკეტვით ალექსანდრემ დაიცვა თავისი იმპერია და ახლადშექმნილი აბრეშუმის გზა ქედის ჩრდილოეთით მცხოვრები დარიოს III-ის ირანულენოვანი მოკავშირეებისაგან (სკვითები, ხაზარები, პაჭანიკები, ალანები). ზოგიერთი ისტორიკოსისათვის, შესაძლებელია, ეს საკამათო თემა იყოს, მაგრამ გავგამელას ბრძოლის მემატიანე, ფლავიუს ადრიანე, ბრძოლის აღწერისას მიუთითებს (ქრ. შ-ის 95-175 წ.წ.): `...ალექსანდრემ ბრძანა მაკედონელებს თავს დასხმოდა მოქირავნე მხედრობა, რომელსაც მენიდისი წინ მიუძღვებოდა.

16 А.А. кудриавцев “Древний Дербент”, Москва 1982 г. ст. 19

34 35

 მათ შეუტიეს სკვითმა მხედრებმა და ბაქტრიელებმა, რომლებიც სკვითებთან ერთად იყვნენ დარაზმულები და უკუაქციეს მენიდისის მცირერიცხოვანი რაზმი~.17 ეს არის დასტური ჩრდილოკავკასიის მომიჯნავე სტეპებში მცხოვრები სკვითებისა და დარიოს III მოკავშირეობის ფაქტისა. დარუბანდის (დერბენდის) ჩაკეტვით ალექსანდრემ გარკვეული დროით სიმშვიდე მოუტანა არა მარტო თავის იმპერიას, არამედ საქართველოსაც, რომელსაც აზოს შემდეგ, 40 წლის განმავლობაში, მართავდა ფარნავაზი. სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ფარნავაზის დროს ჩამოყალიბდა რუსთავი ქალაქად, ისე, როგორც სხვა დასახლებები. სწორედ ამ პერიოდში მიაღწია რუსთავმა განვითარებას და ჩაება საერთაშორისო ვაჭრობაში. ამის თვალსაჩინო მაგალითი მრავლადაა მოპოვებული არქეოლოგიური გათხრების დროს (ანტიკური პერიოდის არქეოლოგიური მასალა).ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებით ფარნავაზმა საფუძველი ჩაუყარა ერთიან ეროვნულ თვითშეგნებას, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ფარნავაზმა გადადგა, ქართველი ერის შემდგომი ერთიანობისათვის იყო ის, რომ `...მან განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა, და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული~.18სწორედ ეს ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთიანი ენა, ერთიანი მწიგნობრობა ქმნის ერის ერთიანობას, რამაც საქართველოს სიძლიერეს ჩაუყარა საფუძველი. სწორედ, ერთიანი ენა გახდა იმის მყარი მიზეზი, რომ საქართველოში შემდგომ საუკუნეებში საკმაოდ სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდა ერთიანი რელიგიის განმტკიცებაც, რაზეც შემდგომ იქნება საუბარი.

17 ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, საქართველოს ისტორიის წყაროები, 28, თბ 1983 წ. გვ 63

18 ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955 წ. გვ. 26.

ფარნავაზისდროინდელი საქართველოს კერპთა პანთეონი ასე გამოიყურებოდა: არმაზი, გაცი, გაიმი, მზე, მთვარე, ხუთი ვარსკვლავი. ასევე ლოკალური ადგილობრივი კერპები: ადგილის დედა, კოპალა, იახსარი, პირქუში, პირიმზე და ა.შ. მათ დაემატა ქართლში მცხოვრები სხვა ეთნოსის კერპები: ებრაული, სპარსული, ბერძნული, სომხური და სხვა. ფაქტიურად ეს იყო შემწყნარებლური საზოგადოება მანამ, სანამ გარეშე ძალები არ მოახვევდნენ თავს ქართლის (იბერიის) მმართველებს თავის კერპებს.ფარნავაზის შემდეგ ქართლის (იბერიის) მეფე მისი შვილი, საურმაგი, გახდა. მისი მოღვაწეობის დროს საინტერესოა ორი მომენტი: 1). პოლიტიკური კუთხით: საურმაგს განუდგნენ ერისთავები, რომლებმაც გადაწყვიტეს დამოუკიდებლად ემართათ თავიანთი დომენები, მაგრამ საურმაგს გვერდით დაუდგნენ აზნაურები. ასევე, საურმაგი გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში, გადმოიყვანა იქიდან დურძუკები და დაიბრუნა ტახტი. (ფარნავაზის მეუღლე, საურმაგის დედა, წარმოშობით იყო დურძუკი). 2). რელიგიური კუთხით: საურმაგმა, თავისი წინაპრების მსგავსად, შემოიღო ორი კერპი-აინინა და დანანა, რითაც კიდევ უფრო `გაამდიდრა~ კერპთაყვანისმცემლობა, რადგან კერპთაყვანისმცემლობა მაშინდელი ქართლის იდეურ-პოლიტიკური ღერძი იყო. რუსთავშიც, როგორც ქართლის ერთ-ერთ მთავარ ქალაქში, აღნიშნული კერპების სახელობის თაყვანისცემის ადგილებიც იქნებოდა, ისევე, როგორც ეს იყო მცხეთაში, უფლისციხეში და სხვა. ყველაზე მნიშვნელოვანი რუსთავისთვის მაინც იყო ის, რომ ქალაქმა მიიღო მყარი ადმინისტრაციული ფუნქცია და ჩაება საერთაშორისო ვაჭრობაში.

36 37

ქართლის (იბერიის) მეფეთა მიერ საკუთარი კერპის შექმნა შემდგომშიც გაგრძელდა. მეფე ფარნაჯომმა გამეფებისთანავე შექმნა კერპი-ზადენი, რომელიც გაარიდა მცხეთას, ქალაქის სამხრეთით მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სოფელ წიწამურთან, შემაღლებულ ადგილზე ააშენა ციხესიმაგრე ზადენი და იქვე დადგა ხსენებული კერპი. თავისი არსით ზადენის კერპი აღმოსავლურია. ამ ფაქტს არავითარი წინააღმდეგობა არ გამოუწვევია სპარსელებში. წინა პერიოდშიც, თუ დავაკვირდებით, კერპები, რომლებიც იყო გავრცელებული ქართლში (იბერიაში), არ ყოფილა მიუღებელი ქართლის (იბერიის) მუდმივ მოწინააღმდეგე სპარსელებისათვის. ეს ფაქტი, სავარაუდოდ, განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენთან არსებული კერპები `ნაცნობი~ ან მისაღები იყო სპარსელთათვის. სპარსელები კავკასიაში ამგვარი კერპების არსებობით საკუთარი ჰეგემონიის საფრთხეს ვერ ხედავდნენ. მშვიდობიანი პერიოდი გაგრძელდა ქრ. შ-მდე I ს. 60-იან წლებამდე, მანამ, სანამ სამხრეთ კავკასიაში მეორე დიდმა იმპერიამ, რომის იმპერიამ თავისი ინტერესი გაიჩინა. ქრ. შ-მდე 62 წელს, ქართლში (იბერიაში), სამხრეთაღმოსავლეთიდან, ბარდავიდან შემოვიდა რომაელი სარდალი პომპეუსი. მძიმე ბრძოლების შემდეგ მან დაიკავა მცხეთა, საიდანაც იწყება ქართლისათვის (იბერიისათვის) ახალი, აქამდე უცნობი, 2 000 წლოვანი გეოპოლიტიკური ბრძოლები აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ახალმა დასავლეთის (რომის) იმპერიის ჯარმა, ჯერ დაზვერვითი ბრძოლებით გაიარა ჩვენს მიწაზე, შემდგომ, მცირე ხანში, მათ საქართველო ჩააბეს აქამდე უცნობ, დიდ ისტორიულ პროცესებში. კაცობრიობისათვის დგებოდა ახალი ერა, ქრისტიანობის დამკვიდრების ერა, რომელმაც შეცვალა იმდროინდელი სამყარო. ამ ცვლილებებში საქართველო აქტიურად ჩაბმული აღმოჩნდა. ასეთმა ცვლილებებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქ. რუსთავის მომავალი არსებობისათვის. ის, რომ ამ პერიოდისთვის რუსთავი არის დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი, ამას ადასტურებს ძველი რომაული რუკა, ე. წ. `პოინტინგერის ტაბულა~ (ქრ. შ-მდე I-V ს.ს.), სადაც ასახულია ქართლის ქალაქები; მცხეთა, რუსთავი, უჯარმა, აქვეა აღნიშნული თბილისიც, ოღონდ იგი აღნიშნულია, როგორც `უბრალო~ სადგური, (მცხეთიდან რუსთავამდე შესასვენებელი ადგილი).19ქრ. შ-დან I ათასწლეულის პირველი მესამედი, ქართლისათვის (იბერიისათვის), ისტორიული მოვლენების განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩევა. ქართლის (იბერიის) მეფეები დიდ ყურადდღებას აქცევენ რომს და, რიგ შემთხვევაში, გამოდიან რომის მოკავშირეებად. რომის ფაქტორმა ქართლი (იბერია) აქცია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების საგნად, რაც საქართველოსათვის მუდმივი არჩევანის გაკეთების მიზეზი გახდა. თუ მანამდე ქართლის (იბერიის) მეფეები აღიარებდნენ სპარსეთისაგან ვასალურ მდგომარეობას, რომის გამოჩენამ კავკასიის რეგიონში შეცვალა ქართლის (იბერიის) მეფეთა პოლიტიკა. როგორც კი ხელსაყრელი პირობები შეიქმნებოდა, ისინი ან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ ან შედიოდნენ რომის (მოგვიანებით კი ბიზანტიის) მფარველობაში. თუ მანამდე სპარსეთი თმენითა და კომპრომისით ხვდებოდა ქართლის (იბერიის) მეფეთა რელიგიურ პოლიტიკას, რომის (შემდგომ ბიზანტიის) გამოჩენის შემდეგ მათი პოლიტიკა საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი გახდა. ნიშანდობლივია, რომ ქართლის (იბერიის) მეფეები, მიუხედავად თავისი ახლო, რიგ შემთხვევებში, ნათესაური ურთიერთობისა სპარსეთის მმართველებთან, ხელსაყრელი პირობების შექმნისას ყოველთვის იკავებდნენ პროდასავლურ ორიენტაციას, რაც, პირველ რიგში, სარწმუნეობრივ ფაქტორში გამოვლინდა. იმისათვის, რომ შეწინააღმდეგებოდნენ სპარსულ ჰეგემონიას, ქართლის (იბერიის) მეფეები მაქსიმალურად შორს იჭერდნენ თავს სპარსეთის როგორც პოლიტიკის, ასევე რელიგიური წარმოდგენებისგანაც. ქრისტიანობის მიღებამდე ქართლის (იბერიის) მეფეებმა სხვადასხვა რელიგიური ღონისძიება გაატარეს, რაც აახლოებდა მოსახლეობას ქრისტიანობასთან. რაც უფრო მეტი იყო მეფეთა ცნობადობა ქრისტეს სწავლებების მიმართ, მით მეტად ავიწროვებდნენ ისინი წარმართობის იდეოლოგიურ არეალს. ერთ _ ერთ ასეთ ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს ქრ. შ-დან 265-285 წ.წ. ქართლის (იბერიის) მეფის რევ I-ის მიერ იმდროინდელი ქრისტიანული ჯგუფების მფარველობა. რევ I-სათვის ცნობილი იყო სახარება `... იყო მორწმუნე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა; რამე თუ სმენილ იყო მისდა მცირე რამე სახარება უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი~.20რადგან რევ I იცნობდა და იზიარებდა ქრისტეს სწავლებას, მან `... არღარა-ვის უტყვა ქართლსა შინა ყრმათა კვლა, რომელსა იგი ამისსა უწინარეს და პირველი კერპთა მიმართ შესწირავდეს მსხვერპლად ყრმათა და ვიდრე იგი იყო მეფე, არღარავინ კვლიდა ყრმათა კერპთათვის, 

19 ი. შაიშმელაშვილი, ჩაუქრობელი დიდების ქალაქი, თბ. 1987 წ. გვ 41

20 ქართლის ცხოვრება, ტ1, თბ 1955 წ. გვ. 58.

38 39


ძველი რომაული რუკა, ე. წ. `პოიტინგერის ტაბულა~.ქრ. შ-მდე I ქრ. შ-დან V ს.ს.

რომაელები იბერიაზე ცნობებს პომპეუსის ლაშქრობიდან 

იღებდნენ, ალბანეთში მუღანის მკაცრი უდაბნოს ველის 

გავლის შემდეგ პომპეუსის ჯარი მოადგა წყალთაშუას 

და რუსთავს სადაც მათ დაისვენეს, მოიშუშეს იარები, 

მოძლიერდნენ რის გამოც ქალაქ რუსთავს სანორა (კეთილი, 

ჯამრთელი, საღი ადგილი) უწოდეს, გადავიდნენ აქვე მდ. 

მტკვარზე და მცხეთისკენ გაემართნენ, მცხეთაშდე ბრძოლები 

ქონდათ არმაზ-ციხესთან შემდეგ თვით მცხეთისთვის, 

იბერიის მეფე არტაგ I, რის გამოც მცხეთას არტაქსატი 

უეოდეს, ეს ცნობები შევიდა “პოიტინგერის ტაბულაში”.

40 41

არამედ ცხვრისა და ზროხის შეწირვა განუმწესა~.21 მეფის ხელისუფლებასა და მთავარი კერპის ქურუმს, ექვემდებარებოდა ქვეყნის სამეფოს მთავარი ქალაქები, მათ შორის, რუსთავიც. სავარაუდოდ, რუსთავმაც გამოიარა ის მძიმე პერიოდი, რომელიც აქ არის აღწერილი. წარმართული ტრადიციები არსებობდა მრავალ ხალხში. მათ, ყველამ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რელიგიური მიზეზით გააუქმეს კერპთათვის `ყრმის შეწირვის~ რიტუალი. წარმართულ რელიგიაში `ყრმის შეწირვა~ რიტუალის განსაკუთრებულ, ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ პერიოდისთვის ეს რიტუალი შემორჩენილი იქნებოდა ქართლის (იბერიის) მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც სამეფო ხელისუფლება სუსტი იყო, უფრო მთიან და მიუვალ ადგილებში. სამეფო ხელისუფლების სისუსტით ისარგებლებდნენ წარმართი ქურუმები და ყოველთვის შეეცდებოდნენ წარმართული რიტუალის აღსრულებას.`ყრმის შეწირვის~ რიტუალის დე-იურედ მოშლა და `...ცხვრისა და ზროხის შეწირვა~ სრულიად ცვლის მოსახლეობაში რელიგიურ წარმოდგენებს, რასაც დრო სჭირდება. მეფე რევ I-მდე ქრისტიანული რელიგია გავრცელებული იყო ქალაქებში არსებულ მცირე ჯგუფებში. ეს ჯგუფები ქრისტიანულ რელიგიას რელიგიური სწავლებების მიხედვით, სხვადასხვაგვარად აღიქვამდნენ. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც გავრცელდა ქართლში (იბერიაში), იყო მანიქეველობა, რომელიც ქრ. შ-დან 275 წელს იქადაგა ვინმე მირ-ამომ, მანის მოწაფემ, რამაც ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ სამეფო კარს გარკვეული წარმოდგენები შეუქმნა.

21 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ 1955 წ. გვ. 58.

კლასიკურ მონათმფლობელურ საზოგადოებაში, პირველ ქრისტიანულ ჯგუფებში, ძირითადად, გაერთიანებულნი იყვნენ მონები. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავდა მმართველი კლასის მკვეთრ დაპირისპირებას ქრისტიანების მიმართ, რაც დამახასიათებელი იყო დასავლური ქრისტიანული საზოგადოებისათვის. ქართლის (იბერიის) ქალაქებში მცხოვრები მცირე ქრისტიანული ჯგუფების ძირითადი საქმიანობა იყო ხელოსნობა, ვაჭრობა და თავისუფალი პროფესიის მქონე ხალხი. სავარაუდოდ, რუსთავის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელებას, თუნდაც მცირე მასშტაბით, სოციალურ ფენებს შორის დაძაბულობა არ გამოუწვევია, რადგან, სწორედ, ასეთი კატეგორიის მოსახლეობა _ ხელოსნები, ვაჭრები და თავისუფალი პროფესიის ხალხი იყვნენ ყველაზე ფართოდ წარმოდგენილნი. რუსთავი ანტიკური პერიოდიდანვე ჩაბმული იყო საერთაშორისო ვაჭრობაში, მისი კავშირები ვრცელდებოდა: სპარსეთში, შუამდინარეთში და სამხრეთის ქვეყნებში, რასაც ადასტურებს მონაპოვარი არქეოლოგიური მასალები.

რევ I მისი მოღვაწეობისათვის და, განსაკუთრებით, მისი ქრისტიანებისადმი კეთილგანწყობისთვის მატიანეში მოიხსენიება, როგორც რევ მართალი. ქრისტიანულ საზოგადოებაში თუ გიწოდებენ ეპითეტს `მართალს”, ეს ნიშნავს, რომ მეფე არა მარტო კეთილგანწყობილია და მფარველობს ქრისტიანებს, არამედ ხელს უწყობს მათი რელიგიური წესის აღსრულებას. იმდროინდელი ქრისტიანული რელიგიური წესების აღსრულება ტარდებოდა მცირე, სპეციალურად შექმნილ შენობებში, რომელსაც მოგვიანებით ბერძნული სახელი `ეკლესია~ (შეკრების ადგილი) დაერქვა. რუსთავში წარმოდგენილი უძველესი ეკლესიის ნაშთები განეკუთვნება ქრ. შ-დან V საუკუნეს,

42 43

მაგრამ დღეს არსებული სურათით შესაძლებელია ითქვას, რომ ეს ეკლესია უკვე სრული საეკლესიო არქიტექტურული წესების დაცვითაა აგებული, ამიტომ უნდა ვივარაუდო, რომ იგი ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო იქნებოდა, მორგებული იმ გარემოზე, სადაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა ოფიციალურ რელიგიას. რევ I-ის შემდეგ ქართლში (იბერიაში) გამეფდა მირიან III (306-337 წ.წ.). მას ქართლში უკვე დახვდა ქრისტიანული სულისკვეთებით განმსჭვალული საზოგადოების ნაწილი. მირიანის მეფობის პირველი პერიოდი აღინიშნა მის მიერ კერპთა გაძლიერებით, მაგრამ წმ. ნინოს მოღვაწეობისა და თხოთის მთის მისტერიის შემდეგ, ასევე ნანა დედოფლის დაუშრეტელი მცდელობით, მირიანმა ქრისტიანობა აღიარა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ერთ-ერთი გულმხურვალე ხელშემწყობი იყო მირიან მეფის მეუღლე ნანა დედოფალი. წარმოშობით ნანა დედოფალი იყო რომის იმპერიის ერთ-ერთ უმაღლეს საფეხურზე მდგომი ოჯახის შვილი, რომის იმპერატორის, კონსტანტინეს, სამხედრო მინისტრის, გვარად ლოგოთეტისის ქალიშვილი, რომელიც კონსტანტინეს მიერ წარმოებულ თითქმის ყველა ბრძოლებში მონაწილეობდა. იგი, ასევე, მონაწილეობას მიიღებდა ქ. რომის სიახლოვეს არსებულ მულვის ხიდთან, აჯანყებული მხედართმთავრის მაქსანციუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც (312 წ.), რომლის დროსაც კონსტანტინესათვის ქრისტიანობის აღიარება მთავარ ქვაკუთხედად იქცა. დედოფალი ნანას მამა, მისი ოჯახი, სავარაუდოდ, კონსტანტინესთან ერთად იქნებოდნენ ქრისტიანობის გავრცელების პირველი მხარდამჭერები. ოფიციალურად კერპთაყვანისცემა ქართლში (იბერიაში) დასრულდა ქრ. შ-დან 326 წელს, მცხეთაში საყოველთაონათლობით. ამ საქმეში რუსთავის პირველი პირები მირიანის გვერდით იქნებოდნენ, რადგან მირიანის ძე, რევ II(შემდგომში მისი შთამომავლები რუსთავში გვევლინებიან ერისთავებად) მამის გვერდით იდგა და მართავდა კუხეთკახეთის საერისთავოს. იგი იყო ქრისტიანების დამცველი და წმ. ნინოს დიდი გულშემატკივარი და მფარველი. იმ პერიოდში რევ II-ს რეზიდენცია ჰქონდა უჯარმაში. რევის მეუღლე, სალომე (შემდგომში წმ. სალომე უჯარმელი) ასევე იყო ქრისტიანების დიდი შემწე და მფარველი.როგორც ქვეყნისათვის, ისე ქ. რუსთავისათვის, მირიანის მეფობის პერიოდიდან ოფიციალურად იწყება ქრისტიანული რელიგიის მიღება. იმ დროს რუსთავი უკვე წარმოადგენდა მნიშვნელოვან ქალაქს, რომელიც მდ. მტკვრის აუზის გზის გასწვრივ მდებარე ქართულ ქალაქებთან ერთად ჩართული იყო საერთაშორისო ვაჭრობაში. ამ გზებზე გადიოდა ბერძნული კერამიკის, ბერძნულ-რომაული ოქრომჭედლობის ნიმუშები, აქემენიდთა მხატვრული ხელოსნობის და ეგვიპტურ-სირიულ-ფინიკიური მინის ნაკეთობები და ჭიქური ნახელავი, ბერძნული, რომაული, პართული და კოლხური მონეტები, ბერძნულ-არამეული დამწერლობის ძეგლები.22 ყველა ეს სიმდიდრე, მათ შორის, სხვა ქართულ ქალაქებთან ერთად, თავს იყრიდა ქ. რუსთავში. აქვე მუშავდებოდა, იყიდებოდა ადგილზე, ემატებოდა ადგილობრივი ნაწარმი და ასევე გადიოდა ყველა მიმართულებით, ამ პროცესს კი სჭირდებოდა სახელმწიფოს მხრიდან რეგულირება და ადმინისტრირება, რასაც რუსთავში მყოფი მმართველობითი ადმინისტრაცია აკეთებდა. თვით რუსთავის მმართველობითი ადმინისტრაცია წარმოდგენილი იყო: ერისთავით, მისი ამალით, ქურუმებით, ხოლო დანარჩენნი იყვნენ: ვაჭრები, ხელოსნები, თავისუფალი გლეხები და მონები.


ადრეული შუასაუკუნეების ეკლესიის ნანგრევები, V-VI სს., წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიის წინ, წმ. ნინოს ქუჩაზე თხრილი XVII, 1951 წლის განათხარი.

44 45

 ასეთი იყო საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომელიც გავრცელებული იყო იმდროინდელ ქართლის (იბერიის) ქალაქებში, მცხეთის გამოკლებით, სადაც ისხდნენ ქართლის (იბერიის) პირველი პირები, ასეთი იყო რუსთავის სოციალური სტრუქტურა, რომელიც მეფე მირიანის დაძახილზე მის გვერდით იყო 326 წელს, მცხეთაში საყოველთაო ნათლობის მიღების დროს. ის, რომ პირველნი მოინათლნენ ქართლის მთავარნი, ამას ამტკიცებს ქ. მცხეთის ერთ-ერთი უძველესი ტოპონიმი. მცხეთის დასავლეთით, მოგვთა კართან, მტკვრის პირას არის ადგილი, რომელსაც ეწოდება `მთავართა სანათლო~. გადმოცემით, აქ იყო მცხეთელ ებრაელთა მცირე სალოცავი („ბაგინი~), რომელზეც წმ. ნინომ ჯვარი აღმართა. მღვდლების ჩამოსვლის შემდეგ, იქვე სათითაოდ ნათელსცემდა ნინო მთავართა შვილებს, ამის შემდეგ ეწოდა ამ ადგილს `მთავართა სანათლო~.რუსთავი იმ პერიოდში გაშენებული იყო მტკვრის ორივე მხარეს (მცირე _ მარჯვენა მხარეს, ძირითადი _ მარცხენა მხარეს, მცირე დასახლება _ ლომთაგორას (იალღუჯის) მთაზე) და მზადდებოდა როგორც საეროადმინისტრაციული, სავაჭრო-სახელოსნო და სასულიერო კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მირიანის შემდგომ, ქართლის (იბერიის) სამეფო ტახტი დაიკავა მისმა შვილმა _ ბაქარმა. იგი იზრდებოდა კონსტანტინე დიდის კარზე და ქართლში (იბერიაში) ჩამოუსვლელობის შემთხვევაში ტახტს დაიკავებდა რევ II-ის შვილი, მაგრამ ბაქარი კონსტანტინეპოლიდან გამოუშვეს ქართლის ტახტის დასაკავებლად, შედეგად როდესაც დადგა ბაქარსა და მირიან II-ის მემკვიდრის-რევი II-ს შვილს შორის ტახტის გაყოფის საკითხი, მან სრულიადგამოიყენა მამამისის ავტორიტეტი და სიბრძნე. სამეფოს მთლიანობის შესანარჩუნებლად, ბაქარმა `...შუამდგომლობითა ბერძენთა და სპარსთა მეფისათა, დაწერა ხელწერილი ძმისწულთა მისთა და დედათა მისთა სალომესგან ესრეთ, ვითარმედ, ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისა, რომელსა ეძლოს პყრობა მეფობისა, მისი იყოს მეფობა და არაოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისათა. მაშინ მოიყვანნა ძმისწულნი მისნი და მისცა კუხეთი, და დასხნა რუსთავს ერისთავად~.23 ასე გახდნენ რევის შთამომავლები რუსთავის ერისთავები, უფლისწულმა მიიღო დიდი დომენი (სამფლობელო) კახეთ-კუხეთის სახით, ცენტრით რუსთავში, რითაც სამეფო შიდა დაპირისპირებას გადაურჩა, ხოლო რევიანთა შთამომავლობამ მიიღო გარანტიები სამეფო ტახტზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში არ განაცხადებდნენ პრეტენზიებს, `...ვიდრემდის იყოს ნათესავნ ბაქარისი~. უფლისწულმა მიიღო რუსთავი, სპარსელებისა და რომაელების გარანტიით. სპარსთათვის ეს ჩვეულია, რადგანაც კიროს II-ს კანონებით, ყველა უფლისწული ვუსტანი გამწესდებოდა განაპირა სატრაპიებში, რათა დაეცვათ მამისეული სახლი. ამიტომაც სპარსთათვის რუსთავი ამიერიდან ვუსტან-ქალაქია. ეს ტოპონიმი ჩვენთანაც შემოვიდა და სიტყვათწყობის გამო ბოსტანქალაქად მოგვევლინა. რევისათვის რუსთავის გადაცემას ბიზანტიელებიც დათანხმდნენ, რადგანაც ბიზანტიის მეზობელ და მოკავშირე ქრისტიან სამეფოში მათ სიმშვიდე სჭირდებოდათ და ისინი მირიანის სამეფო სახლის ერთიანობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ (ნუ დაგვავიწყდება, რომ მირიან მეფე და კონსტანტინე დიდი, თანამედროვენი და მოკავშირენი იყვნენ). რევიანთა რუსთავში გაერისთავებამ ქალაქს დიდი მნიშვნელობა მიანიჭა, ქალაქი უფრო გაიზარდა და გარშემო მეტი ტერიტორია აითვისა.

22 საქართველოს ისტორია, ტ 1. თბ. 2012 წ. გვ. 275

46. 47


შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები, სიტუაციური რუკა, ავტ. ს. ჯაფარიძე.


23 ქართლის ცხოვრება, ტ, I, თბ. 1955წ. გვ. 131.

48 49

რუსთავის გაქალაქება და ქრისტიანული ეპარქიის ჩამოყალიბება

ქრ. შ-დან IV საუკუნე განსაკუთრებული გარდამტეხი პერიოდი იყო `ძველი~ და `ახალი~ რუსთავისათვის. კერძოდ, ქრ. შ-დან IV საუკუნის 80-90-იან წლებში თრდატი რევის ძის მეფობა აღინიშნა `...მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად. იყო კაცი მორწმუნე, 

ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თავისთა დაამშვიდა სპარსნი, გამოაჩინნა ჯუარნი და შეკაზმა ეკლესიანი...ხოლო მან გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესია~.24 ეს არის რუსთავისათვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. აქედან უკვე ჩანს, რომ რუსთავი მზარდი ქალაქია, რევიანთა გაერისთავებით რუსთავმა დიდი ადმინისტრაციული ფუნქცია მიიღო, შესაბამისად, მანამდე ათვისებული ტერიტორია საკმარისი აღარ იყო ქალაქისა და საერისთავოს განვითარებისთვის. თრდატ მეფის მიერ არხის გაყვანით რუსთავის შესაძლებლობები არა მარტო გაიზარდა, არამედ რუსთავი საბოლოოდ ჩამოყალიბდა სამეფოს ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან ქალაქად. წერილობითი წყაროების მიხედვით ქ. რუსთავი გახდა მცხეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც დამკვიდრდა ქრისტიანული რელიგია, აშენდა ეკლესია (რუსთავის შემდეგ თრდატმა ეკლესია ნეკრესში ააშენა), გადაიქცა საერო, საეკლესიო და მსხვილ სახელოსნო, სასოფლო-სამეურნეო და სავაჭრო ცენტრად, რომელიც მდებარეობდა უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სავაჭრო გზაზე.

24 ქართლის ცხოვრება, ტ. 1. 1955 წ. გვ. 137.


ციხის თავდაცვითი და საირიგაციო არხის ფრაგმენტი, IV-XIII სს. ხედი დასავლეთიდან

50 51

ქვეყნის მეფემ თრდატმა ხელი შეუწყო ეკლესიების აშენებას რუსთავის ციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე. არსებობს წერილობითი და არქეოლოგიური მასალები რუსთავის ციხესიმაგრის კედლის (IV-VIII საუკუნის) გარეთა პერანგში, სადაც ჩართულია არქიტექტურული დეკორის ცალკეული ნაწილები: დაკბილული ლავგარდანის რამდენიმე ნატეხი, ორი ჩუქურთმიანი ნატეხი და ერთი ბოლნური მედალიონი.25 დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არსებობდა კარის ეკლესია. ამას ადასტურებს ასევე ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სტელის ფრაგმენტები წმინდანების გამოსახულებით. (დაცულობის მიზნით, ციხის შიგნით მდებარე კარის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა საეპისკოპოსო რეზიდენციად აირჩია. მან V საუკუნის მეორე ნახევარში კარის ეკლესიას საეპისკოპოსო სტატუსი მიანიჭა და დასვა ეპისკოპოსი. ერისთავის მსგავსად, ეპისკოპოსიც კუხეთის იყო).რუსთავის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მეორე ეკლესიაც (დღეს არსებული ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის წინ) წმ. ნინოს ქუჩაზე, რომელიც განეკუთვნება V-VI საუკუნეებს. თუ პირველი ეკლესია კარის ეკლესია იყო და ციხის შიგნით მდებარეობდა, მეორე ეკლესია გაშენებული იყო ციხიდან დაახლოებით 250-300 მეტრის დაშორებით, იმდროინდელი ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სახელოსნოების გვერდით. შესაბამისად, ამ ეკლესიას მრავალრიცხოვანი მრევლი ეყოლებოდა.

25 რუსთავი I, არქეოლოგიური გათხრები 1946-1965 წ.წ. თბ. 1988, გვ. 30


პილასტრის ფრაგმენტი, მცენარეული ორნამენტითა და ვარდულებით, V ს. ნაქალაქარი.


ციხის II ზღუდის აღმოსავლეთ ბურჯში ჩაშენებული ჩუქურთმიანი ქვები V-VI სს.


 52 53

 ამავე დროს, ეკლესია აუცილებლად იქნებოდა საკათედრო, რადგანაც აქვე, ამ ეკლესიის სიახლოვეს, აღმოჩენილია რუსთავის ერისთავების-რევიანთა ნეკროპოლი. წესისამებრ, მმართველი ელიტის დაკრძალვა საკათედრო ტაძრის ეზოში ხდებოდა.საინტერესოა, ვისი სახელობის ეკლესიები იქნებოდა იმდროინდელ რუსთავში? ფაქტი ერთია, რომ ადრეულ ქართულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, ქართლში პირველი ეკლესია-მონასტრები, ძირითადად, წმინდა ჯვრის სახელობის იყო. ასე, მაგალითად: საყოველთაო ნათლობის შემდეგ რომის იმპერიიდან მოსულმა სამღვდელოებამ გადაწყვიტა ჯვრის შექმნა. როდესაც შეარჩიეს ერთი მშვენიერი `ფოთოლუცვენელი ხე~ კლდის ბორცვზე, მეფემ (მირიანმა) მის მოსაჭრელად თავისი ძე რევი და მთავარდიაკვანი გაგზავნა. ასევე, შატბერდისეულ `მოქცევაი ქართლისაი~-ს მიხედვით, რევმა `აღამრთებაი პატიოსნისა ჯუარისაი მცხეთისაი~, ხოლო თავისი ძის განკურნების შემდეგ რევმა მცხეთის ჯვარს `გუმბათი~ აუშენა და მისი ყოველდღიური დღესასწაული (მსახურება) დააწესა. თავის ანდერძშიც მირიანი მემკვიდრეს უბარებს კავკასიაში `..აწ სადა-ცა ჰპოვე ქვეყანასა შინა შენსა ვნება(ნი) იგი ქართლისანი. მაცთურნი კერპნი, ცეცხლითა დაწუენ და ნაცარი მათი შეასუ მათ, ვინ მათ ეგლოვდეს, ...თავი შენი შეჰვერდე სუეტსა მას ზეგარდმო-დიდებულსა და პატიოსანსა ჯუარსა~. აქვე უნდა ითქვას, რომ ადრე შუასაუკუნეების დასაწყისში ასევე ქართველების მიერაა აშენებული იერუსალიმის წმ. ჯვრის მონასტერი, სადაც არაერთი ქართველი მოღვაწეობდა. იერუსალიმის ჯვრის მონასტერი იყო მძლავრი საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ასომთავრული ანბანის საფუძველზე, არა მარტო იქმნებოდა ქრისტიანული საგალობლები, არამედ, ითარგმნებოდა კიდეც სხვა ენებიდან, რაც ჩვენში ამდიდრებდა ქრისტიანულ სწავლებებს. რუსთავის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია ჯვრის სახელობისა იქნებოდა, როგორც პირველი, სახელმწიფო დონეზე აღიარებული ეკლესია. მით უმეტეს, ამას არქეოლოგიაც ადასტურებს, ხოლო რუსთავის მეორე, უკვე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია კი, სავარაუდოდ, არის წმინდა სიონის, ანუ ღვთისმშობლის სახელობის. იმდროინდელ გვიან ანტიკურ და ადრე შუასაუკუნეების საქართველოში, ძალზედ იყო გავრცელებული სიონის (ღვთისმშობლის) სახელობის ეკლესიების აშენება: ბოლნისის სიონი, დმანისის სიონი, ატენის სიონი, მანგლისის სიონი, ურბნისის სიონი, თბილისის სიონი და სხვა. ამასთან ერთად, ეკლესიების გარშემო წმინდა მიწიდან წამოღებული ტოპონიმები ვრცელდებოდა, როგორებიც იყო: გრაკალი (გრაალი), ბეთლემი, გედსამანია, ბეთანია, თაბორი და სხვა.

მორწმუნეთა წმინდანებად შერაცხვა დაიწყო IVსაუკუნიდან, ხოლო VII მსოფლიო კრების 787 წლის დადგენილებით, ანათემას გადაეცემოდა ყველა, ვინც წმინდანებს თაყვანს არ სცემდა. ასევე, ეკლესიის სწავლებით, წმინდანებად ირაცხებოდნენ: სარწმუნოებისა და მამულისათვის წამებულნი, მოწამენი, დიდმოწამენი, კეთილმორწმუნე მეფე-დედოფალნი, მოციქულები, მოციქულთსწორნი, წინასწარმეტყველნი, ღირსნი, ნეტარნი, სალოსნი, მესვეტენი და სხვა. წმინდანებად შერაცხვა ხდებოდა მრევლისა და ეკლესიის წინამძღვრის შეთანხმების საფუძველზე. როგორც ჩანს, თავდაპირველად წმინდანებად შერაცხულთა სახელები ამ ეკლესიის და მისდამი მიკუთვნებულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.რევიანთა რუსთავში IV საუკუნით დათარიღებული პირველი ეკლესია (ციხესიმაგრეზე), სავარაუდოდ, ჯვრის სახელობის უნდა ყოფილიყო. ამ დროისათვის, ქართლში უკვე მრავლად იყო ნაშენი ეკლესიები. ციხის გარე კედელში აღმოჩენილია ბოლნური ჯვრით გამოსახული ლოდი და სტელის ფრაგმენტები.


ქვის სარკოფაგები, კუხეთის ერისთავთა (რევიანთა) ნეკროპოლი, V-VII სს. 1986 წლის განათხარი, წმ. ვახტანგ გორგასალის ეკლესიის ეზო, ხედი დასავლეთიდან

54 55


ასევე, ციხესიმაგრის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი სტელა წმინდანების გამოსახულებით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ციხის შიგნით იყო ჯვრის სახელობის ეკლესია. ასეთივე სტელის ფრაგმენტები, ოღონდ უკვე მცენარეული ორნამენტებით, აღმოჩენილია წმ. ნინოს ქუჩასა და ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძრის სიახლოვეს. ადრექრისტიანულ პერიოდში სტელებს განათავსებდნენ უშუალოდ ეკლესიის სიახლოვეს. ასე, რომ ქ. რუსთავი ქრისტიანობის გავრცელების პირველივე პერიოდიდან წარმოადგენდა მძლავრ, რელიგიური კერას, საიდანაც ქრისტიანული ცოდნა ვრცელდებოდა დიდ ტერიტორიაზე. ქრ. შ-დან IV საუკუნით თარიღდება რუსთავის ციხესიმაგრის დღეს არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები. რუსთავის ციხე წარმოადგენს შემაღლებულ ადგილზე აშენებულ ნაგებობას, რომელიც ბატონობს მტკვრის ჭალაზე. ქრ. შ-დან IV-V საუკუნეებში გაშენდა ციხის ქვითკირის გალავანი, რომლის ზომებიც, მიუხედავად შემდგომ პერიოდში ორჯერ გადაკეთება-გამაგრებისა, არ შეცვლილა. ციხის შიდა ტერიტორია შეადგენს 1,5 ჰექტარს, რაც საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა და ამიტომ დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ვრცელ ტერიტორიაზე გაშენებული იყო ერისთავისა და ეპისკოპოსის რეზიდენციები. ასევე შენობები ციხის მცველთა სამხედრო რაზმისათვის: აბანო, მარანი, სააფთიაქე ადგილი, თავლა, რაც დამახასიათებელი იყო შუასაუკუნის დიდი ციხეებისათვის. ადმინისტრაციული მმართველობის არსებობა დამახასიათებელია განვითარებული მნებოდა კიდეც სხვა ენებიდან, რაც ჩვენში ამდიდრებდა ქრისტიანულ სწავლებებს. რუსთავის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია ჯვრის სახელობისა იქნებოდა, როგორც პირველი, სახელმწიფო დონეზე აღიარებული ეკლესია. მით უმეტეს, ამას არქეოლოგიაც ადასტურებს, ხოლო რუსთავის მეორე, უკვე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია კი, სავარაუდოდ, არის წმინდა სიონის, ანუ ღვთისმშობლის სახელობის. იმდროინდელ გვიან ანტიკურ და ადრე შუასაუკუნეების საქართველოში, ძალზედ იყო გავრცელებული სიონის (ღვთისმშობლის) სახელობის ეკლესიების აშენება: ბოლნისის სიონი, დმანისის სიონი, ატენის სიონი, მანგლისის სიონი, ურბნისის სიონი, თბილისის სიონი და სხვა. ამასთან ერთად, ეკლესიების გარშემო წმინდა მიწიდან წამოღებული ტოპონიმები ვრცელდებოდა, როგორებიც იყო: გრაკალი (გრაალი), ბეთლემი, გედსამანია, ბეთანია, თაბორი და სხვა. მორწმუნეთა წმინდანებად შერაცხვა დაიწყო IVსაუკუნიდან, ხოლო VII მსოფლიო კრების 787 წლის დადგენილებით, ანათემას გადაეცემოდა ყველა, ვინც წმინდანებს თაყვანს არ სცემდა. ასევე, ეკლესიის სწავლებით, წმინდანებად ირაცხებოდნენ: სარწმუნოებისა და მამულისათვის წამებულნი, მოწამენი, დიდმოწამენი, კეთილმორწმუნე მეფე-დედოფალნი, მოციქულები, მოციქულთსწორნი, წინასწარმეტყველნი, ღირსნი, ნეტარნი, სალოსნი, მესვეტენი და სხვა. წმინდანებად შერაცხვა ხდებოდა მრევლისა და ეკლესიის წინამძღვრის შეთანხმების საფუძველზე. როგორც ჩანს, თავდაპირველად წმინდანებად შერაცხულთა სახელები ამ ეკლესიის და მისდამი მიკუთვნებულ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.რევიანთა რუსთავში IV საუკუნით დათარიღებული პირველი ეკლესია (ციხესიმაგრეზე), სავარაუდოდ, ჯვრის სახელობის უნდა ყოფილიყო. ამ დროისათვის, ქართლში უკვე მრავლად იყო ნაშენი ეკლესიები. ციხის გარე კედელში აღმოჩენილია ბოლნური ჯვრით გამოსახული ლოდი და სტელის ფრაგმენტები. ასევე, ციხესიმაგრის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი სტელა წმინდანების გამოსახულებით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ციხის შიგნით იყო ჯვრის სახელობის ეკლესია. ასეთივე სტელის ფრაგმენტები, ოღონდ უკვე მცენარეული ორნამენტებით, აღმოჩენილია წმ. ნინოს ქუჩასა და ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძრის სიახლოვეს. ადრექრისტიანულ პერიოდში სტელებს განათავსებდნენ უშუალოდ ეკლესიის სიახლოვეს. ასე, რომ ქ. რუსთავი ქრისტიანობის გავრცელების პირველივე პერიოდიდან წარმოადგენდა მძლავრ, რელიგიური კერას, საიდანაც ქრისტიანული ცოდნა ვრცელდებოდა დიდ ტერიტორიაზე. ქრ. შ-დან IV საუკუნით თარიღდება რუსთავის ციხესიმაგრის დღეს არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები. რუსთავის ციხე წარმოადგენს შემაღლებულ ადგილზე აშენებულ ნაგებობას, რომელიც ბატონობს მტკვრის ჭალაზე. ქრ. შ-დან IV-V საუკუნეებში გაშენდა ციხის ქვითკირის გალავანი, რომლის ზომებიც, მიუხედავად შემდგომ პერიოდში ორჯერ გადაკეთება-გამაგრებისა, არ შეცვლილა. ციხის შიდა ტერიტორია შეადგენს 1,5 ჰექტარს, რაც საკმაოდ ვრცელი ტერიტორიაა და ამიტომ დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ვრცელ ტერიტორიაზე გაშენებული იყო ერისთავისა და ეპისკოპოსის რეზიდენციები. ასევე შენობები ციხის მცველთა სამხედრო რაზმისათვის: აბანო, მარანი, სააფთიაქე ადგილი, თავლა, რაც დამახასიათებელი იყო შუასაუკუნის დიდი ციხეებისათვის. ადმინისტრაციული მმართველობის არსებობა დამახასიათებელია განვითარებული ქალაქისათვის.

56 57


სტელის ფრაგმენტი, მცენარეული ორნამენტით, ნაეკლესიარი, 1950 წ. განათხარი, ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორია.


სტელის ფრაგმენტი წმინდანების გამოსახულებით, VI ს., ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯთან მდებარე ძველი არხის კალაპოტიდან, 2008 წ., განათხარი.


ქვის სამარხის სტელების ფრაგმენტები, ასომთავრეული წარწერით, V-VIII სს. ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანის ერთ-ერთი უბანი, ბოსტან-ქალაქის ქუჩა.


გულსაკიდი, ჯვარი, ვერცხლი, VI ს. ქვის სამარხი #10, ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანის ერთერთი უბანი, ბოსტან-ქალაქისა და ფიროსმანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია, 1946 წ. განათხარი.


გულსაკიდი, ჯვარი, ჯვარცმის გამოსახულებით, სპილენძის, ნაქალაქარი, მარის არხის ქ. #71.


58 59

 ვნახოთ როგორ ახასიათებს ქალაქს ვახუშტი ბაგრატიონი. `კუალად რაოდენნი დაბანი ციხოვანკოშკოვანნი დავსწერეთ, იგინი მათ უწოდებენ ქალაქად, არამედ ვინაითგან არა აქუსთ მმართველობა და განწყობა ქალაქთა, აქა დაბად ვსთქვათ~.26 .ციხის ძირში არხის გაყვანამ, ციხის ტერიტორიას მეტი დაცულობა შესძინა. არხის გაყვანით ციხე სამი მხრიდან წყლით იყო დაცული. არხის გაყვანის შესაძლებლობა იქმნებოდა მეოთხე-სამხრეთის მხრიდანაც, რაც ციხეს ოთხივე მხრიდან დაიცავდა. მას შემდეგ, რაც მეფე თრდატის ბრძანებით აქ არხი გავიდა, ციხემ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. მცირე ექსკურსი გავაკეთოთ არხის დახასიათებაზე. საქართველოში მანამდეც იყო ცნობილი სარწყავი არხების გაყვანის ტექნოლოგია, მაგრამ ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთით, თან ასეთი მასშტაბის მშენებლობა, ჯერ არ იყო განხორციელებული. `რუს გამოღება~ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რადგან გაზრდილ მოსახლეობას სჭირდებოდა სამეურნეო სივრცეები. მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია არხის გაგრძელების აუცილებლობა. დიდი ველი, რომელიც რუსთავს აკრავს სამხრეთიდან, თავისუფლად იძლეოდა არხის გაყვანის საშუალებას, ლანდშაფტიც ისეთი აქვს, რომ აქ არხის გაყვანა ადვილია, კერძოდ, თუ დავაკვირდებით სამგორის ველი მდ. მტკვრამდე კიბისებურად ეშვება, ბოლო ბაქანი მდ. მტკვრის მიჯნაზეა (დღევანდელი რუსთავის ძველი ხიდი) და ნელ-ნელა სცილდება მდინარეს, რაც იძლევა ჭალის ტყის თანდათან გაფართოების საშუალებას, ბაქნის დასასრული (დღევანდელი ცემენტის ქარხნის მიდამოები) გადადის დიდ ველში, საიდანაც, ფაქტიურად, იწყება არხის წყლით მინდვრების მორწყვა, სწორედ ბოლო ბაქნის ძირში გავიდა არხი, რაც აადვილებდა სამუშაოების წარმოებას. 

26 ქართლის ცხოვრება, ტ. IV თბ. 1973 წ. გვ. 651.


გულსაკიდი სანაწილე ჯვარი, ღვთისმშობლის გამოსახულებით, სპილენძი, XII-XIII სს. ციხე.


კანდელაბრის დეტალი, სპილენძი, XII-XIII სს. ციხე.


სეფისკვერის საბეჭდავი, ქვა, VI ს., ნაქალაქარი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ქალაქისათვის.

60 61


ციხის ზღუდეები, გეგმა, არქიტექტორი კ. მელითაური.


ადრეული შუასაუკუნეების აბანო, კალორიფერები, IV-VIII სს. ციხე, ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან.


ციხის II ზღუდის ჩრდილო-აღმოსავლეთი დიდი ბურჯი, VIII-IX სს., ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან.


62 63


ციხის II ზრუდის ნახევარწრიული ბურჯის რეკონსტრუქცია, არქიტექტორი კ. მელითაური.

მეფე თრდატის ბრძანება რევიანთა სამეფო შტოსათვის იყო ნიშანი ადგილობრივი, მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ორგანიზებისათვის დიდი მშენებლობების დასაწყებად. რევიანთა შთამომავლებმა არხი დააგრძელეს. არხის მიერ მორწყული ტერიტორია მთლიანად ეკუთვნოდა რევიანთა ოჯახს (რა თქმა უნდა, სამეფო გადასახადის გადახდის პირობებით). საყოველთაოდ ცნობილია, ვინც ფლობს სარწყავი არხის სათავეს, ის ანაწილებს და იღებს შემოსავალს არხით მორწყული მიწის ფართობიდან. დღეს არსებული არხის სიგრძე 16 კმ.-ია და 11 000 ჰექტარს რწყავს. არხის გასწვრივ ტერიტორიებზე და მის განშტოებებზე დღეს (ისე, როგორც წინათ) არსებობს მრავალი სოფელი, ხოლო თვით არხი მთავრდება ჯანდარის (ჭანდარის) ტბით. ასე, რომ ქრ. შ-დან IV საუკუნეში გაყვანილი არხი არანაკლები სიდიდის იყო, მით უმეტეს, რომ გავიდა ძველი კალაპოტის კვალდაკვალ. არხის გაყვანით გაიზარდა ქალაქი, მისი მოსახლეობა და შემოსავლები, რისი დამადასტურებელი მასალაც დღემდე არსებობს და მოიპოვება რუსთავის ტერიტორიაზე.საინტერესოა არხის სათავის საკითხიც. როგორც ცნობილია, მდ. მტკვარი წარმოადგენს მთის მდინარეს, რომელიც ხასიათდება პერიოდული წყალმოვარდნებითა და წყალმეჩხერობით. მდინარის ასეთ რეჟიმში არხის სათავის აშენება იმ პერიოდისათვის, ერთი შეხედვით, რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსთავის მცხოვრებთა და შემდეგ უკვე მერუეთა შრომამ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო. მტკვარი ადიდებას იწყებს მარტის შუა რიცხვებიდან და ეს პროცესი გრძელდება ივნისის შუა რიცხვებამდე.

64 65


იბერიის მეფე თრდატ II-ე გასცემს ბრძანებას რუსთავის არხის მშენებლობის შესახებ.

ამ პერიოდში არხი არ საჭიროებს ზედმეტი წყლის გატარებას. სავარაუდოდ, ამ დროს ცდილობდნენ, შეეკავებინათ ზედმეტი წყლის ნაკადი, ხოლო როდესაც მტკვარი იწყებდა დაპატარავებას, არხის სათავე სრულად იხსნებოდა. არხში გამავალი წყლის დონე რეგულირდებოდა ჭალის ტყეში მოჭრილი წნელებით მოქსოვილი გოდრის (გოდრების) მდინარეში ჩადგმით, რაშიც რიყის ქვა ეყარა, რაც ნაკლები იყო წყალი მდინარეში, მით მეტი გოდორი იდგმებოდა, იქმნებოდა დამბა და ასე რეგულირდებოდა არხში წყლის დონე. არხის სათავის მოწყობის მეორე მეთოდი, რომელიც ასევე კარგად იყო ათვისებული ქართლში (იბერიაში), შემდეგნაირი იყო; იქმნებოდა მდინარეში შეჭრილი ძაბრისმაგვარი ქვაყრილი და რაც უფრო მცირდებოდა მდინარეში წყლის დონე მით უფრო აფართოვებდნენ “ძაბრს”,ამით რეგულირდებოდა არხში წყლის დონე, (ამგვარი მეთოდით მცირე და საშუალო არხის სათავის მოწყობა დღემდეა შემორჩენილი ტაო-კლარჯეთში, მდ. მტკვარი და მდ. ჭოროხის ხეობაში). ყოველწლიურად ასეთი სამუშაოების ორგანიზებას სჭირდება მრავალი ხალხი და პროფესიული მართვა, ამას ხელმძღვანელობდნენ რუსთავის ერისთავები.ასევე რუსთავის ერისთავების კონკრეტულ საქმიანობას წარმოადგენდა სამხედრო საქმე, სახელმწიფო გამოსაღებლის შეკრება და საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება. ერისთავი ჯარის კონტიგენტს კრებდა სახალხო ლაშქრის პრინციპით. ყველა თავისუფალი მიწათმოქმედი გამოდიოდა თავისი შეიარაღებით. რიგ შემთხვევაში, დაქირავებული მეომარიც იღებდა მიწის ნადელს. სამეფო წარმოშობის (ამ შემთხვევაში მართებულია რუსთავის მაგალითი) პირები, მეფის სამსახურში ყოფნის სანაცვლოდ, იღებდნენ მამულებს ე. წ. `აგარაკებს~, რომლებიც, ძირითადად, სამხედრო სტრატეგიულ ადგილებში იყო განთავსებული. ასევე ერისთავებს ექვემდებარებოდნენ ოლქში დანიშნული სპასალარები და ათასისთავები, ციხისთავები, მამასახლისები და სხვა თანამდებობის პირები. გადასახადის გადახდა ევალებოდა ყველას: ეს იქნებოდა თავისუფალი მიწათმოქმედი, ხელოსანი, ვაჭარი, თუ თემის ეთნიკურ-რელიგიური წარმომადგენელი.27 IV საუკუნის მიწურულს, მირიანის შვილების _ ბაქარიანთა და რევიანთა სამეფო შტოები გაერთიანდნენ ერთ სამეფო სახლში, რის შედეგად რუსთავიცა და კუხეთიც უშუალოდ სამეფო დომენი (სამფლობელო) გახდა.განსაკუთრებული პერიოდი რუსთავის მოსახლეობის სულიერ ცხოვრებაში დაიწყო მას შემდეგ, რაც ვახტანგ გორგასალმა გაატარა რელიგიური რეფორმები. მისი მიზანი და მისწრაფება იყო ქრისტიანული საშუალებით ქართლი საბოლოოდ ჩამოსცილებოდა სპარსეთის გავლენას; უფრო მჭიდროდ დაახლოებოდა ბიზანტიას და საერთაშორისო არენაზე, არსებული რეალობიდან გამომდინარე, გამოეყენებინა ყველა საშუალება სამეფო ხელისუფლების გასამტკიცებლად.

ქრ. შ-დან 451 წელს ჩატარდა ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც დიოფიზიტური მართლმორწმუნეობა ბიზანტიის სამეფო კარის ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადდა, მაგრამ ეგვიპტეში, სომხეთსა და სირიაში მძლავრობდა მონოფიზიტობა, რის გამოც, ქრისტიანობის ამ ორ მიმდინარეობაში დაპირისპირება სისხლისღვრამდე მიდიოდა. სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად კონსტანტინეპოლის პატრიარქმა შემრიგებლური `ჰენოტიკონი~ (ერთიანობა) შეიმუშავა, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა ზენონმა ქრ. შ-დან 482 წელს გამოაცხადა.

27 საქართველოს ისტორია, ტ.1. თბ. 2012 წ. გვ. 230.

 ვახტანგ გორგასალმა, სწორედ, ამ დოქტრინას დაუჭირა მხარი,28 რითაც გაანაწყება მთავარეპისკოპოსი მიქაელი. მეფესა და მთავარეპისკოპოსს შორის მომხდარი მკვეთრი დაპირისპირების შემდეგ, მეფემ მიქაელი გადააყენა მთავარეპისკოპოსობიდან, დააწესა ქართლში კათოლიკოსობა, ამცნო იმპერატორ ზენონს ჩატარებული რეფორმების შესახებ და სთხოვა მას, ქართლში გამოეგზავნა ვახტანგისათვის კარგად ნაცნობი `ჰენოტიკონის~ მომხრე პეტრე, რომელსაც კათალიკოსის პატივი მიენიჭა. კათალიკოს პეტრეს ბიზანტიიდან ჩამოჰყვა 11 ეპისკოპოსი, რომლებიც გამწესდნენ ვახტანგ მეფის მიერ ახლადშექმნილ საეპისკოპოსოებში. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი, გამართული საეკლესიო იერარქია, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკლესიამ დაახლოებით 485 წელს ავტოკეფალია მიიღო. ვახტანგ მეფემ `...აღაშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი... და დასვა ეპისკოპოსად ... ერთი რუსთავს~.29 რუსთავში ეპისკოპოსის გამწესებაც იმავე წელს მოხდებოდა, ასე, რომ რუსთავში ეპარქიის შექმნისა და ეპისკოპოსის გამწესების ათვლის წერტილად ასაღებია 485 წელი. ქართლის ცხოვრების მიხედვით გორგასალმა სულ 11 ეპისკოპოსი `დასვა~, მათ შორის, ერთი-რუსთავში. რუსთავი უკვე წარმოადგენდა ქრისტიანულ რელიგიურ ცენტრს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს არქეოლოგების მიერ გათხრილ რუსთავის ციხესა და ნაქალაქარზე უკვე არსებობდა ორი ეკლესია. გამომდინარე ქალაქის სიდიდიდან, მართებულია ვივარაუდოთ, რომ რუსთავში კიდევ იქნებოდა რამდენიმე ეკლესია.

28 საქართველოს ისტორია, ტ 2, თბ. 2012 წ. გვ-68

29 ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 199.

68 69

 ქალაქი იყო სრულიად მართლმადიდებლური, (მხოლოდ დაფიქსირდა ებრაელთა მცირე კოლონიის არსებობა, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური მონაპოვარი). რუსთავის მღვდელმთავარს `რუსთველი~ ეწოდებოდა. საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რუსთავის საეკლესიო კათედრა, თავიდანვე აქტიურ როლს ასრულებდა. რუსთავის პირველი ეპისკოპოსი იყო სტეფანოზი. რუსთავის ეპისკოპოსმა სტეფანოზმა, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო დვინის საეკლესიო კრებაზე 506 წელს. დვინის საეკლესიო კრებაზე საქართველოს 24 ეპისკოპოსისაგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობდა კათალიკოსი გაბრიელი. 30 დაზუსტებითაა ცნობილი, რომ 502 წელს, სამგორის ველზე, საომარი მოქმედების დროს, ვახტანგმა შეძლო სპარსელთა პირველი იერიშის მოგერიება, რის შემდეგაც სპარსეთის შაჰი ხუასრო ჩადგა რუსთავში. ხუასრომ რუსთავი მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, როცა გაიგო ვახტანგის სიკვდილი, გამოვიდა რუსთავიდან და დაიკავა თბილისი. მიუხედავად იმისა, რომ 502 წლის შემდეგ 506 წლამდე (და შემდგომშიც) რუსთავი სპარსელთა კონტროლის ქვეშ იყო, აქ ქრისტიანული რელიგიის ქადაგება და საეკლესიო მოღვაწეობა არ შეჩერებულა, რასაც მოწმობს ეპისკოპოს სტეფანოზის მონაწილეობა დვინის კრებაში. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეპისკოპოსი სტეფანოზიდან დაწყებული, რუსთველის საეპისკოპოსო ტიტულს 1811 წლამდე (ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე) ატარებდა 130-135 ეპისკოპოსი. ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის, სამართალმცოდნის  30 გაზეთი `სამგორი~, 1969 წ. N-1/2/XII ისიდორე დოლიძის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროკოფი რატიანის, მხარეთმცოდნე მიხეილ ჯანგიძის და პროფესორი აკაკი მათიაშვილის მიერ დღეისთვის დადგენილია 33 რუსთველი ეპისკოპოსის ვინაობა. ყველა რუსთველი ეპისკოპოსის ვინაობის დადგენა ძალზე ჭირს, რადგან 1795 წლის სექტემბერში, აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს, განადგურდა სამეფო არქივი.

ასე გამოიყურება რუსთველი ეპისკოპოსების პირვანდელი სია;

1. ეპისკოპოსი სტეფანოზ (სტეფანე) რუსთველი V-VIს.ს. მონაწილეობდა დვინის 506 წლის საეკლესიო კრებაში;

2. ეპისკოპოსი ბასილ რუსთველი VI ს;

3. ეპისკოპოსი ბართლომე რუსთველი IX ს;

4. ეპისკოპოსი შოთა რუსთველი XII-XIII ს.ს. `სიბრძნისმოყვარული ფრიად~, ფილოსოფოსი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი;

5. ეპისკოპოსი გიორგი რუსთველი XIV ს. (1395 წ);

6. ეპისკოპოსი ილარიონ რუსთველი XVI ს;

7. ეპისკოპოსი დომენტი რუსთველი XVI ს;

8. ეპისკოპოსი იოსებ რუსთველი XVI საუკუნის II ნახევარი;

9. ეპისკოპოსი პავლე რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი XVII საუკუნის დამდეგი;

10. ეპისკოპოსი იოსებ რუსთველი XVII საუკუნის 10-იანი წლები;

11. რუსთველი მიტროპოლიტი (სახელი უცნობია) XVIIსაუკუნის 10-20 იანი წლები;

12. მიტროპოლიტი ზაქარია I რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი XVII საუკუნის I ნახევარი;

13. მიტროპოლიტი იოანე რუსთველი XVII საუკუნის 30-40-იანი წლები;

14. მთავარეპისკოპოსი მათეოზ რუსთველი XVII საუკუნის 60-იანი წლები;

15. ეპისკოპოსი ნიკოლოზ რუსთველი, გვარად ამილახვარი (ზედგინიძე) XVII საუკუნის 70-იანი წლების Iნახევარი;

16. ეპისკოპოსი ნიკოლოზ რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი;

17. ეპისკოპოსი იოანე რუსთველი, გვარად დიასამიძე, რუსთველად მოხსენიებულია 1679 წლის ისტორიულ საბუთში;

18. მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ რუსთველი ჩოლოყაშვილი, მოხსენიებულია მეფე ერეკლე I-ის მიერ 1694 წლის 4 თიბათვეს (ივნისი) გაცემულ წყალობის სიგელში;

19. მთავარეპისკოპოსი ზაქარია რუსთველი ანდრონიკაშვილი, ქიზიყის მოურავის შვილი; მოხსენიებულია თავის მიერ 1697 წელს მარიამობის თვეში (აგვისტო) გაცემულ წყალობის წიგნში;

20. ეპისკოპოსი რომანოზ რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი, XVII საუკუნის მიწურული, მოხსენიებულია ერეკლე I-ის სიგელში;

21. მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე რუსთველი XVIIIსაუკუნის I ათწლეული;

22. მიტროპოლიტი ნიკოლოზ რუსთველი, გვარად ჩერქეზიშვილი, 1711-1723 წ.წ;

23. ეპისკოპოსი ბესარიონ რუსთველი, გვარად ორბელიშვილი (ორბელიანი);

24. ეპისკოპოსი დავით რუსთველი XVIII საუკუნის Iნახევარი;

25. მიტროპოლიტი დომენტი რუსთველი, გვარად ჯანდიერი;

26. მთავარეპისკოპოსი იოსებ რუსთველი, გვარად ჯანდიერი;

27. მთავარეპისკოპოსი იოანე რუსთველი (XVIII საუკუნის 50-იანი წლების II ნახევარი 60-იანი წლების დამდეგი). ერეკლე II-ის დავალებით იმყოფებოდა რუსეთში;

28. მთავარეპისკოპოსი ათანასე რუსთველი, XVIII საუკუნის II ნახევარი;

29. არქიეპისკოპოსი სტეფანე რუსთველი, XVIII საუკუნის II ნახევარი;

30. არქიეპისკოპოსი ზოსიმე რუსთველი (მოხსენიებულია ქართლ-კახეთის მღვდელმთავრებთან ერთად XVIII საუკუნის 70-იანი წლების საბუთში);

31. მთავარეპისკოპოსი კირილე რუსთველი, გვარად ჯორჯაძე (XVIII საუკუნის 70-იანი წლების II ნახევარი 80-იანი წლების დამდეგი);

32. მთავარეპისკოპოსი იოანე რუსთველი, გვარად ქვაბულისძე (ქობულაშვილი);

33. მიტროპოლიტი სტეფანე რუსთველი, გვარად ჯორჯაძე 1789-1839 წ.წ.31ადრეულ შუა საუკუნეებში რუსთავი წარმოადგენდა საკმაოდ ვრცელ ქალაქს, რომელიც, დღეს არსებული არქეოლოგიური მასალებიდან გამომდინარე, ფიქსირდება 

შემდეგ საზღვრებში: მარცხენა სანაპირო _ ჩრდილოეთით _ სპორტის ქუჩა, აღმოსავლეთით _ დუმბაძის ქუჩა, სამხრეთით _ მარის არხის დასახლება და მის გასწვრივ ზოლი. 

31 ა. მათიაშვილი აკრიანი-მარტომყოფი-მარტყოფი-4 500, თბ. 1998, გვ. 157

72 73

დასავლეთით ქალაქს ესაზღვრებოდა არხი და ციხესიმაგრე. მარჯვენა სანაპირო _ დღევანდელი ვახუშტის, გურამიშვილის, კიკვიძისა და თბილისის ქუჩებს შორის.რუსთავში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული სახელოსნო, სავაჭრო და სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ვახტანგ გორგასალის ომებს დიდად არ დაუზარალებია რუსთავი, რადგან ბრძოლები, ძირითადად, ქალაქის სამხრეთით და აღმოსავლეთით, სამგორის ველზე მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა, მას გარეშე მტერი მაინც ერიდებოდა, რადგან ბრძოლა ამ ტერიტორიებზე მოუხერხებელი იყო. თუ მტერი მცხეთისაკენ მიდიოდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი, რუსთავი (ძირითადი ქალაქი) რჩებოდა მდინარის მარცხენა სანაპიროზე და ხიდის არარსებობის პირობებში, შეუძლებელი იყო მდინარის გადმოკვეთა. თუ მომხვდური აღმოსავლეთიდან _ კახეთიდან მცხეთის მიმართულებით შემოვიდოდა, რუსთავი მისთვის შორს, სამხრეთით, რჩებოდა. თუ ამოყვებოდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროთი (რაც იშვიათობა იყო), მაშინ მომხვდურს მცხეთამდე, ძლიერ ციხესთან დიდი ხნით ბრძოლა მოუხდებოდა, რაც მის ძალებს მცხეთის ასაღებად საკმაოდ დაასუსტებდა. ამ ფაქტების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რუსთავზე პირდაპირი დარტყმა თითქმის არ ხდებოდა, რის შედეგადაც ქალაქში სიმშვიდე სუფევდა, რაც ქალაქის განვითარების საფუძველი იყო.ვახტანგ გორგასალის მიერ დედაქალაქის თბილისში გადმოტანამ, რუსთავს განსაკუთრებული `საფრთხე~ შეუქმნა. თუ წინათ, სამხრეთიდან მოსული მტერი მცხეთაში, რუსთავის გვერდის ავლით მიდიოდა, დედაქალაქის თბილისში გადმოტანის შემდეგ, თბილისის დასამორჩილებლად, რუსთავის აღება მტრისათვის სტრატეგიულად აუცილებელი გახდა.გარდა იმ მრავალფეროვანი კერამიკული მასალისა, რომელიც ასახავს რუსთავში ადრეშუასაუკუნეების ცხოვრების დონეს, არქეოლოგიურ მასალაში, ასევე მრავლადაა, ძვირფასი ლითონის ნივთები, მათ შორის, სხვადასხვა ფორმის გულსაკიდი ჯვრები. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ რუსთავში, ადრეფეოდალური ხანის სამარხებში აღმოჩენილია (სამი) ეპიტაფიები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ჯერ კიდევ შუაფეოდალურ ხანის დამდეგს, ქართველებს ჰქონდათ წესი და დამწერლობა არა მარტო საეკლესიო წიგნების სახით, არამედ, ეპიტაფიების, რომელსაც წარწერიანი კერამიკის და თიხის ჭურჭლის ორნამენტის მიხედვით ასრულებდნენ და რომელზეც თითო-ოროლა ქართული ასომთავრულია გამოყვანილი. ამ არტეფაქტების მიხედვით, სამი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

ა) შუა საუკუნეების რუსთავის მოსახლეობაში წერა-კითხვის ცოდნა ფართოდ ყოფილა გავრცელებული, 

ბ) ქართული ასომთავრული დამწერლობა არა მარტო საზეიმო, საეკლესიო და მსგავსი ღონისძიებებისთვისაც გამოიყენებოდა, არამედ ხელმისაწვდომი იყომოსახლეობის ფართო ფენებისათვის, გ) რუსთავის მოსახლეობა, სხვა ქალაქებთან შედარებით, გაცილებით ერთგვაროვანი ყოფილა ეროვნული და ენობრივი კუთხით.32 ამაზე მსჯელობს მრავალი ისტორიული ფაქტი, რომლითაც დატვირთული იყო IV-VII საუკუნეები. მეფე თრდატის მიერ აშენებულ პირველ ეკლესიაში (IV საუკუნის 80-90 იანი წლები) ქადაგების ენა, რა თქმა უნდა, ქართული იქნებოდა. რუსთავის საეპისკოპოსოს შექმნის შემდეგ, უკვე 

32 რუსთავი ტ. 1 არქეოლოგიური გათხრები 1946-1965 წ.წ. თბ. 1988, გვ. 24

74 75

არსებულ ეკლესიებში, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური დოგმა, დიოფიზიტობა არ შეცვლილა, ტრადიციული ქადაგებანი გრძელდებოდა ქართულ ენაზე. საეკლესიო მმართველობის მხოლოდ სტრუქტურირება მოხდა. ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ უახლესი არქეოლოგიური კვლევების შედეგად, ქართული დამწერლობა V საუკუნის 30-იან წლებში უკვე დასტურდება იერუსალიმის ქართულ სავანეებში. აქ მიმდინარეობდა არა მარტო მომლოცველთა მიღება-დაბინავება, არამედ საეკლესიო წიგნების თარგმნა-გადაწერა. გარდა ამისა, 506 წელს ჩატარებულ დვინის საეკლესიო კრებაზე საქართველოდან უკვე წარგზავნილი იყო 24 ეპისკოპოსი, მათ შორის, რუსთველი ეპისკოპოსი. მათ ხელმძღვანელობდა კათალიკოსი გაბრიელი, რომელიც, უკვე, ფაქტობრივად, ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავარია. ასევე დვინის კრებაზე მიღებული `ჰენეტიკონი~ თარგმნილი იყო ქართულად და წარმოადგენდა ჩვენი ეკლესიის უახლოეს `სამოქმედო გეგმას~, რომელიც, შესაბამისად, ყველა ქართულ ეკლესიაში, მათ შორის, რუსთავის ეკლესიებშიც იქნებოდა.ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ და რელიგიურ ფაქტს წარმოადგენს ქართული და სომხური ეკლესიების გაყოფა, რომელიც VII საუკუნის დასაწყისში განხორციელდა. სომხების მიერ გამოთქმული: `...ვბრძანებ, ...რომ მცხეთისა და მანგლისის ჯვრების კარზე სალოცავად აღარ გაემგზავრნენ ხოლმე...~33 _ ნახსენებია ის ეკლესიები, სადაც ქართულ-სომხური შერეული მოსახლეობა ერთად ლოცულობდა გაყოფამდე. რუსთავის ეკლესიებში მსგავსი რამ არ ხდებოდა. სომხურ წყაროებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ რუსთავის ეკლესიათა მრევლი იყო სრულიად ქართული, მართლმადიდებელი. ქრ. 

შ-დან VI საუკუნეში,  დვინის კრების (506 წ.) შემდეგ, 

33 ივ. ჯავახიშვილი, ტ. I, თბ. 1979 წ. გვ. 428

ცნობილია რუსთავის ეპისკოპოსი ბასილი, დავით გარეჯელის თანამედროვე. ამ პერიოდში დავით გარეჯელი აარსებს გარეჯის მონასტრებს, რომელთა პირველი მრევლიც რუსთაველები იყვნენ (მდინარეების მტკვარი-ივრის შუა ტერიტორია წარმოადგენდა კუხეთს ანუ რუსთავის საერისთავოს ტერიტორიას).735-736 წ.წ. ქართლს მურვან-ყრუ შემოესია. მისი მიზანი იყო ქართლის საბოლოოდ დამორჩილება. 643-645 წ.წ. დადებული ხელშეკრულებით, ქართველებმა არაბთა ბატონობა სცნეს და ყოველწლიური ხარკის გადახდის ვალდებულება იკისრეს. ხელშეკრულების დადების დროს, როგორც ირკვევა, ორივე მხარეს დიდი ყურადღება მიუქცევია სარწმუნოებრივი მრწამსისათვის. ქართველებმა მოითხოვეს, რომ მათი ეკლესიები და სამლოცველოები ხელუხლებელი ყოფილიყო. არაბები თანახმანი იყვნენ, მორჩილებისა და ყოველწლიური ხარკის სანაცვლოდ დათმობაზე წასულიყვნენ. ხარკის აღების წესი, ისლამის ფუძემდებლის მუჰამედის მიერ იყო დაკანონებული.34 ფაქტიურად, 645 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ არაბებს ქართლიდან ხარკი გაჰქონდათ, აქ საკუთარი ხელისუფლება არ ჩამოუყალიბებიათ, ამიტომ VIII საუკუნის 30-იან წლებამდე ქართლში საამიროები არ არსებობდა. მხოლოდ მურვან-ყრუს ლაშქრობის შემდეგ ჩამოყალიბდა თბილისის საამირო, სადაც, ქვემო ქართლის სხვა ქალაქებთან ერთად, შევიდა რუსთავიც. თბილისის საამიროს მმართველი იყო ამირა, რომელსაც ექვემდებარებოდა საამიროში შემავალი ქალაქის ამირები, მათ შორის, რუსთავის. ქალაქის მმართველი ადმინისტრაციაც სრულიად არაბული იყო. ამ ცვლილებებს უსისხლოდ არ ჩაუვლია.

34 ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ 2, თბ 2012 წ. გვ 84

76 77

 მას შემდეგ, რაც არაბებმა იგრძნეს საკუთარი ძალა, დაიწყეს ქვეყნის აწიოკება. ისინი განსაკუთრებით ანადგურებდნენ ქართულ სახელმწიფო ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, რაც ერისთავებისა და ზოგადად, გორგასალის მიერ დაწესებული მმართველი სისტემის მოშლა _ განადგურებას ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც არაბებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი მმართველობა თბილისის საამიროს სახით, ამირა ისე გაძლიერდა, რომ აღარ ექვემდებარებოდა ბაღდადს, ამიტომ ხალიფამ გადაწყვიტა თბილისის ამირას დასჯა.VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში რუსთავი დროებით დაიკავა კახეთის მთავარმა გრიგოლმა. ერთპიროვნული მმართველობის მიზნით, მას აღარ აღუდგენია რუსთავის ერისთავის თანამდებობა და რუსთავი, მისი შემოგარენით, კახეთს შეუერთა. აქედან ჩანს, რომ რევიანთა შტომ ამოწურა თავისი არსებობა. როგორც ჩანს, საერო მმართველობას რუსთავში ამ პერიოდში რუსთველი ეპისკოპოსი ასრულებდა. ქალაქის ასეთი მართვის წინააღმდეგი არც თბილისის ამირა იქნებოდა, რადგანაც ქალაქში საერო მმართველობა ნიშნავდა მკვეთრ დაპირისპირებას თბილისის ამირასა და სხვა მის მოკავშირე არაბულ საემიროებთან, როგორებიც იყვნენ: განჯის საამირო დადვინის საამირო. მეორე და არანაკლები მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც არ დანიშნავდა კახეთის მთავარი გრიგოლი საერო მმართველს რუსთავში, არის ის, რომ კახეთის მთავარს ესმოდა, რომ არაბულ ზეწოლას ვერ გაუძლებდა და არსებული შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც არაბები ქართველებს ხელს არ შეუშლიდნენ სარწმუნოებრივ საკითხებში, არაბთა ზეწოლის გასანეიტრალებლად ხელსაყრელი იყო ეპისკოპოსს ემართა რუსთავი.გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნულმა მმართველობამ, რუსთავს შვება მოუტანა, რუსთავმა აღიდგინა მოსახლეობის რაოდენობა და ეკონომიკური შესაძლებლობები. ამას ისიც აძლიერებს, რომ VIII საუკუნის ბოლო მეოთხედში არაბთა ხალიფატი განიცდიდა კრიზისს, ამიტომ კრიზისის დასაძლევად ბაღდათის ხალიფას მის დაპყრობილ ტერიტორიაზე შემოაქვს ახალი სულადობრივი გადასახადი (მანამდე არსებობდა გადასახადი კომლზე, ოჯახზე). კომლობრივი ტიპის გადასახადმა სახალიფოში (განსაკუთრებულად მის ქრისტიან მოსახლეობაში, რომელიც ყველაზე მეტ გადასახადს იხდიდა), გამოიწვია დიდი პატრიარქალური ოჯახების ჩამოყალიბება. ახლადშექმნილი ოჯახები არ გამოეყოფოდნენ მამისეულ კერას, ხოლო სულადობრივი გადასახადი დიდ ტვირთად დააწვა მოსახლეობას და დაიწყო პატრიარქალური ოჯახების დანაწევრება და მოსახლეობის გაღარიბება. ეს გადასახადები არ შეხებია რუსთავის მოსახლეობას, რადგანაც ქალაქი თავისი შემოგარენით კახეთის მთავარს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, რუსთავის მოსახლეობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე თბილისის საამიროს დანარჩენი მოსახლეობისა.IX საუკუნეში ქ. რუსთავი ძლიერი ქალაქია. ამ დროს რუსთავის ეპისკოპოსი ისე გაძლიერდა, რომ მას ხელი მიუწვდებოდა დავით გარეჯის მონასტერზე. რუსთავის სიძლიერეს განსაზღვრავდა მისი მოქალაქეების სიმრავლე და კეთილდღეობა, რომელიც იმ დროს არ ჩამოუვარდებოდა ისეთ ქალაქებს ამიერკავკასიაში, როგორიც იყო: თბილისი, დმანისი, განჯა, ანისი, დვინი. იმდროინდელი რუსთავის აღმშენებლობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. როგორც ჩანს, ბაღდადის ხალიფას მიერ თბილისის ამირას დასასჯელად გამოგზავნილი ბუღა-თურქის რისხვა პირველად რუსთავს დაატყდა თავს.ბუღა-თურქის თანამედროვე არაბი ისტორიკოსი ალ-ტაბარი აღნიშნავს, რომ ბუღა-თურქი თბილისს (853-854 წ.წ.) მდინარის მარცხენა მხრიდან მიადგა და ისანში დაბანაკდა. თბილისამდე ხიდი მტკვარზე მხოლოდ რუსთავში იყო. სწორედ ამ ხიდს გამოიყენებდა ბუღათურქი, დაიმორჩილებდა რუსთავს და ზურგგამაგრებული მიადგებოდა თბილისს (ავლაბარს),35 ბუღა-თურქის რუსთავზე გავლასა და გარკვეული ზიანის მიყენების შესახებ მეტყველებს შემდეგი ფაქტი: რუსთავის ციხის IX საუკუნის გალავნის დიდი ნაწილი ბევრ ადგილას დაშენებული იყო პირველ ზღუდეზე, ბევრგან კი ხელმეორედ გაკეთდა. ეს სამუშაოები ემთხვევა ბუღა-თურქის ლაშქრობის შემდგომ პერიოდს. ამის შემდეგ ციხესიმაგრეში ჩადგნენ თბილისის ამირას მეციხოვნენი, ხოლო ქალაქმა გააგრძელა ჩვეული ცხოვრების რიტმი და მის ორიენტირად ისევ სამხრეთი დარჩა. სინას მთაზე აღმოჩენილი X საუკუნის ხელნაწერის მიხედვით, რუსთავში, IXსაუკუნეში, რუსთველთა (რუვისთაველთა) საგვარეულო არსებობდა,36 ეს კი ნიშნავს, რომ რუსთავის ეპისკოპოსირუსთველი აგრძელებდა რუსთავის ეკლესიათა მართვაგამგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში ისევ დამყარდა თბილისის ამირას ძალაუფლება, აქ, ქრისტიანული მოსახლეობა და ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. 35 ლ. ჭილაშვილი, ქალაქები ფეოდალურ საქართველოში II. თბ. 1970 წ. გვ 115

36 ძველი რუსთავი თბ. 2014 წ. გვ. 4

ზემოთ ნახსენები იყო ქალაქის მნიშვნელობა და სავაჭრო კავშირები. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს აკონტროლებდა თბილისის ამირა, რუსთველები მაინც ახერხებდნენ (და, როგორც ჩანს, არც თუ ისე ცუდად), არაბული გადასახადების გადახდას, რელიგიური მრწამსის ურყევად შენახვას და გავრცელებას. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ IX საუკუნის რუსთავის ეპისკოპოსმა ბართლომემ მოახერხა მარტყოფის სავანის შეკეთება წმ. ანტონ მარტყოფელის კოშკის ჩათვლით, მანვე აკურთხა მღვდლად დავით გარეჯის უდაბნოში დიდი სასულიერო მოღვაწე წმ. ილარიონ ქართველი. აქედან ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა და მოვალეობა ეკისრებოდათ რუსთავის ეპისკოპოსებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ხელისუფლება ქალაქში არ ექვემდებარებოდა საქართველოს მეფეს. IX საუკუნეში, გარეჯის ეკლესიასი, რუსთავის ეპისკოპოსმა ბართლომემ მღვდლად აკურთხა ილარიონ ქართველი. ყმაწვილი ილარიონი დავით გარეჯის უდაბნოში მივიდა, როცა იყო თოთხმეტი წლის. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ილარიონი უკვე საკმაოდ განათლებული იყო ღვთისმეტყველებაში და მის გარშემო უკვე თავს იყრიდა მრავალი მორწმუნე. ახალგაზრდა მონაზონმა დავით გარეჯში მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. `აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდნენ მის თანა~, ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან `ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშ¢დნი და მდაბალნი~. როდესაც მასთან მისულმა რუსთველმა ეპისკოპოსმა ბართლომემ ფერმკრთალი, თავმდაბალი, შეურაცხ სამოსში ჩაცმული ბერი იხილა, მოწიწებით სთხოვა, მისი ხელიდან მიეღო მღვდლობის პატივი. მიწიერი დიდების უარმყოფელი ილარიონი ევედრებოდა მღვდელმთავარს, არ დაემძიმებინა იგი მღვდლობის პატივით, მაგრამ ბოლოს მაინც დაემორჩილა. 37 კურთხევის შემდეგ ახალი დიდებით შეიმოსა ღირსი მამის სახელი. მღვდელმა ილარიონმა, აქვე, დავით გარეჯის ლავრაში, ააშენა ფერიცვალების ეკლესია, ხოლო შემდეგ გადაწყვიტა, განრიდებოდა სამშობლოს. მონასტრის წინამძღვრად ერთი ძმათაგანი დატოვა, თვითონ კი იერუსალიმს გაემგზავრა წმინდა ადგილების მოსალოცად. 882 წელს 19 ნოემბერს ილარიონ ქართველი თესალონიკში გარდაიცვალა. იგი იქვე არსებულ ქართველთა ეკლესიასი დაკრძალეს, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი, რომ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი მაკედონმა ღირსი მამის ილარიონის ცხედარი კონსტანტინეპოლში გადაასვენა და დაკრძალა ჰრომანას ქართველთა ეკლესიასი. ამიერიდან ეს მონასტერი, როგორც უძველესი წყაროები მოგვითხრობენ, ლაზარეთად და სამკურნალო ადგილად გადაიქცა.38 ასეთი ქრისტანული მადლი გაატანა რუსთავის ეპისკოპოსმა ბართლომე რუსთველმა წმინდა მიწასა და ათონის მთაზე მომლოცველ ილარიონ ქართველს. თბილისის საამიროსთვის თვით თბილისი იყო საამიროს ყველაზე ჩრდილოეთი ქალაქი. თბილისის ჩრდილოეთით მცხეთა და ქართველი მეფეების სამფლობელოები იყო. აღმოსავლეთის მხრიდან საამირო შორს ვერ `წავიდოდა~, მაქსიმუმ _ მდ. ლოჭინამდე. დასავლეთით _ იფარგლებოდა დმანისით, ხოლო სამხრეთით ყველაზე მეტად იყო დაცული და მოკავშირეები ჰყავდა განჯისა და ბარდას საამიროების სახით, ამიტომ ძირითადი ურთიერთობები თბილისის საამიროს ქალაქებს, მათ შორის,

37 წმიდათა ცხოვრება, წიგნი 2, თბ. 2008, გვ 446

38 წმიდათა ცხოვრება, წიგნი 2, თბ. 2008, გვ 447

რუსთავს, სამხრეთით ჰქონდათ. რუსთავი მოწყვეტილი იყო ტრადიციულ ურთიერთობების გზას მტკვრის ხეობის აღმა. ამავე დროს, არსებული მდგომარეობით, რუსთავის მოსახლეობა დაკავშირებული იყო შუა და სამხრეთ წინა აზიის ხალხებთან და ქვეყნებთან, რაც გამოვლინდა მრავალფეროვან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც რუსთავის მცხოვრებნი ახორციელებდნენ ამ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში VIIIსაუკუნიდან აღარ იყო ქართული საერო მმართველობა, ქალაქის ეთნიკურმა შემადგენლობამ დიდი ცვლილება არ განიცადა. ეს ჩანს იქიდან, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ აქ, გარდა ქართველი მართლმადიდებლებისა, სხვა ეთნო-რელიგიური ჯგუფი (ფართო მასშტაბით) არ შეიმჩნევა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსთავში არსებული საეკლესიო ცხოვრება საკმაოდ მძლავრობდა და არ მოშლილა. კაცობრიობის ისტორიაში გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ესა თუ ის ერი, როცა იგი, დროთა ბრუნვის წყალობით, მოკლებულია საერო ხელისუფლებას, ეკლესიის მფარველობის ქვეშ ექცევა.39 რაც რუსთავის (ასევე თბილისის) მაგალითზე კარგად გამოჩნდა.ქრ. შ-დან X-XII საუკუნეები საქართველოს ისტორიაში, გამოირჩევა აღმოსავლეთ საქართველოში ახალი ქალაქების დაარსებით და ძველი, არსებული ქალაქების გაძლიერებით. აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქების აღმავლობა-განვითარებას და ამავე დროს ძველი ქალაქების გაძლიერებას, ერთის მხრივ, ხელი შეუწყო საქართველოს გაერთიანების პროცესიდან გამომდინარე ფაქტორებმა, ხოლო მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ

39 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 128

82 83

საქართველოს ეკონომიკურმა ურთიერთობამ კავკასიასა და წინა აზიასთან.40 ქ. რუსთავისათვის ქალაქური ცხოვრება გრძელდებოდა საზღვრების გაფართოვებით და ციხესიმაგრის ზღუდეების აღდგენა-გაშენებით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქალაქი კვლავ აგრძელებდა თავის განვითარებას. ამას ხელს უწყობდა ის დიდი პოლიტიკური ძვრები, რომელიც ვითარდებოდა დანარჩენ საქართველოში. ამ პერიოდში დაიწყო საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. საქართველოს ერთ სამეფოდ გადაქცევა, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია დიდი ხნით დაქუცმაცებული ქვეყნის ეთნიკურმა ერთიანობამქართველობამ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი და მისი შემოგარენი (მათ შორის, რუსთავი) თითქმის 400 წლის მანძილზე მაჰმადიანური საამიროს ცენტრი და გავლენის სფერო იყო, მისი მცხოვრებთა უმეტესობას ქართველი ქრისტიანები შეადგენდნენ. 41XI საუკუნის მეორე ნახევარში საქართველო ახალი საფრთხის წინაშე დადგა. გამოჩნდა ახალი მტერითურქული მომთაბარე ტომები. (მანამდე, ჯერ კიდევ ქრ. შ-დან VI საუკუნეში, სპარსელებმა რუსთავსა და თბილისს დაუპირისპირეს ქ. განჯა. განჯის საამირო გააძლიერეს და გააბატონეს დიდ ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრებოდა რუსთავის (კუხეთის) საერისთავოს). XI საუკუნის მეორე ნახევარში თურქობას, გარდა საქართველოს დაპყრობისა და მოსახლეობის განადგურებისა, მოჰქონდა ახალი ეთნო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც აბსოლუტურად უცხო და საშიში იყო ქართული სახელმწიფოებრივი ყოფისათვის. ეს იყო წმინდა მომთაბარული ცხოვრების წესი, რომელიც საერთოდ გამორიცხავდა ქალაქურ ცხოვრებას სოფლის მეურნეობაში მრავალწლიანი კულტურების გაშენებასა და მორწყვით მიწათმოქმედებას.

40 მ. გაბაშვილი საქართველოს ქალაქები XI-XII ს.ს. თბ. 1981 წ. გვ. 26

41 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 166

 ამ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა რუსთავი და მისი შემოგარენი, რადგანაც ქალაქის ეკონომიკა ნაწილობრივ დამოკიდებული იყო მორწყვითი მიწათმოქმედების შედეგად მოპოვებული რესურსების გადამუშავება-მოხმარებაზე. ამ მიზეზით, რუსთავი ვერ გადაურჩა `დიდ თურქობას~, (მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი შედიოდა თბილისის საამიროში და ჰყავდა ამირის დაქვემდებარებული ქალაქის თავი, რომლებიც თურქებთან ერთად ასევე ერთი რელიგიის მიმდევრები იყვნენ) და მისი გავლენა, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის, საკმაოდ დაკნინდა. შესაბამისად, შესამჩნევად გაჭირდებოდა ქალაქში ქრისტიანი მოსახლეობის მდგომარეობაც. ისპობოდა საუკუნეების მანძილზე შემუშავებული ქრისტიანული ყოფა, `... რამე თუ გაზაფხულისას მოდიოდნენ თურქები, აღწერილის მსგავსად იქცეოდნენ და დაზამთრებისას მიდიოდნენ, აღარა იყო თესვა და მკა, მოოხრდა ქვეყანა, ტყედ გადაიქცა, ადამიანთა ნაცვლად მხეცი და ნადირი დამკვიდრდა მასში, მოუთმენელი იყო ეს ჭირი, რამეთუ წმინდა ეკლესიები ცხენის თავლებად აქციეს, ღვთის საკურთხევლები კი არაწმინდის ადგილებად, მწირველი მღვდლები ღვთისადმი საღვთო მსხვერპლის შეწირვისას იქვე მახვილით თვით იქნენ შეწირულნი და მათი სისხლი აღრიეს მეუფის სისხლთან.42 ასეთი საქციელი მომთაბარე

42 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ 3. თბ. 2012 წ. გვ. 123

84 85

თურქ-სელჩუკთათვის ჩვეული ამბავი იყო. მომთაბარის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ უცხო გარემოს ის აღიქვამს როგორც მტრულს და არც ცდილობს რამე კომპრომისზე წასვლას, რადგანაც უცხო გარემო მას საკუთარი წესის დამანგრეველ საშუალებად მიაჩნია. მისი გაგებით აქ, მთავარია, უცხო გარემო მოსპო, დაანგრიო, გაანადგურო, სხვაგვარად ის იმავეს გაგიკეთებს. არაბებს ურბანული თვითშეგნება ჰქონდათ, მათთვის ქალაქური ცხოვრება ჩვეული ყოფა იყო, მომთაბარეებისაგან განსხვავებით. თურქ-სელჩუკთა ასეთმა გამანადგურებელმა მოპყრობამ ადგილობრივ მოსახლეობაში, პირველ რიგში, საზოგადოების ზედა ფენებში გააჩინა პროტესტი. დაიწყო გზების ძიება გადარჩენისათვის, რაც გამოვლინდა ქართველთა ყველაზე დიადი მეფის, დავით IV-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. 1115 წელს ქართულმა ჯარებმა, გიორგი ჭყონდიდელის მეთაურობით, დაიბრუნეს ქ. რუსთავი, დავით IV ამ დროს მუხრანში იმყოფებოდა. ეს ამბავი თურქებს დიდად ეწყინათ და მოერიდნენ საზამთრო ადგილებში დგომას. საინტერესოა, წლის რომელ პერიოდში მოხდებოდა ეს ღირსშესანიშნავი ამბავი? საქმე ისაა, რომ დავითმა კარგად იცოდა როგორ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა საქმე, იცოდა მოწინააღმდეგის სურვილიც, ბრძოლა გამართულიყო გვიანი შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე, მანამდე, სანამ რუსთავის შემოგარენი, ვრცელი ველი, იქნებოდა თურქ-სელჩუკთა სარგებლობაში (ზამთრის საძოვრებით). წელიწადის ამ დროს ისინი აქ საკმაოდ მრავლად იყვნენ. დავითს ბრძოლა მოუხდებოდა ორ ფრონტზე, ერთი _ ქალაქში არსებულ სამხედრო გარნიზონთან და მეორე _ ველზე, სადაც ორგანიზებული იქნებოდა მრავალრიცხოვანი მებრძოლი-მეჯოგე სელჩუკები,

43 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, გვ. 128, თბ. 2012 წ

 ამიტომ დავითი აირჩევდა ივნისის თვეს. ამ პერიოდში თურქ-სელჩუკები თავისი ჯოგებით დიდი ხნის წასულნი იქნებოდნენ ყარაბაღის ან სომხეთის მთების ზაფხულის საძოვრებზე. რუსთავში მხოლოდ ციხის გარნიზონი იდგებოდა, რაც აადვილებდა მტრის დამარცხებას. ყველაფერი უნდა მოგვარებულიყო ივლისამდე, რადგან ციხის აღების შემდეგ 3-4 თვე დასჭირდებოდა ციხის გალავნის გამაგრებას და სხვა თავდაცვითი ნაგებობების მოწყობას. ასევე ზამთრის დადგომამდე, მას შემდეგ, რაც თურქ-სელჩუკები ისევ დაბრუნდებოდნენ რუსთავის გარშემო არსებულ ზამთრის საძოვრებზე, აქ მათ უნდა დახვედროდა ქართული მებრძოლი რაზმები, რომლებსაც ქალაქის სახით მტკიცედ გამაგრებული ზურგი ექნებოდათ და გაბედულად იმოქმედებდნენ. ქართველთა მიერ რუსთავის დაბრუნების ბევრი ფაქტორი იკვეთება. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი იყო თბილისის სამხრეთით, ძლიერ ციხეზე, ახალი გალავნის დაშენება, რომელიც თბილისისთვის მომავალ ბრძოლებში აუცილებელ და გადამწყვეტ როლს შეასრულებდა. თუ მანამდე თურქ-სელჩუკები რუსთავის სანახებში შემოსვლით სპობდნენ ქართული ყოფისთვის დამახასიათებელ მორწყვაზე დამყარებულ სამიწათმოქმედო კულტურას, რუსთავის დაბრუნებით ქართველებმა დაიწყეს მომთაბართათვის დამახასიათებელი გადარეკვითი მეურნეობის მოსპობა და სამიწათმოქმედო მეურნეობის განახლება. ქართველების მიერ რუსთავის დაბრუნებამ თბილისის ამირას წინააღმდეგობა შეასუსტა. თბილისი გახდა ყველა მხრიდან შემოსაზღვრული ქართული მიწებით. თბილისის საამიროს გასაუქმებლად რჩებოდა გადასადგმელი ბოლო ნაბიჯი, ეს იყო დიდგორის ბრძოლა.გიორგი ჭყონდიდელის მიერ რუსთავის აღების შემდეგ ქალაქის მმართველობა ქართული გახდა. ქალაქში გაძლიერდა ქართული სამეფო სამოხელეო არისტოკრატია. შემოღებულ იქნა საქალაქო თანამდებობები, რომლებიც საქართველოს დანარჩენ ქალაქებში უკვე არსებობდა. ამას ადასტურებს ქალაქის ნაცვლის თანამდებობის შემოღება. `ნაცვალი~ _ ქართული ადმინისტრაციული წყობილებისათვის დამახასიათებელი მოვლენა იყო. ქალაქის ნაცვალი მოიხსენიება თამარ მეფის 1193 წლის სიგელში.44 გარდა ამისა, რუსთავში დიდი თურქობის დროს გაძარცვულმა და დარბეულმა ეკლესია-მონასტრებმა ჩვეული პოზიცია აღიდგინა. რუსთველები კიდევ უფრო დაწინაურდნენ. ამის დამადასტურებლად არსებობს სხვადასხვა, მრავალი საინტერესო დოკუმენტი. ერთ-ერთი ასეთია იმამ-ყული _ ხანის სიგელი, საიდანაც ირკვევა, რომ რუსთავის ეპისკოპოსს, მარტო ქ. რუსთავში, XII საუკუნეში, 67 კომლი ყმა ვაჭარი ჰყოლია.45 რუსთავის მოქალაქეთა კლასობრივი განლაგებისა და სოციალური განშრეების შესახებ XII-XIII საუკუნის I ნახევარში ქალაქის საზოგადოებრივ ფენებთან დაკავშირებით ქართულ წყაროებში შემდეგი ურბანული ტერმინოლოგია გვხვდება: დიდვაჭარი, ვაჭართუხუცესი, ვაჭართა თავადი, მოქალაქე, 

ქალაქის მკვიდრი, გლახაკი _ ეს ტერმინოლოგია განსაკუთრებით ნათლადაა ილუსტრირებული `ვეფხისტყაოსნის~ სტროფებში.

44 С. Какабадзе, Грамота царици Тамары Великой на имя Гелата от 1193 г. Известия кавказского историко-археологического института т. III Тифлис 1925 г. С. 116

45 შ. მესხია, საქართველოს ქალაქების სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, მიმომხილველი II თბ. 1951 წელი, გვ. 105

ამ ჩამონათვლით აშკარაა, რომ ეს არის იმდროინდელი საქართველოს და ჩვენს შემთხვევაში რუსთავის მოქალაქეთა სოციალური სტრუქტურა, კლასები თავისი ქონება სიმდიდრის მიხედვით, რუსთავის მკვიდრნი ყველა ერთნაირად შეძლებულნი ვერ იქნებოდნენ. ამას მოწმობს, თუნდაც, აქა-იქ კრამიტით დახურული სახლები. მიუხედავად სასტიკი დარბევისა, ზოგ ადგილზე აღმოჩენილია ოქროს ნივთები, ფაიანცის კერამიკული ჭურჭელი, მონეტების განსაკუთრებული სიმრავლე და სხვ. ზოგადად, ამ პერიოდში რუსთავის მოქალაქეთა ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია.47ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობა დაეტყო ქალაქის მცხოვრებთა ყველა სოციალურ ფენას. ამავე დროს რუსთავი აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებს შორის ყველაზე ქართულია. XIIXIII ს.ს. რუსთავის საეპისკოპოსოში იყვნენ საეკლესიო, სამეფო და სათავადო აზნაურები, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ მამულები. ამას მოწმობს (ქალაქის გარშემო ტერიტორიაზე) აღმოჩენილი სტელები მარჯვენა მტევნის გამოსახულებით, რაც ღვთიურ, სამეფო ან სათავადო ძალაუფლების მანიშნებელია.ქალაქ რუსთავის ტერიტორიისა და მოსახლეობის ზრდის პროცესი განსაკუთრებით შეინიშნება XII-XIIIსაუკუნის დასაწყისში. აღნიშნული პროცესი იმდენად მასშტაბურია, რომ ციხესიმაგრის ფართობი რამდენჯერმე ჩამორჩება ქალაქისას. აღნიშნული ნაქალაქარის ფართობი, 

46 მ. გაბაშვილი საქართველოს ქალაქები XI-XII საუკუნეებში თბ. 1981 წ. გვ. 100

47 რუსთავი I არქეოლოგიური გათხრები 1946-1965. თბ. 1988 წ. გვ. 19

48 გ. აფრასიძე, საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 32

88 89

სადაც ქალაქის ძირითადი მოსახლეობა იყო თავმოყრილი, 12 ჰექტარს აღწევდა.49 აქ არ შედის მტკვრის მარჯვენა მხარეს განლაგებული იმდროინდელი რუსთავის საცხოვრებელი უბანი. როგორც ცნობილია, ისტორიულ რუსთავში, დღევანდელი მონაცემებით, ცხოვრობდა 20 000 ადამიანი. შუა საუკუნეებში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დადგენა ერთგვარად რთულ ამოცანას წარმოადგენს. ისტორიული წყაროები არ შეიცავს პირდაპირ ცნობებს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ. უმეტეს შემთხვევაში ციფრები (რომლებიც ამა თუ იმ ტრაგიკულ ამბავს გვიყვებიან) არ იძლევა რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანის საშუალებას, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი _ როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქის (ნუ დაგვავიწყდება არსებული გარეუბნები და სოფლები) მოსახლეობა შეადგენს 20 000 კაცს. რუსთავი იდგა დიდი სარწყავი არხის სათავეში, ფლობდა ამ არხს და მასზე იყო დამოკიდებული ის ტერიტორიაც, რომელიც ირწყვებოდა ამ არხით. როგორც ადმინისტრაციულად, ისე ეკონომიკურად დარელიგიურად ეს ვრცელი ტერიტორია (სხვა ტერიტორიებთან ერთად) სრულად იყო `მიბმული~ რუსთავზე. ეს კი, თავის მხრივ, გვაძლევს საფუძველს ვენდოთ ზემოთაღნიშნულ ციფრს. გარდა ამისა, ურბანისტიკულ ლიტერატურაში უკვე დიდი ხანია, რაც, ქალაქის მოსახლეობის გამოთვლის მეთოდს იყენებენ. ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ერთ ჰექტარ ფართობზე საშუალოდ 600-650 სულს ანგარიშობენ, ყოველ 9 ჰა, ფართობს უნდა გამოვაკლოთ 2 ჰა. (იგულისხმება; ქუჩები, ბაზრები, საზოგადოებრივი დანიშნულების და სხვა შენობები), 

49 გ. აფრასიძე, საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 46

დარჩენილი ფართობი უნდა გამრავლდეს 650-ზე და მიღებული ციფრი გავამრავლოთ 2-ზე (ქალაქის გარეუბნები). რუსთავის ფართობი არქეოლოგიური გათხრებით და დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად არის 12 ჰა. ამას მივუმატოთ ისევ 12, მიღებულს გამოვაკლოთ 5 და მიღებული 19 ჰა. გავამრავლოთ 650-ზე, ეს არის 12 450. ამ ციფრს უნდა მივუმატოთ ჯერ კიდევ ბოლომდე დაუდგენელი მარჯვენა სანაპიროს უბნები. უდავოა, რომ რუსთავის მოსახლეობა გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის საინტერესო ხანისათვის, რაზეც მიგვითითებს აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრები. საინტერესოა, რა პროცესებმა გამოიწვია განვითარებული შუასაუკუნეების რუსთავ-ქალაქის ზრდა? ამის პასუხი არსებობს დანარჩენ ქართულ ქალაქებში. XI-XIIIს.ს. საქართველოს ქალაქებში (მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსთავშიც) ხდებოდა წვრილი ხელოსნური წარმოების კონცენტრაცია და ხელოსნური წარმოების შედარებით მსხვილი ცენტრების წარმოქმნა.51 ეს პროცესი რუსთავში თვალნათლივ აისახა მეთუნეობის მაგალითზე. დღეს არსებული ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის ეზოში, ეკლესიის მშენებლობისას (ერთ ლოკალურ ადგილზე), აღმოჩენილი იყო სამი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ღუმელი, სადაც ხდებოდა თიხის ნაწარმის გამოწვა. შუა საუკუნეების ქალაქისათვის ასეთ წარმოებას შეიძლება გაბედულად ვუწოდოთ მანუფაქტურა. ეს გარემოება, ამ დარგის მაღალ განვითარებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, რუსთავში კარგად იყო განვითარებული ლითონის ნაკეთობათა დამზადება, საიუველირო საქმე, ხის, ქვის, ძვლისა და ტყავის დამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ წყაროები რუსთავის შესახებ ძალზე მწირ ცნობებს გვაწვდის, ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არქეოლოგიური მასალების არსებობა, რაც რუსთავის მაგალითზე საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი.

50 გ. აფრასიძე, საქართველოს შუასაუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 68.

51 გ. აფრასიძე, საქართველოს შუასაუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 73.

90 91

რუსთავის მოსახლეობა, როგორც ვთქვი, სოციალურად მრავალფეროვანი იყო. ამაზე მოწმობს არქეოლოგიური მასალა, რომელიც აღმოჩენილია რუსთავში. ესენია: ჯამები, სამარილეები, სხვადასხვა ფორმის სასმისები, სურები, ხელადები, სამზარეულო ქოთნები, ქვაბ-ქოთნები, კეცები, ხუფები, კოჭოები, სამეურნეო ჩაფები, დერგები, ქვევრები, სადღვებელები, ჭრაქები, სამშენებლო კრამიტები, შორენკეცი, აგური და წყალსადენი მილები. ყველა ეს ნივთი გამოირჩევა დამზადების მაღალი ტექნოლოგიითა და მრავალფეროვნებით. რუსთავის მეთუნეობის დარგის პროდუქციიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მოჭიქული ჭურჭელი (ფაიანცი) და ტიხრული მინანქარი. ჩვეულებისამებრ, მოჭიქული ჭურჭელი (ფაიანცი) წარჩინებული და მდიდარი მოქალაქეებისთვის ფუფუნების საგნებია, რომლის დამზადებას სჭირდება მაღალი კვალიფიკაციის ხელოსანი. ამ დარგში განსაკუთრებულია თიხის ნაწარმის გამოწვის ტექნოლოგია. ოსტატი ქურას სხვადასხვა სახეობის ჭურჭლისათვის ახურებდა 900 გრადუსიდან (ფაიანცისთვის) 1200 გრადუსამდე, სხვანაირად ჭურჭლის მოჭიქვა არ ხერხდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მოჭიქვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი არის ლაჟვარდი (კობალტი), რომელიც განსაკუთრებულ სილამაზეს მატებს მოჭიქულ ჭურჭელს. ლაჟვარდი საქართველოში არ მოიპოვება (არც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში). უახლოესი ადგილი, საიდანაც ლაჟვარდი ვრცელდებოდა, არის იმდროინდელი ავღანეთის კობალტის საბადოები, აქედან კი ჩანს, თუ რა მასშტაბის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არსებობდა `დიდი აბრეშუმის გზის~ გასწვრივ, რომლის ერთერთი მთავარი მოხმარების, წარმოებისა და გასაღების პუნქტი იყო რუსთავში. საქართველოში ლაჟვარდი გამოიყენებოდა ეკლესიებისა და სასახლეების მშენებლობისას, ასევე მდიდარი ოჯახების ყოფაში, ხოლო ტიხრული მინანქარი გავრცელებული იყო საეკლესიო ნივთების წარმოებისათვის.რუსთავში, როგორც შუა საუკუნეების (XI-XIII ს.ს.) განვითარებულ ქალაქში, რომელსაც გააჩნია ადმინიტრაციული, სავაჭრო-სამრეწველო, სასულიერო და სამხედრო ფუნქცია, არქეოლოგიურმა მასალამ, გარდა კერამიკისა, წარმოაჩინა მეტალურგიის, შუშისა და ოქრომჭედლობის უნიკალური, ადგილზე დამზადებული მასალები, სპილენძის ყოფითი ნივთები: თეფშები, სასმისები, ჭრაქები, ზარაკები. გარდა ამისა, რუსთავს ჰქონდა საკუთარი მინის წარმოება, რაც შუასაუკუნეების ქართული ქალაქებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია. აქ ნაპოვნია სურნელოვანი სითხის შესანახი მინის ჭურჭელი, სასმისები, მძივები, სუფრის, პირის საფარეშო, სააფთიაქო, სარკმლის მინა, მინის სამაჯურები, მძივები და სხვა. იმდროინდელ საქართველოში სულ სამი ადგილია ცნობილი მინის წარმოების მიხედვით, ესენია: თბილისი, დმანისი და რუსთავი. ნაპოვნია ოქრომჭედლობის ნიმუშები: მედალიონი, საყურეები, ბეჭდები და სხვადასხვა სამკაულები. ზემოთ ჩამოთვლილი ნაწარმის გარდა, რუსთავში, თავისი სამხედრო, სამრეწველო, სასულიერო, საერო-ადმინისტრაციული და ქალაქის სოციალური კლასების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, განვითარეული იყო ტყავის დამუშავება-წარმოება, რისგანაც მზადდებოდა: უნაგირები, კაპარჭები, ჭაპანები და სხვა.ყოველივე ზემოთ თქმულს აერთიანებდა და ავითარებდა არსებული საკომუნიკაციო გზები. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ერთსა და იმავე დროს, საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთ ინტენსიურ კულტურულ ურთიერთობაში, აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის ქვეყნებთან, როგორც ეს იყო XIXIII ს-ში. გასაგებია, რომ ამ პერიოდში ქვეყანა ოთხივე მხრივ გზებით დაიქსელა.52 საქართველო უკავშირდებოდა ბიზანტიას, სპარსეთს, ეგვიპტეს, კიევის რუსეთს და სხვა. რუსთავი სარგებლობდა რა საერთაშორისო სავაჭროეკონომიკური ურთიერთობებით, ინტენსიური კავშირები ჰქონდა ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ქალაქებთან. ამაზე მეტყველებს რუსთავში აღმოჩენილი საბრძოლო ისრები, რომლებიც შემოტანილია ქ. შემახიდან.53 რუსთავის არქეოლოგიურ მონაპოვარში აღმოჩენილია ჯამი (შექმნილი აზერბაიჯანის კერამიკისთვის დამახასიათებელი მიბაძვით) და აზერბაიჯანული წარმოშობის მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები.54 ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს რუსთავის ეკონომიკურ-კულტურულ ურთიერთობაზე ჩვენს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სახელოსნო ცენტრებთან. რუსთავში ნაპოვნია სომხური დამღიანი ჯამი.55

52 გ. აფრასიძე, საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 99.

53 А. Джилди, Средневековый город Шемаха XI-XIII в.в. Баку 1981 г. Ст. 53.

54 მ. მიწიშვილი, მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში, თბ. 1969 წ. გვ. 71-72.

55 მ. მიწიშვილი, მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში, თბ. 1969 წ. გვ. 69.

92 93


საყურე, ოქრო, ალმადინი, IV-V სს. ქვის სამარხი #27, ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანის ერთ-ერთი უბანი, 1988 წ. განათხარი, კომუნალური და მშენებელთა ქუჩების მიმდებარე ტერიტორია.


სასაფეთქლე, ოქრო, VII-VIII სს. ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანის ერთ-ერთი უბანი, კომუნალური და მშენებელთა ქუჩების მიმდებარე ტერიტორია.


ფლაკონი, მინა, XIII ს. შუასაუკუნეების სამაროვანი, დარღვეული სამარხი, ქალაქის საავადმყოფოს ეზო.


სასმისი, მინა, XIII ს. შუასაუკუნეების სამაროვანი, სამარხი #1, 1950 წლის განათხარი, ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორია.


ყელსაბამი, სარდიონი, მოჭიქული ფაიანსი, კვარცი, კაურები, გიორგის III მონეტები, XII-XIII სს., შუასაუკუნეების სამაროვანი, სამარხი #9, 1950 წლის განათხარი, ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორია.


მძივები, სარდიონი, მთის ბროლი, გიშერი, მოჭიქული მთის ბროლი, VIII-IX სს. ადრეული შუასაუკუნეების სამაროვანი, სამარხი #15, ფიროსმანის ქ. #16 მდებარე შენობის საძირკველი.

94 95


მძივები, მოჭიქული ფაიანსი, XI-XIII სს.


მძივები, ტიხა, ინკრუსტირებული, XII-XIII სს.


მოჭიქული საყვავილე, თევზების გამოსახულებით, XI-XII სს. ნაქალაქარი, III თხრილი, 1950 წლის განათხარი, ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორია.


მოჭიქული სამელნე, XII-XIII სს.


მოჭიქული სამარილეები, XII-XIII სს.


ჯამის ფრაგმენტი, ქალისა და მამაკაცის გამოსახულებით, XIII სს. ციხე, სასახლის III ოთახი.


მოჭიქული ჯამი ლომის გამოსახულეით, XII-XIII სს. ციხე.

96 97


მოჭიქული ჯამი ჩიტის გამოსახულებით, XII-XIII სს. ციხე, სასახლის VII ოთახი.


ჭურჭლის ფრაგმენტი, ავაზის გამოსახულებით, ილუსტრირებული ფაიანსი, XIIXIII სს. ციხე, სასახლის III ოთახი.


მოჭიქული ჯამის ფრაგმენტი, კურდღლის გამოსახულებით, თიხა, XII-XIII სს. ციხე.


მოჭიქული ჯამის ფრაგმენტი, პირიმზის გამოსახულებით, XIII ს. ციხე.


მოჭიქული ჯამი, თიხა, XIIXIII სს. ირანული ციხე.

98 99

ასევე სომხეთის ქალაქებიდან შემოტანილი ჩიბუხები56. მიგვანიშნებს რუსთავსა და სომხეთის ცენტრებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე. აგრეთვე, რუსთავის გარე სამყაროსთან კავშირის დასტურია ადგილზე აღმოჩენილი `სლავური ტიპის~ ოქროს საყურე57, ასევე კავკასიასა და რუსეთში კარგად ცნობილი მათარის ნიმუშები.58 რუსთავის მოსახლეობის შეძლებასა და მის დაწინაურებულ ყოფით დონეზე მეტყველებს აქ აღმოჩენილი სპარსული ფაიანცი, ასევე უამრავი უცხოური, ბიზანტიური, ილდეგიზური, შირვანული, დარუბანდის ამირებისა და სხვა მონეტები. რუსთავში ასევე აღმოჩენილია ერთი საინტერესო ნივთი, სპილენძის (XI-XIII ს) სასწორის პინაკი, რომელზეც გამოსახულია `დავითის ვარსკვლავი~ და წარწერა ივრითზე. იმდროინდელ რელიგიურ საზოგადოებაში, ვაჭრობის დროს, რომლებიც, სავარაუდოდ, არსებობდა რუსთავში, არცერთი რელიგიური კონფესია არ იხელმძღვანელებდა ებრაელთათვის დამახასიათებელი ნიშნით აღნიშნული საგნით, გარდა ებრაელისა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი, კარგად მიგვანიშნებს რუსთავის ფართო ეკონომიკურ კავშირებსა და მისი მოსახლეობის ყოფაზე.ებრაელთა ყოფა იმდროინდელ საქართველოში და, კერძოდ, რუსთავში, ძალიან საინტერესო თემაა. ებრაელთა ცხოვრებისა და მოღვაწეობისთვის იმდროინდელი რუსთავი ყველაზე მიმზიდველი ქალაქი იყო თავისი მდებარეობით (საერთაშორისო სავაჭრო გზა), ეკონომიკური სიმძლავრეებით (სხვადასხვა დარგის განვითარებით), სამეფო ხელისუფლებით და, რაც მთავარია, მათი 

56 ლ. ჭილაშვილი, ქ. რუსთავი, თბ. 1957 წ. გვ. 106.

57 გ. ლომთათიძე, რუსთავში წარმოებული არქეოლოგიური თხრის შედეგები, თბ. 1967 წ. გვ. 189.

58 ლ. ჭილაშვილი, ქ. რუსთავი, თბ. 1957 წ. გვ 110.


სასწორის პინაკი, სპილენძი, XI-XIII სს. ციხე.


მედალიონი, ოქრო, XII-XIII სს. ნაქალაქარი, ნაგებობა #7, თხრილი IV, 1950 წლის განათხარი, ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორია.


საყურე, ოქრო, XII-XIII სს. ნაქალაქარი, თხრილი III, 1950 წლის განათხარი, ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორია.

100 101


მიდგომით ქართული ეკლესიის მიმართ, რაც ქართველი ებრაელებისთვის სასურველი იყო. `ძველად, ქართველი ებრაელი ეკლესიის ხარკს დიდის ხალისით `ხდილობდა.~ იგი ხარკით აძლევდა პურს: ღვინოს, წმინდა სანთელს, თაფლს, საკმელს, ძაფს (ნართს), ფულს, ფართლს და ყველა იმ ნივთს, რაც კი მას გააჩნდა. გარდა ხარკისა, ურია ქართულ ეკლესიას, სალოცავს, ისე უმზერდა, როგორც მოსეს და დავითის ეკლესიას. ქართველი ურია ქართულ ეკლესიაში სამტროს არას ხედავდა, იგი ერთგულად ემსახურებოდა მას და ეკლესიაც ამ მიზეზით მფარველობდა და მშვიდობისმყოფელის ცხოვრებით შემოფარგლავდა. მიზეზი ურიათა უზადო და უეშმაკო ცხოვრება იყო, ამიტომ ისინი სამხედრო ბეგარისგან გათავისუფებულნი იყვნენ მათი სამხედრო ბეგარის გადასახადი ქართული ეკლესიის ხარკით ისაზღვრებოდა.59

XII-XIII საუკუნეებში მძლავრი ქართული სახელმწიფოს შექმნამ ქართველ ერში დაამკვიდრა და განავითარა ეროვნული ერთიანობის ძლიერი საფუძველი, რომელიც ემყარებოდა ერთიან ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ რწმენას და ძლიერ ცენტრალიზებულ სამეფო ხელისუფლებას. იმჟამინდელი რუსთავის ყოფა კარგადაა წარმოჩენილი არქეოლოგიური ნივთიერი მასალის საფუძველზე, მაგრამ ნაკლებია ამ პერიოდის წერილობითი წყაროები, აქედან გამომდინარე, ანალიზის კეთებისას, XII-XIII ს.ს. რუსთავის ყოფასთან დაკავშირებით აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა მდგომარეობა, რა რეალიები, რა სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორები იმოქმედებდა რუსთავზე. უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენდა ის, რომ რუსთავი იყო დიდი ტერიტორიის, როგორც ადმინისტრაციული, ისე სასულიერო ცენტრი. 

59 ზ. ჭიჭინაძე, ქართველი ებრაელები საქართველოში, თფილისი 1904 წ. გვ. 22.

რუსთავი პირდაპირ ექვემდებარებოდა საქართველოს მეფეს, რომელსაც დანიშნული ჰყავდა ქალაქის თავი, რომელიც წარმართავდა სახელმწიფო ხელისუფლებას. ცალკე აღებული მთავრები, თავადები, ერისთავები რუსთავს არ ჰყავდა. მეფის მიერ დანიშნული ქალაქის (მხარის) ხელმძღვანელი, ტრადიციულად, სამეფო ოჯახის წევრი იქნებოდა, იმიტომ, რომ რევიანთა დინასტიიდან მოყოლებული და მას შემდეგ, რაც რევიანთა შტო შეუერთდა სამეფო გვარს, ქალაქის (მხარის) მართვა ჩამოყალიბდა სამეფო ოჯახის მიერ (არაბობის დროის გამოკლებით). მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო რუსთავში (და ამ მხარეში) საეპისკოპოსო სასულიერო ცენტრის არსებობა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გიორგი ჭყონდიდელის მიერ, ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, რუსთავში დაიწყო მისი არსებობის ისტორიის ~ ოქროს ხანა~ (ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში). რუსთავში აღმოჩენილი ამ პერიოდის არქეოლოგიური ნივთები არის ხელოვნების უზადო ნიმუშები, ხოლო ამ პერიოდის საეკლესიო ფრესკის ფრაგმენტები უდიდესი სიზუსტითა და სინატიფითაა შესრულებული. ოქრომჭედლობა, ფერწერა, საეკლესიო ნივთები, ჯვრები, კანდელის ნაწილები, ჭრაქები, სამელნეები და სხვა, ის რაც გადარჩა, შესრულებულია დიდი სიზუსტით და ატარებს შეძლებული და განათლებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ეს ნივთები მრავლად გვხვდება როგორც ციხის, ასევე ნაქალაქარის ტერიტორიაზე. განსაკუთრებული ფუფუნებით გამოირჩევა ციხის ტერიტორიაზე არსებულ სასახლის ნანგრევებში აღმოჩენილი ჭურჭელი, რაც პირდაპირი დასტურია იმისა, რომ რუსთავში მაღალი რანგის მოხელეები სახლობდნენ. ციხის ტერიტორიაზე არსებული სასახლე წარმოადგენდა იმ პერიოდის ერთ-ერთ მდიდარ და კეთილმოწყობილ შენობას, რომლის ფანჯრებიც სასარკმლე მინებით იყო გაწყობილი, რაც შეძლებულ პირთათვისაც კი მიუწვდომელ ფუფუნებას წარმოადგენდა.

102 103


შტანდარტი, ბრინჯაო, XII-XIII სს. ციხე, სასახლე.

 რუსთავში სამეფო ხელისუფლების დომინანტობის (უზენაესობის) ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს სასახლის ადგილზე აღმოჩენილი შტანდარტი წარმოადგენს. შტანდარტი არის განსაკუთრებული ელიტური საპატიო სამხედრო ნიშანი, რომელსაც სრულყოფილი სამეფო სამხედრო შენაერთები ფლობდნენ. მანამდეც და მას შემდეგაც შტანდარტს ფლობდნენ საკმაოდ მოზრდილი სამხედროშენაერთები, მაგალითად: რომის იმპერიაში შტანდარტი მხოლოდ ლეგიონებს (6 500 ჯარისკაცი) ჰქონდათ, XVI-XVII საუკუნეებში ბრიგადები (3 000-5 000) და პოლკებიც (2 500) ფლობდნენ შტანდარტებს, ყველას თავისი განსხვავებული ნიშანი ჰქონდა. რას წარმოადგენდა რუსთავში მდგომი სამხედრო შენაერთი? ეს იყო დიდი ციხე-სიმაგრის გარნიზონი. ამ პერიოდის რუსთავში ხორციელდებოდა მხოლოდ სამეფო და საეპისკოპოსო მმართველობა (რუსთავს დიდებულები არ ჰყავდა). მისი ციხესიმაგრის გარნიზონის შემადგენლობაში, ძირითადად, საეკლესიო აზნაურები შედიოდნენ. აზნაურთა ეს ფენა საქართველოში XI საუკუნეში ჩამოყალიბდა, ხოლო როდესაც გიორგი ჭყონდიდელიმა 1115 წელს რუსთავი აიღო, მისი ძირითადი დასაყრდენიც საეკლესიო აზნაურები უნდა ყოფილიყვნენ (დავით აღმაშენებელმა ყივჩაღები საქართველოში 1118 წელს ჩამოასახლა). გამომდინარე იქიდან, რომ საეკლესიო აზნაურები საკათალიკოსო, საეპარქიო დიდ მონასტრებს ეკუთვნოდნენ, ისინი, პირველ რიგში, მაინც სამეფო დომინანტობას (უზენაესობას) აღიარებდნენ, შესაბამისად, რუსთავში საჭირო არ იქნებოდა სხვა დაქვემდებარების აზნაურთა მობილიზება, რადგანაც რუსთავის ეპარქია საკმაოდ დიდ გეოგრაფიულ ფართობს, მრავალ ეკლესია-ეკლესიას, სოფელს თუ სიმაგრეს და მიწის ფართობს ფლობდა. 

104 105

მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებ და გავიხსენებ, რომ მონღოლებმა საქართველოდან, ომების წარმოების დროს, გაიყვანეს რვა ათიათასეული (ზოგან აღინიშნება ცხრა ათიათასეული), ამათგან ერთი ათიათასეული გადიოდა მტკვარი-არაგვის აღმოსავლეთით მდებარე (კუხეთ) კახეთ-ჰერეთიდან, ამ მხარეში კი ყველაზე დიდი ქალაქები იყო რუსთავი და ხორნაბუჯი. რუსთავს ეპისკოპოსი და მეფის მიერ დანიშნული ქალაქის თავი მართავდა, შესაბამისად, აქ იდგებოდა ყველაზე ელიტური სამხედრო შენაერთი, სულ მცირე 1 000 ჯარისკაცის შემადგენლობით, რაზეც მიუთითებს შტანდარტის აქ აღმოჩენა. რუსთავის შტანდარტზე არის წარწერა, სადაც ტექსტი ბოლომდე ვერ იკითხება, მაგრამ სიტყვები, რომელიც ამ ტექსტშია, პირდაპირ მიუთითებს მის (შტანდარტის) სამეფო-სამხედრო რეგალიაზე. ეს სიტყვებია: `ერთადერთი, ერთი პიროვნება, შეუდარებელი, სამეფო ტახტი, სამეფო ღირსება, სამეფო ჩინი, წინამძღოლი, ჯავშანი, ჯაჭვის პერანგი, აქვეა ტექსტში ნახსენები: თავდამსხმელი, შემტევი~.60თემიდან გადახვევა არ გამოგვივა, თუ დავამატებთ, რომ შტანდარტზე მოცემული ტექსტი არის რუსთავში მდგარი საეკლესიო აზნაურთა, სამხედრო გარნიზონის მოწოდება და დევიზი, რომელიც შეესაბამება XII-XIII-საუკუნის საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ, 

60 რუსთავი III, თბ. 2005, გვ. 79.


XIII საუკუნის ორი ჯაჭვის პერანგი ხევსურეთიდან.

106 107

იდეოლოგიურ, მორალურ, ფსიქოლოგიურ ვითარებას და სულისკვეთებას. სწორედ ამ საფუძვლებზე იდგა დავით აღმაშენებლის მიერ შექმნილი მძლავრი სახელმწიფო სამხედრო მანქანა, რომელიც, თავის მხრივ, ემყარებოდა ისეთ მძლავრ სულიერ და ეკონომიკურ პრინციპებს, როგორიც იყო ქრისტიანული მორალი, განვითარებული ქალაქური მეურნეობა და მყარი აგრარული სექტორი (რუსთავში ეს დარგი ემყარებოდა მორწყვით მიწათმოქმედებას). ამ პერიოდის სამხედრო ამუნიცია და იარაღი, ერთეულების გამოკლებით, თითქმის არ არის შემორჩენილი, გარდა ერთისა _ XIII საუკუნის ორი ჯაჭვის პერანგი ხევსურეთიდან, რომელიც XIX საუკუნეში გატანილი იყო გერმანიაში და ამჟამად გამოფენილია ბერლინის იარაღის მუზეუმში. ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი სეგმენტის დალაგებით იხატება ნათელი სურათი, თუ რა დიდი მნიშვნელობის ქალაქი იყო რუსთავი, თავისი ეკლესია-მონასტრებით, სასახლეებით, სავაჭრო რიგებით, სახელოსნოებით და მთლიანად მოსახლეობით, რომელიც იმ პერიოდისთვის 40 ჰა-ზე იყო განლაგებული. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსთავის მოსახლეობა ძირითადად იყო ქართული და მართლმადიდებლური. ამის მტკიცებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ იმ პერიოდის საქართველოს საზღვრები სამხრეთით ბევრად შორს გადიოდა, ვიდრე ამჟამად არის. რუსთავს სამხრეთიდან ესაზღვრებოდა არანაკლებ მძლავრი, მართლმადიდებლური ვახტანგ გორგასალის მიერ დაარსებული ხუნანის საერისთავო, გაგის საეპისკოპოსოთი. გარდა ამისა, რუსთავის შემოგარენიც შედგებოდა ქართული სოფლებისაგან და რუსთავის საეპისკოპოსო მსახურება ვრცელდებოდა ისტორიული კუხეთის ვრცელ ტერიტორიაზე. რუსთავის ეპისკოპოსი ზრუნავდა ქალაქზე და მის ვრცელ ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე, რისი მაგალითიც ჩვენ ვნახეთ ზემოთ, დავით გარეჯის მონასტერთან მიმართებაში. საკმაოდ დიდი მისია ეკისრებოდათ და ვრცელ და რთულ სისტემას უძღვებოდნენ რუსთავის ეპისკოპოსები, რომელთა (130-135 შორის) მხოლოდ 33-ის სახელი შემოგვინახა ისტორიამ, მათ შორის XII-XIII ს.ს. ერთ-ერთი, ჩვენი ვარაუდით (სხვა მკვლევართა ვარაუდთა შორის), არის-შოთა რუსთველი. ამის შესახებ ვრცლად საუბრობს და საკმაო არგუმენტები მოჰყავს პროფესორ აკაკი მათიაშვილს. XII-XIIIსაუკუნის რუსთავი იყო დიდი, მოწინავე, განვითარებული ქალაქი, რომლის მმართველებიც მჭიდრო კავშირში იყვნენ ერთიანი საქართველოს სამეფო კართან. სამეფო კართან სიახლოვე განაპირობებდა რუსთაველი ეპისკოპოსების დიდ ავტორიტეტს. შოთა რუსთველის შესაბამისი განათლება და ფართო მსოფლმხედველობა, რომელიც აშკარად იკვეთება `ვეფხისტყაოსანში~, შესაძლებელია, ჰქონოდა მხოლოდ მაღალი საზოგადოების წევრთა გარემოში შობილ და აღზრდილ ადამიანს. რუსთველი სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, სწორედ ისეთით, როგორიც უნდა ჰქონოდა ეპისკოპოსს, სამეფო ოჯახის წევრს. რუსთველი სადაურობის აღმნიშვნელი ზედსართავი სახელია, ამიტომ იმის მტკიცება, რომ რუსთველი რუსთავიდან იყო, ჯანსაღ აზრს არ არის მოკლებული. თუ ვინმე მაინც იკითხავს, თუ რატომ მაინცდამაინც ქ. რუსთავიდან?.. _ ვუპასუხებთ, რომ არ შეიძლება ერთდროულად ყოფილიყო სასულიერო და საერო თანამდებობის მქონე ორი რუსთველი, ორი ტფილელი, ორი მანგლელი, ორი ნინოწმინდელი, ორი ალავერდელი, ორი ნეკრესელი, ორი ბოლნელი, ორი მროველი, ორი ბოდბელი, ორი წილკნელი და ა. შ.61

108 109


შოთა რუსთველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე.

შოთა რუსთველმა რუსთავის ეპისკოპოსად, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ იგი იყო თამარ მეფის თანამედროვე, ღრმად განათლებული ავტორიტეტული ადამიანი. მისი ფრესკა დღემდეა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედელზე, მლოცველად, სამღვდელმთავრო სამოსლით _ პორფირ-ბისონითა და თავსაბურავით გამოსახული. პირველი, ვინც მოისმენდა რუსთველი ეპისკოპოსის (პოეტის) ქადაგებებს, მის სიტყვას, მის შეგონებებს, რა თქმა უნდა, რუსთავის ეპარქიის მრევლი იქნებოდა. ფაქტობრივად, ქ. რუსთავსაც და შოთა რუსთველსაც ერთნაირი ტრაგიკული ისტორია აქვთ. ქალაქისა და პოეტი-ეპისკოპოსის ისტორია ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც მოხდა `სასწაული~ და 700 წლის შემდეგ იერუსალიმის ჯვრის ეკლესიასი აღმოაჩინეს შოთა რუსთველის ფრესკა, თითქმის იმავე პერიოდში ქ. რუსთავმაც მეორე სიცოცხლე დაიწყო.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შოთა რუსთველი თამარ მეფის კარზე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. ეს ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს 1187 წელს, როცა სალადინმა იერუსალიმი დაიპყრო, იქ მცხოვრებ ყველა ქრისტიანს (მათ შორის, ჯვაროსნებს თავიანთი ოჯახის წევრებით) ნება დართო მშვიდობიანად წასულიყვნენ წმინდა მიწიდან. მანამდე კი სალადინი (იერუსალიმის აღებამდე) დიპლომატიურ წერილებს სწერდა თამარ მეფეს და ჰპირდებოდა წმინდა მიწაზე ქართველებისთვის წართმეული ყველა ეკლესია-მონასტრების დაბრუნებას, ოღონდ იერუსალიმისთვის ბრძოლაში ქართველებს მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ (ჯვაროსნები მართლმადიდებლებს ეკლესია-მონასტრებს იმ მიზეზით ართმევდნენ, რომ იქ განეთავსებინათ ევროპიდან მოსული პილიგრიმების დიდი ნაკადი, რომლებსაც ისინი მგზავრობისას, გაცილებისას, ღამისთევისას, ქალაქში ყოფნისას და ქრისტიანული სიწმინდეების ნახვა-მოლოცვისას დიდ გადასახადებს ახდევინებდნენ, ასეთი წესით `დაგროვილი~ სიმდიდრთ ჯვაროსანი ტამპლიერები უმდიდრეს ორდენად გადაიქცნენ, მაგრამ მათი სიდიადე და არსებობა 1310 წელს პარიზში ანთებულ კოცონზე დასრულდა).

61 ა. მათიაშვილი, აკრიანი-მარტომყოფი-მარტყოფი-4 500, თბ. 1998 წ. გვ. 170.

110 111

 სალადინმა დანაპირები შეასრულა, იერუსალიმის აღების შემდეგ, დაპირებული ქართული ეკლესია-მონასტრების უკან გადმობარების მიზნით, თამარ მეფემ წმინდა მიწაზე ელჩობა მიავლინა შოთა რუსთველის თაოსნობით, რაზეც საუბრობს ადრეული არაბული წყაროები. ელჩობა იერუსალიმში 1192 წელს ჩასულა. ჩვენი აზრით, 1192 წელს გადასცემდა სალადინი ქართველებს წმინდა მიწაზე არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს, თანაც სასწრაფო წესით და დიდი პრივილეგიებით, რადგანაც, როგორც ცნობილია, 1192 წელს, იერუსალიმს ხელმეორე აღებით დაემუქრნნენ III ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილენი, ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულის მეთაურობით. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ ლომგულმა 1192 წლის ზაფხულში დატოვა წმინდა მიწა, იქ კიდევ რჩებოდნენ მის მიერ დაკავებულ ქალაქებში ტამპლიერი და გოსპიტალიერი რაინდები, ამიტომ სალადინმა შეასრულა თავისი დაპირება და ამით მიიღო გარანტიები, რომ ქართველები ჯვაროსნებს არ დაეხმარებოდნენ. დაახლოებით ასეთივე, საქართველოსთვის სასიკეთო, მაღალი დონის პოლიტიკური მანევრი განახორციელა თამარ მეფემ ბიზანტიასთან მიმართებაში. როდესაც 1204 წელს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი, თამარ მეფემ ბიზანტიის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია-კომნენოსები გაამეფა (გახადა იმპერატორი) ტრაპიზონში და ამით ეს დინასტია და მეორე რომის იდეა განადგურებას გადაარჩინა. თამარ მეფის მიერ იერუსალიმში ელჩობის გაგზავნის შესახებ ბერძენი მემატიანენი წერენ: `ლეგენდარულმა თამარ მეფემ, რომლის კარზეც ცხოვრობდა მგოსანი შოთა რუსთაველი, 1192 წელს იგი იერუსალიმის წმინდა ადგილებში გაგზავნა~, ლ. ცაგარელის მოწმობით, `მეფე თამარმა სალადინს, მის მიერ დაპყრობილ `წმინდა ჯვარში~ (ანუ ჯვრის ეკლესიასი) 200 000 დინარი შესთავაზა და მოსთხოვა ყველა იმ ქართული წმინდა რელიქვიების დაბრუნება, რომელიც თამარ მეფის ნება-სურვილითა და მხარდაჭერით მოხატა~ (ნანა ბოკუჩავა, გაზეთი `საპატრიარქოს უწყებანი~).გასაკვირი არ არის, რომ შოთა რუსთველმა, როგორც თავისი ეპოქის განათლებულმა და მეფის კარზე დაფასებულმა ადამიანმა, ასევე სპარსული ენისა და საერთაშორისო დიპლომატიის დიდმა მცოდნემ (ამის მაგალითს ვეფხისტყაოსნის გეოგრაფიის ანალიზი იძლევა), ეს მისია ბრწყინვალედ შეასრულა და ქართველთათვის წმინდა მიწაზე არსებული სიწმინდეების მომვლელ-მეპატრონედ მოგვევლინა. შოთა რუსთაველზე, მის პიროვნებაზე უნიკალურ ცნობებს გვაწვდის თავისი დროის ერთ-ერთი განსწავლული პიროვნება, კათალიკოსი ანტონ I ბაგრატიონი:`შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის-მოყუარე ფრიად, ფილოსოფოსი, მეტყველი სპარსთა ენისა~.62

62 ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, თბ.1980 წ. გვ. 281.

112 113

თამარ მეფის ეს ნაბიჯი (შოთა რუსთველის ხელმძღვანელობით ელჩების იერუსალიმში გაგზავნა), საქართველოს ისტორიაში არ იყო სპონტანური და მხოლოდ ბედზე დამყარებული გადაწყვეტილება. მეფე დავით აღმაშენებელმა პირველი ასეთივე წარმატებული მისია განახორციელა 1099 წელს, როდესაც ჯვაროსნებმა იერუსალიმი აიღეს. დავით აღმაშენებელმა თავისი თანამედროვე, გელათის აკადემიაში მოღვაწე, იყალთოს აკადემიის დამაარსებელი და პირველი რექტორი, უაღრესად განათლებული სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი და ჰიმნოგრაფი არსენ იყალთოელი `თარგმნასა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენასათა~,63 გააგზავნა იერუსალიმში ქართული სიწმინდეების მოვლა-საპატრონოდ: `დავით აღმაშენებელმან წარავლინა დიდითა საფასურითა და წარსაგებელითა და მრავლითა ძვირფასითა ნივთითა იერუსალიმად შესაწირავად წმინდათა მათ ადგილთა, მიიწია ესე, განაახლა და განამშვენიერნა ჯვრის მონასტერი და სხვანი წმინდანი მონასტერნი ქართველთანი და ყოველთა მათ წმინდათა ადგილთა განმადიდებელნი, აღმაშენებელი და შემამკობელი მოიქცა საქართველოდვე~. არსენ იყალთოელი დაკისრებული მისიის შემდეგ ღირსეულად დაბრუნდა საქართველოში. მის კალამს ეკუთვნის ნაწარმოები-ეპიტაფია დავით აღმაშენებელზე `ვინ ნაჭარმაგევს მეფენი...~მსგავსი მასალები გვაძლევს უტყუარ საფუძველს, დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ შოთა რუსთაველი იერუსალიმში თამარ მეფის მიერ ნამდვილად დაინიშნა ელჩობის ხელმძღვანელად. ვინ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მისიის ხელმძღვანელი, თუ არა შოთა რუსთველი? რომელიც მეფის კარზე იყო ერთ-ერთი ყველასგან გამორჩეული, განათლებული და სამეფო ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი.

63 ქართლის ცხოვრება, თბ. 1955 წ. ტ. I, გვ. 356.

 ქრისტიანულ სამყაროში წესად იყო: ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დიდი ნდობით აღჭურვილი სასულიერო პირების გაგზავნა. მოგვიანებით, მსგავსი ელჩობა, ოღონდ უკვე ევროპაში, გაიგზავნა ვახტანგ VI-ს მიერ, სულხან-საბა ორბელიანის ხელმძღვანელობით. არ შევდივართ კამათში, თუ როდის, ან სად დაწერა შოთა რუსთაველმა თავისი უკვდავი პოემა `ვეფხისტყაოსანი~, მაგრამ ფაქტი სახეზეა. შოთა რუსთველის სახელი მისმა ნაწარმოებმა შემოგვინახა, რომელშიც მკაფიოდ ჩანს შუა საუკუნეების წარმატებული ქალაქის მკვიდრის და აქ, რუსთავში, მოღვაწე დიდი ადამიანის უკვდავი სახე.„ოქროს ხანა~ საქართველოში დასრულდა 1226 წელს, მას შემდეგ, რაც ხვარაზმის შაჰმა ჯალალ ედ დინმა თბილისი აიღო. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენ არ მოგვეპოვება არავითარი ცნობა, (არც არქეოლოგიური, არც წერილობითი) ამ პერიოდის რუსთავის დარბევის შესახებ. ჯალალ ედ დინმა, გარნისის ბრძოლის შემდეგ, 1225 წელს, აიღო ქ. დვინი და მდ. დებედას ხეობით (მდ. ქურდვაჭრისხევი) შემოვიდა ქვემო ქართლში, აქედან კი, 1226 წელს, ტაბახმელას გზით მიადგა თბილისს. ერთადერთი ადგილი, სადაც შეისვენებდა (როგორც ხდებოდა ხოლმე სამხრეთიდან მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ წამოსული მოწინააღმდეგის შემთხვევაში), იყო მდინარეების დებედა-ქცია-ალგეთი-მტკვრის ფართო ჭალები, რომელსაც ისტორიული `აგარანი~ ერქვა. `აგარანი~ იყო მხოლოდ მცირე ცენტრალური ნაწილი ისტორიული `ქართველთა ველისა~. თვით V საუკუნის სომეხი ისტორიკოსიც მოვსეს ხორენაციც ვერ უარყოფს

114 115

ამ ისტორიულ ფაქტს და თავის `სომხეთის ისტორიაში~ ქვემო ქართლის ვაკეს `ვრაცდაშტატს~ (ქართველთა ველს) უწოდებს. `აგარათაში~ იყო დიდძალი ჯარის თავმოყრისა და ხანგრძლივი შესვენების ადგილი, საიდანაც ხელმისაწვდომი იყო ქვეყნის ცენტრალური რაიონების~ დაპყრობა.64 ჯალალ ედ დინს ეჩქარებოდა თბილისის აღება, რადგანაც, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ის იყო ყველაზე დიდი და დაუმორჩილებელი საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის მდიდარი ქალაქი, ამიტომ ის სასწრაფოდ გაეშურა თბილისისაკენ. რუსთავი, მტრის შემოსევის შემთხვევაში, დაცული იყო. რუსთაველები, რომლებიც მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს ცხოვრობდნენ, გადმოვიდოდნენ მდინარის მარცხენა მხარეს, სადაც იყო მძლავრი ციხესიმაგრე თავისი გარნიზონით და თავდაცვის მიზნით მტკვარზე ხიდს აშლიდნენ. რუსთავის მოქალაქენი და მებრძოლნი, როგორც უშუალოდ მეფის დომენი (სამეფო მფლობელობაში მყოფი ტერიტორია), რა თქმა უნდა, საქართველოს მიერ წარმოებულ ყველა ომში მიიღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის, ჯალალ ედ დინის წინააღმდეგ. მიუხედავად დედაქალაქის დარბევისა, ქვეყნის ერთიანობის მძლავრი მუხტი ასე მალე არ განელდებოდა, მაგრამ მტერი იმდენად ძლიერი იყო, რომ ჯალალ ედ დინის ჯარს ქართველები 1230 წლამდე ებრძოდნენ. 1231 წელს რუსუდანი სამეფო კართან ერთად ქუთაისში რჩებოდა. აქ მან თავისი 5 წლის დავითი თანამოსაყდრედ აკურთხებინა. ორი წლის შემდეგ, 1233 წელს, სამეფო ტახტი გადავიდა თბილისში. 1235 წელს მონღოლებმა ქ. განჯა აიღეს და უშუალოდ გაემიჯნენ ქართულ მიწებს. რუსუდანი ისევ ქუთაისში დაბრუნდა და 1242-43 წლებში ცდილობდა მონღოლებს შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დახმარება ვერსაიდან ვერ მიიღო და იძულებული გახდა მონღოლებთან ზავი დაედო და სამეფო ტახტი ისევ თბილისში გადმოეტანა.

64 ივ. შაიშმელაშვილი, ჩაუქრობელი დიდების ქალაქი, თბ. 1987 წ. გვ. 19.

 მონღოლები ქართველთათვის უცნობი ხალხი იყო. საქართველოს, სომხეთისა და ძველი რუსეთის ისტორიული წყაროებიდან უკლებლივ ყველა აღწერს მონღოლების გამოჩენას, მაგრამ როგორც ჩანს, არავინ უწყოდა, საიდან მოვიდნენ დამპყრობლები, ვინ იყვნენ და საით წავიდნენ.65 XIII საუკუნის დასაწყისამდე ისინი, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩინეთისთვის იყვნენ ცნობილნი. თვით ხვარაზმის სახანოს უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ოტრარის აღების დროსაც კი, ცენტრალური აზიისათვის, მონღოლები უცნობი ხალხი იყო: `ქვეყანასა მზისასა აღმოსავლეთით კერძო, რომელსა ეწოდების ჩიმაჩინი გამოჩდეს კაცნი ვინმე საკვრველნი ადგილსა ყურყურუმად (ყარაყორუმად) წოდებულსა, უცხო სახითა, წესითა და შესახედავადაც. რამეთუ არცა ძუელთა წიგნთა შინა სადმე იპოვების ამბავი მათი, რამე თუ არიან უცხო-ენა, უცხო-სახე, უცხო-ცხოვრება, პურისა გემო არა იცოდიან, ხორცითა და პირუტყვთა სძითა ცხოვრობდეს~,66 მონღოლები თავისი რწმენით, ქცევით, ყოფით, მსოფლმხედველობით ქართველთათვის აბსოლუტურად უცხონი იყვნენ. თავის მხრივ, მომთაბარენი, რომლებიც უცხო გარემოში ხვდებოდნენ, ამ გარემოს აღიქვამდნენ როგორც მტრულს. `მტრული~ გარემო შენ თუ არ გაანადგურე, ის გაგანადგურებს! ამიტომ მონღოლები დაპყრობილ ქვეყნებს ან სულ ანადგურებდნენ, ან მათგან სრულ მორჩილებასა და გადასახადების გადახდას ითხოვდნენ. სისასტიკით ვიკინგებიც კი ვერ შეედრებოდნენ მონღოლებს.

65 ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 182.

66 ქართლის ცხოვრება, თბ. ტ. 2, თბ. 1959 წ. გვ. 195.

116 117

 ქალაქის ალყის შემთხვევაში, მონღოლები ელჩობას აგზავნიდნენ წინადადებით _ ან დანებება და ხარკის გადახდა, ან მოსახლეობის სრული განადგურება. მაგალითად: როდესაც მონღოლები ომარ ხაიამის მშობლიურ ქალაქს ნიშაბურს მიადგნენ, ჩინგიზ 

ხანმა მოქალაქეებს შეუთვალა: `მეთაურებო, უხუცესებო და მშვიდობიანო მოქალაქეებო! თქვენ იცით, ღმერთმა მიბოძა მბრძანებლობა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ვინც დამმორჩილდება _ დავინდობ, ვინც წინააღმდეგობას გამიწევს _ დაუნდობლად გავანადგურებ მასაც და მის სახლეულსაც~.67 სხვა არავითარი კომპრომისული ვარიანტი არ არსებობდა. სასოფლო-სამეურნეო დარგები, ისეთი, როგორიც არის მემინდვრეობა, მონღოლებს არ ჰქონდათ, რადგან ამისთვის მკვიდრი ბინადრობა იყო საჭირო. საკვებიდან ისინი პურეულს არ ეტანებოდნენ. მთელი მათი მეურნეობა-მრეწველობა მომთაბარეობით მესაქონლეობასა და ლაშქარ-ნადირობასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. რაკი იარაღად მონღოლებს უმთავრესად მშვილდ-ისარი, შუბი და ხმალი ჰქონდათ, ხელოსნებიც, ძირითადად, ამ დარგის ჰყავდათ. ამას ემატებოდა ხელოსნები, რომლებიც ამუშავებდნენ ტყავს, ხარგების (მონღოლური კარავი) დასამზადებლად და ასევე ჰყავდათ ხის ურმების ხელოსნები. სულ ეს იყო მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მაქსიმუმი.68 ქართველთა პირველი შეხება მონღოლებთან ჯერ კიდევ ლაშა-გიორგის დროს მოხდა, 1221 წელს, როდესაც მონღოლთა მარბიელი ჯარი შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში. 

67 ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 147.

68 ქართველი ერის ისტორია, ტ. 3. თბ. 2012 წ. გვ. 41.

ქართველთა და მონღოლთა პირველ ბრძოლას ასე აღწერს ჩინგიზ ყაენის პიროვნების მკვლევარი ჯეკ უეზერფორდი: 1121 წელს, ჩინგიზ ყაენთან ერთად, ცენტრალურ აზიაში ლაშქრობისას, სუბუდაიმ და ჯებემ (მონღოლი მარბიელი ჯარის უფროსები) ხვარაზმის სულთნის დევნისას კასპიის ზღვას შემოუარეს. სულთნის სიკვდილის შემდეგ კი ნება მიიღეს, გზას გაჰყოლოდნენ და ენახათ, რა იყო ჩრდილოეთით. სწორედ აქ წააწყდნენ პატარა ქრისტიანულ სახელმწიფოს, საქართველოს, რომელსაც გიორგი IV მართავდა. ჯებემ თავისი დუმანი (ათიათასეული) ბრძოლაშიც კი ჩართო, რათა ქართველთა ძალა გამოეცადა. საქართველოს, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უხდებოდა ბრძოლა მუსლიმ მეზობლებთან, უნარიანი, დისციპლინირებული, პროფესიული ჯარი ჰყავდა. ის საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებდა და ძალიან მოკლე დროში სათანადოდ მოემზადა მონღოლების დასახვედრად, ისე, როგორც აქამდე თურქ და მუსლიმ არმიებს ეგებებოდა. ჯებეს მონღოლი ჯარისკაცები მიუახლოვდნენ ქართველ მეომრებს, მაგრამ რამდენიმე გასროლის შემდეგ უკანვე გაბრუნდნენ. ქართველებს ეგონათ, მტერი ბრძოლის ველიდან გარბისო და დაედევნენ, მაგრამ ეს მონღოლების საბრძოლო ხრიკი იყო, ზედმეტად თავდაჯერებულმა ქართველებმა საბრძოლო რიგები მოშალეს და მონღოლებს უწესრიგოდ გამოუდგნენ. მტერს უჭირდა დაწინაურება, მაგრამ ქართველთა დაღლილი და დასუსტებული ცხენები თანდათან ჩამორჩნენ გაქცეულ მონღოლებს და მალე ერთ გრძელ რიგად გაიშალნენ. აღმოჩნდა, რომ ჯებეს მეომრებმა ქართველი მხედრები სუბადაის მოწყობილ ხაფანგში შეიტყუეს. ახლა ჯებეს რაზმმა შეუტია მდევარს, ჯებეს ჯარისკაცებმა ცხენები გამოცვალეს და ბრძოლას დაუბრუნდნენ. რამდენიმე საათში მონღოლებმა მთლიანად გაანადგურეს ქართველთა ჯარი და ქვეყნის არისტოკრატია. სუბუდაიმ ქვეყანა ვასალურ სამეფოდ აქცია. ეს იყო პირველი ქვეშევრდომი სახელმწიფო ევროპაში, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩა მონღოლების ერთგულ მოკავშირედ~.69 ზუსტად იგივე სამხედრო ხრიკი გამოიყენეს მონღოლებმა კიევის რუსეთის წინააღმდეგ მდ. კალკასთან ბრძოლის დროს. არისტოკრატიის განადგურებით, მონღოლები უმეთაუროდ ტოვებდნენ მტრის უმთავრეს სოციალურ სისტემას და მომავალში მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას ამცირებდნენ.70. 1242-43 წლებში, ქ. რუსთავის ისტორიაში იწყება მონღოლთა ბატონობის 20 წლიანი პერიოდი. 

118 119

მონღოლების შემოსვლას საქართველოში, სამეფო ხელისუფლების მხრიდან დიდი ბრძოლები არ მოჰყოლია. დამყარდა შედარებითი `მშვიდობა~, რომელიც განპირობებული იყო ქართული სამეფოს მხრიდან მონღოლთათვის ხარკის გადახდით და მონღოლთა ჯარში მსახურებით. თვითონ მონღოლები უშუალოდ ხარკს არ აგროვებდნენ. ისინი თავიანთ თავს მეომრებს უწოდებდნენ და ხარკის აკრეფა ეთაკილებოდათ. მათ ამ საქმით დაკავებული ჰყავდათ სპარსი ვაჭრები,

(ინტერნეტ სტატია `система налогообложения во время Золотой Орды), რომლებიც არა მარტო მონღოლებისთვის კრეფდნენ ხარკს, არამედ ამ საქმიანობას იყენებდნენ საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ისინი, როგორც მონღოლთაგან დაპყრობილი ქვეყნის (სპარსეთი) 

69 ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 177-178.

70 ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 149.

წარმომადგენლები, დაუნდობელნი იყვნენ მონღოლების მიერ დაპყრობილი ქვეყნების მიმართ, მონღოლთათვის ხარკის შემგროვებელი სპარსი მოხელეთა მეხსიერებაში ღრმად იქნებოდა ჩარჩენილი ქართველთა სიძლიერე და მათი (მეზობელი) ქვეყნების მარცხი ბოლო 150 წლის განმავლობაში. მონღოლთა ჯარისთვის, რომელმაც ჩვენამდე თითქმის სამყაროს ნახევარი ბრძოლებით გამოიარა და ათობით და ასობით ქალაქის ზღუდე გადალახა, რუსთავიც და მისი შემოგარენიც, როგორც ადვილი დასამორჩილებელი, ასევე ადვილი აღსაწერი და დასაბეგრი იყო. რუსთავი პირველ ჯერზე განსაცდელს გადაურჩა.საინტერესოა, რას წარმოადგენდა იმდროინდელი მონღოლური საგადასახადო სისტემა, რომელმაც საბოლოოდ დანგრევამდე მიიყვანა არაერთი სახელმწიფო. ყველაფერი იწყებოდა აღწერით, საქართველოში (განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში) მონღოლებმა აღწერეს ყველაფერი, რაც კი შემოსავალს იძლეოდა: ვენახი, ბაღი, ყანა, ბოსტანი, წისქვილები, ზეთსახდელები, საძოვრები, საქონელი, სათევზაო ადგილებიც კი. გადასახადებით დაიბეგრა როგორც სოფლის მეურნენი, ასევე ვაჭრები, ხელოსნები, მეთევზეები და მაღაროში მომუშავენი. გადასახადების რაოდენობა განსაკუთრებულ დავთრებში შეჰქონდათ. ასეთ დავთრებში არ შეუტანიათ მხოლოდ ეკლესიის მსახურნი და საეკლესიო მიწები.71.  ეკლესია არ იხდიდა გადასახადებს, ამიტომ ღარიბდებოდა სახელმწიფოს მხოლოდ საერო მხარე. რუსთავი მონღოლთა ბატონობის დაწყების პირველ ეტაპს დიდად არ დაუზიანებია არც ეკონომიკურად და არც ფიზიკურად, რადგან რუსთავის მოქალაქეთა დიდი ნაწილი წარმოადგენდა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიის წიაღში აღმოცენებულ საზოგადოებას და მის მრევლს. გავიხსენოთ, რომ რუსთავის საეპისკოპოსოს ექვემდებარებოდა მრავალი ათეული ვაჭარი, ჰქონდა ფართოდ გაშლილი საეკლესიო ცხოვრება და ფლობდა საკმაოდ დიდ სასოფლო მიწის ფართობს. ფართო საეკლესიო ცხოვრების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს საეკლესიო სახელოსნოები, სკოლები და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები.

71 საქართველოს ისტორია, ტ. 3. თბ. 2012 წ. გვ. 48.

120 121

 ჰქონდა დიდი შემოსავალი, რომელიც, თავის მხრივ, ნაწილდებოდა მრევლზე. იმდროინდელი რუსთავი ისევ რჩებოდა განვითარებულ, მოწინავე ქალაქად, რისი მტკიცების საფუძველსაც გვაძლევს თუნდაც აქ აღმოჩენილი რუსუდანისა და დავით ულუს დროინდელი, მრავალი მონღოლური ვერცხლის მონეტა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონღოლთა ბატონობის დაწყებით მონღოლთა მთელ იმპერიაში და მასზე დამოკიდებულ ქვეყნებში დაიწყო ვერცხლის მონეტების მოჭრა-მიმოქცევა. ასეთი მონეტები აღმოჩენილია რუსთავის ტერიტორიაზეც, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ რუსთავი, მიუხედავად მონღოლთა მცირე პერიოდის ბატონობისა, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი `დიდ აბრეშუმის გზაზე~, რომელიც აგრძელებდა იმავე ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას, რითაც ხასიათდებოდა მანამდე. მონღოლთა გადასახადები არ ითვალისწინებდა საეკლესიო გლეხთა და აზნაურთა ჯარიდან გათავისუფლებას. შესაბამისად, რუსთავში არსებული საჯარისო ნაწილები, მონღოლთა მიერ წარმოებულ ყველა საომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. XIII საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება მონღოლთა იმპერიის ოთხ ულუსს (მონღოლური სახელმწიფოების; ოქროს ურდოს, ირანის ჰულაგუიანთა სახელმწიფო, იუანის ჩინეთის იმპერია და ჩაღათას (უშუალოდ მონღოლეთის სახანო) შორის დიდი დაპირისპირება.


ბიზანტიური მონეტა, კონსტანტინე II (641-668 წწ.), ნაქალაქარი, ცურტაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია.

122 123


მეფე გიორგი III-ს მონეტები, სპილენძი, 1156-1160 წწ.


თამარ მეფის მონეტები, სპილენძი, 1187 წ.

124 125


მეფე თამარის და დავით სოსლანის მონეტა, 1200.


ლაშა-გიორგის მონეტები, სპილენძი, 1210.


რუსუდან მეფის მონეტა. ვერცხლი. 1230.


რუსუდან მეფის მონეტა, სპილენძი, 1227.


მეფე დემეტრე I მონეტა, სპილენძი, 1125-1131 წწ.


მონღოლური მონეტა, ვერცხლი, XIII ს. II ნახევარი.


მონღოლური მონეტა, მანგუ ყაენი (?), სპილენძი, XIII საუკუნის II ნახევარი.

126 127

 ოქროს ურდოსა და ჩაღათას სახანოს მიაჩნდა, რომ მონღოლები უნდა დარჩენილიყვნენ სტეპების ერთგულ მომთაბარეებად. ქალაქური ცხოვრება ღუპავდა მათ ყოფას. ამას დაემატა ისიც, რომ იუანის იმპერიის დამაარსებელმა, ყუბილაი ყაენმა, მონღოლთა დედაქალაქი ყარაყორუმიდან ხანბალიკში (პეკინში) გადაიტანა და თავის დედაქალაქად აქცია. ყუბილაი ყაენს მხარს უჭერდა ჰულაგუ, ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი, მან დააარსა ჰულაგუიანთა დინასტია, რომელიც მართავდაახლო და ცენტრალურ აღმოსავლეთს XIII-XIV საუკუნეებში. მათ დაუპირისპირდნენ ჩაღათა-ჩინგიზ ყაენის მეორე ვაჟი მონღოლთა სტეპებიდან და ოქროს ურდოდან _ ბათო ყაენის უმცროსი ძმა-ბერქა. ბერქა და ჩაღათა აგრძელებდნენ ჩინგიზ ყაენის ქმედებებს ცივილიზებულ სახელმწიფოთა მიმართ და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავდა წინააღმდეგობის, სრულად ანადგურებდნენ მათ. ძირითადი ბრძოლები წარიმართა ბერქა ყაენსა და ჰულაგუ ყაენს შორის. `ფრონტის~ ხაზი გადიოდა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში და დღევანდელი აზერბაიჯნის ტერიტორიაზე გამავალი მდ. მტკვრის სამხრეთს არ გასცდენია). ამ ომში დავით ულუ გამოდიოდა ჰულაგუს მოკავშირედ და ხშირად უხდებოდა როგორც `სიბაზე დგომა~ (სიბა-მონღოლური სამხედრო საფარი, აგებული იყო ქ. შირვანთან მდ. ჩალან-უსუნ-თან (თეთრი წყლები)), ისე ბერქას ჯართან ბრძოლა. 1264 წელს გარდაიცვალა ჰულაგუ ყაენი და ამ ცნობის მიღებისთანავე ოქროს ურდოს მბრძანებელი ბერქა ყაენი 300 000-იანი არმიით ამიერკავკასიაში დერბენდის გავლით შემოიჭრა. მტრის ლაშქარმა მდ. მტკვრამდე მოაღწია, მაგრამ, რადგან გაზაფხულის წყალდიდობა იყო, მდინარე ვერ გადალახა და მის დინებას აჰყვა საქართველოს მიმართულებით. დავით ულუს ბრძანებით, მტკვარზე მცხეთამდე ყველა ხიდი აყარეს, რომ ბერქა ვერ გადასულიყო მეორე ნაპირზე. სამხრეთიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ილხანთა მრავალრიცხოვანი ჯარი მოადგა ჰულაგუს შვილის, ახალი ყაენის _ აბაღას მეთაურობით და ისიც მტკვრის ნაპირს გამოჰყვა.72.  იდგა 1266 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღეები (10 აპრილი). ქ. რუსთავს ჯერ არნახული ძალის და სიმრავლის მტერი მოადგა, მტერი, რომელსაც კარგად ახსოვდა ქართველთა `დგომა სიბაზე~, მრავალი ბრძოლა, რომლის დროსაც ქართველები იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და როგორც მოკავშირეები, იცავდნენ ბერქას დაუძინებელ მტერს-ჰულაგუს სამფლობელოს. არჩევანის საშუალებას რუსთავს არავინ აძლევდა. ველური სტეპების მეომრებს ქალაქი სრულად უნდა მოესპოთ და ამით ჰულაგუსათვის და ყუბილაისათვის კიდევ ერთხელ უნდა დაემტკიცებინათ,რომ მონღოლთათვის ცივილიზებული ყოფა და ქალაქური ცხოვრება მიუღებელი იყო. რუსთავის განადგურება უნდა ყოფილიყო `სამაგალითო~ დამსჯელი აქტი ყველასათვის, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა სტეპების მეომრებს. რუსთავში მდგარი გარნიზონი ემზადებოდა მტრის დასახვედრად, ხიდი კი, მეფის ბრძანებით, აშლილი იყო, ამიტომ რუსთაველებისათვის ბრძოლა იქნებოდა სასტიკი და დაუნდობელი, უკან დახევის შემთხვევაში, მტკვარზე ვერ გადავიდოდნენ. მოქალაქეთაგან ვინც გახიზვნას მოასწრებდა, მხოლოდ ის გადარჩებოდა. მონღოლთა ჯარი, რომელიც, ძირითადად, ცხენოსნებისგან შედგებოდა, სამხრეთიდან ამოჰყვა მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს. გაზაფხულის წყალდიდობის გამო, მდ. მტკვრის დონე მომატებული იყო და მონღოლები ფონს ეძებდნენ, რომ მდინარის მეორე ნაპირზე მყოფი აბაღა ყაენის არმიას შებმოდნენ. ქალაქში რჩებოდა მცირე რაოდენობის მოსახლეობა, რომელიც მეციხოვნეებით კარგად გამაგრებულ რუსთავის ციხესიმაგრეს აფარებდა თავს. 

72 საქართველოს ისტორია, ტ. 3. თბ. 2012 წ. გვ. 57.

128 129

ბერქას მონღოლთა ჯარს შეეძლო ქალაქისათვის გვერდის ავლით გასულიყო თბილისზე და იქ გადაელახა მდ. მტკვარი, თუმცა ზურგიდან რუსთავის მეციხოვნეების თავდასხმის საშიშროება იყო, ამიტომ გადაწყვიტეს ჯერ რუსთავი გაენადგურებინათ. რუსთავის მოსახლეობა და ციხის გარნიზონი დიდი ბრძოლისათვის მზადყოფნაში იყო. ციხეში სულ მცირე 2 000 დან 3 000 მებრძოლი იქნებოდა, რადგან საჯარისო შენაერთის დიდი ნაწილი თავის საბრძოლო შტანდარტს, მცირე შენაერთს არ დაუტოვებდა. მეციხოვნეებს, რა თქმა უნდა, დაეხმარებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომელნიც ასევე მიიღებდნენ მონაწილეობას ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბრძოლებში. ამაზე მეტყველებს ის დიდი ნგრევის კვალი, რომელიც ქალაქის ყველა შენობაზეა აღბეჭდილი. რაც შეეხება რუსთავში არსებულ ხიდს, არქეოლოგ ნ. ღამბაშიძის მიერ ჩატარებულ არქეოლოგიური დაზვერვისა და გათხრების შედეგად ვკითხულობთ... `ავტორს უნახავს (1948 წ) მტკვარში ჩარჩენილი ხიდის ძველი ნაშთები, შვიდი წყება ხის ბოძები, დათარიღება ძნელად ხერხდებოდა~.73 ამ ნახიდურის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, შემდგომ წელს არქეოლოგების მიერ გათხრილი სამაროვნები და ძველი დასახლებები მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ხიდის ადგილზე იქნებოდა ძველი ნახიდური. აქ, ერთმანეთის მოპირდაპირე ნაპირზე, არსებული დასახლებათა კვალი ხიდის არსებობის უტყუარი მაგალითია.

73 რუსთავი, არქეოლოგიური გათხრები 1946-1965 წ. წ. თბ. 1988 წ. გვ. 11.

 1266 წლის 10 აპრილისთვის რუსთავში გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. რუსთაველების მიზანი იყო, დაეცვათ ქალაქი და დარჩენილი მოსახლეობა. მონღოლები არ უნდა გაეტარებინათ თბილისისაკენ, ხოლო მონღოლების მიზანი იყო, მოესპოთ ქალაქი რუსთავი, მიდგომოდნენ თბილისს, იგივე სისასტიკით გაენადგურებინათ თბილისი, შემდეგ გადასულიყვნენ მტკვარზე და იქ შებრძოლებოდნენ თავიანთ თანატომელ, მონღოლთა ჯარს. ორი დიდი, მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე გეგმავდა საქართველოს შუაგულში ერთმანეთთან შებმას და არც ერთ მხარეს არ აინტერესებდა ქართველთა ბედი. თუ რუსთაველები შეძლებდნენ მონღოლთა გაჩერებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებოდა თბილისს და მის მიმდებარე ტერიტორიებს გადარჩენის შანსი. რუსთავში და რუსთავის ციხის მისადგომებთან გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და ხანგრძლივი ბრძოლა საქართველოს ისტორიაში, რომელიც დაიწყო აპრილში და გაგრძელდა ზაფხულამდე. მტკვარზე შესაძლებელი რომ ყოფილიყო ფონით გადასვლა, მონღოლები გადავიდოდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, თუ რა მასშტაბების ნგრევაზეა საუბარი, ამას კარგად აღწერს ის არქეოლოგიური მასალა და არქეოლოგების დასკვნები, რომლებიც 1947-1950 წლებში ჩატარდა რუსთავის საავადმყოფოს ტერიტორიაზე; `სრულიად თვალნათლივ ჩანდა ყველა შენობის ძალით განადგურების, ცეცხლის წაკიდების, მცხოვრებთა გაჟლეტის, ძარცვისა და ინვენტარის განადგურების სურათი. შენობათა ხის ნაწილი დამწვარა,

130 131

მათზე დადნობილი თუ მათ შორის მყოფი სხვა ნაწილები ჩაქცეულა, რაც ქვეშ მოუყოლებია, მეტ-ნაკლებად დაუმტვრევია, ერთგან ჩაქცეულ-გადამწვარ ალიზის კედლის ქვეშ აღმოჩნდა მოჭიქული თიხის ქილა და ნატვიფრი გამოსახულებით შემკული თიხის მათარა, ხოლო მეზობელ სენაკში _ 32 სპილენძის მონეტა, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველოს დამპყრობლის ხვარაზმშაჰ ჯალალედინის დამღა იყო დარტყმული. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ სათანადო შენობა XIII საუკუნის პირველ მესამედში ჯერ კიდევ მდგარა და იქ უცხოვრია მონეტის მფლობელს. ამას სავსებით შეესაბამება ერთ-ერთ სათონეში აღმოჩენილი სპილენძის 8,2 კგ. 395 ცალი ფულის განძი, XII-XIII ს.ს. ქართულ მონეტებში, (თითქმის ნახევარი ლაშას დროინდელია) გამოერევა იმავე ჯალალედინის მიერ დამღა დანაკრავი ერთი მონეტა, 1226 წლისა, აღსანიშნავია ერთგან კერაზე შემორჩენილი თიხის დიდი, ქვაბ-ქოთანში, სადუღარში აღმოჩენილი სამი მონეტა გიორგი III-ის, თამარისა და ლაშასი. ნანგრევებს შორის მოკრებილი XII-XIII ს.ს-ის 71 მონეტიდან, ყველა თარიღდება 1260 წლამდე, მხოლოდ ერთია მონღოლური მანგუ-ყაენის მიერ (1251-1259 წ.წ.) დათარიღებული და ისიც თბილისში მოჭრილი. ყოველივე ამის გამო ექსპედიციის მიერ გათხრილი შენობა, რომელიც ერთი მტრული დაკვრით დამწვარ _ განადგურებული ჩანდა, მაშასადამე, მთელი ის უბანი და სავარაუდოდ, მთელი ქალაქი XIII საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ მდგარა და 1260-იანი წლებში დასტეხია თავს ის უბედურება~.74 გვიან გაზაფხულსა და ზაფხულის დადგომისთანავე, რუსთავის მედგარი წინააღმდეგობის, 

74 რუსთავი, არქოლოგიური გათხრები 1946-1965, ტბ. 1988 წ. გვ. 18.

ქალაქის მიდამოებსა და გარეჯის უდაბნოში ბალახის გადახმობის გამო, ბერქას ჯარები ვეღარ შეძლებდნენ ცხენების გამოკვებას, ამიტომ ჩქარობდნენ ქალაქის აღებას. ქალაქის განადგურებისა და დანგრევის შემდეგ, მონღოლები მიადგნენ ციხეს. ხანგრძლივი ალყის შემდეგ, რუსთავის ციხის პირველი ბზარი ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს გაჩნდა, იქ, სადაც კედლის სიახლოვეს არხი გაედინებოდა, შემდეგ კი მოხდა ციხის აღება, მისი ნგრევა და იქ მყოფთა სრული განადგურება. მონღოლთა რუსთავზე შეტევების დროს ბერქა ყაენი ავად გახდა და გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლებმა რუსთავი დიდი მსხვერპლის გაღების ფასად აიღეს და მათთვის გზა თბილისისკენ ხსნილი იყო, მათ წაიღეს ბერქას ნეშტი და სასწრაფოდ გაბრუნდნენ ოქროს ურდოში. წარმატებული ომის პირობებში (მიუხედავად იმისა, მხედართმთავარი ცოცხალია თუ არა), წარმატებული გენერლები ომს აგრძელებენ, იგებენ და ტრიუმფით ბრუნდებიან თავის ქვეყანაში. რუსთავის შემთხვევაში, ქალაქის აღების დროს მიღებული დანაკარგებიდან გამომდინარე, მონღოლი გენერლებისთვის ომი წარუმატებელი იყო, ამიტომ ბერქა ყაენის სიკვდილი მისი მხედართმთავრებისათვის ოქროს ურდოში გასაბრუნებლად კარგი მიზეზი იქნებოდა, ისინი ასეც მოიქცნენ.

132 133


ბერქა ყაენის ლაშქრობა რუსთავზე, 1266 წ. 

რუსთავის ეპარქიის მარტყოფისეული პერიოდირუსთავმა არსებობა შეწყვიტა 1266 წელს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალაქი სასტიკი მეთოდებით იქნა დარბეული. ქალაქმა, ომამდე 20 000 კაცზე მეტი მაცხოვრებლით, არსებობა შეწყვიტა. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რუსთავის გადარჩენილი მცირე მოსახლეობის ერთადერთი გზა ალყამდე, ქალაქიდან სასწრაფოდ გახიზვნა იყო, რაც, შეძლებისდაგვარად, მოახერხეს. ამ პერიოდში, ბერქა ყაენი ოქროს ურდოში აშენებდა თავის დედაქალაქს-ბერქა სარაის, სადაც სჭირდებოდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. საგულისხმოა ,რომ ქალაქების აღებისას, მონღოლები დატყვევებულთაგან არჩევდნენ _ ხელოსნებს, მხატვრებს, მჭედლებს, მეთუნეებს, გადამწერთ, ვაჭრებს და სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს. დიდი ალბათობით, რუსთავის შემთხვევაშიც ასე მოიქცნენ და გადარჩენილებიდან საჭირო პროფესიის ადამიანები ტყვედ წაასხეს. თუ მანამდე მონღოლთა იმპერიაში აღმსარებლობა პრობლემას არ წარმოადგენდა და რწმენას შემწყნარებლური კუთხით უყურებდნენ, ბერქამ ოქროს ურდოს ერთადერთ რელიგიად ისლამი აღიარა და ბერქა სარაიში დაიწყო მეჩეთებისა და მედრესეების მშენებლობა. ამისათვის მას სულ უფრო მეტი ხელოსანი სჭირდებოდა. რუსთავთან ერთად ბერქას ჯარმა მეორე დიდი ქართული ქალაქი-ხორნაბუჯი გაანადგურა, საიდანაც, ისევე, როგორც რუსთავიდან, ტყვედ წაიყვანა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. რაც შეეხება დანარჩენ გადარჩენილ მოსახლეობას, რომელსაც, ძირითადად, წარმოადგენდა ეკლესია-მონასტრების მსახურნი: ეპისკოპოსი, მღვდელთმსახურნი და მრევლი, მტერს გადაურჩებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიხიზნებოდნენ იანლო-საგურამოს მთიან მხარეს. 

134 135

თბილისის მხარე არ იყო უსაფრთხო, რადგან ჯალალ ედ დინის შვიდწლიანი ლაშქრობებისა და რბევისაგან არც ისე დიდი დრო იყო გასული, რასაც 100 000 ქართველის სარწმუნოებისთვის სიკვდილით დასჯა მოჰყვა. გარდა ამისა, იანლო-საგურამოს მხარე რუსთავის ეპარქიაში შედიოდა და ამიტომ ეპისკოპოსი სხვა ეპარქიაში არ წავიდოდა. გარეშე ფაქტორების გათვალისწინებით, თავისივე ეპარქიაში ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიდა და კათედრა გადაიტანა იქ, სადაც უფრო უსაფრთხო ადგილი იყო. მიუხედავად აუნაზღაურებელი ტრაგედიისა, რომელიც ქ. რუსთავის განადგურებით იყო გამოწვეული, რუსთავი მაინც აგრძელებდა არსებობას თავისი ეპარქიით, ეპისკოპოსითა და მრევლით: `რაჟამს მოოხრდა რუსთავი, მუნებური ეპისკოპოზი მოსცვალეს აქა, და ზის აწამდე, და არა შეუცვალეს სახელი, არამედ იგივე რუსთველს უწოდებენ~.75 აქვე აღსანიშნავია, რომ რუსთველი ეპისკოპოსების რეზიდენციები საეპისკოპოსოს ვრცელ ტერიტორიაზე იყო განთავსებული: დავითგარეჯის უდაბნოში არსებული მონასტერი; წმ. ნინოს განსასვენებელი ადგილი ბოდბეში, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსთავის საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა მანამდე, ვიდრე დაარსდებოდა ბოდბის ეპარქია (V საუკუნის ბოლო). მარტყოფის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის მონასტერი. ამ ვრცელ მიწაზე, რასაც რუსთავის საეპისკოპოსო ერქვა, მოღვაწეობდნენ და დიადი სავანეები დააარსეს საქართველოს ისეთმა წმინდანებმა, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნინო (განისვენებდა ბოდბეში და მისი განსასვენებელი ადგილის პირველი შემომწირავნი იყვნენ მირიანი, მისი ვაჟი _ უფლისწული რევი და რევის მეუღლე წმ. სალომე უჯარმელი), ანტონ მარტოდმყოფელი და დავით გარეჯელი. ერთ-ერთი უძველესი ეკლესიათაგანი, რომელიც კი აშენებულა საქართველოში, არის მცხეთა-უჯარმის ძველ გზაზე, საცხენისის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 

75 ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ. 1973 წ. გვ.538.

ლეგენდის მიხედვით, სამგორის ბრძოლაში გარდაცვლილი ვახტანგ გორგასალი მცხეთაში გადასვენების დროს, სწორედ, აქ დაუსვენებიათ. თვითონ ეკლესიის არქიტექტურაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. იმ დროის ეკლესიათა შორის, ეს ეკლესია ერთ-ერთი დიდი და დიდებული ეკლესიათაგანი იყო. დღეს საცხენისის ეკლესია, გამვლელის თვალისაგან შორსაა თავისი ბუნებრივი მდებარეობის გამო, მაგრამ 1 500 წლის წინ აქ გადიოდა გზა, რომელიც უჯარმას მცხეთასთან აკავშირებდა. ზოგადად, პირველი ქრისტიანული ეკლესია-მონასტრები აშენებული იყო ძველ წარმართულ კერპთა ადგილზე, სადაც თავს იყრიდა სხვადასხვა მიმართულების გზები, დასახლებული ადგილის ამაღლებული ცენტრალური ადგილები, ან მიუვალი მთები და კლდეები, რომლებიც გადმოჰყურებენ ფართოდ გაშლილ ლანდშაფტს. ასეთი ადგილები იანლოს (აკრიანი) მთაზე საკმაოდ ბევრია და თითქმის ყველგან დგას ეკლესია-მონასტრები, რომლებიც, თავის მხრივ, შედიოდნენ რუსთავის საეპისკოპოსოში, ამიტომაც ზრუნავდნენ რუსთველი ეპისკოპოსები ამ ეკლესია-მონასტრებზე. თავიდანვე რუსთველ მღვდელმთავართა ადგილსამყოფელად ითვლებოდა რუსთავის საკათედრო ეკლესია და ვახტანგ გორგასალის მიერ იანლოს (აკრიანის) მთის კალთებზე აგებული ეკლესია (რომელიც წმ. 136 137ანტონ მარტყოფელმა მის მიერ დაარსებული მონასტრის საფუძველი გახადა). წმ. ანტონ მარტყოფელის სავანეში, ძირითადად, ზაფხულობით იმყოფებოდნენ რუსთველი ეპისკოპოსები და ასევე ერთიანი საქართველოს თითქმის ყველა კათალიკოს-პატრიარქი, ხოლო XIX საუკუნის IIნახევრიდან საქართველოს ყველა ეგზარქოსი.76 საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა მარტყოფში ყოფნა XX საუკუნეშიც გაგრძელდა. 1918 წლის 27 ივნისს, აქ ტრაგიკულად აღესრულა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, დღესაც სოფ. მარტყოფში არის საპატრიარქო რეზიდენცია, რითაც სარგებლობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი-ილია II. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რუსთველი მღვდელმთავრები ფლობდნენ 5 დღიურ მიწის ნაკვეთს ვახტანგ გორგასალის დროიდან და მის მიერვე ბოძებულს თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ნისნის (შემდგომში ისნის) მიდამოებში. ამ მიწის ერთი მხარე მტკვარს ესაზღვრებოდა, მეორე კი კუხეთ-კახეთისკენ მიმავალ შარაგზას. ამ მიწაზე გაშენებული იყო ზვარი (ზვრები), რომლის შემოსავალი რუსთავის საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა. აქვე იყო რუსთავის ეპისკოპოსის სასახლე (სადაც თბილისში სტუმრობის დროს რჩებოდნენ) და მოსალოცი, საეკლესიო ტანსაცმლის საცავი, მარანი, ფუნდუკი, აუზი თიხის მილებით და სხვა.77 სასახლე მდებარეობდა წმ. მარინეს ეკლესიის სამხრეთით. 1795 წელს, სექტემბერში, სპარსელებმა ამ ადგილს დიდი ზიანი მიაყენეს, მაშინ განადგურდა რუსთველი ეპისკოპოსის კუთვნილი ბიბლიოთეკა და მრავალი უძვირფასესი საეკლესიო-ისტორიული საბუთი.

76 ა. მათიაშვილი, აკრიანი-მარტოდმყოფი-მარტყოფი-4 500, თბ. 1998 წ. გვ. 148.

77 სმსა. ფ 112, ანაწ. 1, საქმე 1775, ფურც. 77-769, 86, ფ. 489, 

ანაწ.1, საქმე 506, ფურც. 3, 6, 9, 40, 141-145.

 485 წლიდან 1266 წლამდე, 781 წელი, თითქმის რვა საუკუნე, რუსთველი ეპისკოპოსები წირვას აღავლენდნენ ქ. რუსთავში არსებულ ეკლესია-მონასტრებში. 1266 წლიდან რუსთავის ეპისკოპოსს თავისი კათედრა გადააქვს მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიასი. იმ დროისათვის ეს ადგილები რუსთავის საეპისკოპოსოში და თბილისის გარშემო ყველაზე დაცულ ადგილს წარმოადგენდა. გარდა იმისა, რომ მაღალი გალავნით შემოსაზღვრული მონასტერი განლაგებული იყო ყოველი მხრიდან ტყითა და მთებით დაცულ არეალში, მის გარშემო ასევე იყო მჭიდროდ დასახლებული სოფლები, რომელთა მცხოვრებნიც, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალის დროიდან, რუსთავის საეპისკოპოსოს მრევლს წარმოადგენდნენ. აქ ინახებოდა დიდი სიწმინდე _ ანტონ მარტყოფელის მიერ ქ. ედესიდან ჩამოტანილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც განთქმული იყო თავისი სამკურნალო თვისებებით. მეფე დავით ულუ, რომელსაც ხშირად უხდებოდა მონღოლთა მხარეზე ლაშქრობებში მონაწილეობა, ერთერთი ლაშქრობის დროს ტიფით დაავადდა. `ქართლის ცხოვრება~ აღგვიწერს, რომ დავით ულუ დაავადებისგან განსაკურნებლად სავანეში, ხელთუქმნელი ხატის მოსალოცად ხშირად მიდიოდა. ხატი უდიდეს მადლს გასცემდა იქამდე, ვიდრე მეფემ `სიბერის ჟამს ინება მოშლა საეპისკოპოსო საყდრებისა (კათედრებისა), რომელნიც არსებობდნენ სანატრელ მეფეთა მიერ მონიჭებული სოფლებით, ამიტომაც სიბაზე კვლავ დასნეულებულ მეფეს მარტყოფის ხელთუქმნელი ხატის მიერ აღარ მიენიჭა შველა.78.

138 139

 როგორც ერთიანი საქართველოს მეფეს, ასევე რუსთავის ეპისკოპოსს, რა თქმა უნდა, სურვილი ექნებოდათ რუსთავის ხელმეორედ აღორძინებისა, არხის აღდგენისა, სოფლების განახლებისა, მაგრამ ამ პერიოდიდან XIII საუკუნის 60-80-იანი წლებამდე, საქართველოსთვის, მისი ცენტრალური ხელისუფლებისთვის და მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევართათვის დადგა განსაკუთრებულად მძიმე პერიოდი. რაც ომებს გადაურჩა, იმას სპობდა მონღოლური გადასახადები, მოსახლეობის ჯარში გაწვევა და მეფე-მთავართა (განსაკუთრებით მთავართა) აღვირახსნილობა, მონღოლების მიერ ბოძებული ძალაუფლების პირადი გამდიდრებისთვის გამოყენება და ამით სასოფლო, სავაჭრო და სახელოსნო მეურნეობების სრული განადგურება.ამ პერიოდის მონღოლური გადასახადები განისაზღვრებოდა შემდეგნაირად:9 კომლიდან, მონღოლთა ჯარში მიმავალ ყოველ 15-60 წლის კაცზე, იკრიბებოდა _ 100 ლიტრა პური (28 კგ. 800 გრ.); 50 ლიტრა ღვინო _ ( 14, 400 ლ.); 2 ლიტრი ბრინჯი-( 576 გრ.); 3 თოფრაკი; 2 თოკი; 1 ისარი;1 ნალი; 1 თეთრი; აგრეთვე 20 პირუტყვზე 1 პირუტყვი და 20 თეთრი. გარდა ამისა, მოსახლეობას დაკისრებული ჰქონდა შრომითი და ნატურალური ბეგარა, რაც გამოიხატებოდა გზების მოვლა-პატრონობაში, იქ არსებულ სადგურებში (მონღოლური იამა) ცხენების მოვლასა და მათი საკვებით მომარაგებაში.79 მონღოლთა მიერ დაკისრებული გადასახადების გარდა, საქართველოში ასევე იკრიბებოდა სამეფო-სამთავრო გადასახადები. მონღოლური გად78 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. 3, თბ 2012 წ. გვ. 236.

79 საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 49.

ასახადებისაგან თავისუფალი იყო მხოლოდ ეკლესია, რაც საერო ხელისუფლების გაღიზიანებას იწვევდა, ამიტომ საერო ხელისუფლებამ XIII-ის 60-იანი წლების შუა ხანიდან დაიწყო საეკლესიო ქონების წერილობით `წყალობათა~ გაუქმება. დაიწყო ხანგრძლივი დავა საერო და საეკლესიო მმართველობას შორის, რამაც საგრძნობლად შეაფერხა რუსთავის აღორძინება-აღმშენებლობა.ეკლესიის როლი უდიდესი იყო ერის ცხოვრებაში, რაც ცალკე განხილვის თემაა. ეკლესია უდიდეს გავლენას ახდენდა მოსახლეობის სულიერებაზე, დასახლებული სოფლებისა თუ ქალაქების ისტორიაზე, მათ სიმრავლესა და რეგიონში ეკონომიკის განვითარებაზე. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჯავახეთი. კერძოდ, როდესაც 1064 წელს თურქ _ სელჩუკთა სულთანი ალფ არსლანი პირველად შემოვიდა საქართველოში, მან ჯავახეთი და ახალქალაქი (რომელიც ერთ-ერთ ძლიერ ციხეს წარმოადგენდა), ადგილობრივების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სრულიად გაანადგურა `...და მოისრა ურიცხვ სული ქრისტიანეთა და ტყუე იქმნა~. ასეთი მძიმე შედეგების შემდეგ, პირველი, ვინც დაიწყო ჯავახეთის აღორძინება, იყო ეკლესია. ჯავახეთის აღორძინება დაიწყო დაქცეულ ეკლესია-მონასტრებში ბერ-მონაზვნების მიერ წირვა-ლოცვის აღდგენით, მათ მიჰყვა მრევლი. მრევლის ხელშეწყობითა და ძალისხმევით განახლდა ხვნა-თესვა და ასე ნელ-ნელა აღდგა დაქცეული სოფლები. მოვლენებს წინ გავუსწრებ და გავიხსენებ სოფელ საცხენისის მაგალითს. XVIII საუკუნის შუა წლებში საცხენისი ისე მოაოხრეს ლეკებმა, რომ 50 წლის განმავლობაში სოფელმა არსებობა შეწყვიტა. საცხენისი და მისი მიწები, რომელიც მაშინ ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდა, აღმოსავლეთიდან იცავდა რუსთავის ეპარქიას, ამიტომ მთავარეპისკოპოსმა სტეფანე რუსთველმა, 1794-1795 წლებში, მარტყოფიდან გლეხების 12 კომლი ჩაასახლა საცხენისში (გელიაშვილები, გუგუნაშვილები, კახაბრიშვილები, დურგლიშვილები, ივანიშვილები (იგივე კრიჭინაშვილები) მეჭურჭლიშვილები, ნაწილაშვილები, ძამაშვილები, სუხიტაშვილები და აბულაშვილები). ყველა მათგანს გამოუყო საჭირო რაოდენობის საკომლო მიწები, სახნავ-სათესი, საძოვარი და სათიბი ადგილები და ეკლესიის სახსრებით გაუწია მათ სათანადო ნივთიერი დახმარება.80 ასე აღორძინდა სოფელი საცხენისი.

140 141

 რუსთავის შემთხვევაში კი გარეშე მტრისგან ქალაქის განადგურების შემდეგ, ზემოთ მოყვანილი მაგალითების გათვალისწინებით, ეკლესია პირველი უნდა შესულიყო და აღედგინა ქალაქი, მაგრამ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულმა ხანგრძლივმა დავამ შეასუსტა ეკლესიის როლი. რუსთველი ეპისკოპოსი, რომელიც მისსავე ეპარქიაში, მაგრამ სხვა რეზიდენციაში იმყოფებოდა, იძულებული გახდა, მთელი ყურადღება საეკლესიო ინტერესების დაცვისკენ მიემართა. დროთა განმავლობაში ქალაქის აღდგენისა და აღორძინების იდეა დავიწყებას მიეცა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოს მოევლინა ქვეყნის გამაერთიანებელი გიორგი ბრწყინვალე, მიუხედავად მრავალი სასიკეთო რეფორმების გატარებისა, რუსთავის აღდგენის საკითხი მაინც არ დამდგარა, რადგანაც ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის (ქონებრივი საკითხების მიმართებით) ჯერ კიდევ დარეგულირებული არ იყო.ისტორიამ კარგად შემოგვინახა რუსთავის გარშემო არსებული ძალზედ საინტერესო ტოპონიმები. რუსთავს უშუალოდ ეკვრის ჩათმის სახელით ცნობილი ადგილი, რომელიც მდებარეობს მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის ჩრდილოეთით. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა `ჩათმა~ ქართულია და ნიშნავს ნაქსოვს, ერთნაქსოვს.81. მართლაც, გაზაფხულზე და შემოდგომით, ეს ადგილები იფარება სხვადასხვა ფერის მცენარეებითა და ყვავილებით, რომელიც საკმაოდ ლამაზი სანახავია. აქვეა ადგილი, რომელსაც ეწოდება საჯერნე, რაც ისტორიულად ქურციკის, ჯეირანის ბინადრობის ადგილს ნიშნავს. აქვეა ჩადივარის ველი, ლოჭინის ხევი, ფონიჭალა (ვარდანის ჭალა), საჯოგის ჭალა. ეს ტოპონიმი მოქცეულია ისტორიული რუსთავისა და იანლოს (აკრიანი) მთისძირა ქართულ სოფლებს შორის, რუსთავის ეპარქიის ტერიტორიაზე, რამაც განაპირობა უძველესი ქართული ტოპონიმების დღემდე შემონახვა.

80 ა. მათიაშვილი აკრიანი-მარტოდმყოფი-მარტყოფი-4500, თბ. 1998 წ. თ. II, გვ. 453.

 სულ სხვა სურათია მდ. მტკვრის მარჯვენა მხარეს, ლომთაგორას (იაღლუჯის) მიმართულებით, რომელიც ეკვრის რუსთავს დასავლეთიდან. ეს ტოპონიმი თურქულენოვანია და იგი მოგვიანებითაა `შეძენილი~ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადგილებში, რუსთავის განადგურების შემდეგ, XVII საუკუნის დასაწყისში, ირანის შაჰის, აბას I-ს ბრძანებით, განადგურებული და აყრილი იყო ქართული მოსახლეობა. მათ ადგილზე ჩაასახლეს თურქულენოვანი ბორჩალუს მომთაბარე ტომები, რომლებმაც შემოიტანეს და დაამკვიდრეს თავისი ტოპონიმები. მანამდე ამ ადგილებს, `ქართლის ცხოვრების~ მიხედვით, `ლომთაგორა~ ეწოდებოდა. ასევე სრულიადაა წაშლილი ქართული ტოპონიმები რუსთავის სამხრეთით, დღევანდელ სახელმწიფო საზღვრამდე. XVII საუკუნის დასაწყისამდე აქ ყველა ტოპონიმი ასევე ქართული იქნებოდა.

81 სულხან საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. 4, თბ. 1966 წ. გვ. 312.

142 143

ქართული მოსახლეობის სრულმა განადგურებამ ამ მხარეში ეს ტოპონიმებიც შეიწირა. შემორჩენილია მხოლოდ ორიოდე ტოპონიმი რუსთავის ველზე დღევანდელ მტკვრის ჭალაში, აღკვეთილში-სამეფო მარნები (სოფ. ქესალო) და ტოპონიმი ჭანდარა (ჯანდარა) ჭანდარის (ჯანდარის) ტბა, ქართული ტოპონიმიკა შემორჩა ასევე რუსთავის ველის მიმდებარე, დავით-გარეჯის უდაბნოში, ეკლესიამონასტრებს: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები.. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსთავიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, სულ რაღაც 15-20 კმ-ის მანძილზე მდებარე იანლოს (აკრიანის) მთისძირა სოფლებში, აბსოლუტურად ყველა ტოპონიმი ძირძველი ქართულია. ეს ტოპონიმები საკმაოდ მკაფიოდ ასახავს ყველა სახის ლანდშაფტს და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა აქ მცხოვრები ადამიანების სამეურნეო-ეკონომიკური, სასულიერო და ყოფითი მოღვაწეობის შედეგად, ასევე ადამიანის სახელებისა და გვარებისაგან, ბუნებრივი წიაღისეულის, ცხოველების ბინადრობის, მცენარეთა სახეობის და სხვათა მიხედვით. ასეთი ტოპონიმებია: ფაშატრიხევი (ფაშამტერის ხევი), ლეკვდახევი (ლეკვთა ხევი), ვარცლის მიწები, ბატონიანთ წყარო, ანგელოზის წყარო, არწივის წყლის მინდვრები, მზეუნახავი მინდვრები, ქაშუეთის გორა,82 კვირაცხოვლის სერი, მინდორი სამელეები, შინჯიკაური მინდვრები, ნადირული, ნაკალოვრები,83 გავითვალისწინოთ, რომ ქართული ტოპონიმები, გარეშე მტრის შემოსევების შედეგად სამხრეთიდან, მტრისაგან შევიწროვებულ მოსახლეობასთან ერთად, `მიგრირებს~ ჩრდილოეთით, ამიტომ, რიგ შემთხვევაში, ერთი და იგივე ტოპონიმი შეიძლება შეგვხვდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთდროულად. 

82 ნ. ქოპილაშვილი, `..ნორიო ჩამოვიარე~, თბ. 2003 წ. გვ. 32.

საქართველოში მოსახლეობის მიგრირების `საუკეთესო~ მაგალითია მესხეთიდან დანარჩენ საქართველოში გვარების გადმოსვლა, რაც გამოიწვია ოსმალთა აგრესიამ. მესხეთში ოსმალთა აგრესია იმდენად სასტიკი იყო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი ადგილები და წასულიყო, ხოლო დარჩენილთაგან ერთი ნაწილი გამუსულმანდა, დანარჩენი იძულებული გახდა კათოლიციზმი ეღიარებინა. ჩვენთვის უცნობია, თუ რა ტოპონიმები არსებობდა რუსთავსა და მის სიახლოვეს დასავლეთით და სამხრეთით ქალაქის განადგურებამდე. დღეს, ქვემო ქართლის ვაკესა (ისტორიული ქართველთა ველი) და რუსთავის ველის სამხრეთით, თითქმის ყველა ტოპონიმი გვიანდელია (XVII საუკუნეშია შეძენილი), მაგრამ, სამაგიეროდ, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ისტორიამ შემოგვინახა წმინდა ქართული ტოპონიმები, რადგან ეს ადგილები, XIII საუკუნეში და შემდეგაც, ყველაზე მეტად იყო დაცული შემოსევებისაგან. ამ ტერიტორიაზე, როგორც უკვე აღვნიშნე, თავისი ეპარქიის ცენტრი გადაიტანა რუსთავის ეპისკოპოსმა, ეს კი ასევე ნიშნავს ქ. რუსთავის გადარჩენილი მრევლის გადასვლას ახალ უსაფრთხო ადგილზე, რაც `წარმატებით~ განხორციელდა. ზემოთ ჩამოთვლილი მარტყოფელთა გვარები, 

83 ა. მათიაშვილი, აკრიანი-მარტომყოფი-მარტყოფი-4500, თბ. 1998 წ. გვ. 48.

144 145

თავისი ჟღერადობით და სიძველით, ჩვენი აზრით, დღემდე ინარჩუნებს რუსთველი ეპისკოპოსების მრავალრიცხოვანი მრევლისთვის დამახასიათებელ პირვანდელ ფორმას. მარტყოფელი, ნორიოელი, ახალსოფლელი და საცხენისის მკვიდრი არასოდეს ამბობს, რომ იგი ან ქართლელია, ან კახელი, ან გარეკახელი. სადაურობის აღმნიშვნელად ისინი, სადაც არ უნდა იყვნენ, ასახელებენ მარტყოფელობას და ნორიელობას, ეს მათში ისტორიულად ცალკე სასულიერო-სამხედრო-ადმინისტრაციული ძლიერი მერთეულისრუსთავის საეპისკოპოსოს ანარეკლია.XIV საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს გაერთიანების მისია გადაიბარა და დაასრულა გიორგი Vბრწყინვალემ. მისი მოღვაწეობის პერიოდს წინ უსწრებდა სახელმწიფოებრიობის დაკნინება. სახელმწიფო ინსტიტუტებმა, საკუთარი მერკანტელური ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან შეავიწროვეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ჩამოართვეს მათ მიწები და სხვა უფლებები. საქართველოს გაერთიანების შემდეგ, გიორგი V-მ, ძირითადი ყურადღება მიაპყრო სამხრეთ საქართველოს საეპისკოპოსოებს, რომელთა სახელწიფო კარზე მიღების წესი ცალკეა შეტანილი მეფის ხელისუფლებისა და სამეფო კარის წესდებაში ე.წ.„კარის გარიგებაში~. ეს ეპისკოპოსები იყვნენ: იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი, მტბეველი, გოლგოთელი. ასეთი სტრატეგია მეფეს სჭირდებოდა სამცხის ეკლესიის ცენტრთან კავშირის აღდგენისა და განმტკიცებისათვის.84 რაც შეეხება სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს, სადაც მდებარეობდა რუსთავი და რუსთავის საეპისკოპოსო და რომელი მხრიდანაც საქართველოს ესაზღვრებოდა დასუსტებული ილხანთა ერანი (ჰულაგოიდების ილხანთა დინასტია), სულ სხვა წესები დამყარდა. 

84 საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 83.

XIV საუკუნის დამდეგს, როდესაც მონღოლთა ძლიერებაც შესუსტდა და ისინი წინანდელი სიმამაცითაც უკვე ვეღარ ომობდნენ. გიორგი V-ს, როგორც ჩანს, ბრძნულად უფიქრია, რომ დაქუცმაცებული და აოხრებული საქართველოს მხრიდან,თუნდაც უკვე დასუსტებული ერანის (ირანის) ილხანების საყაენოს წინააღმდეგ, ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, ასეთი სამოქმედო გეზის არჩევას, შესაძლებელია, საბედისწერო შეცდომაც კი მოჰყოლოდა, ამიტომ მონღოლებთან ბრძოლას მან ფრთხილი და მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება ამჯობინა.85. ამგვარად, საქართველოში ილხანთა ერანის (ირანის) საზღვრის სიახლოვეს ძლიერი ციხე-ქალაქის აღდგენა, ილხანთა მიერ, შესაძლებელია, ჩათვლილიყო მტრულ აქტად, რასაც მოჰყვებოდა ორ სამეფოს შორის დაძაბულობა, რომელიც, ღმერთმა უწყის, რა ფორმით გამოვლინდებოდა. შესაბამისად გიორგი V, რომელმაც დიდი ძალისხმევა მოანდომა ჯერ ოსებისგან გორის დახსნას, მერე მთიელთა შერიგება-მორიგებას, შემდგომ ეგვიპტის სულთანთან სამშვიდობო მოლაპარაკების საქართველოსათვის სასიკეთოდ დასრულებას, (საქართველოს გადმოეცა ჯვრის მონასტერი, გოლგოთის მთა და ყველა ქრისტიანს შეეძლო ცხენსა და ჯორზე ამხედრებული შესულიყო იერუსალიმში), აღარ გაართულებდა ჯერ კიდევ ზიანის მომტან ილხანთა დინასტიასთან ურთიერთობას, ამიტომ ყველაფერი ისე დატოვა, როგორც მონღოლთა დაპყრობების დროს.საქართველოში მშვიდობიანი ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა. 

85 ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ. 2012 წ. გვ. 195-196.

146 147

1346 წლიდან (გიორგი ბრწყინვალის გარდაცვალების შემდეგ), აზიასა და ევროპაში, ყირიმის ნახევარკუნძულიდან იწყება შავი ჭირის გავრცელება, რომელმაც საქართველოსაც დიდი უბედურება მოუტანა. ეპიდემია თითქმის 20 წელი გაგრძელდა,რასაც, 1366 წელს, ბაგრატ V-ს თანამეცხედრე, დედოფალი ელენე შეეწირა. თითქოს ეს ტრაგედია არ იყო საკმარისი, 1386 წელს საქართველოში იწყება თემურ ლენგის შემოსევათა 20 წლიანი პერიოდი.100 წლით ადრე, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მონღოლთა ასეთივე დაპირისპირებას, როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქი რუსთავი შეეწირა. XIV საუკუნის მიწურულს ზუსტად ისეთივე გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა საქართველოს მიმართ, ოღონდ მაშინ, თემურ ლენგს უფრო `გრანდიოზული~ გეგმები ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანას სრულ განადგურებას უქადდა. ჩრდილოეთის მონღოლთა ოქროს ურდოს მმართველი-თოხთამიში დარიალისა და დერბენდის გზებით რამდენჯერმე შემოიჭრა სამხრეთ კავკასიაში, აიღო თავრიზი და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენა. ჩრდილოეთის მონღოლთა მოკავშირედ ამ ლაშქრობაში ბევრნი `იყვნენ ურწმუნონი~ (ქრისტიანი), რაც გვაფიქრებინებს, რომ თუ თოხთამიშის ჯარი ქართველებმა გამოატარეს დარიალზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჯარში ბევრი ქრისტიანი მსახურობდა. ისინი, სავარაუდოდ, იქნებოდნენ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები იმ დროის ქრისტიანი ხალხების წარმომადგენლები (ოსები, ინგუშები, ჩეჩნები, ლეკები და რუსები სხვ.). ამ ხალხებში `წმინდა წერილის~ სიბრძნეს ოდითგანვე ქართველი სასულიერო პირები ქადაგებდნენ.თემურ ლენგი საქართველოში სამცხიდან შემოვიდა. დიდი ბრძოლების შემდეგ აიღო თბილისი, მაგრამ ქალაქში დიდხანს არ გაჩერებულა. მალევე დაიძრა სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ, სადაც (კერძოდ, დანგრეული რუსთავის ტერიტორიაზე და მის სანახებში) 1386 წელს მოაწყო გრანდიოზული ნადირობა. XVIII საუკუნის ჟამთააღმწერელი ბერი ეგნატაშვილი აღნიშნავს: `მაშინ წავიდა ლანგ-თემურ ყარაიაში (ისტორიული რუსთავის ველი) ნადირობად, მოინადირეს, შეექცეს და დახოცეს მრავალი და მიერითგან წარვიდეს ყარაბაღსა~.86 (აქ თურქულენოვანი ტერმინი `ყარაია~ ჯერ კიდევ პირობითია, ეს ტოპონიმი მოგვიანებით, უფრო XVII-XVIII ს.სში დამკვიდრდა). ამ ეპიზოდიდან კარგად ჩანს, რომ ამ პერიოდში რუსთავის ტერიტორია სრულიად უკაცრიელიადა ქალაქის ადგილზე ჭალის ტყეებია აღმოცენებული, რომლებიც სავსეა ნადირ-ფრინველით. `ლანგ-თემურის~ მეომრებს `ნადირობა ჯერგით გაემართათ და იმოდენა ნადირი, ირემი და არჩვები დაეხოცათ, რომ ნანადირევს სიმრავლის გამო ვერ მოერივნენ და იძულებულნი გახდნენ ბევრი ნანადირევი, მფრინველისა და მხეცების შესაჭმელად მიეტოვებინათ~.87 ნადირობა ჯერგით არის რამდენიმე დღიანი ან კვირიანი, ფართომასშტაბიანი ნადირობა, რომლის დროსაც ასობით და ათასობით ადამიანი, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნადირს მიერეკება ერთი ადგილისაკენ, სადაც ჩასაფრებულნი არიან მონადირეები და იწყებენ ნადირ-ფრინველთა მასობრივ ხოცვას (მონღოლები, როგორც დიდი სივრცეების მომთაბარე ხალხი, იგივე მეთოდს იყენებდნენ ომის დროს. ციმბირისა და 

86 ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ. 1959 წ. გვ. 328.

87 თემურიანთა კარის ოფიციალური ისტორიკოსი, შერეფედდინ ალი-იეზდი, I, გვ. 403. წიგნიდან; ივ. ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ. 2012 წ. გვ. 2170.

148 149

რუსეთის ტრამალებში ათასობით კილომეტრზე წრიულად გაიშლებოდნენ და თანდათანობით წრეს ავიწროვებდნენ ერთი ადგილისაკენ, სადაც ჩასაფრებულნი იყვნენ მათივე ჯარის ნაწილები. წრის შეკვრისთანავე შიგნით მოქცეული მოწინააღმდეგე ალყაში ექცეოდა და განწირული იყო მარცხისთვის. მონღოლურად ასეთი მეთოდით ბრძოლა-ნადირობას `აბლავა~ ეწოდება). ამ დროს ნადირობის ორგანიზატორები (ამ შემთხვევაში თემურ ლენგი) თავისი კარის ამალით დაბანაკებულნი არიან არასაველე პირობებში, სადაც შესაძლებელია მოეწყოს კარგად გამაგრებული ბანაკი. რუსთავის დანგრევის შემდეგ, მტკვრის ჭალის ტყეებში, შეიქმნა ორი ლოკალური ადგილი, სადაც სამეფო ნადირობის დროს მაღალი რანგის პირები ბანაკდებოდნენ ხოლმე. ეს იყო ნაწილობრივ დანგრეული რუსთავის ციხის ტერიტორია და ე.წ. სამეფო მარნების ადგილები (დღევანდელი გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორია). თემურ ლენგი, მიუხედავად იმისა, რომ დაამარცხა ქართველები და მეფე ბაგრატ V დატყვევებული მიჰყავდა თავრიზში, გარკვეული დროით მაინც საქართველოს ტერიტორიაზე დარჩა. ის სამყოფელად აირჩევდა სტრატეგიულად გამაგრებულ ადგილს, ისეთს, როგორიც, მიუხედავად დანგრევისა, იყო რუსთავის ციხე. ფაქტიურად, ამ პერიოდიდან, საუკუნეების განმავლობაში, დამკვიდრდა რუსთავის ადგილები, როგორც სამეფო სანადირო სავარგულები. სულ სხვა მდგომარეობა იყო ამ პერიოდის რუსთველი ეპისკოპოსის რეზიდენციაში, ანტონ მარტყოფელის მიერ ედესიდან ჩამოტანილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ლავრაში, სადაც XIV საუკუნის ბოლოს თავი მოიყარა დიდმა სასულიერო საგანძურმა. გადმოცემის თანახმად, ლავრაში ინახებოდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, თამარ მეფის შესამოსელი კაბა და სხვა სიწმინდეები. 1399 წელს თემურ ლენგი საქართველოს აღმოსავლეთიდან შემოესია და ჰერეთ-კახეთი ააოხრა, შემდეგ კი მისი ჯარი რუსთავის საეპისკოპოსოს აღმოსავლეთიდან მოადგა და მარტყოფის მონასტრამდეც მიაღწია. როდესაც დადგა მონასტრის დარბევის საშიშროება, ხალხური ლეგენდის მიხედვით, რუსთველმა ეპისკოპოსმა გიორგიმ, ორ ბერთან ერთად, მახლობელ ტყეში გადამალა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და დანარჩენი საეკლესიო განძი, ხოლო შემდეგ თვითონ ორი ბერის თანხლებით თემურ ლენგის ჯარს შეება და დაიღუპა.თემურ ლენგის შემოსევებმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა საქართველოს. გაუკაცრიელდა მრავალი მხარე. რუსთავის ეპარქიის გადარჩენა განაპირობა მოსახლეობის სტრატეგიულად სწორ ადგილებზე დასახლებამ. ხალხი იმჟამად ცხოვრობდა არა ველად, როგორც უწინ      (ქ. რუსთავი), არამედ ტყისპირა და მთისძირა სოფლებში და მტრის შემოსევისას ასწრებდა ტყეში და მთებში გახიზვნას. სწორედ ამ ხელშემწყობი პირობების გათვალისწინებით ხალხმა შეძლო გადარჩენა და ცხოვრებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელება.სულ სხვა სურათი იყო მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ქვემო ქართლის ამ ნაწილში მოსახლეობა სრულიად ამოწყდა, ამიტომ ქვეყნის წინანდებურად აღდგენა და დასახლება შეუძლებელი გახდა. ამ მიზეზით, ამ პერიოდის დოკუმენტებში ქალაქის, სოფლის, ფუძის სახელისა და ვენახის გვერდით ჩნდება და ხშირად გვხვდება ტერმინები: ნაქალაქევი, ნასოფლარი, ნაფუძარი, ნასახლარი, პარტახი და სხვა. ამ უბედურებას მოჰყვა სამეფო ხელისუფლების მკვეთრი შესუსტება და სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა ქვეყნის თემობრივი განკერძოებისადმი სწრაფვა.

150 151

 ერში გაჩნდა დაქუცმაცებულობის საფრთხე. ამ პროცესებს წინ აღუდგა როგორც სახელმწიფო, ისე სასულიერო ხელისუფლება. განკერძოების მომხრეები გადავიდნენ შეტევაზე როგორც სახელმწიფო, ისე სასულიერო ერთობის წინააღმდეგ. ერთიანი ქვეყნის მთლიანობას პირველი დარტყმა მესხეთის მთავრების ოჯახმა მიაყენა. ისინი აღარ ემორჩილებოდნენ სამეფო ხელისუფლებას. მათ მოისურვეს მესხეთის საეპისკოპოსოების მცხეთის კათედრისთვის ჩამოცილება და მაწყვერელი ეპისკოპოსის განდიდება. ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, მესხეთის მთავრის, ყვარყვარე ათაბაგის, მცდელობით, მესხეთი ჩამოცილდა დედასამშობლოს, ხოლო მესხეთის საეპისკოპოსოები _ დედაეკლესიას. ერთობა დაირღვა. საქართველოს მეფის გიორგი VIII-ს მცდელობა, შეენარჩუნებინა ერთიანი სამეფო, მარცხით დამთავრდა. ფარავნის ბრძოლის შემდეგ ტყვედყოფილ გიორგი VIII-ს ხელმეორედ გამეფების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა და გადავიდა კახეთში.1476 წლიდან, კახეთში, მეფე გიორგი VIII-ს შვილი ალექსანდრე მეფობს (კახეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარი გაივლო მდინარეებით: მტკვრითა და არაგვით). თუ გიორგი VIII კახეთში გამეფების შემდეგ თავის თავს ისევ ერთიან საქართველოს მეფედ მიიჩნევდა და მეფეთ მეფეს უწოდებდა, ალექსანდრეს ტიტული მხოლოდ კახეთის მეფის ტიტულით შემოიფარგლა, ეს კი უკვე ცალკე სამეფოდ დაფიქსირების ტოლფასი იყო.როგორც ჩანს, დიდი იყო გიორგი VIII-ს მიერ საქართველოს ერთიანი სამეფოს დაკარგვით გამოწვეული განცდები. რადგან, როგორც კი მან კახეთში განიმტკიცა პოზიციები, მაშინვე დაიწყო დიდი ფეოდალური სახლების შევიწროვება. მან კახეთი ოთხ სადროშოდ გაყო, ესენი იყო: ბოდბის, ნეკრესის, რუსთავის და ალავერდის სადროშოები, რომელთა მეთაურობა ეპისკოპოსებს დააკისრა და ამით ფეოდალებს წაართვა ჯარების შეკრების უფლება (ამით გიორგი VIII-მ შეძლო კახეთში ხელისუფლების ცენტრალიზება, რამაც საბოლოო ჯამში, XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის სამეფომდე მიგვიყვანა). ერთ-ერთი ძლიერი სადროშო იყო რუსთველი ეპისკოპოსის სადროშო, რუსთველი ეპისკოპოსის მეთაურობით, რომელიც ამ დროისათვის საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. რუსთველის სადროშოს ტერიტორია და რუსთველი ეპისკოპოსის ეპარქიის ტერიტორია ერთიან ფართობზე იყო განლაგებული და თანდათან უფრო ფართოვდებოდა. რუსთველი ეპისკოპოსის ეპარქიაში შედიოდა შემდეგი ტერიტორიები: რუსთავი, იმჟამად განადგურებული, მარტყოფი, ნორიო, ჭოპორტი, ჭილაანთკარი, მამკოდა, ცხვარიჭამია, დიდი ლილო, ქვიტკირის ლილო, ნასამხრალი, ჯაჭვი, ლელუბანი, გოგანი (ელისნის მხარეში დღევანდელი საინგილო), საცხენისი, ჩუმლაყი, თილთუბანი, ასევე ერწოს მრავალი სოფელი. ასევე სოფლები ახმეტაში, ქვემო ავჭალაში, ყვარელში, ახაშენში, ფაშაანში, ვეჯინში, საყდრიონში, ბაკნიათხევში, ამტანში, ვაგრანეთში, ნაქალაქარში, ჯიღაურში, კევლიანში, იკვლივში, თეზამში და სხვა. რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოს ჰქონდა საკუთარი საბრძოლო დროშა, რომელიც ვახტანგ გორგასალის დროს აშენებულ და შემდგომ ანტონ მარტყოფელის მიერ გაბრწყინებულ, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ლავრაში ინახებოდა, რომელზეც გამოსახული იყო ერთ მხარეს _ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ხოლო მეორე მხარეს _ წმინდა გიორგი. საეპისკოპოსო ჯარების უშუალო ხელმძღვანელად, მეფის განკარგულებით, ინიშნებოდნენ მოურავები. რუსთავის საეპისკოპოსოს მოურავები იყვნენ ანდრონიკაშვილები, ხოლო მედროშეები _ აზნაური ჭიჭინაძეები სოფ. ნორიოდან. რუსთავის საეპისკოპოსოს ჯარი იკრიბებოდა სოფ. ნორიოს ციხის ტერიტორიაზე, სადაც რუსთველი ეპისკოპოსი ჯარს დალოცავდა, გადააბარებდა მოურავს და ასე გაისტუმრებდა ომში, ან თვითონ მიჰყვებოდა.

152 153

XV საუკუნის II ნახევრიდან, იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რასაც ქვეყნის აოხრებული მდგომარეობა ჰქვია, ერთ-ერთ ყველაზე ქმედით გამოსავლად გვევლინება (ამას სამეფო-საერო ხელისუფლებაც თავისი ქმედებით დაეთანხმა) მანამდე დავით ულუსა და მის შემდეგ პერიოდში ჩამორთმეული საეკლესიო ქონების უკან დაბრუნება. შესაბამისად, ამ გაუკაცრიელებულ ტერიტორიებზე იწყებოდა ახალი ან ძველი ეკლესია-მონასტრების აშენება-აღდგენა და თანდათანობით ქვეყნის აღორძინება. ეკლესიებისათვის ასეთი ტერიტორიების აღორძინება (როგორც ჯავახეთში მოხდა) წარმოადგენდა მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრეს ფუნქციას, ქრისტიანული ინფრასტრუქტურის აღორძინება-განვითარებაში. ეს არის: ვაზის გაშენება, მარცვლეულის მოყვანა, მეხილეობა, შინაური ცხოველების მომრავლება, უმთავრესი _ მეფუტკრეობის განვითარება. ამგვარი ყოფითი-სამეურნეო რეფორმების გატარება მართლმადიდებლური ეკლესიისათვის და მისი მრევლისათვის ქმნის აუცილებელ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტს და საკუთრების დაცვის სურვილს. `მემამულეები, ამ დროს, თავისი უძრავი ქონების მოვლას ვეღარ აუდიოდნენ და ნაწილობრივ დაუმუშავებელი რჩებოდათ. ამ გარემოებამ, მიტაცებულ მამულებს უკან დაბრუნების წინანდელი მტკივნეულობა დაუკარგა~.88 XVI საუკუნეში აღნიშნულმა რეფორმებმა კახეთის სამეფოში თავისი შედეგი გამოიღო. სავსებით შესაძლებელია, ამ პერიოდს და ამ პროცესების შედეგს მივაწეროთ რუსთავის აღორძინების მცდელობები, რაზეც მეტყველებს 1950 წელს გათხრილი სამაროვნები (42 სამაროვანი), რომელთა ასაკიც 300 წლით განისაზღვრა. რუსთავის საეპისკოპოსოში ამ პერიოდიდან იწყება ახალი საეკლესიო მშენებლობები. XVI საუკუნის ისტორიამ შემოგვინახა ორი რუსთველი ეპისკოპოსის სახელი: ეპისკოპოსი ილარიონ რუსთველი და ეპისკოპოსი დომენტი რუსთველი, რომლებმაც შეძლეს (სხვა რუსთველ ეპისკოპოსებთან ერთად) ეპატრონათ ეკლესია-მონასტრებისათვის, მრევლისათვის და ფეხზე დაეყენებინათ რუსთავის ეპარქია. გარდა საეკლესიო პირებისა, ეკლესია-მონასტრების მშენებლობას საერო პირებიც ახორციელებდნენ, რაც ხელს უწყობდა ეკლესია-მონასტრების სიმრავლეს, ეს ხელშეწყობა გამოიხატებოდა იმდროინდელი საზოგადოების ყველა შეძლებული პირთა თვითვალდებულებით აეშენებინა დიდი თუ მცირე ეკლესია-მონასტერი. XVIIXVIII საუკუნის პოლონელი მოგზაური ტადეუშ კრუსინსკი, რომელიც ირანის სეფიანთა კარზე იყო ვატიკანის წარმომადგენლის თარჯიმანი, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, აღწერს იმდროინდელ მდგომარეობას : `...ნიშანდობლივია აგრეთვე ის ფაქტი, რომ ყოველი ბატონი, ცოლის შერთვის დროს, საჭიროდ მიიჩნევს, თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესაბამისად, ეკლესია ააგოს ცოლის პატივსაცემად, ვერსად ნახავთ იმდენ ეკლესიას 

88 ივ. ჯავახიშვილი ქართველი ერის ისტორია, ტ. 4, თბ. 2012 წ გვ. 175.

154 155

ძველს, დანგრეულს, რამდენიც საქართველოშია~.89. XV-XVI საუკუნეებში რუსთველმა ეპისკოპოსებმა თავისი საქმიანობით განსაკუთრებული პატივი დაიმსახურეს კახეთის მეფეთა კარზე, ამიტომ თუ ადრე მათ მეფესთან იერარქიულად რიგით მეთვრამეტე ადგილი ეკავათ, ახლა პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. კახეთის მეფე დავით II-ს სიგელში ვკითხულობთ: `მარცხენით ჩვენსა რუსთველთა ყოველთა თავს დასმინდნენ ხელარგოსანნი ჩვენნი, ვინაითგან მეფეთა თანამზრახობა და სპათა ქცეულობისა საქმე და მოთხრობით პირითი ამისით, მოეხსენებან მეფეთა, აგრეთვე ბისონთა (მეფისა და მღვდელთმთავრის სამოსი) შთაცმითა და სპათა თავადობითა არა ეგებოდა უქვედაესთა საინახესა მჯდომარეობა~.90რუსთავის საეპისკოპოსოსათვის ტრაგიკული აღმოჩნდა XVII საუკუნე, რომელიც თავიდანვე სპარსელებთან ომებით დაიწყო. XVI საუკუნეში აღორძინებულ კახეთის სამეფოს (სადაც რუსთავის საეპისკოპოსოც შედიოდა) სრული განადგურებით დაემუქრა სპასეთის შაჰი აბას I. ამ დროს მიმდინარეობდა სპარსეთ-ოსმალეთის ომი. საქართველო, ამასიის 1555 წლის ზავის თანახმად, სპარსეთსა და ოსმალეთს შუაზე ჰქონდათ გაყოფილი გავლენის სფეროებად. თითქოს ყველაფერი გარკვეული იყო და სპარსეთის ინტერესებს საშიშროება არ ემუქრებოდა, მაგრამ, სწორედ, ამ პერიოდში, სამხრეთ კავკასიაში, პოლიტიკურ არენაზე (თანაც უკვე მეორედ) გამოჩნდა მოსკოვის რუსეთი.რუსეთში ივანე მრისხანეს შვილის მეფე ფიოდორის 

89 თ. ჭიჭინაძე, უცხოელი ავტორები საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობის შესახებ XVIII ს-ს I მეოთხედში, თბ. 1983 წ. გვ. 28.

90 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ. გვ. 48

გარდაცვალების შემდეგ, რიურიკების დინასტიას მემკვიდრე აღარ დარჩა, ამიტომ 1598 წელს, მოსკოვში, გამეფდა ბორის გოდუნოვი, რომელიც არ იყო სამეფო გვარის წარმომადგენელი. მას დიდი სურვილი ჰქონდა თავისი ქალიშვილი გაეთხოვებინა ღვთითკურთხეულ, მართლმადიდებელი სამეფო დინასტიის წარმომადგენელზე, რითაც შეძლებდა სახელოვან სამეფო დინასტიასთან დანათესავებას და მოსკოვის ტახტზე თავისი გვარის პოზიციის განმტკიცებას. ამ მიზნით არჩეულ იქნა კახეთის უფლისწული თეიმურაზი. დაიწყო ინტენსიური ურთიერთობა კახეთის ბაგრატოვანთა შტოს გვართან `1604 წელს რუსეთის ელჩები თეიმურაზის რუსეთში გაგზავნას ცდილობდნენ ბორის გოდუნოვის შვილისთვის საქმროდ~.91 დინასტიური ქორწილის მზადება შეუმჩნეველი არ დარჩენია ირანის შაჰ აბას I-ს. მან ამ აქტის მიღმა დიდი საფრთხე დაინახა და განსაკუთრებული სისასტიკით შეუდგა აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობას. პირველი დარტყმა მან უშუალოდ კახეთის სამეფო სახლს მიაყენა. 1605 წელს, ზეგამში, შედგა სამეფო კრება შირვანზე გალაშქვრის მიზნით, მაგრამ ალექსანდრე მეფის შვილს, სპარსეთში შაჰის კარზე გაზრდილ კონსტანტინეს, სულ სხვა, მზაკვრული მიზნები ამოძრავებდა. მას სურდა ტახტზე ასვლა, რაშიც ხელს უშლიდნენ მამა და საკუთარი ძმები. კონსტანტინემ გადაწყვიტა, საკუთარი მამა და ძმები გზიდან ჩამოეცილებინა. კრება დაძაბულ კამათში გადაიზარდა, რომლის დროსაც წინასწარ გაფრთხილებული სპარსი ჯარისკაცები დარბაზში შეიჭრნენ და დაიწყეს იქ მყოფთა ხოცვა. რუსთველი ეპისკოპოსი პავლე მეფისგვერდით იდგა და იცავდა მას.

91 მ. გუგუშვილი, თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა, 1979 წ. გვ. 18.

156 157

 მიუხედავად ეპისკოპოსის დიდი მცდელობისა, კონსტანტინემ მაინც შეძლო მამისა და ძმის მოკვლა, ხოლო შემდეგ, რუსთველი ეპისკოპოსიც ხმლით განგმირა. ასე მოწამეობრივად შესწირა თავი ქვეყანას ეპისკოპოსმა პავლე რუსთველმა. ამის შემდეგ რუსთავის ეპარქია ჩაიბარა ეპისკოპოსმა იოსებმა, რომელიც განსაკუთრებულად განიცდიდა სამშობლოს განადგურებას. იგი მოესწრო 1614-1616 წ.წ. რუსთავის ეპარქიიდან ათიათასობით საკუთარი მრევლის შორეულ ირანში (ფერეიდანში) გადასახლებას, ეპისკოპოსმა იოსებ რუსთველმა ვერ გაუძლო ქვეყნაში შექმნილ შუღლსა და მტრობას და უდროოდ აღესრულა.XVII საუკუნის 10-20-იანი წლები იმდენად მძიმე იყო რუსთავის ეპარქიისათვის, რომ საჭირო გახდა ყველა ძალების მობილიზება. ეპისკოპოსს ხელში უნდა აეღო საბრძოლო ინიციატივა და ბრძოლის ველზე წინ უნდა გაძღოლოდა საკუთარი მრევლისაგან შემდგარ ჯარს. 1625 წლის 25 მარტს, მარტყოფის ველზე მოხდა `მარტყოფის ბრძოლად~ წოდებული დიდი შეტაკება, სადაც ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ეს ველი, ფაქტობრივად, იმდროინდელი რუსთავის საეპისკოპოსოს ეპარქიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და გარს აკრავს რუსთავის ეპარქიაში შემავალი სოფლები: ლილო, ნორიო, მარტყოფი, კლდეისი (ახალსოფელი), საცხენისი და სხვა. რუსთავის საეპისკოპოსოს ჯარი აქვე ახლოს (ნორიოს ციხე) იკრიბებოდა, ამიტომ, წესისამებრ, ჯარს რუსთველი ეპისკოპოსი დალოცავდა და ბრძოლაშიც გაჰყვებოდა.XVIII საუკუნის უცხოელი ავტორი; თ. კრუსინსკი წერს `...ომის დროს ყველა მღვდელი და ეპისკოპოსი ისევე იბრძვიან მტრის წინააღმდეგ იარაღით ხელში, როგორც საერო მოსახლეობა~.92


 1625 წლის მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები.

158 159

ეს ბრძოლა, როგორც ვიცით, ქართველების ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსთველ ეპისკოპოსს. მის მიერ გაწეული გმირობისა და დიდი სულიერი ღვაწლის გამო, შემდგომში ის მიტროპოლიტის წოდებით გვევლინება. XVI-XVII საუკუნეების მიჯნიდან საქართველოს ეკლესიაში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მიტრის (გვირგვინის) ტარების წესი დამკვიდრდა. ამავე პერიოდიდან მიტრას იდგამენ რამდენიმე გამორჩეული მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი, მათ შორის, რუსთავის მიტროპოლიტი. მარტყოფის ბრძოლიდან 4 თვეში, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ბრძოლა გამართეს ქართველებმა მარაბდის ველზე. ამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა რუსთავის საეპისკოპოსოს ჯარი, რომელიც დალოცარუსთველმა მიტროპოლიტმა და ბრძოლაშიც თან გაჰყვა. რუსთველმა მიტროპოლიტმა არ მიატოვა თავისი ეპარქიის ჯარი და გმირულად დაღუპულ 10 000 ქართველთა შორის. საგულისხმოა ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც დღემდე ქართველ ისტორიკოსთა ყურადღების მიღმა რჩება. მარაბდის ბრძოლა ქართველებისათვის ტრაგიკული შედეგით დამთავრდა, რაც არაერთი მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, მარაბდის ველზე ქართველებს სპარსელებთან შედარებით მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდათ _ 20 000 მებრძოლი (ქართველებს იმავე რაოდენობის ჯარი ჰყავდათ მარტყოფის ველზე და, საერთოდ,

92 თ. ჭიჭინაძე, უცხოელი ავტორები საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობის შესახებ XVIII ს-ს I მეოთხედში, თბ. 1983 წ. გვ. 24.

ჩვენი ისტორიის მანძილზე). აუტანელ სიცხეში (1 ივლისს) მარაბდის ბრძოლის დაწყების ინიციატორი იყო ქვემო ქართლის თავადი შადიმან ბარათაშვილი, იმ მიზეზით, რომ სპარსული ჯარი მარაბდის ველზე დგომით მის კუთვნილ მამულებს ანადგურებდა. დიდი თავადის მერკანტელურმა ინტერესმა გადაწონა სახელმწიფო ინტერესი. თავადთა მოუთმენლობამ და პირადი ინტერესის წინ წამოწევამ მარაბდის ბრძოლაში ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანა.როგორც უკვე აღვნიშნეთ, მარტყოფის ბრძოლა მოხდა იმავე წელს, ოთხი თვით ადრე, 25 მარტს (ხარება დღეს), რუსთავის საეპისკოპოსოს ტერიტორიაზე, მჭიდროდ დასახლებულ სასოფლო-სამეურნეო სივრცის შუაგულში, სადაც გლეხები უვლიდნენ არა მარტო ვაზს, არამედ ხეხილს, თესავდნენ მარცვლეულს. ადრეული გაზაფხულის გამო, აქვე, მარტყოფის ველის მიდამოებში ჰყავდათ შინაური საქონელი. სპარსელები, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში იდგნენ მარტყოფის ველზე, რადგანაც გიორგი სააკაძეს, იმ დროს სპარსელების მხარეზე მდგომს, იმის დრო ჰქონდა, რომ მდ. ლოჭინის სანახებში ენადირა, რა დროსაც მისმა მხლებლებმა დაიჭირეს სპარსეთის შაჰის აბას I-ს მსტოვარი, რომელსაც სპარსული ჯარის მეთაურისათვის-ყარჩი ხანისათვის მიჰქონდა წერილობითი ბრძანება გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯის შესახებ. წერილი გიორგი სააკაძეს ჩაუვარდა ხელში. იგი დაუკავშირდა მეფე თეიმურაზ I-ს. აქედან იწყება ქართული ჯარის შეგროვება და ბრძოლის დაგეგმვა. ამ დროს კი სპარსული 30 000-იანი ჯარი ანადგურებს შემოგარენს. რა დროსაც რუსთავის ეპარქიის მრევლს მიწის დამუშავების საშუალება არ მიეცემოდა და მიუხედავად ამისა, ქართველები თმენით იცდიან, იმიტომ, რომ მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სულ სხვა სახელმ-160 161წიფო სოციალური სტრუქტურაა. აქ ბრძოლას თავადები არ ხელმძღვანელობენ, ბრძანებას იძლევიან ეპისკოპოსები (გიორგი VIII-ის რეფორმების შემდეგ). შედეგად, მარტყოფის ველზე (სხვა ფაქტორებთან ერთად) იქნა მოპოვებული დიდი გამარჯვება, ხოლო მარაბდაზე, ქვემო ქართლში, სადაც თავადები გასცემდნენ ბრძანებებს, ქართველები დამარცხდნენ.ზემოთ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება რუსთავის გარშემო ტოპონიმებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართულიდან თურქულენოვანზე შეიცვალა, რაც გამოიწვია თურქმანული ტომების დასახლებამ ამ ტერიტორიებზე. 1625 წელს, მარაბდის ბრძოლის წაგების შემდგომ, ირანის შაჰმა აბას I-მა, საბოლოოდ რომ `გადაეწყვიტა~ ქართველთა საკითხი, აქ დაიწყო თურქმანული ტომების დასახლება, რომელთა ძირითად საქმიანობას მომთაბარული მეურნეობა (მეცხოველეობა) წარმოადგენდა. მტკვრის მარჯვენა მხარეს, `ქართველთა ველზე~ (დღევანდელი ქვემო ქართლის ვაკე, მდინარეების დებედა-ქცია-ალგეთი ქვემო წელი და მათი შესართავი მდ. მტკვართან) ჩამოსახლებულნი იყვნენ ბორჩალუს ელნი (ტომი), ხოლო მდ. ლოჭინის სამხრეთით, რუსთავის ველზე `...მტკვრის კიდეს ესახლნენ ელნი დემურჩაისანლუ, სავსე პირუტყვითა, რამეთუ ზამთარ სითბოთი ტყითა და ბალახით მოუკლებელ არს ადგილი, ესე~.93 შესაბამისად, ამ პერიოდიდან ლომთაგორას მათ დაარქვეს იაღლუჯი, რაც, `მსუყე ბალახს~ ნიშნავს, ხოლო რუსთავის ველი ამის შემდეგ ყარაიის (ყარაიაზი) ველად მოიხსენიებოდა, რაც, ჩვენი აზრით, `შავი გაზაფხულის ველს~ ნიშნავს (ყარა-შავი, იაზ-გაზაფხული). თურქმანული ტომები თავის საქონელს ზამთარში რუსთავისა და გარეჯის მიდამოებში აძოვებდნენ, ხოლო ზაფხულს ყარაბაღის ან სომხეთის მთიანეთში ატარებდნენ, იმ შემთხვევაში თუ მეჯოგეები აპრილში მტკვარზე ვერ გადავიდოდნენ, შემდგომ ივნისის ბოლომდე ზაფხულის საძოვრებზე მოხვედრა მათთვის შეუძლებელი გახდებოდა, შესაბამისად ისინი გაუსაძლისი სიცხის გამო დაკარგავდნენ მთელ თავიანთ ჯოგებს (ქართულ მთიანეთში მათ არავინ არ შეუშვებდა), ამიტომაც მათთვის, ჩვენი მოსაზრებით, რუსთავის ველზე, გაზაფხულ-ზაფხული მართლაც `შავად~ წარიმართებოდა.

93 ქართლის ცხოვრება, ტ IV. თბ. 1973 წ. გვ. 332

ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I საკმაოდ დაუდგომელი სულის პატრონი და აქტიურად მებრძოლი პიროვნება იყო. საქართველოს ისტორიაში ცოტა თუ მოიძებნება ბაგრატიონთა გვარის ისეთი წარმომადგენელი, როგორიც ის იყო. მან გადაიტანა შაჰ-აბას I-ის მიერ დედის-ქეთევანის წამებით მოკვდინება, იგივე შაჰ-აბასის მიერ თეიმურაზის ორი შვილის ჯერ მძევლად წაყვანა, ხოლო, შემდეგ მათთვის ტანჯვით სულის ამოხდომა, მისი სამეფოს არაერთხელ აოხრება, ხალხის გადასახლება და მრავალი სხვა უბედურება. მიუხედავად ამდენი განსაცდელისა, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იგი იბრძოდა და არ ნებდებოდა. ამ ბრძოლებში მის გვერდით, გარდა საერო პირებისა, პირველ რიგში, აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი რუსთველი მიტროპოლიტები, რომლებიც ყველა მის მიერ წარმოებულ ბრძოლასა თუ დიპლომატიურ საკითხებში წინა ხაზზე იდგნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო რუსთველი მიტროპოლიტი იოანე. XVII _ საუკუნის 30-40 იან წლებში თეიმურაზი ცდილობს სამხედრო დახმარება მიიღოს რუსეთის მეფისაგან და ამისათვის იგი არაერთგზის აგზავნის ელჩობას მოსკოვში. ნიშანდობლივია, რომ რუსეთში გასასვლელ იმდროისათვის ყველაზე დაცულ და უსაფრთხო გზას წარმოადგენდა მდინარე სტორის (დღევანდელი თელავის მუნიციპალიტეტი) ხეობაზე გამავალი გზა, რომელიც გადიოდა პირიქითა თუშეთში და იქვე, მდ. პირიქითა ალაზნის ხეობით ( დაღესტანში მდ. ყოი-სუ, სულაკი) მიდიოდა რუსების მიერ დაარსებულ `თერგის ქალაქში~, თეიმურაზმა ელჩობაც ამ გზით გააგზავნა მოსკოვისკენ 1657 წელს. ეს გზა მეტად დაცულ გზას წარმოადგენდა იმ დროისათვის, ვიდრე არაგვი-თერგის გზა. საქართველოს ფარგლებში მიმავალი ეს გზა გადიოდა რუსთველი მიტროპოლიტის ეპარქიაზე, სადაც რუსთველი მიტროპოლიტი სადროშოს დროშის ქვეშ კრებდა ჯარს.

162 163

 რუსთველი მიტროპოლიტის დროშის ქვეშ უნდა დამდგარიყვნენ: სამების ეპისკოპოსი უჯარმით, თავადი ავალიშვილები, ივრის ხეობისა და სამგორის მცხოვრებნი, არაგვის ხეობიდან თავადი გურამიშვილები, `მიერთაგან გარდაღმა კახეთნი, თიანეთი, ფშავი და ხევსურნი, ერწო, ჟალელნი და მათ შინა მოსახლენი აზნაურნი და თავადნი~.94 რუსთველ მიტროპოლიტს ემორჩილებოდნენ აგრეთვე `ზემო თელავნი~, შაშიან-კალაური, კახის უბანის და ჯიმითის მოურავი, (ჯორჯაძე), ნეკრესის ეპისკოპოსი, ყვარლისა და გავაზის საწინამძღვრო, ჭაურას მოურავი, ხარჭაშნის ეპისკოპოსი, ჯვრის, ზედაზნის მონასტრები გლეხებით, კისისხევის წინამძღვარი, `ჩუმლაყის სარუსთველო~, მაღრანი, თუშეთი, სამთავრო, ჩეკურა, ნოდოკრა, ბიწმენი, ხოდაშენი, `სახასო მარტყოფი~, ახაშენი, ქისტაური, სახასო ფშაველი და სხვა.95 აქ შეკრებილი ჯარებით, რუსთველი მიტროპოლიტ იოანესა და თეიმურაზ I-ს ხელმძღვანელობით ცდილობდნენ შეეკავებინათ ლეკთა თარეში და გაერღვიათ ისლამური რკალი, `... განიზრახა თეიმურაზ შესვლა დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისგან და ყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი, შემოკრებილთა კახთა შეუხდა და შემუსრა რაოდენიმე კოშკნი და მოწუა დაბანი, არამედ დიდოთა მოიმწყნეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა ისრითა და საგორავებითა, მოკლეს რუსთველი წინაშე მეფისა~.96.

94 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II გვ. თბ. 1965 წ. გვ. 385.

95 ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ. გვ. 385-387.

XVII-XVIII საუკუნეების ტრაგიზმით სავსე პერიოდში, რუსთველი მიტროპოლიტები, რუსთავის ეპარქიაში გამორჩეულ მართვა-გამგეობას ახორციელებდნენ, რაც სამეფო და სასულიერო ხელისუფლების მხრიდან დაუფასებელი არ დარჩენილა. ამ პერიოდში მრავალ რუსთველ ეპისკოპოსს მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება, ასევე არაერთი რუსთველი ეპისკოპოსი გახდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. რუსთველი ეპისკოპოსის ეპარქიაში ყალიბდებოდა საქართველოს ერთიანობის, ერის გადარჩენის, აღმშენებლობისა და განათლების საძირკველი. ამ ვრცელ ტერიტორიაზე, რასაც რუსთავის ეპარქია ერქვა, ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეებში, სოფ. მარტყოფში, აშენებული იყო სამეფო რეზიდენცია. XVII-XVIII საუკუნეებში, განსაკუთრებულად გაიშალა: ციხე-სიმაგრეების, საგვარეულო კოშკების, ეკლესია-მონასტრების, ახლის მშენებლობა და ძველის აღდგენა-შეკეთება. მაგ: ბორკილჯვრის წმ. გიორგისსახელობის ეკლესია, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, აპარნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია და სხვა მრავალი. ამავე პერიოდს განეკუთვნება (XVII-XVIII მიჯნა) რუსთავის ნაქალაქარზე და ციხესიმაგრეზე აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ამ პერიოდში კახეთის მეფე ერეკლე I-მა, რუსთავის ციხეზე საზამთრო სამყოფელი მოიწყო. მან განაახლა ციხე, მიაშენა მას თავისი სასახლე და აღადგინა აბანოები.

96 ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 1973 წ. გვ. 596.

164 165

 ამ ტერიტორიაზე ისევ სახლობდნენ ქრისტიანი მოსახლენი, რომელთა კვალზეც მეტყველებს ამ პერიოდის ქრისტიანული სამაროვნები. როგორც ჩანს, რუსთავის არხი ფუნქციონირებდა, რადგან აქ იყო საკმაოდ დიდი დასახლება, რომელიც სამეფო გადასახადებს აბრეშუმით იხდიდა. მეაბრეშუმეობა არ არის დამახასიათებელი მომთაბარე ხალხთათვის (როგორებიც იყვნენ რუსთავის სამხრეთით დამკვიდრებული დემურჩაისანლუს თურქმანული ტომები), ამავე დროს აქ მცხოვრები რუსთაველები მხოლოდ აბრეშუმით თავს ვერ გაიტანდნენ, შესაბამისად, არსებობდა შინაური ცხოველების მოვლამოშენების პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ნადირობა და მორწყვითი მიწათმოქმედება, არა იმ მასშტაბებით, რაც 500 წლის წინ, მაგრამ კვალი აშკარაა. არქეოლოგების მიერ რუსთავის ციხე-სიმაგრესთან აღმოჩენილია ამ პერიოდის ქრისტიანული 42 სამაროვანი, რაც პირდაპირი მტკიცებაა რუსთავში ქართველი მართლმადიდებელი მრევლის არსებობის, ხოლო იქ, სადაც მრევლია, არის ეკლესია და საეკლესიო მსახურება, რაც უდაოდ არსებობდა იმ დროის რუსთავში. ერეკლე I-ის კეთილგანწყობა რუსთაველებისა და რუსთავის ეპარქიის მიმართ განსაკუთრებული იყო. როდესაც ერეკლე I, როგორც ნაზარ-ალი-ხანი, სპარსეთის შაჰმა დაამტკიცა კახეთის ტახტზე, მას სჭირდებოდა მცხეთაში კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა, რაზეც ერეკლე I-მა უარი მიიღო. ამის შემდეგ, მან ყველაფერი გააკეთა, რომ გადაეყენებინა პატრიარქი და მის ადგილზე არჩეულ იქნა რუსთველი მიტროპოლიტი იოანე. რუსთველი მიტროპოლიტების, მღვდელმთავრებისა და სამეფო კარის სიახლოვე აძლიერებდა ერთიან ეროვნულ იდეას. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ საქართველო განიცდიდა სპარსეთის იმპერიის განსაკუთრებულ აგრესიას, რუსთველი მიტროპოლიტი იყო ის სასულიერო ინსტიტუტი, რომელიც, სამეფო ხელისუფლებასთან ერთად, წინ აღუდგებოდა ხოლმე მათ აგრესიას. რიგ შემთხვევებში, როდესაც ქვეყნის ინტერესი საჭიროებდა საერო საქმეებში, მეფეც და რუსთველი ეპისკოპოსიც გარკვეულ კომპრომისზე მიდიოდნენ, რათა გადაერჩინათ რელიგიური მრწამსი, ცხოვრების წესი და სახელმწიფოებრიობის იდეა. ერეკლე I-ის შემდეგ ქართლში გამეფდა ვახტანგ VI, რომელმაც რუსთავის მხარის ასაღორძინებლად მრავალი რეფორმა ჩაატარა. მისი ბრძანებით კიდევ უფრო გააფართოვეს და გააგრძელეს რუსთავის არხი, ჩამოასახლეს მთებში გახიზნული მოსახლეობა, მაგრამ ამ სასიკეთო საქმემ დიდხანს ვერ იარსება, რადგან ქვეყანაში დაიწყო მრავალწლიანი გაუსაძლისი პოლიტიკური კრიზისი, რაც გამოწვეული იყო საგარეო ფაქტორებით.ქალაქი რუსთავი და მისი მიმდებარე ტერიტორია განსაკუთრებით გაუდაბნოვდა XVIII საუკუნის 20-იანი წლების შუა პერიოდიდან, როდესაც ქართლ-კახეთში დაიწყება `ოსმალობა~ და `ყიზილბაშობა~. თუ მანამდე, ამ ტერიტორიაზე, ციხესიმაგრის გარშემო, ოდნავ მაინც ფეთქავდა ქართული ძარღვი და მიმდინარეობდა მართლმადიდებლური წესით ცხოვრება, აღნიშნული პერიოდიდან სრულად მოისპო ქართული სიცოცხლის ნიშანწყალი. რუსთავის არხის სრულმა მოშლამ აქ `მყარად~ დაამკვიდრა თურქმანული მომთაბარე ტომები, რომლებიც იხდიდნენ სამეფო გამოსაღებს და რომელთა ეთნო-ეკონომიკურმა ყოფამაც სრულიად შეცვალა აქაური ტოპონიმიკა _ `დემურჩაისანლუს-ელის მოსახლეობა მტკვრის გაღმა მხარეს ყარაიაში ესხნენ ...იქ ითვლებოდა 6 თაბუნი (სულხან საბას მიხედვით `თაბუნი~ _ ხალხის გუნდია) და 120 ობი (სულხან საბას მიხედვით-ულუსთ სადგომი);

166 167

1. უზბაშის 1 თაბუნი გამომღები ელისი 376 კომლი;

2. შარაფადინისი1 თაბუნი გამომღები ელისი 122 კომლი;

3. მოლა აბდულა ყასუმისი 1 თაბუნი ალი თარხანისა 40 კომლი;

4. ასანლუ მოლა მამადისა 1 თაბუნი ალი თარხანისა 10 კომლი;

5. დერძი ოღლი ხალილისა-ელის 1 თაბუნი 120 კომლი ალი თარხანისა.97

გარდა იმისა, რომ თვალნათლივ ჩანს, თუ რა ბედი ეწია რუსთავსა და მის გარშემო ტერიტორიას, ნიშანდობლივია ისიც, რომ რუსთავის ნაქალაქარის ტერიტორია მოხსენიებულია ქვემო ქართლის `მტკვრის გაღმა მხარედ~, მოიაზრება საბარათიანოში. მდ. ლოჭინის სამხრეთით, რუსთავის ვრცელი ველი, ზემოთხსენებული ეთნო-ეკონომიკური პროცესის შემდეგ, მაინც რჩებოდა რუსთველი მიტროპოლიტების გამგებლობაში, XVII საუკუნის ბოლოს ერეკლე I-ის მიერ `გამოღებულ~ ერთ-ერთ სიგელში ვკითხულობთ; `ნებითა და შეწევნითა ღ-თისათა ჩვენ იესენ-დავითიან _ სოლომონიან-ბაგრატოვან მეფეთა მეფის პატრონის თეიმურაზის (თეიმურაზ I.) პირმშოსა და სასურველის ძის მეფის პატრონის დავითის ძემანდა

97 იას ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, თბ. 1935 წ, გვ. 302.

თვით მეფემან პატრონმა ერეკლე ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი და საბოლოო წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა მარტყოფელსა ქუმსიაშვილს ლაზარეს ძესა ასლამაზს, ზაალს ასე, რომ ამას წინათ ყარაიის (რუსთავის ველი) მეყორუღობა (დაცვა, ყურის გდება, მფარველობის გაწევა, პატრონობა). მამაშენს ჰქონდა... რაც შეგეძლო ერთგულად გვემსახურე და ისევ ყარაიის (რუსთავის ველის) მეყორუღობა გვთხოვე, რადგან მამაშენს ჰქონებოდეს, ისრევ შენთვის გვიბოძებია ყარაიის (რუსთავის ველის) მეყორუღობა ყოვლის კაცის უცილობლად და მიუდევარ-მიუსარჩლელად. ასე რომ არას კაცის შემოცილებით ეს არ მოგეშალოს არცა ჩვენგან, არცა შემდგომით ჩვენთა სხვათა მეპატრონეთგან~.98. მიუხედავად დაუსახლებლობისა, რუსთავი, თავის შემოგარენით, თაობიდან თაობას გადაეცემოდა მარტყოფელ ქუმსიაშვილებს, რომლებიც იყვნენ რუსთველის ეპარქიის მრევლი და, შესაბამისად, ყურს უგდებდნენ და იცავდნენამ ტერიტორიას. XVIII საუკუნის საქართველოს ისტორიამ ყველაზე მეტად შემოგვინახა რუსთველი მიტროპოლიტების სახელები.გთავაზობთ დღეისთვის ცნობილი რუსთველი ეპისკოპოსების, მღვდელთმთავრების და მიტროპოლიტების 

ნუსხას:

1. ეპისკოპოსი სტეფანოზ (სტეფანე) რუსთველი (V-VIს.ს.) მონაწილეობდა დვინის 506 წლის საეკლესიო კრებაში;

98 სმსა, ფონდი 1461. რვეული 7, საბუთი 1.

168 169

2. ეპისკოპოსი ბასილ რუსთველი (VI ს);

3. ეპისკოპოსი ბართლომე რუსთველი (IX ს.) მან შეაკეთა მარტყოფის სავანე ანტონ მარტომყოფელის კოშკის ჩათვლით. მანვე აკურთხა მღვდლად წმ. დავით გარეჯის უდაბნოში დიდი სასულიერო მოღვაწე წმინდა ილარიონ ქართველი;

4. ეპისკოპოსი შოთა რუსთველი (XII-XIII ს.ს.) `სიბრძნისმოყვარული ფრიად~, ფილოსოფოსი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი;

5. ეპისკოპოსი გიორგი რუსთველი (XIV ს. 1395 წ). მან გადამალა წმინდა ანტონ მარტყოფელის მიერ ქ. ედესიდან ჩამოტანილი მაცხოვრის ხატი. დაიღუპა თემურ ლენგის ურდოებთან ბრძოლისას, მარტყოფის ღვთაების მონასტრის დარბევის დროს;

6. ეპისკოპოსი ილარიონ რუსთველი (XVI ს.);

7. ეპისკოპოსი დომენტი რუსთველი (XVI ს.);

8. ეპისკოპოსი იოსებ რუსთველი (XVI საუკუნის II ნახევარი);

9. ეპისკოპოსი პავლე რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი XVII საუკუნის დამდეგი. მოკლა გამაჰმადიანებულმა კონსტანტინე ბატონიშვილმა 1605 წელს, 12 მირკანს (მარტი), კახეთის მეფე ალექსანდრე მეორესთან ერთად ზეგამში;

10. ეპისკოპოსი იოსებ რუსთველი (XVII საუკუნის 

10-იანი წლები), ვერ გადაიტანა შაჰ აბას I-ის მიერ განადგურებული ქვეყნის ბედის ტკივილი;

11. რუსთველი მიტროპოლიტი (სახელი უცნობია) (XVIIსაუკუნის 10-20 იანი წლები). გმირულად დაეცა მარაბდის ველზე 1625 წლის 1 მკათათვეს (ივლისს);

12. მიტროპოლიტი ზაქარია I რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი (XVII საუკუნის I ნახევარი);

13. მიტროპოლიტი იოანე რუსთველი (XVII საუკუნის 30-40-იანი წლები). თეიმურაზ I-თან ერთად 1640 წელს მონაწილეობა მიიღო დიდოელებისა და მათი მოკავშირე ლეკების წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც დაიღუპა კიდეც;

14. მთავარეპისკოპოსი მათეოზ რუსთველი (XVII საუკუნის 60-იანი წლები), მოხსენიებულია `დიდმოურავიანის~ სახელოვან ავტორთან, თბილისის მიტროპოლიტ იოსებ ტფილელთან (სააკაძე) ერთად;

15. ეპისკოპოსი ნიკოლოზ რუსთვალი, გვარად ამილახვარი (ზედგინიძე) (XVII საუკუნის 70-იანი წლების I ნახევარი).1675 წლიდან ეპისკოპოსი ნიკოლოზი უკვე აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია, `მეფემან (გიორგი XI) დასუა ძმა გივი ამილახორისა ნიკოლოზ კათალიკოზად~. (ქ.ც. ტ.IV, გვ. 

457). (ეპისკოპოსი ნიკოლოზი იყო გივი ამილახვრის ძმა);

16. ეპისკოპოსი ნიკოლოზ რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი, მეფე ერეკლე I-ის წინადადებით და მხარდაჭერით რუსთველად აკურთხეს 1675 წ;

17. ეპისკოპოსი იოანე რუსთველი, გვარად დიასამიძე, რუსთველად მოხსენიებულია 1679 წლის ისტორიულ საბუთში, 1687-1691 და 1696-1700 წლებში იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი;

18. მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზ რუსთველი, ჩოლოყაშვილი, მოხსენიებულია მეფე ერეკლე I-ის მიერ 1694 წლის 4 თიბათვე (ივნისი) გაცემულ წყალობის სიგელში;9999 (სმსა, ფონდი 1448, საბუთი 350)

170 171

19. მთავარეპისკოპოსი ზაქარია რუსთველი, ანდრონიკაშვილი, ქიზიყის მოურავის შვილი, მოხსენიებულია მის მიერ 1697 წელს მარიამობის თვეში (აგვისტო) გაცემულ წყალობის წიგნში;100

20. ეპისკოპოსი რომანოზ რუსთველი, გვარად ანდრონიკაშვილი, (XVII საუკუნის მიწურული); მოხსენიებულია ერეკლე I-ის სიგელში;101

21. მთავარეპისკოპოსი ქრისტეფორე რუსთველი (XVIIIსაუკუნის I ათწლული), პლატონ იოსელიანის ცნობით, იმყოფებოდა რუსეთში ოსმალთაგან შევიწროვებული ქართული ეკლესიისთვის შემწეობის აღმოჩენის სათხოვნელად;

22. მიტროპოლიტი ნიკოლოზ რუსთველი, გვარად ჩერქეზიშვილი, 1711-1723 წ.წ. იყო ცნობილი სასულიერო მოღვაწე, სიბრძნისმეტყველი, მწერალი. კათალიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა თავის `წყობილსიტყვაობაში~ მიტროპოლიტ ნიკოლოზის მოღვაწეობას მაღალი შეფასება მისცა;

23. ეპისკოპოსი ბესარიონ რუსთველი, გვარად ორბელიშვილი (ორბელიანი), `კახეთის სამღვდლოების 1724 წლის თხოვნას იმპერატორ პეტრე დიდის სახელზე ხელს აწერს ბესარიონ რუსთველი~.102 იმავე წელს იგი კათალიკოს პატრიარქად აკურთხეს. ამ უმაღლეს სასულიერო თანამდებობაზე ბესარიონ რუსთველმა 1737 წლამდე დაჰყო. იგი არის ავტორი თხზულებისა `გურდემლი~ („გრდემლი~) წიგნს აწერია `ეს წიგნი რუსთველისა არის~. მასში ნაჩვენებია თუ რა გან100 (სმსა, ფონდი 1448, საბუთი 169, 170)

101 (სმსა, ფონდი 1450, საბუთი 22, გვ. 60-61)

102 (კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ. 1941 წ. გვ. 314).

სხვავებაა მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის;24. ეპისკოპოსი დავით რუსთველი (XVIII საუკუნის I ნახევარი), იგი მოხსენიებულია პლატონ იოსელიანის წიგნში `ცხოვრება გიორგი მეცამეტისა~;25. მიტროპოლიტი დომენტი რუსთველი, გვარად ჯანდიერი, მან შეაკვრევინა დავით II-ის მიერ მარტყოფის ღვთაების მონასტრისთვის 1722 წელს ბოძებული სიგელი, რომლის ბოლოს მისი ხელით არის გაკეთებული ასეთი მინაწერი; `მე ყ-დ უღირსმან რუსთველ მიტროპოლიტმა დომენტიმ ეს ღვთაების გუჯარი დაშლილ იყო და შევაკვრევინე... მჯდომარეობისა ჩემისა ხარისხსა ამასა ზედა წელსა მეორესა~, მინაწერი დათარიღებულია 1736 წელთ, ე. ი. მიტროპოლიტი დომენტი რუსთველად 1735 წელს უკურთხებიათ. სხვა ისტორიულ საბუთში ვკითხულობთ; `მე რუსთველს ჯანდიერიშვილს დომენტის ...შემიწირავს ქალაქს ტფილისისასა სასახლე ჩემი ნაშოვნი და ჩემგან აღშენებული მარტყოფის ღვთაებისათვის... ქრისტეს აქეთ ჩღმ (1740 წელს);26. მთავარეპისკოპოსი იოსებ რუსთველი, გვარად ჯანდიერი, რუსთველად ჩანს 1756 წლამდე, 1756 წელს აკურთხეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, ამ უმაღლეს საეკლესიო თანამდებობაზე დარჩა 1763 წლამდე;

27. მთავარეპისკოპოსი იოანე რუსთველი, (XVIII საუკუნის 50-იანი წლების II ნახევარი 60-იანი წლების დამდეგი). ერეკლე II-ის დავალებით 1760 წელს გაჰყვა თეიმურაზ II-ს რუსეთში ელჩობის დროს, როგორც უპირველესი მრჩეველი;

28. მთავარეპისკოპოსი ათანასე რუსთველი (XVIII საუკუნის II ნახევარი);

29. არქიეპისკოპოსი სტეფანე რუსთველი (XVIII საუკუნის II ნახევარი);

30. არქიეპისკოპოსი ზოსიმე რუსთველი (მოხსენიებულია ქართლ-კახეთის მღვდელმთავრებთან ერთად XVIII საუკუნის 70-იანი წლების საბუთში);

31. მთავარეპისკოპოსი კირილე რუსთველი, გვარად ჯორჯაძე (XVIII საუკუნის 70-იანი წლების II ნახევარი, 80-იანი წლების დამდეგი). ერეკლე II მას უწოდებდა ბრძენ მრჩეველს და, მამაც მეომარს. რუსთავის საეპისკოპოსოდან გადაყვანილ იქნა ბოდბის მღვდელმთავრად. გმირულად დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში 1787 წელს;

32. მთავარეპისკოპოსი იოანე რუსთველი, გვარად ქვაბულისძე (ქობულაშვილი) (XVIII საუკუნის 80-იან წლებში). იოანე რუსთველის სახელი შემოგვინახა მის მიერ სხვადასხვა ქართულ ეკლესია-მონასტრებისთვის ნაჩუქარმა საეკლესიო წიგნებმა მისივე წარწერებით. მაგალითად, იოანე რუსთველის მიერ არტოზანის მთავარანგელოზის ეკლესიისთვის ნაბოძებ საეკლესიო წიგნს `სადღესასწაულო~ აწერია; `მე ყოვლად სამღვდელომ ქუაბულისძემ, არხიეპისკოპოსმა რუსთველმა იოანემ~ შევწირე ეს წიგნი არტოზანის მთავარანგელოზის ეკლესიას `საოხად სულისა ჩემისა და მშობელთა ჩემთა, ვინც ეს გამოსწიროს, რისხავდეს ყოვლად წმინდა სული~. ერთ ისტორიულ საბუთში რომელიც დათარიღებულია 1784 წლით, ვკითხულობთ; `რუსთველი იოანე ჯვარის გამკეთებელი~. (სმსა, ფონდი1461, საქმე116, გვ. 1);33. მიტროპოლიტი სტეფანე რუსთველი, გვარად ჯორჯაძე (1789-1839 წ.წ.) ცნობილი სასულიერო მოღვაწე და მწიგნობარი, რუსთველ-ნინოწმინდელი (ამ პერიოდში რუსთავისა და ნინოწმინდის ეპარქიები გაერთიანებულნი იყვნენ, ხოლო მღვდელმთავარს რუსთველ-ნინოწმინდელი ეწოდებოდა), საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის თანაშემწე;

34. მიტროპოლიტი ათანესე რუსთველი, გვარად ჩახვაშვილი (1997-2008 წ.წ.) ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში, საგანმანათლებლო და მწიგნობრული ტრადიციით გამორჩეული რუსთავის ეპარქიის აღდგენა სრულიად აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. 2002 წლის 17 ოქტომბერს ეპარქიას ეწოდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქია;

35. მიტროპოლიტი იოანე რუსთველი, გვარად გამრეკელი. 2008 წლიდან დღემდე, 2013 წლის 13 ოქტომბრის წმ. სინოდის განჩინებით მოხდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის გაყოფა, რუსთავის ეპარქიის მმართველობა დაევალა მიტროპოლიტ იოანე რუსთველს; პლ. იოსელიანის, ი. დოლიძიის. პ. რატიანისა და ა. მათიაშვილის მიერ დღეისათვის დადგენილია რუსთველ ეპისკოპოსთა, მთავარეპისკოპოსთა და მიტროპოლიტთა ცხრა გვარი. ეს გვარებია: ანდრონიკაშვილი, ამილახვარი, (ზედგენიძე), დიასამიძე. ჩოლოყაშვილი, ჩერქეზიშვილი, ორბელიშვილი (ორბელიანი) ჯანდიერი, ქვაბულისძე და ჯორჯაძე. ...და ისევ დავუბრუნდები შოთა რუსთაველის თემას. ვხედავთ, რომ რუსთველი მიტროპოლიტები, მღვდელმთავრები და ეპისკოპოსები არიან წარჩინებული გვარის შვილები, წარმატებული სახელმწიფო მოხელეები, ხოლო მათი სასულიერო წოდება არის რუსთველი, რუსთაველი. ესეც პასუხი იმისა, თუ საიდან იყო, სად მსახურობდა შ ო თ ა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი , (რუსთველი). რუსთავის ეპარქიის ისტორიის მასალების შეგროვებისას ჩვენი ყურადღება მიიქცია პლატონ იოსელიანის ნაშრომის `ცხოვრება გიორგი მეცამეტისა~ -ს (1936 წლის გამოცემა) ერთმა აბზაცმა, სადაც აღწერილია 1782 წლის 3 ივნისის, ერეკლე II-ის რძლის, გარდაცვლილი ქეთევან დედოფლის დავით გარეჯის ეკლესიასი დაკრძალვის პროცესი; `დიდად დღესასწაულებითა იყო დასაფლავება გვარისა ამისა ღირსისა სანატრელისა სამეფოისა სახლისა თვის და სასიქადულო ქართველთა ერისთავის, მეფის ძემან ინება დასაფლავება გვამისა დავით გარეჯის ეკლესიასა, თვე იყო ივნისისა მწუხარებისა, ხმამან შესძრა თებაიდა ქართველთა. ნინოწმინდელი საბა ბავრაყითა თვისითა და დროშითა, დავით რუსთველი და დანიელ ბოდბელი მიტროპოლიტნი შეერთდნენ და მიეგებნენ ლოცვითა და ვედრებითა ღვთისადმი წინარუს (ადგილის დასახელება), სადაც იწყება სივრცე და სიგანე თებაიდისა ანუ გარეჯის უდაბნოთა სადგური _ 1000 ცხენოსანი და 500 ქვეითი მიუძღვოდნენ მიცვალებულსა~.103დღეისთვის ჩვენ გვაქვს რუსთველი მიტროპოლიტების, მღვდელმთავრებისა და ეპისკოპოსების სხვადასხვა ავტორთა სამი სია, ესენია; პლ. იოსელიანის (ი. დოლიძის. პ. რატიანის) სია, სადაც აღნიშნულია 18 რუსთველი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი და ეპისკოპოსი, მ. ჯანგიძის სია, სადაც აღნიშნულია 13 რუსთველი მიტროპოლიტი, მღვდელმთავარი და ეპისკოპოსი და აკ. მათიაშვილის სია, სადაც აღნიშნულია 33 რუსთველი მიტროპოლიტი, მღვდელთმთავარი და ეპისკოპოსი. რუსთველი მიტროპოლიტი დავითი არცერთ სიაში არ მოიხსენიება. 

103 პლატონ იოსელიანი, „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, თბ. 1936 წ. გვ. 11-12.

ასე, რომ ამ მონოგრაფიის წერისას კიდევ ერთი რუსთველი მიტროპოლიტის სახელი დაუბრუნდა საქართველოს ისტორიას, ეს არის მიტროპოლიტი დავითი, რომელიც, როგორც ზემო მოყვანილი ამონაწერიდან ჩანს, 1782 წელს მოღვაწეობდა.მიტროპოლიტი დავითი დღეიდან შეგვიძლია მოვიხსენიოთ ჩვენთვის ცნობილ (31) მთავარეპისკოპოს კირილე რუსთველსა და (32) მთავარეპისკოპოს იოანე რუსთველს შორის. ასე, რომ დღეისთვის ჩვენ უკვე ვფლობთ რუსთველ მღვდელმთავართაგან 36 რუსთველი მღვდელმთავრის სახელს, მათ შორის 11 რუსთველი მიტროპოლიტის, მღვდელმთავარისა და ეპისკოპოსის გვარი ცნობილია, ეს გვარებია: ანდრონიკაშვილი, ამილახვარი, (ზედგენიძე), დიასამიძე. ჩოლოყაშვილი, ჩერქეზიშვილი, ორბელიშვილი (ორბელიანი), ჯანდიერი, ქვაბულისძე, ჯორჯაძე, ჩახვაშვილი და გამრეკელი. ის, რომ რუსთავის ეპარქიისთვის და რუსთველი მიტროპოლიტის მრევლისთვის მიტროპოლიტის რუსთველობა და თავისი ეპარქიის რუსთაველობა მყარად ჰქონდათ შესისხლხორცებული და ეს ფენომენი თაობიდან თაობას გადაეცემოდა, კარგად ჩანს ერთ ისტორიულ ეპიზოდში, რომელიც ეხება XVIII საუკუნის II ნახევარში, ეგვიპტეში მოღვაწე აბრამ შინჯიკაშვილის ისტორიას. აბრამ შინჯიკაშვილი იყო 21 წლის, როდესაც ლეკებმა XVIII საუკუნის 50-იან წლებში გაიტაცეს და ეგვიპტეში, ქაიროს მონათა ბაზარზე გაყიდული, ჩაირიცხა მამლუქებში. სულ მალე მან თავისი ვაჟკაცობითა და თავდადებით ეგვიპტის მამლუქთა შორის უპირველესი ადგილი დაიკავა (იგი გახდა ეგვიპტის

176 177

ბეი, მპყრობელი, მმართველი). 1777 წელს მან წერილი გამოაგზავნა მარტყოფში და თავისთან მიიწვია ოჯახის წევრები, სულ მალე მასთან ეგვიპტეში ჩავიდნენ მისი ძმა და სიძე, დიდი ხნის საუბრებისას აბრამმა, მიუხედავად სარწმუნოების შეცვლისა და 20-წლიანი სამშობლოსთან განშორებისა, დაინტერესდა ეკლესიით: `...ისევ ძველ ეკლესიაში სწირავენ მარტყოფსა, თუ სხვა გააკეთესო?~, ძმის პასუხი იყო: `...არა, ზემოთ რომ წ-ის ნიკოლოზის ეკლესია არის იქ სწირავენ-მეთქი, და მიბრძანა: დედაჩემს ხომ იქ ასვლა არ შეუძლია და რა უნდა ქნასო? მას უკან მკითხა: რუსთველი ვინ არისო? მე მოვახსენე: ენისლელი მოურავის შვილი კირილე (ჯორჯაძე) არის-მეთქი, და მერე მიბრძანა: მე გავაგზავნი რასმე თეთრსა ეკლესიისთვის, რომ ეკლესია ააშენონ~ და გარომელიც კირილე რუსთველს მიერთვა.104 აი, ასე ღრმად იყო ჩამჯდარი რუსთავის ეპარქიის მრევლის გონში რუსთველობა. აბრამ შინჯიკაშვილის მიერ გამოგზავნილი 200 ოქროთი, მცირე ხნის შემდეგ, მიტროპოლიტმა სტეფანე რუსთველმა მარტყოფის შუაგულში დაიწყო ეკლესიის მშენებლობა, რომელიც დაასრულა 1811 წელს. არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს რუსთავის ეპარქიის და მისი წინამძღოლის მნიშვნელობას ერთიან ქართულ მართლმადიდებლურ სივრცეში, XIX საუკუნის დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამზადებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებას, კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II ყველაფერს აკეთებდა, რომ აეცილებინა ეს უკანონობა, რუსეთის იმპერატორის მიერ დანიშნული მთავარმმართველი პავლე ციციანოვი ცდილობდა ეპარ104 სმსა, ფონდი1448, საბუთი 33.ქიათა გაერთიანებას და ამით ავტოკეფალიის გაუქმების წინააღმდეგობის შესუსტებას, მიუხედავად ამისა კათალიკოს _ პატრიარქი ანტონ II დამოუკიდებლად მოქმედებდა და საქართველოს მთავარმმართველს თავის ქმედებებს არ უთანხმებდა; `1803 წელს ნინოწმინდელმა მიტროპოლიტმა მიხეილმა ავადმყოფობის (მხედველობის დაქვეითება) გამო, გადადგომა ითხოვა, იმავე წლის 26 აპრილს კათალიკოს-პატრირქმა ანტონ II-მ რუსთველ მთავარეპისკოპოსს სტეფანეს აცნობა, რომ რუსთავის ეპარქიას უერთდებოდა ნინოწმინდის ეპარქია, ამიერიდან გაერთიანებული ეპარქიის მმართველი იწოდებოდა ასე; მიტროპოლიტი ნინოწმინდისა და მთავარეპისკოპოსი რუსთავისა~.105ვნახოთ ავტოკეფალიის გაუქმების წინ, რას წარმოადგენდა რუსთავის ეპარქია: რუსეთის იმპერატორის მიერ 1809-1811 წლებში საქართველოში დანიშნული მთავარმართებლის ალექსანდრე ტორმასოვის მოხსენებით ბარათში წერია; `...რუსთავის ეპარქია; მღვდელმთავარი არ იყო, იყო 20 ეკლესია, 23 მღვდელი, 7 დიაკვანი, 23 ეკლესიის მსახური~.106 ის, რომ ტორმასოვს არ უწერია რუსთაველი მღვდელმთავრის სახელი თავის მოხსენებით ბარათში დიდ ტრაგედიას ჩვენთვის არ წარმოადგენს, რადგანაც მას მოუვიდა დიდი შეცდომა არა მარტო რუსთაველი მიტროპოლიტის მიმართ, არამედ მას 13 ეპარქიაში მღვდელმთავარ-მიტროპოლიტ-ეპოსკოპოსები 6 ეპარქიაში აღნიშნული არა აქვს. აქვეა მითითებული ეპარქიაში შემავალი სოფლების რაოდენობა, 1811 

105 ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 8.

106 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, „ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ , თბ. 2009 წ. გვ. 1095.

178 179

წლისთვის `... რუსთაველი მთავარეპისკოპოსი სტეფანეს საწყმოში შედის 8 სოფელი 1 თავადით~, მას ემატებოდა ნინოწმინდის ეპარქია, სადაც `... შედის 30 სოფელი 1 თავადით~.107აღნიშნულ მონოგრაფიაში შევეცადეთ მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ყველა ის წერილობითი წყარო, რომელიც დღეს მოიპოვება რუსთავისა და რუსთავის ეპარქიის შესახებ, უპატიებელი შეცდომა იქნება, რომ არ აღვნიშნოთ, არსებული წყაროების საფუძველზე, რუსთავის ეპარქიაში სასულიერო განათლების შესახებ, რადგანაც ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება არქეოლოგიური ნივთიერი მასალა, რომელიც რუსთავის ეპარქიაში განათლების შესახებ `ილაპარაკებდა~, ამიტომ მივმართოთ XVIII საუკუნის წერილობით წყაროს, რომელიც საეკლესიო განათლებაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ეკლესია-მონასტერთა სიმრავლე (მათ შორის, რუსთავის ეპარქიაში) განსაზღვრავდა იმდროინდელ საზოგადოებაში განათლებულ ადამიანთა სიმრავლეს, რადგანაც განათლების ძირითადი კერები განთავსებულნი იყვნენ ეკლესია-მონასტრებში და იქ მოღვაწე სასულიერო პირების ოჯახებში, ამას მოჰყვებოდა სასულიერო განათლების აკადემიურობა, რომელსაც სამეფო ხელისუფლება უკეთებდა ორგანიზებას, ამის ნათელი მაგალითია 1801 წელს, აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანტონ II-ის წერილობითი პასუხი, რომელიც მან პეტერბურგში გააგზავნა, წერილის მე-7 პუნქტში ვკითხულობთ: `ქართლისა და კახეთის ყველა ეპარქიაში სასულიეროთა შვილებს ასწავლიან წერა-კითხვას, თავიანთ ოჯახების ხარჯზე, მეფე

107 ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 5.

ერეკლე II-ის დროს თბილისსა და თელავში არსებობდა სემინარიები, სადაც ეუფლებოდნენ: გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, სემინარიებს ინახავდა მეფე~.108

1811 წელს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ გააუქმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, წინამდებარე ტექსტი დასტურია იმისა, თუ როგორ დაარსდა, შენდებოდა, უძლებდა მტერს, ბრძოლობდა და იარსება საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთმა ბურჯმა ეპარქიამ, რუსთავის ეპარქიამ, მაგრამ 1811 წლის შემდეგ, იურიდიულად, რუსთავის ეპარქია გაუქმდა, სხვა დანარჩენი 13 ეპარქიის მსგავსად, რომელიც იყო იმ დროის ქართლ-კახეთში, 13 ეპარქიის მაგივრად შეიქმნა ორი _ მცხეთისა და ალავერდის, რუსთავის ეპარქიის ტერიტორია შევიდა მცხეთის ეპარქიაში. მიუხედავად ეპარქიის გაუქმებისა, რუსთაველი საეკლესიო მრევლის მეხსიერება და თვით სტეფანე რუსთველი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა რუსთველობას. მას ეს ტიტული თვით საქართველოს ეგზარქოსებმაც კი არ შეუცვალეს, იმდენად დიდი იყო მისი ავტორიტეტი და დამსახურება ერის წინაშე. ამაზე მსჯელობს სტეფანე რუსთველის მიერ მისი სიცოცხლის (შესაძლებელია) ბოლოს (1838 წელს) შედგენილი საბუთი, რომელიც ეხება რუსთავის საეპისკოპოსოს ტერიტორიაზე არსებული ტყის უკანონო ჩეხას; `რუსთავის ეპარხიისადმი კუთვნილ ტყესა შ-ა გლდანის ხეობაზედ წოდებულსა ლელუბნისა და კუტალისად თბილისის მოქალაქეს დავით იასამანოვსა და სხვათაცა გარეშეთა კაცთა ამ მოკლეს ხანში დაუჭრიათ

108 ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 3.

180

მრავალი მუხის ხეები მარგილად, ვაზის ძელქნად და სხვადასხვა იარაღებად, რომელთაც მიუციათ ეკლესიისთვის დიდი ზარალი~,109 რუსთველი მიტროპოლიტი დაბეჯითებით სთხოვდა საქართველოს საეკლესიო ხელისუფლებას და თბილისის პოლიციას, რომ აკრძალულ იქნას რუსთველის დაუკითხავად იქ, ტყეში ვინმეს შესვლა. მიტროპოლიტმა სტეფანე რუსთველმა დაასრულა რუსთველ მღვდელმთავართა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა 1400 წლიანი მოღვაწეობის სახელოვანი მატიანე. იგი დაკრძალულია, ეგვიპტის ბეი-ს (იბრაგიმ ბეი) აბრამ შინჯიკაშვილის მიერ შემოწირული თანხით (200 ოქროს მონეტა) სოფ. მარტყოფის შუაგულში, მის მიერ აგებულ ღვთაების მონასტრის ეზოში. მადლიერმა შთამომავლობამ მას ლექსიც მიუძღვნა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

„შეიწყალოს რუსთაველი,

ღვთაება რომ აგვიშენა,

თავს გვირგვინი დაამშვენა,

თვითონაც შიგ განისვენა~.

I ნაკვეთის დასასრული

109 სმსა, ფონდი 489, ანაწ. 1, საქმე 6507, გვ. 2.

182 183

რუსთავის ეპარქია

(ნაკვეთი მეორე)

1811-1819 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე გაუქმდა ყველა ეპარქია და შეიქმნა ორი: აღმოსავლეთ საქართველოში _ მცხეთის და დასავლეთ საქართველოში _ ქუთაისის ეპარქია. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა XX საუკუნის პირველ მეოთხედამდე. 1917 წლისათვის რუსეთის იმპერიაში, სიტუაციიდან გამომდინარე, ქართველი სასულიერო პირებისა და საზოგადოების მხრიდან შესაძლებელი გახდა ქმედითი ღონისძიებების ჩატარება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.1917 წლის 12 (25) მარტს ჩატარდა საეკლესიო კრება, რომლის განჩინებით აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე) დაინიშნა. იმავე წლის 17 სექტემბერს, თბილისის სიონში (ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე), შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმადაც პირველ ეტაპზე განახლდა 13 ეპარქია, რომლებსაც შემდგომში ორიც დაემატა. საქართველოს კათოლიკოსპატრიარქად კრების მიერ არჩეულ და დამტკიცებულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი_კირიონ II (საძაგლიშვილი). მიუხედავად დიდი წნეხისა და რეპრესიული ქმედებებისა, სახელმწიფოს მხრიდან, ამ პერიოდის შემდეგ საქართველოს კათალიკოს პატრიარქები საეკლესიო წესისამებრ ირჩეოდნენ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ; 


კირიონ II საძაგლიშვილი 1917 _ 1918


ლეონიდე ოქროპირიძე 1919 _ 1921


ამბროსი ხელაია  1921 _ 1927


ქრისტეფორე III ციცქიშვილი  1927 _ 1932


კალისტრატე ცინცაძე  1932 _ 1952


მელქისედეკ III ფხალაძე  1952 _ 1960


ეფრემ II სიდამონიძე  1960 _ 1972


დავით V დევდარიანი 1972 _ 1977


ილია II შიოლაშვილი  1977 დღემდე

184 185

 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების მომენტში საქართველოში იყო 1450 ეკლესია-მონასტერი, 2609 მღვდელი, 227 მთავარდიაკვანი, 1606 დიაკვანი, 29 მამათა მონასტერი 1188 ბერით, 6 დედათა მონასტერი 280 მონაზვნით. 1921 წელს, მას შემდეგ, როცა საქართველოში დამყარდა კომუნისტური დიქტატურა, ეკლესია-მონასტერთა რაოდენობა კატასტროფულად მცირდებოდა. ეკლესიათა დახურვის პროცესი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ დახურვის ფაქტით. კომუნისტები იდეოლოგიის, წესის,ტრადიციის და ყოფის აღმოსაფხვრელად რელიგიას ებრძოდნენ, დაწყებული საეკლესიო ქონების ექსპროპრეაციით, დამთავრებული საეკლესიო საკულტო ნივთების ძალადობრივი ამოღება-განადგურებით. კომუნისტური დიქტატურის პირველი ეტაპი ეკლესიის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მიღებულ იქნა კანონები, რომლის მიხედვით, გასაბჭოებიდან სულ რაღაც 2 წელიწადში, საქართველოში დაიხურა 1212 ეკლესია, ხოლო სასულიერო პირთა რაოდენობა 500-მდე შემცირდა. ამ დროს ანტირელიგიური კანონები უპრეცედენტო შიზოფრენიამდე მივიდა. 1929 წლიდან სამუშაო კალენდრიდან ამოღებულ იქნა კვირა დღე. სამუშაო კვირა ხუთი დღით განისაზღვრა. ასეთი მეთოდით კომუნისტებმა კვირა, როგორც მორწმუნეთათვის დასვენების და ლოცვის დღე, გააუქმეს. ეს კანონი 1940 წლამდე მოქმედებდა.საქართველოში, მართლმადიდებელთათვის უმნიშვნელოვანეს დღეს, 1943 წლის 28 ოქტომბერს, თბილისში ჩამოვიდა რუსეთის პატრიარქის ოფიციალური წარმომადგენელი_სტავროპოლისა და პიატიგორსკის მთავარეპისკოპოსი_ანტონი. მოლაპარაკების შედეგად რუსეთის ეკლესიამ თავის ისტორიის მანძილზე ოფიციალურად და ფორმალურ-კანონიკურად პირველად ცნო საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობა. ამ მნიშვნელოვანი მოვლენით, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას გზა გაეხსნა მსოფლიოს სხვა საპატრიარქოებთან ურთიერთობისათვის. მიუხედავად ამისა, რელიგიური მიმართულებით საქართველოში მაინც ურთულესი მდგომარეობა იყო, 1945 წლის მარტში საქართველოში მოქმედებდა 29 ეკლესია, რომელშიც წირვას აღავლენდა 5 მღვდელმთავარი, 41 მღვდელი, 2 პროტოდიაკონი, 3 მედავითნე, ხოლო 1953 წლისთვის ეკლესიათა რაოდენობამ საქართველოში 45-ს მიაღწია. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი რწმენისა და მოთმინების ფასად, იკვლევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გზას ტოტალურ სიბნელეში. XX ს-ის 20-იან წლებში, ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული საბჭოურ-ათეისტური რეპრესიების გამო, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტრადიციული საეპარქიო მართვა-გამგეობა ათწლეულების განმავლობაში პრაქტიკულად შეჩერდა. 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე XII ადგილობრივი კრების გადაწყვეტილებით, კათოლიკოს_პატრიარქად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი ილია, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ამ პერიოდიდან საქართველოს ისტორიაში დაიწყო ახალი აღმავლობის ხანა, რომელიც, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეეხო ეკლესია-მონასტრებს. 1977-1994 წლებში, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით, დაიწყო ეკლესია-მონასტრების აღდგენა და გაიზარდა მღვდელთმთავართა რიცხვი. 1977 წელს არსებული 15 ეპარქიიდან მხოლოდ ოთხს ჰყავდა თავისი მღვდელთმთავარი. ისინი ხელისუფლების კატეგორიული მოთხოვნით მხოლოდ თბილისში არსებულ ეკლესია-მონასტრებში ატარებდნენ წირვა-ლოცვას. 1992 წლიდან იმ დროს არსებულ ყველა ეპარქიას ჰყავდა მმართველი, ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. აღდგა და გაიხსნა ასობით ახალი ეკლესია-მონასტერი. ერთი საუკუნის მანძილზე თითქმის უპატრონოდ მიტოვებული მონასტრები კვლავ ბერ-მონაზვნებით შეივსო. მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო, ქართველი ერი მაინც უძლებდა არსებულ რეალობას და თანდათანობით უბრუნდებოდა თავის ისტორიულ ფესვებს და ტრადიციულ ყოფას. სულ უფრო მეტი მრევლი მივიდა ეკლესიაში, ჩაერთო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-მშენებლობაში, ეკლესიის წიაღში მომწიფდა ის პერიოდი, როდესაც მას უნდა აღედგინა თავისი ისტორიული, სრულფასოვანი ინსტიტუტები. ეს დროც დადგა, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაუღალავი შრომით, მისი აღსაყდრების მეოცე წლისთავზე ქართულ ეკლესიაში მომზადდა ნიადაგი, რათა ეკლესიის მართვა-გამგეობა სრულფასოვნად გავრცელებულიყო საქართველოს ყველა კუთხეში (გარდა ძალით ჩამორთმეული ტერიტორიებისა). სწორედ ამ პერიოდში 1995 წლის 18-19 სექტემბერს, მცხეთაში, სვეტიცხოველში ეკლესიის გაერთიანებულ კრებაზე, მიღებულ იქნა საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის მე-3 პარაგრაფში აღნიშნულია: `საქართველოს ეკლესია იყოფა ეპარქიებად, სამთავართუხუცესოებად და სამრევლოებად.მე-4 პარაგრაფის მიხედვით, საქართველოს ეკლესიაში შედის 27 (ოცდაშვიდი) ეპარქია მათში შემავალი ქალაქებითა და რაიონებით“. კრების მიერ მიღებულ დებულებაში, 1845 წლის შემდეგ, პირველად იყო ნახსენები რუსთავის ეპარქია, რომელიც შემოიფარგლებოდა: ქ. რუსთავით, ქ. მარნეულით, მარნეულის რაიონით. მღვდელთმთავრის წოდება _ „ეპისკოპოსი რუსთავისა,“კათედრა რუსთავში, რეზიდენცია რუსთავსა და მარნეულში“. ოფიციალურად რუსთავის ეპარქიამ ორსაუკუნოვანი ხარვეზის შემდეგ ისევ განაახლა თავისი წინამორბედი დიადი და არანაკლებ სახელოვანი თანამედროვე ისტორია, მაგრამ არსებობის მეორედ დაწყებას წინ უსწრებდა ჩვენი ერის 50-წლიანი დიდი შრომა, რათა აღდგენილიყო ქ. რუსთავი. 1944 წელს, მეხსიერებაში თითქმის ამოშლილ და ხალხისაგან მიტოვებულ ადგილზე, იმდროინდელი საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის განკარგულებით, რუსთავის ციხის გარშემო დაიწყო ინდუსტრიული ქალაქის მშენებლობა. ნიშანდობლივია, რომ ქალაქის პირველი მშენებლები (თუ არ ჩავთვლით II მსოფლიო ომისდროინდელ 15 000 გერმანელ ტყვეს და საბჭოთა კავშირის ფაშისტებისაგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან ევაკუირებულ ხალხს), იყვნენ საქართველოში 1926 წელს დაბადებული ახალგაზრდები, რომლებსაც უნდა აეშენებინათ და შემდეგ დასაქმებულიყვნენ საქართველოში ყველაზე მძლავრ ინდუსტრიულ საწარმოში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ქალაქის მშენებლობის დაწყებისთანავე, რუსთავში საქართველოდან და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან დაიწყო ათასობით ახალგაზრდის გადმოსახლება. ეს ის თაობა იყო, რომელიც დაიბადა და აღიზარდა ტოტალურ ათეისტურ გარემოში, ამიტომ მათ ცხოვრებაში ქრისტიანულ სარწმუნოებას უმნიშვნელო როლი ეკავა. ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა რუსთავში ათეისტური საზოგადოების არსებობა. რელიგიური კუთხით, რუსთავი, როგორც ახალგაზრდა ქალაქი საქართველოში, ყველაზე მეტად ათეისტურ პოლიგონს წარმოადგენდა. თუ არსებობდა სადმე, ქალაქის რომელიმე უბანსა თუ ოჯახში რელიგიური განწყობა, ეს განწყობა იმდენად კონსპირაციული იყო, რომ გარეგნულად საერთოდ არ მჟღავნდებოდა. რუსთავი, თავისი საწარმოებით წარმოადგენდა „საბჭოურ კადრების სამჭედლოს,“ რის გამოც რელიგიური წნეხი მაცხოვრებლებზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქებში. მიუხედავად ტოტალური ათეიზმისა, XX საუკუნის 60-70-იანი წლებიდან რუსთავში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ერთეული ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავისა და ოჯახის რისკის ფასად ღიად აღავლენდნენ მართლმადიდებლურ აღსარებას. უმძიმესი იყო ჟამი ათეისტურ-კომუნისტური რეჟიმის იდეოლოგიისა, დავიწყებული ჰქონდათ სარწმუნოება ღვთისა. აქა-იქ შემორჩენილი იყვნენ მოხუცებული ადამიანები, რომელთაც გულში დაეცვათ „ძველი“ რწმენა და თავის სახლში „კვირაძალზე“, ზოგჯერ სადმე თუ ხელი მიუწვდებოდათ, ეკლესიებში ღმერთთან ურთიერთობას თავისებურად გამოხატავდნენ, აგრეთვე იყო მცირეოდენი ახალგაზრდა, ვისაც სწამდა ღმერთი, მაგრამ მისი გამომჟღავნების არც სულიერი ძალა ჰქონდათ, არც ცოდნა, არც ადგილი მოიძებნებოდა ადვილად, ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, ადამიანები იყვნენ არაეკლესიურად მორწმუნენი. რუსთავის მცხოვრებთა რელიგიისკენ შემობრუნების გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისი, ამ დროს რუსთაველები იმის გამო, რომ ქალაქში არ არსებობდა ეკლესია-მონასტრები, თბილისის ეკლესიების მრევლი ხდებოდა, ასეთი იყო ქ. რუსთავის ჭყონდიდელის უბანში მცხოვრები ალექსანდრე გორგიძის ოჯახი, ალექსანდრე დიანოზის ძე გორგიძე დაიბადა1920 წლის 14 აპრილს, წყალტუბოს რაიონში, აქვე დაამთავრა არასრული საშუალო სკოლა, შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა, აქვე, ქუთაისში მოინათლა, ალექსანდრე გორგიძის მეუღლე ქალბატონი ზინაიდა ვასილის ასული ზარდიაშვილი (დაიბადა 1926 წელს), მან მთელი თავისი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა, გორგიძეების ოჯახში ოთხი შვილი იზრდებოდა; დიანოზი (დეკანოზი დიმიტრი) _ დაბადებული1949 წელს, ვასილი _ დაბადებული 1952 წელს, ნელი _ დაბადებული 1953 წელს და გიორგი (დეკანოზი გიორგი) დაბადებული1956 წელს. XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გორგიძეების ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ რუსთავში გადმოდის, იმდროინდელი რუსთავი წარმოადგენდა დინამიურად მზარდ ინდუსტრიულ ქალაქს, რომელიც სრულიად დაცლილი იყო რელიგიურობისგან, აქ რუსთავში, მრავალშვილიანი, მყარი რელიგიური ფესვების მქონე ქართულ ოჯახში, სადაც დედა ზრდის ოთხ შვილს და გვერდში უდგას მეუღლეს შეუძლებელია, რომ არ გაჩენილიყო მართლმადიდებლობის ღიად აღმსარებლობის სურვილი, მიუხედავად სასტიკი წნეხისა, ალექსანდრე გორგიძის ოჯახი 1982 წლიდან გახდა თბილისის სიონის მრევლი, ოჯახის პირველი მოძღვარი იყო სიონის მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი ზურაბი (ანთიძე), რომლის წარდგინებითაც, სულ მალე ბ-ნი ალექსანდრე და მისი ორი ვაჟი _ დიმიტრი და გიორგი სტიქარით შეიმოსა, ამას წინ უძღოდა ბ-ნი ალექსანდრეს სიონის საკათედრო ტაძრის მნათედ კურთხევა. 1984 წელს საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ რუსთავში მართლმადიდებლობის აღორძინების მიზნით, მრავალი მოსაზრებისა და ფიქრის შემდეგ, გადაგა პირველი ნაბიჯი _ ქალაქის ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად მოავლინა ორი პირი: დიდუბის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი არჩილი (მინდიაშვილი) და სიონის საკათედრო ტაძრის მნათე ალექსანდრე გორგიძე, 

190 191


 რომლებმაც მიიტანეს პატრიარქის სიტყვა ქალაქის მაღალ ინსტანციებში, მაგრამ მაშინდელი მთავრობის თითოეული პირისთვის ეკლესიის შესახებ თემა იმდენად მიუღებელი, გაუგებარი, უცხო და აკრძალული იყო, რომ უმცირესი დროის მონაკვეთში პატრიარქის წარგზავნილები თაღიანი და მაღალჭერიანი შენობის სულმკვდარი ოთახებიდან „გამოდევნილნი იყვნენ“. მისი უწმინდესობა კვლავ მძიმედ განიცდიდა რუსთავში (V საუკუნის ერთ-ერთ უძველეს ეპარქიაში) უეკლესიობას, მან თავისი გულისნადები, ნაფიქრალი, რომ „იქნებ რუსთავში სადმე გამოძებნილიყო ადგილი, სადაც სანთელი დაინთებოდა“, გულისტკივილით გაუზიარა სიონის ტაძრის მნათეს, მისთვის სასურველ პიროვნებას ალექსანდრე გორგიძეს, რომელმაც დიდი სიყვარულით და იმედით შესთავაზა საკუთარი სახლი სამლოცველოს დასაფუძნებლად. 1985 წელს, პეტრე-პავლობის მარხვაში, კათოლიკოს პატრიარქი ილია II მობრძანდა რუსთავში, ალექსანდრე გორგიძის ოჯახში, სადაც უნდა დაფუძნებულიყო წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო, მან დაათვალიერა ოთახი, რომელიც გაწყობილი იყო ხატებით, რომლებსაც დართული ჰქონდათ თავისი ტროპარი და გადაწყდა, უწმინდესის წმინდა ლოცვით და ოჯახის თავთა ძალისხმევით დამკვიდრებულიყო წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. სამლოცველოს დასაფუძნებლად საჭირო შეიქმნა რელიგიის საკითხებში ცენტრალური ხელისუფლების (სსრკ ქ. მოსკოვი) მიერ გაღებული ოფიციალური ნებართვა. იმ დროისთვის არსებული კანონის თანახმად, საკულტო შენობის ასაშენებელი ნებართვის მისაღებად საჭირო იყო 20-25 კაცის ხელმოწერა, რაც ერთობ გაძნელდა, ერთ დღეს, რომ მოაწერდა ვინმე ხელს ნებართვის დოკუმენტს, ხელისუფლების სასტიკი მოთხოვნის შედეგად, მეორე დღეს იგივე პირი ითხოვდა სიიდან ამოწერას, ამდენად რთული აღმოჩნდა საქმის სისრულეში მოყვანა. მიუხედავად ამისა, ალექსანდრე გორგიძის დაუღალავი შრომის შედეგად, 1987 წელს სამლოცველოს დაარსების ნებართვა მიღებულ იქნა.

192 193

მოგვიანებით ამ ისტორიულ მოვლენას, უკვე 2010 წლის 13 დეკემბერს რუსთავში „გორგასალის“ დღესასწაულზე მობრძანებისას თავად მისი უწმინდესობა გაიხსენებს და აღნიშნავს: „ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის იყო პერიოდი, როდესაც მე თხოვნით მივმართე რუსთავის მთავრობას და ვითხოვდი ნებართვას ეკლესიის ასაშენებლად, მაგრამ ამაოდ, თქვენ გახსოვთ, რუსთავი ტექნიკურად განვითარებული ქალაქი იყო, მაგრამ არ იყო არც ერთი ეკლესია. და აი, რუსთავის მკვიდრმა, ალექსი გორგიძის ოჯახმა შემოგვთავაზა, რომ მათ ბინაში ერთ ოთახში გვეკურთხებინა პატარა ეკლესია, საოცარი პიროვნება იყო ბატონი ალექსი, რომელიც აწ უკვე გარდაცვლილია. აი, ასე დავიწყეთ ჩვენ რუსთავში ეკლესიაზე ზრუნვა, შემდეგ კი მოგვეცა ნება და აშენდა ეს დიდი ბაზილიკა“. მთელ საქართველოს გასწვდა პატრიარქის უკიდეგანო სულიერი ღვაწლი, უყურადღებოდ არ დაუტოვებია უეკლესიო ქალაქი რუსთავი და, ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის მძვინვარების ჟამს, კერძო სახლში, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო დააარსა.


196 197



აღნიშნული სამლოცველო ძველია და დაკავშირებულია ერის მამის, უწმინდესი ილია II-ის სახელთან და ღვაწლთან... ეს არის თანამედროვე ისტორიის მოვლენა, რომელიც მომავალში წარსულად უნდა მოგვევლინოს.პატრიარქის მიერ ხშირად გახსენება და აღნიშვნა, წმინდა გიორგის სამლოცველოს, როგორც პირველი ეკლესიის დაარსების თაობაზე, არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირი და უპირატესობის მნიშვნელობით (თორე სამლოცველოები და ეკლესიები მრავალი დაფუძნებულა დღემდე), არამედ ეს გახლავთ მინიშნება, თუ რა დროს, როგორ ვითარებაში მოხდა ამ წმინდა და ისტორიული, თითქმის შეუძლებელი საქმის აღსრულება. როდესაც სამლოცველო გაიხსნა, სწორედ პატრიარქის ძმამ ვიქტორმა (ბერი გიორგი), შეადგინა მთელი რიგი ნუსხა და უწმინდესის კურთხევით საპატრიარქოს საწყობიდან, წირვა-ლოცვისა და სხვადასხვა საჭიროებისათვის წმინდა გიორგის სამლოცველოს გადასცა მრავალი წმინდა ნივთი და ინვენტარი. უფრო ძველი, შედარებით ფართო მნიშვნელობის და ღირებულების მსგავსი რამ პატრიარქის მშობლებმა, კეთილმორწმუნე გიორგიმ და ნატალიამ ქალაქ ვლადიკავკაზში შექმნეს. მშობლების მაგალითზე უწმინდესმა ანალოგიური ქმედება სხვაგანაც განახორციელა და ერთერთი _ ქალაქ რუსთავში. ჭყონდიდელის უბანშიც, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, მრევლმა სამლოცველოში დაიწყო სიარული, რომელიც პატრიარქის კურთხევით თავდაპირველად ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი) მოინახულა, ხოლო შემდეგ ქორ-ეპისკოპოსმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ (მელიქიძე) აკურთხა, სამრეკლოს ზარები თვით მისი უწმინდესობის ილია II-ის მიერ იქნა ბოძებული.კეთილმორწმუნე ალექსანდრესა და ზინაიდას მიერ მოხდა უფლის აღიარება წინაშე კაცთა, და უფალმაც აღიარა ისინი და უწმინდესის და უნეტარესის მხრიდან, მისი ლოცვა-კურთხევით, მიეღოთ წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში სამუდამო განსასვენებელი...2010 წლის ივლისის თვეში მისი უწმინდესობა მობრძანდა რუსთავის ეპარქიის მოსალოცად, მოინახულა სამლოცველო, სამღვდლოებასთან ერთად იგალობა წმ. გიორგის ტროპარი, მადლიერებითა და კურთხევით დატოვა სამლოცველო სახლი.ასე რთული იყო რუსთაველთა გზა მონასტრისაკენ, რომელიც საბოლოოდ მრევლმა მაინც გატკეპნა. XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, საბჭოთა კავშირში კრიზისის დადგომის შემდეგ შესაძლებელი გახდა ადამიანებს ღიად ესაუბრათ თავიანთ აღმსარებლობაზე. ამ დროიდან დაიწყო ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი ფესვების ძიება და ტრადიციებთან დაბრუნება. თვით ქ. რუსთავის კომუნისტურ-პარტიული ხელმძღვანელობაც თავიდან ფრთხილად ეკიდებოდა რელიგიურ საკითხებს, ხოლო შემდგომ, როდესაც მთელს საქართველოში მასშტაბურად დაიწყო ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, პარტიული მუშაკები უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და ორგანიზებას უკეთებდნენ რუსთავში ეკლესიის მშენებლობას. 1988 წლის ივნისში, ახლად შექმნილი „რუსთაველის საზოგადოების“ მიერ, დაისვა საკითხი რუსთავში საუკუნეების შემდეგ პირველი ეკლესიის აშენების შესახებ. ეს ხალხი იყვნენ იმდროინდელი ქალაქის ხელისუფლებაში მომუშავე ადამიანები. ბატონი სოსო არეშიძე იხსენებს: `პირველ ხანებში ქალაქის პირველი ხელმძღვანელი პირები არ ჩანდნენ და ვერც გამოჩნდებოდნენ, სანამ ეკლესიის მშენებლობა კანონიერ სახეს მიიღებდა, მაგრამ ჩვენ, ვინც ვრისკავდით, ვიყავით მათი მფარველობის ქვეშ. მათი პოზიცია იყო მხოლოდ დადებითი, ეროვნული მოძრაობა პიკს უახლოვდებოდა, დაწყებული იყო საბჭოთა იმპერიის დაშლის პროცესი, საბჭოთა ხელისუფლებას ამისთვის აღარ ეცალა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწიეს, მაგალითად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ, მან თავისი ინიციატივით ქალაქის საზოგადოების წერილი, ეკლესიის აშენების თაობაზე პირადად წაიღო მოსკოვში საკავშირო მინისტრთა საბჭოში და ლობირება გაუწია გადაწყვეტილების დადებითად მიღებას, რამდენიმე თვის შემდეგ, საკავშირო მინისტრთა საბჭოს დადგენილებაში, საქართველოს სხვადასხვა საკითხებთან ერთად იკითხება შემდეგი ჩანაწერი: `ნება დაერთოს ქ. რუსთავის საქალაქო საბჭოს აღმასკომს მოზიდული სახსრებით აღადგინოს რუსთავის ისტორიული ეკლესიის ნანგრევები“. 

198 199

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რჩევით სოსო არეშიძე და სოსო ჯაფარიძე არქიტექტორთა ჯგუფთან ერთად სოფ. ხაშმის ეკლესიის (VI ს.) სანახავად ჩავიდნენ, რათა მსგავსი აეშენებინათ რუსთავში. 1988 წლის ბოლოსათვის ეკლესიის მშენებლობის ყველა იურიდიული საკითხი უმაღლესი ხელისუფლების დონეზე მოგვარებული იყო. 1989 წლის 12 იანვარს რუსთავს ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. იმავე დღეს საქართველოს პატრიარქმა მოინახულა ის ადგილი, სადაც არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩნდა უძველესი ეკლესიის


202 203



ნაშთები (წმ. ნინოს ქუჩაზე) და აკურთხა იგი. ამით, შვიდი საუკუნის შემდეგ, ამ წმინდა ადგილზე, კვლავ დასაბამი მიეცა, (სადაც მანამდე თითქმის ათასი წელი არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება), ახალი ტაძრის აშენებას და წირვა-ლოცვის განახლებას.1989 წლის 18 მაისს, ქ. რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში გამართულ „რუსთაველის საზოგადოების“ გაფართოებულ სხდომაზე, დადგა საკითხი რუსთავში მშენებარე ეკლესიის სახელწოდების შესახებ, ამ კრებაზე იმყოფებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი დიმიტრი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო პატრიარქის სურვილი _ რუსთავში აშენებულიყო ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარი, რომელიც იქნებოდა საეპისკოპოსო ცენტრი, დეკანოზმა დიმიტრიმ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მთავარი ტაძრის აშენებამდე კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაკურთხ ადგილზე აგებულიყო ღვთისმშობლის ხარების სახელობის მცირე ეკლესია და დაწყებულიყო ღვთისმსახურება. ვახტანგ გორგასალის სახელობის საეპისკოპოსო ტაძრის მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, შემდეგი შემადგენლობით; იოსებ ჯაფარიძე _ კუხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილე, თავმჯდომარე. სოსო არეშიძე _ საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.მამია მახარაძე _ რუსთავის სამეურნეობათაშორისო გაერთიანების უფროსის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.ზაზა რუსაძე _ სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე.ოთარ ღვამბერია-რუსთაველის საზოგადოების საქალაქო ორგანიზაციის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი. სანამ მიმდინარეობდა ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, პატრიარქის კურთხევით იქვე, ახლოს აშენდა მცირე ზომის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია, მისი აშენება ითავა ს.პ.ს. „აღმაშენებლის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა დავით თავაძემ და ზურაბ ფანჯავიძემ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეკლესიის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა, იყო მეტალურგიული ქარხნის დირექტორი _ გურამ ქაშაკაშვილი, მან, მშენებლობის პირველ ეტაპზე, ეკლესიას 50 ტონა არმატურა გადასცა. ასევე ჯუმბერ თათარაშვილი _ ცემენტის ქარხნის დირექტორი, ორივე ეკლესიის _ ღვთისმშობლის ხარების სახელობის და ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მშენებლობასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაში მის მიერ გაღებულმა დახმარებამ მთავარი როლი ითამაშა. რეზო რაზმაძე _ საქ. ელექტრომონტაჟის დირექტორი, რომელმაც მთელი ელექტრო მეურნეობა საკუთარი რესურსებით და თავისი კოლექტივის ჩართულობით მოაწყო.იუზა ჩუბინიძე _ შ.პ.ს. „სარინის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რომელმაც, ჯერ კიდევ არქეოლოგიური გათხრების დღიდან, თავის თავზე აიღო ჯვრის ორნამენტიანი ღობეების დამზადება და გალავანი შემოავლო ეკლესიის მთლიან პერიმეტრს, მანვე შეიძინა ბოლნისის ქვის პირველი პარტია ეკლესიათა პერანგის მოსაპირკეთებლად. ვალერიან გრძელიშვილი _ რუსთავის ვაჭრობის სამმართველოს უფროსი, რომლის კოლექტივმაც პირველი 30 000 მანეთი შესწირა ეკლესიის მშენებლობას.

გურამ რობაქიძე _ "საქ. მექანო მონტაჟი".

იური ბარბაქაძე _ "ფოლად კონსტრუქცია".

ანზორ დოლიძე _ "ლითონ კონსტრუქცია".

ნაშთები (წმ. ნინოს ქუჩაზე) და აკურთხა იგი. ამით, შვიდი საუკუნის შემდეგ, ამ წმინდა ადგილზე, კვლავ დასაბამი მიეცა, (სადაც მანამდე თითქმის ათასი წელი არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება), ახალი ტაძრის აშენებას და წირვა-ლოცვის განახლებას.1989 წლის 18 მაისს, ქ. რუსთავში, ქიმიკოსთა კულტურის სახლში გამართულ „რუსთაველის საზოგადოების“ გაფართოებულ სხდომაზე, დადგა საკითხი რუსთავში მშენებარე ეკლესიის სახელწოდების შესახებ, ამ კრებაზე იმყოფებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი დიმიტრი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო პატრიარქის სურვილი _ რუსთავში აშენებულიყო ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარი, რომელიც იქნებოდა საეპისკოპოსო ცენტრი, დეკანოზმა დიმიტრიმ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მთავარი ტაძრის აშენებამდე კათალიკოს პატრიარქის მიერ ნაკურთხ ადგილზე აგებულიყო ღვთისმშობლის ხარების სახელობის მცირე ეკლესია და დაწყებულიყო ღვთისმსახურება. ვახტანგ გორგასალის სახელობის საეპისკოპოსო ტაძრის მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელობისათვის შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, შემდეგი შემადგენლობით; იოსებ ჯაფარიძე _ კუხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილე, თავმჯდომარე. სოსო არეშიძე _ საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.მამია მახარაძე _ რუსთავის სამეურნეობათაშორისო გაერთიანების უფროსის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე. ზაზა რუსაძე _ სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე.ოთარ ღვამბერია-რუსთაველის საზოგადოების საქალაქო ორგანიზაციის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი.

204 205

როინ გოგოლაძე _ `ლითონ კონსტრუქცია~.

მამია სვანიშვილი _ `საგზაო მანქანების შემკეთებელი ქარხანა”, 

ანზორ ბაზალი _ ”მექანიკური ქარხანა”,

გია ომანაძე _ “მექანიკური ქარხანა”,

იური კილაძე _ რუსთავის აღმასკომის კაპ. მშენებლობის განყოფილების უფროსი,

პეტრე ვეფხვაძე _ რუსთავის ტრანპორტის განყოფილების უფროსი, 

სტანგერ გაფრინდაშვილი _ “სამშენებლო მასალათა კომბინატი”, 

ქალაქის სამეურნეო და სამსახურები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და ქალაქის მთელი საზოგადოება, რუსთავის ეკლესიათა მშენებლობაში უამრავი რუსთაველი იღებდა მონაწილეობას, შენდობას ვითხოვთ, რამეთუ ფიზიკურად ვერ შევძელით ყველა მათი სახელის მოძიება.ვერ აუვალთ იმ მცირე თუ დიდი შეწირულობების ჩამოთვლას, რომელსაც რუსთავის მკვიდრნი აკეთებდნენ ეკლესიის ასაშენებლად. ეს იყო უხილავი გრძნობით, წინაპართა ხსოვნით, ისტორიული მემკვიდრეობით ნაკარნახევი საყოველთაო საქმე. მცირე ეკლესიის მშენებლობა დამთავრდა იმავე წლის 12 ნოემბერს. „ღვთისმშობლის ხარების“ სახელობის ეკლესიაში, სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად, მობრძანდა საქართველოს პატრიარქი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საუკუნეების განმავლობაში რუსთავის დადუმებულ მიწაზე პირველად ჩაატარდა წირვა-ლოცვა და ნათლობა. რუსთავის მიწაზე წირვა-ლოცვისა და ნათლობის აღდგენამ კიდევ უფრო ნათლად დაანახა ყველას საკათედრო ტაძრის არსებობის აუცილებლობა, მთელი ქალაქის საწარმოები, რიგითი მოსახლეობა ცდილობდნენ თავისი შესაძლებლობებით მხარში ამოდგომოდნენ დაწყებულ საქმეს. საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მშენებლობას. პატრიარქი 1990 წლის 13 ივნისს ეწვია რუსთავს, დაათვალიერა ტაძრის მშენებლობა, მადლობა უთხრა და დალოცა მშენებლები, შეხვდა მრევლს და აღავლინა ლოცვა. 10 დღის შემდეგ, 1990 წლის 24 ივნისს, მისი უწმინდესობა ისევ მობრძანდა რუსთავში, ამჟამად უკვე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დამთავრებისა და კურთხევისთვის. ამით განახლდა ქალაქ რუსთავში რუსთაველთა მართლმადიდებლობის ისტორიაც. რუსთავში, ეკლესიათა აღდგენა-აშენებას თან დაერთო 1995 წლის (1918-19 წლისდროინდელი) საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მართვაგამგეობის დებულება, რომელმაც განსაზღვრა რუსთავის ეპარქიის საზღვრები და 1996 წელს, ეპარქიის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). მეუფე ათანასე იმ მღვდელთმთავართა თაობის წარმომადგენელი იყო, რომელთა მხრებზეც გადაიარა საქართველოს ეკლესიის ყველაზე ძნელბედობის ჟამმა, მათ გაუძლეს ამ დიდი ტვირთის ზიდვას და ჩვენამდე მოიტანეს საქართველოს მართლმადიდებლობა და არა მარტო მართლმადიდებლობა, არამედ ქრისტიანული ცხოვრების წესი, ყოფა, რომელიც ისტორიულად ვლინდებოდა ჩვენი ერის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

206 207


მიტროპოლიტი ათანასე სქიმმიტროპოლიტი ეფრემი

ერისკაცობაში: ანზორ იორამის ძე ჩახვაშვილი 

დაიბადა: 04.02.1936 წ. (გურჯაანის რაიონი, სოფელი 

კარდენახი).

დიაკვნად კურთხევა: 1967 წლის 25 დეკემბერი;

მღვდლად კურთხევა: 1968 წელი;

ბერად აღკვეცა: 1978 წლის 14 დეკემბერი;

არქიმანდრიტის ხარისხის მინიჭება; 1978 წლის 17 

დეკემბერი;

ეპისკოპოსად კურთხევა: 1978 წლის 24 დეკემბერი.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა 1986 წელს.

მიტროპოლიტობა ებოძა 1989 წელს.

სქემით შეიმოსა 2012 წელს.

1996 წლიდან რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტია რუსთავისა და მარნეულის ეპარქიაში, კათედრა ქ. რუსთავში, რეზიდენცია ქ. რუსთავსა და ქ. მარნეულში.

ვრცლად:

1953 წელს დაამთავრა სიღნაღის საშუალო სკოლა.

1953-1957 წლებში ანზორ ჩახვაშვილი შრომით საქმიანობას ეწეოდა კარდენახის კოლმეურნეობაში.

1957-1959 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში.

1959-1962 წლებში სწავლობდა სიღნაღის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმში.

1963 წელს, მცხეთაში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც მალე სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი.

1965 წელს ანზორ ჩახვაშვილი ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1967 წელს და ამავე წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ II-მ დიაკვნად აკურთხა და სახელად ანდრია უწოდა. კურთხევის შემდეგ ანდრია სიონის საპატრიარქოს ეკლესიაში განაწესეს.

1968 წელს ალავერდელი ეპისკოპოსის რომანოზის (პეტრიაშვილი) წერილობითი თხოვნის საფუძველზე გაიწვიეს ალავერდის ეპარქიაში. მეუფე რომანოზმა აკურთხა მღვდლად და განწესებულ იქნა ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიაში მღვდლად.

1969-1970 წლებში მსახურობდა თელავის ღვთაების ეკლესიაში, ხოლო 1971-1979 წლებში გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

208 209

1978 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში, შედგა წმინდა სინოდის სხდომა, სადაც ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსობის კანდიდატად წამოყენებულ იქნა სიონის საპატრიარქო ეკლესიის დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი. 15 დეკემბერს მამა ანდრია აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ათანასე, 17 დეკემბერს იგი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში, 24 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიაში ბოდბელ ეპისკოპოსად აკურთხეს.

1986-1996 წლებში ბოდბელი მთავარეპისკოპოსის წოდებას ატარებდა.

1989 წელს კი მიტროპოლიტის ხარისხი მიანიჭეს.

1996-2009 წლებში რუსთაველ მიტროპოლიტად იწოდებოდა.

2009 წლის 1 ნოემბრიდან კი მიტროპოლიტი ათანასე პენსიაზე იმყოფებოდა. 

გარდაიცვალა 2012 წლის 9 აგვისტოს. გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, მძიმე ავადმყოფი მიტროპოლიტი ათანასე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი სქემით შემოსა. აღკვეცისას მიტროპოლიტ ათანასეს სახელად ეფრემი ეწოდა, წოდება კი შემდეგნაირად შეიცვალა _ სქემმიტროპოლიტი ეფრემი. 


მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე რუსთველი მიტროპოლიტი.

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახ. განათლების ცენტრის თავმჯდომარე;

ერისკაცობაში: გურამ ვახტანგის ძე გამრეკელი

დაიბადა: 28.10.1946 წ. (ქ.თბილისი)

ანგელოზის დღე: 11სექტემბერი, წმ. იოანე

ნათლისმცემლის ხსენება.

დიაკვნად კურთხევა: 19.08.1987 წ.

მღვდლად კურთხევა: 24.04.1988 წ.

ბერად აღკვეცა: 11.09.2008წ.

ეპისკოპოსად კურთხევა: 14.09.2008 წ.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 27.06.2010 წ.

მიტროპოლიტობა ებოძა: 28.08.2011წ.

რუსთავის ეპარქია (ქ.რუსთავი)

კათედრა და რეზიდენცია რუსთავში

210 211

ეპისკოპოსი იოანე, ერისკაცობაში გიორგი ვახტანგის ძე გამრეკელი, დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ცნობილი მეცნიერ-ისტორიკოსის ოჯახში. 

1963 წელს დაამთავრა თბილისის #41-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ნოვოჩერკასკის გეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს. 

1970-1975 წლებში მუშაობდა ვალეს გეოლოგიურ ჯგუფში.

1975-1985 წლებში მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში. 

1983 წლიდან იგი სიონის საპატრიარქო ეკლესიის სტიქაროსანია. 

1985-1988 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

1987 წელს აკურთხეს დიაკვნად.

1988 წელს, მენელსაცხებელთა კვირას, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა აკურთხა მღვდლად.

1988 წლიდან მსახურობდა ანჩისხატის ეკლესიაში, 

1989 წლის იანვრიდან სიონის საპატრიარქო ეკლესიაში.

1989 წლის 8 თებერვალს დაინიშნა სიონის საპატრიარქო ეკლესიის პროტოპრესვიტერად და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. საქართველოს ერთ-ერთ ურთულეს პერიოდში მოუხდა რექტორობა მამა გიორგის, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, პერმანენტული საპროტესტო აქციები ქმნიდა იმის საშიშროებას, რომ სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩაშლილიყო სასწავლო პროცესი, მაგრამ მამა გიორგიმ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მოახერხა სასწავლო პროცესის შენარჩუნება. მამა გიორგიმ უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად მთავრობის სასახლესთან გაატარა 1989 წლის 9 აპრილის დილა, როდესაც საბჭოთა არმიის ნაწილებმა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეთა რბევა და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

1993 წლის 19 ივლისიდან პროტოპრესვიტერი გიორგი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გათავისუფლდა აკადემიის რექტორობიდან და დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარედ. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოში დაფუძნდა არაერთი მართლმადიდებლური სასწავლებელი, გიმნაზია, სასულიერო სკოლა, გარდა ამისა, საერო უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნა რელიგიათმცოდნეობის კათედრები, რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტები. ასეთ დიდ საქმეს თან სდევდა ამ სფეროში გაუცნობიერებელ ადამიანთა მიერ ახალი სახელმძღვანელოებისა და პროგრამების შედგენა, რომელთა უმრავლესობა შორს იყო მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან. საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტმა მამა გიორგის ხელმძღვანელობით უდიდესი სამუშაო შეასრულა, რათა სასულიერო პროფილის სასწავლებლებში ქრისტიანული სწავლება ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ დოგმებზე ყოფილიყო დაფუძნებული. პროტოპრესვიტერი გიორგი პრინციპული, პატრიოტი და მიუკერძოებელი პიროვნებაა. მან, სავსებით სამართლიანად, არ გაიზიარა განათლების სფეროში მიმდინარე ის რეფორმები, რომელიც 2004 წლიდან ტარდება საქართველოში და რომელმაც საქართველოს განათლება დაიყვანა ინფორმაციულ მომსახურე პერსონალის მომზადების დონემდე, გამოაცალა მას ეროვნული და კლასიკური საფუძვლები…

212 213

1995 წელს პროტოპრესვიტერი გიორგი არჩეულ იქნა გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. მამა გიორგი ხელმძღვანელობს წმიდა წერილის ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფს, ჟურნალ `რწმენა და ცოდნას.~ კითხულობს ლექციებს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2005 წლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვაკურთხევით დაინიშნა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად.2007 წლის 21 დეკემბერს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ბრძანებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა წმიდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით. 2008 წლის 27 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით, გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკოპოსად. 11 სექტემბერს, სამების საკათედრო ეკლესიაში, არქიმანდრიტმა ილიამ (ნასიძე) აღკვეცა ბერად და უწოდა სახელი იოანე. 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიაში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ამ სიტყვებით მიმართა მას: `ფსალმუნში ვკითხულობთ:~ სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა~. დღეს, როდესაც შედგა თქვენი კურთხევა, ყოვლადუსამღვდელოესო იოანე, შევთხოვეთ უფალს, რომ სული ღვთისა სახიერი იყოს აწ და მარადის წინამძღოლი თქვენი. ჭეშმარიტად, `დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი~. დღეს აღსრულდა კიდევ ერთი კურთხევა მღვდელმთავრისა. ყოველი ეპისკოპოსის კურთხევა არის უდიდესი მადლი, უდიდესი სასწაული ღვთისა. თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იყავით მოძღვარი და პროტოპრესვიტერი საქართველოს ეკლესიისა. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო სამაგალითო სამსახური ღვთისა და ერის წინაშე და უფალმა გამოგარჩიათ თქვენ და დაგადგინათ ცურტავის, ამ უძველესი ეპარქიის, ეპისკოპოსად. უპირველეს ყოვლისა, მინდა თქვენი და ჩვენი სასულიერო პირების გასაგონად ვთქვა, რომ როცა ადამიანს მაღალი წოდება ეძლევა, მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის წყალობა ღვთისა და არა ჩვენი დამსახურება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა ადამიანს მაღალი წოდება ეძლევა, მას უნდა მოემატოს თავმდაბლობა და განცდა თვისთა ცოდვათა. თუკი თავმდაბლობა არ აღემატება მის წოდებას, მას გაუჭირდება მაღალი სამსახური. დღეს თქვენ ღმერთმა ჩაგაბარათ ცურტავის უძველესი ეპარქია იმისათვის, რომ აღადგინოთ იგი და ააღორძინოთ და გააბრწყინოთ ეს კუთხე, სადაც თქვენ იქნებით. ჩვენ ურთულეს დროში ვცხოვრობთ. უფალმა ჩვენ უდიდესი გამოცდა გამოგვიგზავნა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოცდა და განსაცდელი ეძლევა იმ ერს და იმ ადამიანს, რომელიც უყვარს უფალს. ამიტომ ჩვენ სიყვარულითა და თავმდაბლობით უნდა მივიღოთ ეს განსაცდელი და უფალი ჩვენს მწუხარებას სიხარულით შეცვლის. ეს უნდა გვწამდეს ჩვენ, მუდამ უნდა გვქონდეს სარწმუნოება, სიყვარული და სასოება. და აი, ამ განსაცდელის დროს, უფალმა გამოგარჩიათ თქვენ ეპისკოპოსად. ეპისკოპოსი არის პასუხისმგებელი არა მარტო მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე, არამედ ასევე მოძღვრებისათვის და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისათვის.

214 215

 თუკი ადამიანმა თავის თავს ვერ უშველა, იგი ვერც სხვას უშველის. იმედი მაქვს, რომ თქვენ გაქვთ სათანადო გამოცდილება და თქვენს გარშემო, ღვთის მადლით, შემოიკრიბა მრავალი ბერი და მონაზონი. ბერობამ და მონაზვნობამ უნდა გადაარჩინოს საქართველო და ჩვენი ეკლესია! მინდა გითხრათ საკუთარი გამოცდილებიდანაც: რასაც სხვას გაუკეთებს ყოველი ადამიანი, იმას უგზავნის უფალი თავად მას. ე.ი. სჯობია შეწყალება, სჯობია შენდობა და ღმერთი თქვენც შეგიწყალებთ. თქვენ გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ წირვა-ლოცვა შეასრულოთ რუსთავის საკათედრო ეკლესიაში, რადგანაც რუსთავის მიტროპოლიტი ათანასე, დროებით ვერ აღასრულებს ღვთისმსახურებას და მის გამოჯანმრთელებამდე თქვენ იქ იქნებით მღვდელმთავარი. ახლა კი მე მინდა გადმოგცეთ ეს კვერთხი, რომელიც არის სიმბოლო ძალაუფლებისა და იქნება თქვენი საყრდენი ამ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ ეს ცხოვრება არის გამოცდა, რომელიც ღვთის მადლით უნდა ავიტანოთ და ჩვენი ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ. მიიღეთ ეს კვერთხი და დალოცეთ სრულიად საქართველოს მრევლი! თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საეკლესიო ახალი წელი. ახალ წელს მეუფე იოანემ მიიღო ეს მაღალი კურთხევა. იგი არის 37-ე მღვდელმთავარი, დიდება და მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის! მე რომ ეპისკოპოსად მაკურთხეს, სულ 3-4 მღვდელმთავარი იყო. და აი, დღეს უკვე 37-ია. დიდება და მადლობა უფალს! ვილოცოთ, გვქონდეს იმედი და ვერავითარი მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.~ (68, 2007, 9).ეპისკოპოსად გამორჩეულმა იოანემ ასე დაიწყო თავისი სიტყვა: `მეუფეო უფალო, იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, `მომეც კადნიერებით სიტყუად, რომელიცა მნებავს, უფროსღა მასწავე მე, რაი ჯერ არს ჩემდა ქმნად და სიტყუად~, რამეთუ გამომიყვანე მე ქვეყნისაგან დავიწყებულთასა, რომელსა შინა არიან მსხდომარენი `ბნელსა და აჩრდილთა სიკვდილისათა~ და მომიყვანე მე ქუეყანასა ცხოველთასა, ქუეყანასა წრფელსა, სადა წმიდანი შენნი მკვიდრ არიან~, და ვთქვი: `დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა~, და მომიტევე მრავალნი ცოდვანი და უსჯულოებანი ჩემნი და განწმინდე მე საბანელითა წყლისათა და სულისათა და დამადგინე მე უღირსი და უდები მონა შენი მსახურებად წმიდისა საკურთხეველისა შენისა და მასწავე მე სიტყვა შენი: `ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ~ და `ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყავთ მათდა მიმართ~. და მოგეცეს თქუენ~, და უმეტესი თხოვნისა მომეც მე; და სთქვი: `ეძიებდით და ჰპოვოთ~ _ და უმეტესი ძიებისა მომეც მე; და სთქვი: `ირეკდით და განგეღოს თქუენ~, და უმეტესი განმეღო მე. და მადლობისა შემწირველი აწ ვდგავარ წინაშე მამამთავრისა ჩუენისა ეკლესიისა და წინაშე მღვდელმთავართა მისთა და ვხმობ: `დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველი არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლისა მიცემად საკვირველებათა შენთა~. რამეთუ მრავალნი არიან ღირსნი მსახურებისა შენისა, ხოლო წყალობამან შენმან გამომირჩია მე, უღირსი, ხელთა უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილია II-ისათა; და თუ დიდი გრიგოლ ხანძთელი ამბობს: `პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის~, როცა მასწავენ ჩუენ, უფალო: `არა 

216 217

ვითარ მე მნებავს, მამაო, არამედ იყავნ ნება შენი~, რათა `წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო~. და ვითხოვ კვალად შენდობასა და ცოდვათა ჩემთასა, რამეთუ `არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს~ და ვითხოვ შეწევნასა მადლისა, შენისასა, უფალო, რამეთუ `შეუძლებელი კაცთათვის შესაძლებელ არს შენ მიერ და ძალითა მადლისა სულისათა აღვასრულო ნება შენი, რათა გმადლობდე, გაკურთხევდე და გადიდებდე შენ და გიგალობდე: `დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერავინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.~ (68, 2007, 9). 2009 წლის 1 ნოემბრიდან ეპისკოპოსი იოანე გადაყვანილ იქნა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველად.2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში, ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და დანიშნა იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად. 2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ეკლესიაში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა. დღეს რუსთავის ეპარქია შემიოფარგლება ქ. რუსთავის ადმინისტრაციული საზღვრით, სადაც მოქმედებს და მშენებლობის პროცესშია მრავალი ეკლესია მონასტერი. 1988 წლიდან მოყოლებული რუსთავში დაიწყო ეკლესია-მონასტრების დიდი მშენებლობა, ქვემოთ მოყვანილია ქ. რუსთავის ეპარქიის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრებისა და მათში მოღვაწე მოძღვრების ნუსხა.

2008 წლიდან რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მმართველობა დაევალა ცურტაველ ეპისკოპოსს იოანეს (გამრეკელი).


2013 წლის 11 ოქტომბრის წმ. სინოდის განჩინებით მოხდა რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის გაყოფა რუსთავის ეპარქიად და მარნეულ-ჰუჯაბის ეპარქიად. რუსთავის ეპარქიის მმართველობა დაევალა მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი). 

218 219



დეკანოზი გიორგი

ერისკაცობაში: ვაჟა ალექსანდრეს ძე გორგიძე

დაიბადა: 1.05.1956 წ. ქ.რუსთავში.

ანგელოზის დღე: 23 ნოემბერი

დიაკვნად კურთხევა: 12. 07. 1985წ.

მღვდლად კურთხევა; 13. 10. 1985 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 1996 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 23. 11. 2008წ.

მიტრით დაჯილდოვება: 25. 06. 2010 წ.

 ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში ვაჟა 

ალექსანდრეს-ძე გორგიძე) დაიბადა ქ. რუსთავში, ღვთისმორწმუნე მშობლების ალექსანდრე და ზინაიდა გორგიძეების ოჯახში, 1956 წლის 1 მაისს.

მშობლები: მამა _ ალექსანდრე გორგიძე, პატრიარქის მნათე.

დედა _ ზინაიდა ზარდიაშვილი, დიასახლისი.

მოინათლა 1962 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისმიძინების ეკლესიაში, სიონში.

 220 221

დაამთავრა ქ. რუსთავის #6-ე საშუალო სკოლა.

1975-1977 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ შექმნა ოჯახი.

ჰყავს მეუღლე _ ნინო ჯავარაშვილი, დიასახლისი და შვილები: უშანგი (1982 წ), მარიამი (1984 წ), ქეთევანი (1990 წ).

1982 წელიდან მისი ცხოვრება თბილისის სიონის ტაძარს უკავშირდება. ამავე წელს ჩააბარა მცხეთის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიაში, სულიერი მოძღვარი გახლდათ მღვდელი ზურაბი (ანთიძე), ამჟამად არქიმანდრიტი ბასილი (ანთიძე),

1985 წ. დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, სწავლის პერიოდში არდადეგებზე იყო სოინის ტაძრის სტიქაროსანი. სემინარიაში სწავლის მესამე წელს, უწმინდესის კურთხევით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, რექტორმა მეუფე ზოსიმემ იპოდიაკვნად (კერძო დიაკვნად) აკურთხა და სახელად გიორგი უწოდა.

1985 წლის 12 ივლისს, სიონის ეკლესიაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო1985 წლის 13 ოქტომბერს იკურთხა მღვდლად. 

1985-1988 წლებში მღვდელმსახურად მსახურობდა თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიაში. პარალელურად, გარკვეული დროით მანგლისის სიონის ტაძარში მსახურობდა.

1988-1992 წლებში თბილისის მეტეხის ეკლესიის წინამძღვარია.

1992 წლის ოქტომბრის თვეში პატრიარქი ილია IIის კურთხევით თბილისაიდან გადმოვიდა რუსთავში, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ახლად დაარსებულ ტაძარში.

1993 წლის შემოდგომიდან მღვდელმსახურებას ეწევა ზემოთ აღნიშნულ ტაძარში და პარალელურად წმ. გიორგის სამლოცველოში (გორგიძეების კერძო სახლში, რომელსაც 1985 წელს დასაბამი დაუდო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ) მსახურობს.

1994 წელს უწმინდესის კურთხევით სამი თვის მანძილზე მსახურობას ეწევა ადიგენის რაიონი, სოფ. უდეში სიონის სახელობის ტაძარში. 

1996 წელს უწმინდესის ლოცვა კურთხევით, რუსთავის წმ. გიორგი ჭყონდიდელის უბანში იწყებს წმ. გიორგის ტაძრის მშნებლობას.

1999 წლოდან ფუნქციონირებას იწყებს ახლადაშენებული ტაძარი. 17 ოქტომბერს შედგა პირველი წირვა, ხოლო სავედრებელი პარაკლისი მღვდელთმთავრებისა და სამღვდელობის თანხლებით მისმა უწმინდესობამ აღავლინა და ტაძრის წინამძღვრად მამა გიორგი დაადგინა.

1999 წლიდან დღემდე ქ. რუსთავის წმ. გიორგი სახელობის ეკლესიის წინამძღვარია. 

222 223



დეკანოზი გიორგი

ერისკაცობაში: გიორგი ამბროლაძე

დაიბადა: 25. 05. 1961 წ. თერჯოლაში.

მღვდლად იკურთხა: 19. 01. 1989 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 1994 წ. 

ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში იური ნოეს-ძე ამბროლაძე) დაიბადა 1951 წლის 25 მაისს, თერჯოლის რაიონის სოფ.გოლოვანში.

მშობლები: მამა _ ნოე ამბროლაძე, პროფესიით ექიმი.

დედა _ თამარ ხოსიაშვილი, პროფესიით ექთანი.

მოინათლა 1961 წელს.

1979 წელს დაამთავრა თერჯოლის რაიონის სოფ. გოდოვანის სკოლა. 

1982 წელს გახდა სტიქაროსანი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში, მამა გაბრიელის მოღვაწეობის დროს. 1983-86 წ.წ. სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

მეუღლე _ თამარი ფარჯანიძე, პროფესიით პედაგოგი.

1989 წ. 19 იანვარს იკურთხა მღვდლად, ბათუმის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში.

1994 წელს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, ჩოხატაურის რაიონის ერკეთის მონასტერში, მეუფე კონსტანტინეს ხელდასხმით.

1995 წლიდან, 14 წლის მანძილზე, მოღვაწეობდა რუსეთის ფედერაციაში, ქ. სოჭში, ხელმძღვანელობდა 

წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობას, იყო ამავე ეკლესიის მოძღვარი.

2008 წლის 4 აგვისტოს შემდეგ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაბრუნდა საქართველოში, რუსთავის ეპარქიაში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ თან ახლდა უწმინდესს შინდისში დაჭრილი და გარდაცვლილი მეომრების გადმოყვანისას.

2009-2010 წ.წ. იმსახურა წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში.

2010-2011 წ.წ. იმსახურა ქ. რუსთავის მე-19 მკ/რ-ის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიაში.

2011-2015 წ.წ. მსახურობდა ღვთისმშობლის სახელობის სიონის ეკლესიაში.

2015 წლიდან დღემდე მსახურობს წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში.

224 225


დეკანოზი პაატა

ერისკაცობაში: პაატა დიმიტრის ძე თავართქილაძე

დაიბადა: 23. 03. 1964 წ. ქ. რუსთავში.

ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი

დიაკვნად კურთხევა: 31. 12. 1989 წ.

მღვდლად კურთხევა: 19. 01. 1990 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 27. 04. 1997 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 23. 04. 2008 წ.

მიტრის ტარების უფლება: 13. 12. 2009 წ.

ვრცლად: დეკანოზი პაატა (პაატა დიმიტრის-ძე 

თავართქილაძე) დაიბადა 1954 წლის 23 მარტს ქ რუსთავში.

მშობლები: მამა _ დიმიტრი თავართქილაძე, მეტალურგი.

დედა _ ელენე თაბორიძე.

მოინათლა 1970 წელს, ქ. თბილისის სიონში.

1979 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნანა ჭეშერაშვილი და შვილები: ზაზა (1986 წ.), გიორგი (1988 წ.) და ნინო (1999 წ.).

სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში მომარაგების დარგში, სადაც იმუშავა წელიწად-ნახევარი. შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, ცხოვრობდა რუსეთის ქალაქ სერპუხოვოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო მეტალურგიულ ქარხანაში. პარალელურად სწავლობდა ქ. რუსთავის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალში მოსამზადებელ კურსებზე, სადაც გაიარა ორი სრული კურსი.

1986 წელს მივიდა ეკლესიაში, ხოლო 1989 წელს გახდა სტიქაროსანი.

1989 წელს ჩააბარა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1989 წლის 31 დეკემბერს დიაკვნად დაასხეს ხელი ქ. მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. ეკლესიაში მეუფე ზოსიმეს (შიოშვილი) ლოცვა-კურთხევით.

1990 წლის 19 იანვარს მეუფე ზოსიმეს ხელდასხმით აიყვანეს მღვდლის ხარისხში. მღვდლად კურთხევის შემდეგ, ორი თვის მანძილზე, მსახურობდა სვეტიცხოვლის ეკლესიაში.

1991 წლის აპრილში მეუფე ზოსიმეს ლოცვა-კურთხევით დაადგინეს დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვრად. სადაც მსახურობდა 1994 წლამდე. ამ პერიოდში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ანანურის სკოლაში.

226 227

1994 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიაში, სადაც იმსახურა 2011 წლამდე. პარალელურად მუშაობდა ქ. რუსთავის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში ლექტორად.

2011 წელს რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით დადგენილია ქ. რუსთავის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.


 მღვდელი კახაბერი

ერისკაცობაში: კახი ბენოს ძე ჭუმბურიძე

დაიბადა: 18. 09. 1967 წ. (ლაგოდეხის რაიონი სოფ. ლელიანი).

1988 წელს ლაგოდეხის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში შეიმოსა სტიქარით. დიაკვნად კურთხევა: 1990 წლის 3 ნოემბერი.

2001 წელს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

ვრცლად: დეკანოზი კახაბერი (ერისკაცობაშიკახი ბენოს-ძე ჭუმბურიძე)დაიბადა 1957 წლის 18 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ლელიანში

მშობლები: მამა _ ბენო ლუკას ძე ჭუმბურიძე, ქიმიაბიოლოგიის მასწავლებელი.

დედა: _ მანია (მართა) ილიას ასული გოჭოშვილი, პროფესიით ბავშვთა პედიატრი.

1977 წელს მოინათლა სოფ. კარდენახში.

228 229

მეუღლე: მაი (მარიამი) ვლადიმერის ასული იობაშვილი, პროფესიით ტყავის ტექნოლოგი, კულინარი, ამჟამად დიასახლისი.

შვილები: ბაქარი (1991 წ). ნინო (1994 წ). ლუკა (2000 წ).

1984 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. 

1985-1987 წ.წ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1989 წელს ლაგოდეხის რაიონში მდებარე წმინდა ნიკოლოზის მონასტერში შეიმოსა სტიქარით. (შემოსა დეკანოზმა ილარიონ ჭაჭაშვილმა).

1989 წ. სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში.1990 წლის 3 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა დიაკვნად.

1991 წლის 8 თებერვალს ბოდბელმა მიტროპოლიტმა ათანასემ (ცახვაშვილი) ბოდბეში აკურთხა მღვდლად.

1991-1995 წ.წ. მსახურობდა ბოდბის წმ. ნინოს მონასტერში. 

1995 წლის მაის-სექტემბერში მსახურობდა გურჯანის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, მან ამავე პერიოდში ტაძარს ჩაუტარა რესტავრაცია.

1996 წლის მაისიდან 1997 წლის ნოემბრამდე მსახურობდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. თელის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც მის მიერ არის რესტავრირებული.

1997-2009 წ.წ. მსახურობდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარში, რომელიც ასევე მის მიერ არის რესტავრირებული, ამავე წლებში მამა კახაბერმა აღადგინა სოფ. არეშფერანის „ხოშოტიანის“ ტაძარი, სოფ. ლელიანში წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, ყვარლის რაიონის სოფ. გავაზის (ყარაჯალა) ტაძარი, სოფ. აფენის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი.

2001 წელს ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) კურთხევით დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.

2009 წლიდან მსხურობს ქ. რუსთავში.

2009-2010 წ.წ. მსახურობდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამლოცველოში. 

2010 წ. მსახურობდა დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველოში.

2012 წ. მსახურობდა რუსთავში, VI მიკრორაიონში არსებულ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში, რომელიც მამა კახაბერის ხელმძღვანელობითაა აშენებული.

2013-2014 წ.წ. მსახურობდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში.

2016 წლიდან დღემდე მსახურობს წმ. 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში. 

230 231



დეკანოზი დიმიტრი

ერისკაცობაში: დიანოზ ალექსანდრეს ძე გორგიძე

დაიბადა: 07.04.1949 წ. (გორის რაიონი, სოფელ მეჯვრისხევი).

ანგელოზის დღე: 8 ნოემბერი

დიაკვნად კურთხევა: 18. 04. 1991 წ.

მღვდლად კურთხევა: 19. 08. 1991 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13. 12. 1993 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 10. 06. 1993 წ.

მიტრით დაჯილდოვება: 13.12.1996 წ.

ვრცლად: დეკანოზი დიმიტრი (ერისკაცობაში დიანოზ ალექსანდრეს გორგიძე) დაიბადა 1949 წლის 7 აპრილს, გორის რაიონის სოფ. მჭადიჯვარში, ღვთისმორწმუნე მშობლების ალექსანდრეს და ზინაიდა გორგიძეების ოჯახში.

მშობლები: მამა _ ალექსანდრე გორგიძე, პატრიარქის მნათე, 

დედა _ ზინაიდა ზარდიაშვილი, დიასახლისი.

მოინათლა 1962 წელს, ქ. თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში.

1971 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის მე-2 საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ია კაპანაძე და შვილი ეკატერინე (1975წ.).

1968 _ 1970 წლებში გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

შემდეგ მუშაობდა ქ. თბილისის ავტო-სატრანსპორტო საწარმოში, პარალელუად სწავლობდა კავშირგაბმულობისა და რადიომაუწყებლობის ტექნიკუმში.

1982 წლიდან დიანოზ გორგიძე ოჯახთან ერთად ხდება თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიის მრევლი. 

1987 წლიდან იყო ქ. თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიის სტიქაროსანი.

1991 წლის 18 აპრილს უწმინდესის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 1991 წლის 18 აგვისტოს _ მღვდლად და დადგენილ იქნა ქვაბთახევის მამათა მონასტერში წინამძღვრად.

შემდეგ გადმოყვანილ იქნა ქ. რუსთავის წმ. გიორგის სახელობის სამლოცველოში, პარალელურად მსახურობდა წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში, ხოლო 1993-94 წ.წ.მისი უწმინდესობის მიერ დადგენილ იქნა ტაძრის წინამძღვრად.

1996 წლიდან გადაყვანილ იქნა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად.

2005 _ 2011 წლებში წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარია, ხოლო 2011 წლიდან მისი ხელმძღვანელობით აშენებულ ქ. რუსთავის სიონის ეკლესიის წინამძღვრად იქნა გადაყვანილი, სადაც მსახურობს დღემდე. 

232 233



დეკანოზი მიქაელი

ერისკაცობაში: მამუკა რობერტის ძე ჭაბაშვილი.

დაიბადა: 06.03.1966 (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 21 ნოემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 15.12.1991 წ.

მღვდლად კურთხევა: 05. 04.1992 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13. 12. 1996 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 07.04. 2008 წ.

მიტრით დაჯილდოვება: 07. 04. 2009 წ.

ვრცლად: დეკანოზი მიქაელი (ერისკაცობაში მამუკა 

რობერტის-ძე ჭაბაშვილი) დაიბადა 1966 წლის 6 მარტს. 

მშობლები; მამა-რობერტი ვასილის-ძე ჭაბაშვილი,

დედა; იზოლდა გიორგის-ასული ქუფარაშვილი, ექთანი.

მოინათლა 1968 წელს, ბოდბის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში.

1973 წელს შევიდა ქ. რუსთავის მე-16 საშ. სკოლაში. 

1983 წელს დაამთავრა რუსთავის მე-4 საშ. სკოლა. 

1980-1989 წლებში იყო ალკკ წევრი. 

1983 წელს მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის 21-ე საშ. სკოლაში უფროს პიონერხელმძღვანელად. 

1984-1986 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

1986 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფილოლოგიის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1991 წელს. ამ პერიოდში მუშაობდა ქ.რუსთავის მე-4 საშ. სკოლაში: 1987 წელს _ უფროს პიონერხელმძღვანელად. 

1991 წელს იქორწინა რუსუდან ხოფერიაზე, ჰყავს 4 შვილი: ქეთევანი (1992 წ.), ლაზარე (1994 წ.) და ნიკოლოზი (1999 წ.). ნინო (2009 წ).

1989-1993 წლებში დეკანოზი მიქაელი მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1990 წელს გორგასალის ეკლესიის მედავითნეა. 

1991 წლის 15 დეკემბერს, სიონის საკათედრო ეკლესიაში, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხელი დაასხა დიაკვნად და განაწესა რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიაში.

1992 წლის 5 აპრილს მანვე ხელი დაასხა მღვდლად. 

1996 წლის 13 დეკემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. 

1996 წლიდან დღემდე არის რუსთავის ეპარქიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე. 

234 235

1997 წელს იყო საეპარქიო გაზეთ `კანდელის~ რედაქტორი.

2002-2019 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის მასწავლებელი. 

1991-2007 წლებში მსახურობდა რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიაში.

2007 წლის 30 აგვისტოს, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტ ათანასეს ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა რუსთავის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვრად. 

2008 წლის 7 აპრილს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.

2003-2006 წლებში მუშაობდა ქ.რუსთავის მე-4 საშ. სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

2003 წელს დაიცვა დისერტაცია (ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი-კვლევა და ტექსტები). მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

არის 2004 წლის პუშკინის საერთაშორისო კონკურსის პრემიის ლაურეატი.

2019 წლიდან მუშაობს კერძო სკოლა «მილენიუმის» ქართულის მასწავლებლად.

2010-2016 წლებში ე. თაყაიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.


დეკანოზი სერგი

ერისკაცობაში: სერგი რომანის ძე კასრაძე.

დაიბადა: 05.08.1959 წ. (ქ. ბათუმში).

ანგელოზის დღე: 7 ოქტომბერი (სხვაგან წერია 8 ოქტომბერი)

დიაკვნად კურთხევა: 13. 10 1991 წ.

მღვდლად კურთხევა: 13. 11. 1992 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 21. 11. 1998 წ.

ვრცლად: დეკანოზი სერგი (ერისკაცობაში სერგი რომანის-ძე კასრაძე)დაიბადა 1959 წლის 5 აგვისტოს ქ. ბათუმში

მშობლები: მამა _ არქიმანდრიტი მიქაელ (რომან) კასრაძე,

დედა _ თალიკო გრძელიძე-კასრაძე დიასახლისი.

მოინათლა: 1975 წ. თბილისის სიონში.

1976 წ. დაამთავრა # 16 საშუალო სკოლა (ქ. რუსთავში).

236 237

მეუღლე _ ინგა მორჩილაძე-კასრაძე, ინჟინერ-მექანიკოსი.შვილები: პავლე (1991 წ). პეტრე (1992 წ). თამარ (1994 წ). სალომე (1997 წ). ზოია (2002 წ). მოსე (2004 წ). მარიამ (2006 წ). მიქაელ (2008 წ).

1976-1982 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე.

1979-1984 წლებში მუშაობდა თსუ-ში უფროს ლაბორანტად. 

1982-1984 წლებში თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერია. 

1984-1985 წ. წ. საწარმოო გაერთიანება "ქიმბოჭკოს"_ში დაინიშნა უბნის უფროსად.

ეკლესიაში მოვიდა 1983 წელს, 1984 წ. გახდა სტიქაროსანი.

1988-1992 წ.წ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1991 წლის 13 ოქტომბრს ხელი დაასხეს დიაკვნად, ხოლო 1993 წ. 13 ნოემბერს მღვდლად.

1992 წლიდან 1996 წლის გაზაფხულამდე მსახურობდა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მღვდლად, 1996 წლის გაზაფხულიდან მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელმსახურია,

1998 წლის 21 ნოემბერს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

2002-2008 წ. წ. ამავე ეკლესიის წინამძღვარი, 

2008-2019 წ. წ. წმინდა ნინოს სამლოცველო სახლის წინამძღვარი.

2012 წლის 27 იანვრიდან დღემდე არის ქ. რუსთავის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.


დეკანოზი ანდრია

ერისკაცობაში: მურთაზ მანუჩარის ძე აბაშიძე დაიბადა; 15. 02. 1955 წელს ქ. რუსთავში.

ანგელოზის დღე: 13 დეკემბერი

დიაკვნად კურთხევა: 13. 12. 1993 წ. 

მღვდლად კურთხევა: 17. 12. 1995 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 2002 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 16.12.2008 წ.

მიტრით დაჯილდოვება: 13. 12. 2010 წ.

ვრცლად: დეკანოზი ანდრია აბაშიზე (ერისკაცობაში მურთაზ მანუჩარის-ძე აბაშიძე) დაიბადა 1965 წლის 15 თებერვალს ქ. რუსთავში მომსახურის ოჯახში. 

მშობლები: მამა _ მანუჩარ აბაშიძე, მშენებელ-ინჟინერი.

დედა _ მაყვალა ჟორჟოლიანი, ელექტრიკოსი.

1981 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის 21-ე საშუალო სკოლა.

ყავს მეუღლე ანა ბარბაქაძე, მუშაობს ქ. რუსთავის 26 სსიპ ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის ფიზიკა–მათემატიკურ საჯარო სკოლაში, დირექტორის მოადგილედ.

ჰყავს ოთხი შვილი _ მარიამი (1994 წ.), ნინო (1996 წ.), გიორგი (2000 წ.) და იოანე (2003 წ.).

1982-1987 წ.წ. სწავლობდა რუსთავის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში.

1983-1985 წ.წ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 

1990 წლიდან არის ეკლესიის მრევლი, მონაწილეობდა რუსთავის წმ. მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობაში. 

1990-1991 წ.წ. მუშაობდა საპატრიარქოს სახელოსნოში.

1991-1992 წ.წ. მონაწილეობა მიიღო წმ. ნინოს და წმ. ანდრია პირველწოდებულის გზის მომლოცველობის ღონისძიებაში.

1991 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამავე წელს ჯვარი დაიწერა სასულიერო აკადემიის სტუდენტ _ ანა ბარბაქაძეზე. პარალელურად მსახურობდა რუსთავის საკათედრო ტაძარში მნათედ.

1993 წლის 12 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია II-ის მიერ ხელდასმული იქნა დიაკვნად თბილისის სიონის ტაძარში.

ამავე პერიოდში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საღმრთო სჯულისა და ლიტურგიის მასწავლებლად ეკლესიასთან არსებულ გალობის შემსწავლელ სკოლაში, ქ. რუსთავის 21-ე საშუალო სკოლასა და კოლეჯში.

1995 წლის 17 დეკემბერს პატრიარქის მიერ ხელდასმულ იქნა მღვდლად, სიონში საკათედრო ტაძარში.

2002 წელს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და მიანიჭა დეკანოზის წოდება.

2008 წლის 16 დეკემბერს, ცურტაველმა ეპისკოპოსმა იოანემ (გამრეკელი) დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით, ხოლო 2010 წლის 13 დეკემბერს მიტრის ტარების უფლებით.

2011 წლიდან რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) კურთხევით მსახურობს ქ. რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში და არის ამავე ტაძრთან არსებულ წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სკოლა „მთაწმინდელში“.

240 241


დეკანოზი შალვა

ერისკაცობაში: შალვა ფარნავაზის ძე შალვაშვილი

დაიბადა: 07.04.1964 წ. ქ. თბილისში.

ანგელოზის დღე: 30 ივნისი

დიაკვნად კურთხევა: 11. 05. 1997 წ.

მღვდლად კურთხევა: 28. 08. 1997 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 12.09.2000 წ.

გამშვენებული ჯვრიოთ დაჯილდოვება: 08.02.2006 წ.

მიტრის ტარების უფლება: 13.12.2010 წ.

ვრცლად: დეკანოზი შალვა (ერისკაცობაში შალვა ფარნავაზის-ძე შალვაშვილი) დაიბადა 1984 წლის 7 აპრილს, ქ. თბილისში

მშობლები: მამა _ ფარნავაზ შალვაშვილი, ცემენტის ქარხნის ელექტრიკოსი.

დედა _ ლილი ლუარსაბიშვილი, ექთანი.

მოინათლა 1968 წლის 6 მაისს, სვეტიცხოველში.

1981 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის # 21-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ დარეჯან ბანანაშვილი პროფესიით, ფარმაცევტი (დიასახლისი) და შვილები: გიორგი (1991 წ.), ლუკა (1997 წ.) და ანასტასია (2002 წ.).

1984 _ 1986 წლებში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო ავტომოყვარულთა საზოგადოებაში _ ავტოსაქმის ინჟინრად.

1989 _ 1993 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში. იყო თბილისის სიონის და ფერისცვალების ეკლესიებში სტიქაროსანი.

1997 წლის 11 მაისს, უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო იმავე წელს 28 აგვისტოს _ მღვდლად და დაადგინა ქ. მარნეულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად.

1999 წელს უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით ქ. მარნეულში საფუძველი ჩაეყარა წმ. მეფე დავით აღმაშნებლის სახელობის ეკლესიის მშენებლობას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მამა შალვა. ეკლესია იკურთხა 2000 წლის 12 სექტემბერს და ამავე დღეს მამა შალვა უწმინდესის კურთხევით აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და დაადგინეს ამავე ეკლესიის წინამძღვრად.

2009 წელს მეუფე იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით სოფელ საიმერლოში იკურთხა წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის საძირკველი, რომელიც დასრულდა და იკურთხა 2010 წელს და მამა შალვა პარალელურად ამ ეკლესიაშიც აღასრულებდა მღვდელმსახურებას.

რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის გაყოფის შემდეგ იგი გადმოვიდა ქ. რუსთავში და დადგინდა მე-6 მიკრო რაიონში არსებულ წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც იმსახურა 6 თვე. 

2015-2016 წლებში გადაყვანილ იქნა წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოში მღვდელმსახურად. იქიდან კი გადაიყვანეს წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში მღვდელმსახურად, 

პარალელურად მსახურობს ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში.

დეკანოზი შალვა ხელმძღვანელობს ფერისცვალების ეკლესიის მშენებლობას ქ. რუსთავში.


დეკანოზი დავითი

ერისკაცობაში: დავით გურამის ძე დვალიშვილი

დაიბადა: 01. 05. 1963 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 8 თებერვალი.

დიაკვნად კურთხევა: 04. 01. 1998 წ.

მღვდლად კურთხევა: 05. 03. 2000 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 07. 04. 2005 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 07.04. 2006 წ.

მიტრით დაჯილდოვება:13. 12. 2007 წ

ვრცლად: დეკანოზი დავითი (ერისკაცობაში დავით 

გურამის-ძე დვალიშვილი)დაიბადა 1963 წლის 1 მაისს ქ, რუსთავში.

მშობლები: მამა _ გურამ დვალიშვილი, რუსთავის მეტალურგიული კომბინატის თანამშრომელი.

დედა _ ლილი კუხალეიშვილი, საქართველოს ფოსტის თანამშრომელი.

მოინათლა: 1968 წ., სიონის საკათედრო ეკლესიაში.

1979 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #14-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნანა ოდიშვილი, დიასახლისი და შვილები: გიორგი (1990წ), ნიკოლოზი (1995წ), ელენე (1997წ), ვახტანგი (2001წ) და ილია (2005წ).

1982-1984 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. შემდეგ დაიწყო მუშაობა ქ. რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში, ორთქლ-წყალმომარაგების საამქროში მუშად, უბნის ოსტატად, შემდეგ უბნის უფროსად. პარალელურად სწავლობდა პოლიტექნიკურ ტექნიკუმში `ინჟინერ-მეტალურგის~ ფაკულტეტზე.

1988 წელს გახდა ეკლესიის მრევლი.

1998 წლის 4 იანვარს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად,ხოლო 2000 წლის 5 მარტს მღვდლად და დადგენილ იქნა ქ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 

ხარების ეკლესიის წინამძღვრად 2007 წლის 28 აგვისტომდე.

პარალელურად 2000-2012 წლებში მღვდელმსახურებას აღასრულებდა სასჯელაღსრულების #1 და #2 დაწესებულებაში.

2003-2005 წლებში მისი ხელმძღვანელობით სასჯელაღსრულების # 2 დაწესებულებაში აშენდა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია.

2007 წლის 28 აგვისტოდან დღემდე წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის წინამძღვარია.


დეკანოზი კახაბერი

ერისკაცობაში: კახი ვალერიანის ძე ტაბატაძე.

დაიბადა: 12.04.1961 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი

დიაკვნად კუთხევა: 01.10.1999 წ.

მღვდლად კურთხევა: 29. 07. 2000 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13. 12. 2003 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 26. 02. 2006 წ.

ვრცლად: დეკანოზი კახაბერი (ერისკაცობაში კახი ვალერიანის_ძე ტაბატაძე) დაიბადა 1961 წლის 12 აპრილს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ ვალერიან ტაბატაძე, სტამბის მბეჭდავი.

დედა _ ნინო ჯანიაშვილი, ექთანი.

მოინათლა: 1965 წელს, ქ. თბილისის სიონის ეკლესიაში.

1968-1976 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის # 17-ე 246 247

საშუალოს სკოლაში და 1976-1978 წ.წ. ქვემო ბოდბის საშუალო სკოლაში. 

ჰყავს მეუღლე: ფატიმა ჩუბინიძე, მათემატიკოსი.

1979-1984 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინჟინერ-გეოფიზიკოსის სპეციალობაზე. 

1984-1996 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის სამშენებლო სამმართველოს `ცენტრმეტალურგრემონტში~ სხვადასხვა თანამდებობაზე.

ეკლესიის მრევლია 1993 წლიდან. 

1997 წელს გახდა სტიქაროსანი.

1996-2008 წლებში იყო რუსთავის ეპარქიის ხაზინადარი.

1999 წლის 1 ოქტომბერს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) აკურთხა დიაკვნად, ხოლო 2000 წლის 29 ივლისს _ მღვდლად.

2004 წლის 20 მაისს მეუფე ათანასეს ლოცვა-კურთხევით იკურთხა წმ. ცამეტი ასურელი მამის სამლოცველო და მამა კახაბერი დადგინდა წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.

ამჟამად სწავლობს დოქტურანტურაში, თემა: ბიბლიური ქვები.



დეკანოზი ფრიდონი

ერისკაცობაში: ფრიდონ ტარიელის ძე სპანდერაშვილი.

დაიბადა: 10. 01. 1963 წ. (სიღნაღის რაიონში).

ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი

დიაკვნად კურთხევა: 12. 07. 2000 წ. 

მღვდლად კურთხევა: 29. 10. 2000 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 21. 11. 2003 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 19.01.2006 წ.

მიტრის ტარების უფლება: 07. 04. 2008 წ.

ვრცლად: დეკანოზი ფრიდონი (ერისკაცობაში ფრიდონ ტარიელის-ძე სპანდერაშვილი) დაიბადა 1963 წლის 

10 იანვარს სიღნაღის რაიონში.

მშობლები: _ მამა ტარიელ სპანდერაშვილი, საზკვების თანამშრომელი. 

დედა _ ლამარა ტურიაშვილი, ექიმ-ლაბორანტი.

მოინათლა 1967 წელს, გურჯაანში.

1979 წელს დაამთავრა წნორის #2-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ მარიამ ჩახვაშვილი და შვილები: 

ტარიელი (1992 წ.) და დავითი (1997 წ.)

1984-1990 წლებში სწავლობდა სტავროპოლის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგია და ორგანიზაცია, ინჟინერ-ტექნოლოგი.

1991-1992 წლებში მუშაობდა წნორის საკონსერვო 

ქარხნის მთავარი საამქროს უფროსად.

1995-1998 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის საერო 

ინსტიტუტ `გაენათში~. სპეციალობა _ საგარეო ეკონომიური ურთიერთობა.

2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სასულიერო აკადემია, საეკლესიო-სამონასტრო ეკონომიის განხრით.

1999 წელს გახდა სტიქაროსანი. 2000 წლის 12 ივლისს 

აკურთხეს დიაკვნად,ხოლო ამავე წლის ოქტომბერში _ 

მღვდლად. 

2000 წლის დეკემბრიდან მთავარანგელოზ მიქაელის 

სახ. მონასტრის მღვდელმსახურია.

2003 წლიდან მთავარანგელოზ მიქაელის სახ.მონასტრის დეკანოზია.

2007 წლიდან არის ამავე მონასტრის წინამძღვარი.

2009 წლის იანვრიდან კი დღემდე მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარია.


დეკანოზი ალექსი

ერისკაცობაში: გიორგი გიორგის ძე შუშანია.

დაიბადა: 06. 02. 1962 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 31 იანვარი

დიაკვნად კურთხევა: 29. 02. 2004 წ.

მღვდლად კურთხევა: 18. 04. 2004 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 18. 06. 2016 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 28.08.2019 წელს.

ვრცლად: დეკანოზი ალექსი (ერისკაცობაში გიორგი 

გიორგის-ძე შუშანია) დაიბადა 1962 წლის 6 თებერვალს  ქ. რუსთავში

მშობლები: მამა _ გიორგი შუშანია, მშენებელ-ინჟინერი. 

დედა _ მარიამ მიხანაშვილი, დიასახლისი. 

მოინათლა 1962 წელს, თბილისის სიონში.

1979 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის # 10-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ია კვინიკაძე, ეკონომისტი და შვილები: ლევანი (1985 წ.) და ანა (1985 წ.)

1980 წლიდან მუშაობდა `საქკულტსამეურნეო~ ბაზაში ადმინისტრაციულ განყოფილებაში მეკუჭნავედ.

1982 წლიდან განყოფილების უფროსად.

1983-1989 წ.წ. სწავლობდა როსტოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1986-1990 წლებში მუშაობდა თბილისის რესტორან `მთაწმინდა~-ში საწყობის გამგედ.

1990-1995 წლებში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას.

1995 წლიდან მუშაობდა ქვ. ქართლის ტრანსპორტის 

რეგიონალურ სამმართველოში წამყვან სპეციალისტად.

1998 წლიდან მარნეულის განყოფილების უფროსად.2000 წლიდან 2004 წლამდე  ტრანსავტოსერვისის სამმართველოს უფროსად. 

1995 წელს მოვიდა ეკლესიაში.1999 წელს გახდა სტიქაროსანი.

2004 წლის 29 თებერვალს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი) აკურთხა 

დიაკვნად, ხოლო იმავე წლის 18 აპრილს მღვდლად. 

2004 წლის 19 მაისიდან მსახურობდა წმ. 13 ასურელი მამის სამლოცველოში მღვდელმსახურად, ხოლო 2007 წლის 2 აგვისტოდან დღემდე ქ. რუსთავის წმ. ალექსი ბერის სახელობის სამლოცველოში წინამძღვრად.

2016 წელის 18 ივნისს მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდელი ალექსი აიყვანა დეკანოზის ხარისხში.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დეკანოზი ალექსი დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით. 


დეკანოზი შიო

ერისკაცობაში: შოთა თამაზის ძე გოცირიძე

დაიბადა: 17.11.1974 წ. (ქ. თბილისში).

ანგელოზის დღე: ყველიერის ხუთშაბათი 22 მაისი

დიაკვნად კურთხევა: 13. 12. 2003 წ.

მღვდლად კურთხევა: 19. 12. 2004 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 18. 06. 2016 წ.

დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით 28. 08. 2019 წ.

ვრცლად: დეკანოზი შიო (ერისკაცობაში შიო თამაზის-ძე გოცირიძე) დაიბადა 1974 წლის 11 ნოემბერს ქ. თბილისში 

მშობლები: მამა _ თამაზ გოცირიძე, დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის მე-5 საამქროს უფროსი, 

დედა _ თამარ გოცირიძე, იმავე ქარხნის ინჟინერი.

მოინათლა ქვემო, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში, 6 წლის ასაკში.

1991 წელს შოთა გოცირიძემ დაამთავრა ქ. თბილისის  # 83-ე საშუალო სკოლა.

1991-1996 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის საერო ინსტიტუტ _ `გაენათში~, რომელიც დაამთავრა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეცალობით.

ჰყავს მეუღლე _ ქეთევან კვაჭაძე, დიასახლისი და ვაჟი ანდრია (2018 წ.).

1995 წელს მივიდა ქვემო, წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში და მეგობრებთან ერთად ეხმარებოდა იქ მომსახურე მღვდელს _ მამა კახაბერ ნათენაძეს ეკლესიის რესტავრაციაში. ამავე წელს გახდა წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის მრევლი. მისი პირველი სულიერი მამა გახდა დეკანოზი ვიაჩესლავი (ველიჩკო), შემდგომში _ არქიმანდრიტი ბარსანუფი. მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ, 1999 წელს, გადავიდა ქვემო წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის სამრევლოში. ეკლესიის წინამძღვრის მღვდელი გიორგი ტაბაღუას კურთხევით გახდა სტიქაროსანი, ხოლო 2000 წელს _ მედავითნე და ეკონომოსი.

2003 წლის 13 დეკემბერს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის დღესასწაულზე რუსთავისა და მარნეულის 

მიტროპოლიტმა ათანასე ჩახვაშვილმა (სქიმმიტროპოლიტი ეფრემი) აკურთხა დიაკვნად და უწოდა შიო. 2004 წლის 19 დეკემბერს კი ქ. რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე ხელი დაასხა მღვდლად და მღვდელმსახურად დაადგინა წმ. ნინოს სახელობის სამლოცველო სახლში.

2007 წლის 23 ნოემბერს მიტროპოლიტ ათანასეს ლოცვა-კურთხევით, მამა შიომ გახსნა სამლოცველო სახლი სადაც დადგინდა წინამძღვრად. პარალელურად დავით გარეჯისა და ბალანჩივაძის ქუჩების გადაკვეთაზე დაიწყო წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 2017 წლამდე გაგრძელდა. ეკლესია საზეიმოდ აკურთხა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) 18 ოქტომბერს, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს.

2010-2016 წლებში მამა შიო სწავლობდა ქ. ახალქალაქის წმ. ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში, სადაც გაიარა მაგისტრატურის საფეხური.

2016 წლის 18 ივნისს რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის ლოცვა-კურთხევით მამა შიო აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

2019 წლის 28 აგვისტოს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელის) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი შიო დაჯილდოვებულ იქნა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

254 255



დეკანოზი ელგუჯა

ერისკაცობაში: ელგუჯა ოთარის ძე ბაბუნაძე.

დაიბადა: 15. 06. 1967 წ. (ქ. სოხუმში).

ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი

დიაკვნად კურთხევა: 21. 06. 2004 წ.

მღვდლად კურთხევა: 21. 06. 2005 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13.12. 2009 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 28.08. 2015 წ.

მიტრის ტარების უფლება: 28. 08. 2019 წ.

ვრცლად: დეკანოზი ელგუჯა (ერისკაცობაში ელგუჯა ოთარის-ძე ბაბუნაძე) დაიბადა 1957 წლის 15 ივნისს ქ. სოხუმში. 

მშობლები: მამა _ ოთარ ბაბუნაძე, მეტალურგი. დედა _ ელენე ხუცურაული, პედაგოგი.

მოინათლა 1972 წელს, ქ. თბილისის სიონში.

1984 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის I-ლი საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ მაია დაუშვილი, მიკრობიოლოგი და შვილები: ანა(1996 წ.), ნინი (1998 წ.), ლუკა (1999 წ.), გიორგი (2000 წ.), ნიკოლოზი (2002 წ.), სოფიო (2004 წ.) და დიმიტრი (2006 წ.).

1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1994 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 

1991 წელს მამა ელგუჯა მრევლი გახდა.

1995-2000 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2004 წელს, პატრიარქის ხელდასხმით, გახდა დიაკვანი.

2005 წელს სამების საკათედრო ეკლესიაში პატრიარქმა იგი მღვდლად აკურთხა.

2005-2014 წ.წ. ჭყონდიდელის უბანში მსახურობდა წმ. გიორგის სახელობის სამლოცველოში. 

2009 წელს პატრიარქმა, ქ. რუსთავში სტუმრობისას, მამა ელგუჯა დეკანოზად აკურთხა, ხოლო რუსთველმა მეუფე იოანემ (გამრეკელი) გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) პატრიარქის კურთხევით დეკანოზი ელგუჯა მიტრის 

ტარების უფლებით დააჯილდოვა. მამა ელგუჯა დღემდე რუსთავის სიონის ტაძრის მღვდელმსახურია.

256 257


დეკანოზი ბესარიონი

ერისკაცობაში: ბესიკ რომანის ძე მეფარიშვილი.

დაიბადა: 24. 01. 1977 წ. (ქ.რუსთავში).

ანგელოზის დღე: 19 ივნისი.

დიაკვნად კურთხევა: 28. 12. 2003 წ.

მღვდლად კურთხევა: 16. 10. 2005 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 20. 12. 2008 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 28.08. 2015 წ.

ვრცლად: დეკანოზი ბესარიონი (ერისკაცობაში ბესიკ რომანის-ძე მეფარიშვილი) დაიბადა 1977 წლის 24 იანვარს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ რომან აკაკის ძე მეფარიშვილი, მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მილსაგლინავ საამქროში. დედა _ ციალა ჯიმშერის ას ანდღულაძე, მუსიკოსი, მედავითნე, მგალობელი, საღვთო სჯულის პედაგოგი. მოინათლა 1985 წლის 2 აპრილს, სიონის საკათედრო ეკლესიაში.

1993 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #25-ე საშუალო სკოლა. 1999 წელს ქ. რუსთავის #2-ე სამუსიკო სკოლა.

ექვსი წლის ასაკიდან მღეროდა ს/გ `აზოტის~ ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ `ჩაკრულო~-ში.

ჰყავს მეუღლე _ ნატალია ორჯონიკიძე, უცხო ენების სპეციალისტი და შვილები: მარიამი (2003 წ.), ნინო (2005 წ.), ელენე (2007 წ.), ნიკოლოზი (2010 წ.) და ელისაბედი 

(2013 წ.). 1988 წლიდან გახდა ქ. თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიის მრევლი.

1989 წლიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების. 1990 წლიდან წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მნათე, მედავითნე და მგალობელი.

1994 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1999 წელს.

2001 წლიდან ის ხდება სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ვაჟთა მგალობელთა გუნდის მგალობელი და პარალელურად ფოლკლორული ანსამბლ `ბასიანის~ მომღერალი.

2003 წლის 28 დეკემბერს აკურთხეს დიაკვნად. ხოლო 2005 წლის 15 ოქტომბერს მღვდლად და დაადგინეს ნუცუბიძის პლატოზე სამების ეკლესიაში მღვდელმსახურად, სადაც მოღვაწეობდა 2008 წლის სექტემბრამდე.

2008 წლის 20 დეკამბერს დეკანოზის ხარისხში აიყვანეს, ხოლო 2015 წლის 28 აგვისტოს გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვეს.

2008-2013 წლებში ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის მღვდელმსახურია.

2013-2015 წლებში _ წმ. ცამეტი ასურელი მამის სამლოცველო სახლში, ხოლო 2015 წლიდან დღემდე ქ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურია.

258 259



დეკანოზი რევაზი

ერისკაცობაში: რევაზი თეიმირაზის ძე ტუღუში.

დაიბადა: 29. 03. 1981 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი, ყოველთა წმიდათა ხსენება.

დიაკვნად კურთხევა: 23. 01. 2005 წ.

მღვდლად კურთხევა: 22. 07. 2007 წ.

დეკენოზის ხარისხში ავანა: 27. 09. 2009 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 28.08.2019 წ.

ვრცლად: დეკანოზი რევაზი (ერისკაცობაში რევაზი 

თეიმირაზის ძე ტუღუში) დაიბადა: 29. 03. 1981 წ. ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ თეიმურაზ ტუღუში, დეკანოზი, (აწ გარდაცვლილი). დედა _ რუსუდან ნახუცრიშვილი, მუსიკის პედაგოგი.

მოინათლა 1981 წელს სიონში.

1987-1997 წლებში სწავლობდა #2-ე საშ. სკოლაში.

1997-1998 წლებში საღამოს სკოლაში.

ჰყავს მეუღლე _ ნათელა ბრეგაძე, დიასახლისი და შვილი _ თეიმურაზი (2003 წ.).

1996-2000 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის ხელოვნების სასწავლებელში, საგუნდო და საორკესტრო განყოფილებაზე.

1998-2002 წლებში კი აკადემიაში, ზოოტექნიკურ საინჟინრო ფაკულტეტზე.

2002-2007 წლებში თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 

2009-2011 წლებში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. დაამთავრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით თეოლოგიაში. სპეციალობა-საეკლესიო ისტორია და სამართალი.

2005 წლის 25 იანვარს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

2007 წლის 22 ივლისს ამავე ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი. 2008 წლის მარტში დეკანოზი თეიმურაზის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ (2008 წლის 27 იანვარი) რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 

2009 წელს მიტროპოლიტ ათანასეს (ჩახვაშვილის) მიერ. დაჯილდოვდა წინამძღვართან ერთად ოქროს ჯვრით.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დეკანოზი რევაზი დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.  

260 261



დეკანოზი პეტრე

ერისკაცობაში: მამუკა რევაზის ძე რაზმაძე.

დაიბადა: 29.09.1974 წელი, (ქ. რუსთავი).

ანგელოზის დღე: 12 ივლისი, პეტრე-პავლობა.

დიაკვნად კურთხევა: 12. 07. 2007 წ.

მღვდლად კურთხევა: 09. 03. 2008 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 14.01.2015 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 18.06.2016 წ.

მიტრის ტარების უფლება 28. 08. 2019 წ.

მოინათლა 1977 წლის 7 იანვარს, ქ. თბილისის ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში.

ვრცლად: დეკანოზი პეტრე (ერისკაცობაში მამუკა რევაზის ძე რაზმაძე) დაიბადა: 29.09.1974 წელი, ქ. რუსთავი.

მშობლები: მამა _ რევაზ რაზმაძე, საქელექტრომონტაჟის სამმართველოს უფროსი. დედა _ დემაგული ქავთარაძე, დიასახლისი.

1991 წელს მამუკა რაზმაძემ დაამთავრა ქ. რუსთავის 22-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ იულია ჩუბინიძე (21.08.1974), მუშაობს ქ. რუსთავის სამშობიარო სახლში ექიმ-ლაბორანტად, და ოთხი შვილი: მარიამი (1994 წ.), რუსუდანი (1996 წ.), რევაზი (2002 წ.) და ნინო (2009 წ.).

1991-1996 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შრომის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1991-2000 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. `ელექტრომონტაჟ~-ში, ხოლო შემდგომ სხვადასხვა საწარმოში.

2000 წლის შობის მარხვაში, ცოლ-შვილთან ერთად ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის მრევლი, მღვდლის დავით დვალიშვილის კურთხევით.

2002 წლის სექტემბრიდან იგი ამავე ეკლესიის სტიქაროსანია, ხოლო 2003 წლის დეკემბრიდან 2006 წლამდე _ მედავითნე.

2003 წელს მამუკა რაზმაძემ ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 2007 წელს.

2007 წლის 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სერაფიმ ჯოჯუას მიერ, ქ. ბორჯომის წმ. ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ეკლესიაში იკურთხა დიაკვნად და ეწოდა პეტრე.

2008 წლის 9 მარტს იმავე ეკლესიაში ხელდასმული იქნა მღვდლად. იმ დღესვე დადგენილ იქნა ბორჯომბაკურიანის ეპარქიაში დაბა ახალდაბის იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მსახურობდა 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

2009 წელს ახალდაბაში, მამა პეტრეს წინამძღვრობის პერიოდში განახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესია (VI ს.)

2009 წლის 10 დეკემბრიდან, მამა პეტრეს ხელმძღვანელობით, ქ. რუსთავის 23-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე იწყება წმ. ბარბარეს სახელობის სამლოცველოს მოწყობა, რომელიც იკურთხა 2010 წლის 21 თებერვალს. სადაც მამა პეტრე დადგინდა მღვდელმსახურად, ხოლო 2011 წლიდან _ წინამძღვრად.

2011 წლის 15 ივლისს, 23-ე ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე, იკურთხა წმ. შუშანიკის ეკლესიის საძირკველი, ხოლო 2015 წლის 4 აპრილს _ ეკლესია.

2011 წლის 31 აგვისტოს, ქ. რუსთავში, სანაპიროს და დადიანის ქუჩების კვეთაზე, იკურთხა წმ. ბარბარეს სახელობის ორნავიანი ეკლესიის საძირკველი. მისი მშენებლობა დღესაც გრძელდება. ამ ეკლესიის მცირე ნავი არის ღირსი დედის, მარიამ მეგვიპტელის სახელობის, რომელიც იკურთხა 2018 წლის 25 მარტს.

2015 წლის 14 იანვარს რუსთველი მიტროპოლიტის იოანე გამრეკელის მიერ მამა პეტრე აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, 2016 წლის 18 ივნისს, მეუფე იოანეს მიერ დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, პატრიარქის კურთხევით მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ დეკანოზი პეტრე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 



დეკანოზი ნიკიფორე

ერისკაცობაშო: ნუგზარ ივანეს ძე მერაბიშვილი.

დაიბადა: 30.01. 1972 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 15 ივნისი, 26 მარტი.

დიაკვნად კურთხევა: 16. 06. 2008 წ.

მღვდლად კურთხევა: 07. 09. 2008 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 28. 08. 2019 წ.

ვრცლად: დეკანოზი ნიკიფორე (ერისკაცობაში ნუგზარ ივანეს-ძე მერაბიშვილი) დაიბადა დაიბადა 1972 წლის 30 იანვარს.

მშობლები: მამა _ ივანე მერაბიშვილი, ქარხნის მუშა, დედა _ მაყვალა ნადირაძე, ვაჭრობის სფეროს თანამშრომელი.

მოინათლა 1986 წლის იანვარში.

1989 წელს ნუგზარ მერაბიშვილმა დაამთავრა ქ. რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა.

მამაოს ჰყავს მეუღლე _ ლია მუსერიძე, მუშაობს ქ. რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგად. 

შვილები: ლუკა (1992 წ.), საბა (1995 წ.) და ანა (2003 წ.).

1992-1995 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ბიზნესის აკადემიაში.

1989-2008 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის ს/ს `აზოტში~ სხვადასხვა სპეციალობაზე.

2000 წლიდან ოჯახთან ერთად ხდება მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის, შემდგომში _ წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ეკლესიის მრევლი, დეკანოზ დიმიტრი გორგიძის კურთხევით.

2007-2008 წლებში მსახურობდა ქ. რუსთავის წმ. ალექსი ბერის (შუშანია) სამლოცველო სახლის მედავითნედ.

2008 წლის 16 ივნისს დაბა სურამის წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა ეკლესიაში, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის მიერ იკურთხა დიაკვნად და ეწოდა ნიკიფორე.

2008 წლის 7 სექტემბერს, ქარელის წმ. მარინეს სახელობის ეკლესიაში, იკურთხა მღვდლად. იმავე წელის ნოემბერში დადგენილ იქნა ქარელის რ/ნ-ის სოფელ ძლევიჯვრის წმ. სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მსახურობდა 2011 წლის 22 თებერვლამდე.

2012 წლის მარტიდან რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) მიერ დადგენილ იქნა ქ. რუსთავის წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესი რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) კურთხევით აყვანილ იქნა მამა ნიკიფორე დეკანოზის ხარისხში.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან მაღალყოვლადუსამღვდლოესი რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) კურთხევით დადგენილ იქნა წმინდა ნინოს სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად.

266 267



დეკანოზი იაკობი

ერისკაცობაში: კობა გურამის ძე ჩიჩილიძე.

დაიბადა: 03. 05. 1972 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: წმინდა მამათა კვირა.

დიაკვნად კურთხევა: 20. 08. 2006 წ.

მღვდლად კურთხევა: 14. 03. 2010 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 25. 05. 2012 წ.

გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვება: 18.06.2016 წ.

მიტრის ტარების უფლება 28. 08. 2019 წ. 

ვრცლად: დეკანოზიიაკობი (ერისკაცობაში კახა გურამის-ძე ჩიჩილაძე) დაიბადა 1972 წლის 3 მაისს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ გურამი სერაფიონის ძე ჩიჩილიძე, ელექტრიკოსი.

დედა _ ლაურა დაბრუნდაშვილი, ქიმიკოსი.

მოინათლა 1984 წელს თბილისის სიონში.

1987 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #14-ე საშუალო 

სკოლა და სწავლა განაგრძო 142-ე პროფესიულ ტექნიკურ 

სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს.

ჰყავს მეუღლე _ ნინო გელაშვილი (ჩიჩილიძე), ხელოვნებათმცოდნე, თეოლოგიური საგნების პედაგოგი.

1990 წელს მივიდა ეკლესიაში. 1991-2006 წლებში იყო წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მრევლი.

1991 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1995 წელს და სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო აკადემიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2001 წელს.

2006 წლის 20 აგვისტოს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ეკლესიაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა.

2010 წლის 14 მარტს, ქ. რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინა. 2012 წლის 25 მაისს მამა იაკობი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

2016 წლის 18 ივნისს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს მიერ დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესმა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დეკანოზი იაკობი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

268 269



იღუმენი დანიელი

ერისკაცობაში: დავითი თეიმურაზის ძე მაისურაძე.

დაიბადა: 19. 03. 1983 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 24 დეკემბერი.

ბერად აღკვეცა: 30. 12. 2009 წ.

დიაკვნად კურთხევა: 09. 01. 2010 წ.

დიდ სქემაში აღკვეთა 12. 03 2010 წ.

მღვდლად კურთხევა: 21. 03. 2011 წ

იღუმენის ხარისხში აყვანა: 26. 07. 2011 წ.

ვრცლად: იღუმენი დანიელი (ერისკაცობაში დავით თეიმურაზის-ძე მაისურაძე) დაიბადა 1983 წლის 19 მარტს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ თეიმურაზ მაისურაძე, ქ. რუსთავის საზოგადოებრივი კვების საწარმოს ხელმძღვანელი. 

დედა _ ნათელა კობერიძე, დიასახლისი.

მოინათლა 1997 წელს წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიაში.

2000 წელს დავით მაისურაძემ დაამთავრა ქ.რუსთავის #23-ე საშუალო სკოლა.

2000 წელს ჩააბარა საქართველის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2008-20010 წლამდე რუეის-ურბნისის მამათა მონასტერში იმყიფებოდა მორჩილად.

2009 წლის 30 დეკემბერს ტბეთის მამათა მონასტერში იღუმენმა იოსებმა მორჩილი დავითი აღკვეცა ბერად და ეწოდა დანიელი.

2010 წლის 9 იანვარს მიტროპოლიტმა იობმა ყინწვისის მამათა მონასტერში აკურთხა დიაკვნად,

2010 წლის 21 იანვაეს მიტროპოლიტმა იობის ლოცვაკურთხევით დაინიშნა მუხილეთის მამათა მონასტრის წინამძღვრად.2010 წლის 12 მარტს მიტროპოლიტმა იობმა მუხილეთის მამათა მონასტერში აღკვეთა დიდ სქემაში.

2010 წლის 21 მარტს მიტროპოლიტმა იობმა ბერთუბნის მამათა მონასტერშჭი დიაკვანი დანიელი აღკვეთა მღვდლად.

2011 წლის 26 ივნისს აყვანის იქნა იღუმენის ხარისხში, იღუმენმა დანიელმა მუხილეთის მონასტერში აღადგინა IX საუკუნის ტაძარი და კეთილმოაწყო მონმასტერი.

2016 წელს გადაყვანილი იქნა რუსთავის ეპარქიაში.

2016 წლის 21 მარტს იღუმენმა დანიელმა ქ. რუსთავში დაარსა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მამათა მონასტერი, ამავე მონასტერში აღაშჭენა წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძარი, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა საზეიმოდ.

270 271


დეკანოზი გიორგი

ერისკაცობაში: გიორგი ნიკოლოზის ძე ალიაშვილი.

დაიბადა:17. 09. 1980 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 23 ნოემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 05.04.2009 წ.

მღვდლად კურთხევა: 03. 04. 2011 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 18. 06. 2016 წ.

ვრცლად:დეკანოზი გიორგი ( ერისკაცობაში გიორგი ნიკოლოზის ძე ალიაშვილი) დაიბადა 1980 წლის 17 ნსექტემბერს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ ნიკოლოზ ალიაშვილი, მეტალურგი.

დედა _ თინათინ ჩიკვილაძე, პროფტექნიკუმის საქმეთა მმართველი.

მოინათლა 2004 წ. წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიაში. 

1997 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #21-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ მაია გოგოლაძე, უცხო ენის პედაგოგი და შვილები: ნიკოლოზი (2007 წ.), ბარბარე (20011 წ.), ლაზარე (2013 წ.), ანდრია (2016 წ). მართა (2019 წ.), თამარი (2019 წ.).

1997-2000 წლებში სწავლობდა ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2000 წელს მივიდა წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიაში.

2005 წლიდან სტიქაროსანია.

2006-2010 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2009 წლის 5 აპრილს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2011 წლის 3 აპრილს _ მღვდლად.

2011 წლის 13 ოქტომბერს დაინიშნა ქ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის ეკლესიაში მღვდელმსახურად. 

2012 წლის 1 თებერვალს _ წინამძღვრად. 

პარალელურად 2013 წლის 10 ოქტომბრიდან დადგინდა წმ. მოწამე კვიპრიანე და იუსტინეს ეკლესიის წინამძღვრად.

2016 წლის 18 ივნისს მამა გიორგი რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ დეკანოზის ხარისხში აიყვანა.

272 273



დეკანოზი ნიკოლოზი

ერისკაცობაში: ნიკოლოზ გურამის ძე ტატუაშვილი.

დაიბადა: 11. 01. 1980 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 19 დეკემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 10. 10. 2010 წ.

მღვდლად კურთხევა: 25. 09. 2011 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 18. 06. 2016 წ.

ვრცლად: დეკანოზი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლოზ გურამის ძე ტატუაშვილი) დაიბადა 1980 წლის 11 იანვარს ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ გურამ ტატუაშვილი, ავტოხელოსანი.

დედა _ ანა კორაშვილი, მუსიკის პედაგოგი.

მოინათლა: 1989 წელს, ქ. თბილისში, ყოვლადწმინდა სამების ეკლესიაში.

1997 წ. დაამთავრა ქ. რუსთავის #10-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ლელა ლომთათიძე, ამჟამად მუშაობს ქ. თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ეკლესიაში მოვიდა 1994 წელს.

1997-2001 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომერციისა და მარკეტინგის საბაკალავრო ფაკულტეტზე.

2001 წელს გახდა სტიქაროსანი.

2005-2009 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2009-2011 წლებში სწავლობდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო სპეციალობაზე.

2010 წლის 10 ოქტომბერს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ დაასხა ხელი დიაკვნად.

2011 წლის 25 სექტემბერს _ მღვდლად. ამავე წელს დადგენილ იქნა ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიის მღვდელმსახურად.

2015 წლის მარტში გადაყვანილ იქნა ქ. რუსთავის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.

2016 წლის 18 ივნისს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს მიერ მამა ნიკოლოზი აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

2017-2019 წლებში სწავლობდა ქ. ფოთის `ახალი საქართველოს~ უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო სპეციალობაზე.

274 275



დეკანოზი საბა

ერისკაცობაში: საბა თეიმურაზის ძე ტუღუში.

დაიბადა: 25.03.1986 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 18 დეკემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 10. 01. 2010 წ.

მღვდლად კურთხევა: 06. 05. 2012 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა 28. 08. 2019 წ. 

ვრცლად: დეკანოზი საბა (ერისკაცობაში საბა თეიმურაზის ძე ტუღუში) დაიბადა: 25.03.1986 წ. ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ თეიმურაზ ტუღუში, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზი (აწ გარდაცვლილი). 

დედა _ რუსუდან ნახუცრიშვილი, მუსიკის პედაგოგი.

მოინათლა: 1986 წელს, ქ. თბილისის ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში.

1992-1999 წ.წ. სწავლობდა ქ. რუსთავის მე-2 საშუალო სკოლაში, შემდეგ ქ. რუსთავის ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 2003 წელს.

ჰყავს მეუღლე _ ქეთევან მაჭარაშვილი და შვილები: ლუკა (2010 წ.), შიო (2014 წ.).

1993 _ 2002 წლებში სწავლობდა ქ. რუსთავის მე-4 მუსიკალურ სკოლაში `საგუნდო სადირიჟირო~-ზე.

2003 წელს ჩააბარა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში. პირველი სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რომლის მოხდის შემდეგაც, 2006 წლიდან, მეორე კურსზე განაგრძო სწავლა, სემინარია დაასრულა 2009 წელს.

2010 წლის 10 იანვარს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2012 წლის 6 მაისს _ მღვდლად და 2012 წლის 12 სექტემბრიდან დადგენილ იქნა ქ. რუსთავის ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოს მღვდელმსახურად 2013 წლის 13 დეკემბრამდე, ხოლო 2014 წლიდან გადაყვანილ იქნა ქ. რუსთავის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, სადაც მსახურობს დღემდე.

2019 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ქ. რუსთავის სიონის ეკლესიაში, მაღალყოვლადუსამღვდლოესი რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) კურთხევით მამა საბა აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

276 277



დეკანოზი ილია

ერისკაცობაში: ირაკლი ოთარის (ალექსანდრეს) ძე მაღრაძე.

დაიბადა: 14.11.1979 წელი, (ქ.რუსთავი).

ანგელოზის დღე: 2 აგვისტო.

დიაკვნად კურთხევა: 25. 09. 2011 წ.

მღვდლად კურთხევა: 04. 11. 2012 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 18.06.2016 წ.

ვრცლად: დეკანოზი ილია (ერისკაცობაში ირაკლი 

ოთარის (ალექსანდრეს) ძე მაღრაძე) დაიბადა: 14.11.1979 წელი, ქ.რუსთავი.

მშობლები: მამა _ ალექსანდრე (ოთარი) მაღრაძე, შემდუღებელი, დედა _ სვეტლანა მაჩიტიძე, დიასახლისი.

მოინათლა 2007 წელს რუსთავში.

1997 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის მე-6 საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ირმა ღვანიძე, ბუღალტერი და ეკლესიის მედავითნე. 

შვილები: დემეტრე (2008 წ.), ცოტნე (2009 წ.), ანდრია (2011 წ.), ეკატერინე (2016 წ.).

1997-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2002-2004 წლებში მუშაობდა ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში.

2002 წლიდან არის ჭყონდიდელის დასახლების წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლი. 2004 წლიდან კი სტიქაროსანი.

2007-2011 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2011 წლის 25 სექტემბერს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო 

2012 წლის 4 ნოემბერს _ მღვდლად და დადგინდა ქ. რუსთავის დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველოს წინამძღვრად, სადაც მსახურობს დღემდე.

2016 წელის 18 ივნისს აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

278 279



მღვდელი ნოე

ერისკაცობაში: ნოე გიგლას ძე გოგუციძე.

დაიბადა: 08. 02. 1959 წ. (ქ. ლანჩხუთში).

ანგელოზის დღე: მამამთავართა კვირიაკე

დიაკვნად კურთხევა: 15. 01. 2012 წ.

მღვდლად კურთხევა: 18. 11. 2012 წ.

ვრცლად: მღვდელი ნოე (ერისკაცობაში ნოე გიგლას ძე გოგუციძე) დაიბადა: 08. 02. 1959 წ. ქ. ლანჩხუთში.

მშობლები: მამა _ გიგლა გუგუციძე, ეკონომისტი.

დედა _ ალექსანდრა სიხარულიძე, პედაგოგი.

მოინათლა ქ. ბათუმში 1961 წ.

1976 წელს დაამთავრა ქ. ლანჩხუთის #3-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნინო ჩხაიძე. შვილები: მარიამი (1983 წ.), ნინო (1983 წ.), აკაკი (1996 წ).

ეკლესიური ცხოვრება დაიწყო 1989 წელს, ხოლო 2000 წელს გახდა სტიქაროსანი ქ. თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიაში.

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1980-1982 წლებში სწავლობდა გერმანისტიკას ლიტერატურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, ქ. იენის (გერმანია) ფრ. შილერის სახ. უნივერსიტეტში.

1983 წელს სტაჟიორად მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

1984-1988 წლებში მუშაობდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში რეფერენტის თანამდებობაზე.

1988-1992 წლებში ასწავლიდა გერმანულ ენას თბილისის #6 საავტორო საშუალო სკოლაში.

1990 წლიდან იყო დირექტორის მოადგილე.

1993-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიგრაფიისა და საგამომცემლო კორპორაციის საგარეოეკონომიკური ურთიერთობის განყოფილების უფროსად.

1994-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის საზღვარგარეთთან ურთიერთობის განყოფილების სახელმწიფო მრჩევლად.

1995-1996 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი, უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებისა და დიპლომატიურ კორესპონდეციაზე მუშაობის ჯგუფის ხელმძღვანელი. 

1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე. ამ თანამდებობაზე იმუშავა 2004 წლის მაისამდე.

2000 წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მიენიჭა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის უმაღლესი დიპლომატიური რანგი. ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1990-1992 წლებში და 1999-2005 წლებში იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის ენის და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უცხო ენათა ინსტიტუტი) საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ლექტორი.

2000-2004 წლებში ასწავლიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.

2002-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე დიპლომატიურ ურთიერთობათა საფუძვლებს.

2005 წლიდან დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თანამშრომელი.

2007 წლიდან არის საპატრიარქოსთან არსებული წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური სკოლის საღვთო სჯულის პედაგოგი და 

2013 წლიდან სკოლის მოძღვარი და დირექტორის მოადგილე.

2012 წლის 15 იანვარს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ ( გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო ამავე წლის 18 ნოემბერს _ მღვდლად და დაადგინა წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიის მღვდელმსახურად.

2017-2018 წლებში სწავლობდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის საღვთისმეტყველო სასწავლებელში.

თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს შვეიცარიელი მწერლების მოკლე პროზის ნიმუშები (1988 წ.). სასკოლო სახელმძღვანელოები: ეკლესიის ისტორია I და II ნაწილი (2010-2012 წ.), `ახალი აღთქმა, გამოკრებული ტექსტები და განმარტებები~ (2011 წ.), `საქმე მოციქულთა~ (2011 წ.).

282 283



დეკანოზი ნიკოლოზი

ერისკაცობაში: ნიკოლოზ პეტრეს ძე პეტროვსკი.

დაიბადა: 23.07.1981 წ. (ქ. ოზურგეთში).

ანგელოზის დღე: 19 დეკემბერი

დიაკვნად კურთხევა: 11. 12. 2010 წ.

მღვდლად კურთხევა: 09. 06. 2013 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13. 12. 2016 წ.

ვრცლად: დეკანოზი ნიკოლოზი (ერისკაცობაში ნიკოლოზ პეტრეს ძე პეტროვსკი) დაიბადა: 23.07.1981 წ. ქ. ოზურგეთში.

მშობლები: მამა _ პეტრე პეტროვსკი, ზეინკალი, დედა _ ნუნუ ჭანუყვაძე, ქორეოგრაფი.

მოინათლა 1982 წელს, ქ. თბილისის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში.

1996 წელს დაამთავრა 9 კლასი ქ. რუსთავის #21-ე საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ სწავლობდა პროფტექნიკურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1998 წელს.

ჰყავს მეუღლე _ თეკლა ნაცვალაძე, ქორეოგრაფი.

შვილები: ნინო (2008 წ.), პეტრე (2011 წ.), გიორგი (2014 წ.).

1992 წლიდან დაიწყო სიარული ქ. რუსთავის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში და ამავე წელს გახდა სტიქაროსანი.

2000 წელს ჩაირიცხა ქ. ბათუმის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 2004 წელს, სწავლის პარალელურად მუშაობდა წმ. ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლში მოხუცთა მომვლელად.

2004 წელს დაბრუნდა რუსთავში.

2010 წლის 11 დეკემბერს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) დიაკვნად დაასხა ხელი, ხოლო 2013 წლის 9 ივნისს _ მღვდლად. სადაც იმსახურა 2013 წლის 5 ოქტომბრამდე, შემდეგ გადაიყვანეს ქ. რუსთავის, ჭყონდიდელის დასახლების წმ. გიორგის სახელობის სამლოცველოში, სადაც მღვდელმსახურებას აღავლენს დღემდე.

284 285



დეკანოზი გიორგი

ერისკაცობაში: ლაშა ჯემალის ძე ერისთავი.

დაიბადა: 21. 01. 1975 წ. (ქ. ქუთაისში).

ანგელოზის დღე: 16 ივლისი-ღირსი გიორგი ღმერთშემოსილი.

დიაკვნად კურთხევა:15. 07. 2012 წ.

მღვდლად კურთხევა:14. 01. 2014 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა:13. 12. 2017 წ.

ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში ლაშა 

ჯემალის ძე ერისთავი) დაიბადა: 21. 01. 1975 წ. ქ. ქუთაისში.

მშობლები: მამა _ ჯემალ ერისთავი. 

დედა _ ეთერ ფხაკაძე, პედაგოგი.

მოინათლა 1979 წელს.

1992 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის რუსულენოვანი #9-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნანა ერისთავი პროფესიით ექიმპედიატრი. ამჟამად მუშაობს სააფთიაქო ქსელ `პსპ~-ში. 

შვილები: ანა (1996 წ.), მარიამი (2002 წ.), თორნიკე (2007 წ.), ქრისტინე (2011 წ.), დანიელი (2016 წ.).

1994-1997 წლებში მუშაობდა მოსკოვში.

1998-2001 წლებში სწავლობდა და დაამთავრა ქ. ქუთაისის საერო ინსტიტუტი `გელათი~, საბანკო და ფინანსების განხრით.

2003-2008 წლებში სწავლობდა და დაამთავრა გელათის სასულიერო აკადემია.

2005 წელს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა სტიქაროსნად. მას შემდეგ მსახურობდა ქ. ქუთაისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის, 

წმ. გიორგის და სოფელ სორმონის ყოვლადწმინდა სამების ეკლესიებში მედავითნედ.

2010-2012 წლებში მუშაობდა გელათის სასულიერო აკადემიაში, ძველი აღთქმის პედაგოგად.

2012 წლის 15 ივლისს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) მიერ, ქ.რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში იკურთხა დიაკვნად, ხოლო 2014 წლის 14 იანვარს, იმავე ეკლესიაში, ხელდასმულ იქნა მღვდლად.

2015-2017წწ. სწავლობდა და დაამთავრა ქ. ახალქალაქის წმ. ნინოს სახელობის რუსულენოვანი, საღვთისმეტყველო-მისიონერული სასწავლებელი.

2017 წლის 13 დეკემბერს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს მიერ აყვანილია დეკანოზის ხარისხში. დეკანოზი გიორგი ერისთავი მსახურობსქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.

286 287



დეკანოზი გიორგი

ერისკაცობაში: გიორგი ბიძინას ძე გურული.

დაიბადა: 17.01.1985 წ. (ქ რუსთავში).

ანგელოზის დღე 23 ნოემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 11. 11. 2012 წ.

მღვდლად კურთხევა: 10. 08. 2014 წ.

დეკანოზის ხარისხში აყვანა: 13. 12. 2016 წ.

ვრცლად: დეკანოზი გიორგი (ერისკაცობაში გიორგი 

ბიძინას ძე გურული) დაიბადა: 17.01.1985 წ. ქ რუსთავში.

მშობლები: მამა _ ბიძინა გურული, მემანქანე.

დედა _ მაია მერკვილაძე, დიასახლისი.

მოინათლა: 1991 წელს, წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.

1991 წელს გიორგი გურული შედის ქ. რუსთავის #10-ე საშუალო სკოლაში. 

2000 წელს იგი ჩაირიცხა ქ. თბილისის ხარისხის მართვის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

2005 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 

ჰყავს მეუღლე _ თამარ ფაცულია (24.10.1988).

2003 წელს გახდა სტიქაროსანი ქ. რუსთავის წმ.13 

ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლში დეკანოზ კახაბერ ტაბატაძის და მღვდლის ალექსი შუშანიას ლოცვა-კურთხევით.

2007 წელს წმ. ალექსი ბერის სახელობის სამლოცველო სახლში წინამძღვარმა მღვდელმა ალექსი შუშანიამ დაადგინა მნათედ.

2012 წელს კი წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიის სტიქაროსანია, ასევე მებაღე.

2012 წლის 11 ნოემბერი დიაკვნად იკურთხა ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიაში რუსთველი მიტროპოლიტის იოანე გამრეკელის ლოცვა-კურთხევით.

2014 წლის 10 აგვისტოს, იმავე ეკლესიაში, ხელდასმულ იქნა მღვდლად. ამავე წლის 22 სექტემბერს დადგენილ იქნა თავთა მოციქულთა წმ. პეტრე-პავლეს მამათა მონასტრის წინამძღვრად. 

2016 წლის 13 დეკემბერს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) მიერ აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში.

288 289


მღვდელი გიორგი

ერისკაცობაში: გიორგი მამუკას ძე ბუაჩიძე.

დაიბადა: 09.02.1987 წ. (ქ. თბილისში).

ანგელოზის დღე: 23 ნოემბერი / 6 მაისი.

დიაკვნად კურთხევა: 15. 02. 2015 წ.

მღვდლად კურთხევა: 18. 12. 2016 წ.

ვრცლად: მღვდელი გიორგი (ერისკაცობაში გიორგი მამუკას ძე ბუაჩიძე) დაიბადა: 09.02.1987 წ. ქ. თბილისში.

მშობლები: მამა _ მამუკა ბუაჩიძე. 

დედა _ თამარ საბაშვილი, პედაგოგი, ეკლესიის მედავითნე.

მოინათლა: 1990 წლის 20 ივნისს, სამტრედიაში.

დაწყებითი განათლება მიიღო ქ. რუსთავში, მართლმადიდებლურ სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო კუმისის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2005 წელს.

ჰყავს მეუღლე _ ნათია კუპატაძე, მგალობელი, ფსიქოლოგი, რელიგიათმცოდნე. 

შვილები: ექვთიმე (2014 წ.), იოანე (2016 წ). მართა (2019 წ).

2002 წელს ჩააბარა ქ. თბილისის მ. თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიულ ლიცეუმში, ხეზე მხატვრული ჭრის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 2005 წელს.

2006-2010 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2012-2013 წლებში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. შემდეგ მუშაობდა ქვაზე მეჩუქურთმედ, ეკლესიების და კანკელების მშენებლობაზე.

5 წლის ასაკში იყო ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი. 

2002-2006 წლებში იყო ქ. თბილისის ანჩისხატის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი.

2006-2010 წლებში გალობდა ფონიჭალის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში. 2010-2012 წლებში ქ. რუსთავის (ჭყონდიდელის დასახლების) წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მგალობელია.

2012-2015 წლებში გიორგი ხდება ქ. რუსთავის წმ. მეფე დავით მეფსალმუნის სახელობის სამლოცველოს მგალობელთა გუნდის რეგენტი.

2015 წლის 15 თებერვალს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიაში რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 2016 წლის 18 დეკემბერს _ მღვდლად.

2018 წლის 1 თებერვალს დადგენილ იქნა ქ. რუსთავის წმ. მოწამე დედოფალი შუშანიკის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად, სადაც მსახურობს დღემდე.

290 291



მღვდელი ირაკლი

ერისკაცობაში: ირაკლი აკაკის ძე ჯალიაშვილი.

დაიბადა: 01. 07. 1989 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 22 მარტი

დიაკვნად კურთხევა: 09. 06. 2013 წ.

მღვდლად კურთხევა: 11. 12. 2017 წ.

ვრცლად: მღვდელი ირაკლი (ერისკაცობაში ირაკლი აკაკის ძე ჯალიაშვილი) დაიბადა: 01. 07. 1989 წ. ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ აკაკი ჯალიაშვილი, მეტალურგიული კომბინატის თანამშრომელი.

დედა _ ელისაბედ მენთეშაშვილი, №10-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელი.

მოინათლა 1993 წლის 9 სექტემბერს ქ. რუსთავის წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის საკათედრო ეკლესიაში.

2007 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის # 7-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნინო ყარალაშვილი (ჯალიაშვილი), დიასახლისი. 

შვილები: ლუკა (2013 წ.), გაბრიელი (2015 წ.) და აკაკი (2019 წ.).

სკოლის დამთავრების შემდეგ, 2007 წელს, ირაკლი ჯალიაშვილი ჩაირიცხა ახალციხის სასულიერო სემინარიაში _ "საფარა"

2003-2007 წლებში მსახურობდა ქ. რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში სტიქაროსნად, ხოლო 2007 წლიდან 2013 წლამდე წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიაში.

2013 წელს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 2017 წლის 11 დეკემბერს _ მღვდლად.

2018 წლის თებერვლიდან მამა ირაკლი მსახურობს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში (ჭყონდიდელის დასახლება) მღვდელმსახურად, ხოლო 2019 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურია.

292 293



დიაკვანი ვახტანგი

ერისკაცობაში: სერგო ვახტანგის ძე ყიასაშვილი.

დაიბადა: 06. 07. 1989 წ. (ქ. თბილისში).

ანგელოზის დღე: 13 დეკემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 11. 12. 2016 წ.

ვრცლად: დიაკვანი ვახტანგი (ერისკაცობაში სერგო ვახტანგის ძე ყიასაშვილი) დაიბადა: 06. 07. 1989 წ. ქ. თბილისში.

მშობლები: მამა _ ვახტანგი ყიასაშვილი. 

დედა _ დოდო იმედაშვილი, დიასახლისი.

მოინათლა 1989 წელს ქ. თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიაში.

1995 წელს შევიდა საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურის საშუალო სკოლაში, 1998 წლიდან სწავლა განაგრძო ქ. თბილისის #139-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 2004 წელს.

ჰყავს მეუღლე _ რიტა ლაბაძე, ფილოლოგი. შვილები: ანდრია (2012 წ.), ანა (2017 წ.) და ეკატერინე (2018 წ.).

2006 _ 2008 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის მრავალდარგოვან პროფესიულ განათლების ცენტრ `ოსტატში~, რომელიც დაამთავრა `კომპიუტერული სისტემების ოპერატორის სპეციალობით~.

2007 წლიდან გახდა ეკლესიის მრევლი.

2009 წელს გახდა სტიქაროსანი.

2012 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 2016 წელს.

2017 წელს ჩაირიცხა `ახალი საქართველოს უნივერსიტეტში~, ქრისტიანული ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2019 წელს.

2009 წლიდან მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს ერთიანი ახალგაზრდული კავშირის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2010 წლიდან ამავე ორგანიზაციის კომპიუტერული განყოფილების უფროსად.

2013 _ 2015 წლებში მუშაობდა ლიბერთი ბანკის შესყიდვების დეპარტამენტის სასაწყობე მეურნეობის სპეციალისტად.

2015 წლიდან 2016 წლის 30 ნოემბრამდე მუშაობდა შ.პ.ს. `ჯი არ სი~-ს რუსთავის ფილიალის დარაჯად.

2015 წლის 11 დეკემბერს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა დიაკვნად.

294 295


დიაკვანი საბა

ერისკაცობაში: ვალერი ავთანდილის ძე ფოფხაძე.

დაიბადა: 12.04.1982 წ. (ქ. რუსთავში).

ანგელოზის დღე: 18 დეკემბერი

დიაკვნად კურთხევა: 18. 12. 2016 წ.

ვრცლად: დიაკვანი საბა (ერისკაცობაში ვალერი 

ავთანდილის ძე ფოფხაძე) დაიბადა: 12.04.1982 წ. ქ. რუსთავში.

მშობლები: მამა _ ავთანდილ ფოფხაძე, მეტალურგი. 

დედა _ ლაურა ყაზარაშვილი, ექთანი.

მოინათლა 1988 წელს ქ. თბილისის სიონის საკათედრო ეკლესიაში.

1999 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #23-ე საშუალო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ თეა ტაბატაძე, უცხო ენების სპეციალისტი და შვილები: მარიამი (2015 წ.) და ტიმოთე (2018 წ.).

1999 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2003 წელს, ბაკალავრის ხარისხით.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ _ ნიჩბოსნობით. აღნიშნულ სახეობაში არის საქართველოს ორგზის ჩემპიონი და სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატის პრიზიორი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაკავდა საოჯახო ბიზნესით.

2007 წლიდან გახდა ქ.თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის მრევლი და სტიქაროსანი, ხოლო 2014 წლიდან გახდა წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის ეკლესიის სტიქაროსანი.

2011 წელს ჩააბარა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 2015 წელს.

2016 წლის 18 დეკემბერს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) აკურთხა დიაკვნად.

296 297



დიაკვანი გიორგი

ერისკაცობაში: გიორგი პავლეს ძე მაისურაძე.

დაიბადა: 12. 06. 1991 წ. (ქ. რუსთავის).

ანგელოზის დღე 23 ნოემბერი.

დიაკვნად კურთხევა: 03 .06. 2018 წ.

ვრცლად: დიაკვანი გიორგი (ერისკაცობაში გიორგი 

პავლეს ძე მაისურაძე) დაიბადა: 12. 06. 1991 წ. ქ. რუსთავის.

მშობლები: მამა _ პავლე მაისურაძე. 

დედა _ მზიური კვაჭაძე, დიასახლისი.

მოინათლა 1999 წელს მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში.

2010 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის # 24-ე სჯარო სკოლა.

ჰყავს მეუღლე _ ნათია ჯმუხაძე პროფესიით იურისტი, ადვოკატი და შვილი იოანე (2017 წ.).

2008 წლიდან არის ქ. რუსთავის წმ. ალექსი ბერის სახელობის სამლოცველოს მრევლი.

2012 წლიდან ამავე ეკლესიის სტიქაროსანი და მედავითნე.

2014 _ 2018 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში.

20. 07. 2016 წ-დან _ 04.04.2017 წ.-მდე მუშაობდა თ.ს.ი. _ ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურში.

2018 წლის 3ივნისს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) წმ. მეფე ვახტანგ გორგასალის საკათედრო ეკლესიაში აკურთხა დიაკვნად.

298 299



მონაზონი სერაფიმა

ერისქალობაში: ფატიმა ანზორის ასული ნემსაძე.

დაიბადა: 20.04.1967 წ. (ლენტეხის რაიონი)

ანგელოზის დღე: 15 იანვარი და 1 აგვისტო

სამონაზვნედ კურთხევა: 23. 09. 2006 წ.

მონაზვნად აღკვეცა: 28. 08. 2009 წ.

ვრცლად: მონაზონი სერაფიმა (ერისქალობაში: ფატიმა ანზორის ასული ნემსაძე) დაიბადა: 20.04.1967 წ. ლენტეხის რაიონში.

მშობლები: მამა _ ანზორ ნემსაძე, პროფესიით ეკონომისტი. 

დედა _ თამარ ფერცულიანი, ექთანი (მედდა).

მოინათლა 1990 წლის 19 იანვარს ქ. თბილისის ანჩისხატის სახელობის ეკლესიაში.

1983 წელს ფატიმა ნემსაძემ დაამთავრა ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარების საშუალო სკოლა.

1986-1992 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე.

1993-1994 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის # 7_ე საშუალო სკოლის პედაგოგად.

1995-1998 წლებში მუშაობდა ქ. თბილისში, კერძო ბანკ "კვალში".

1998-2005 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის ბიზნეს ცენტრ სასტუმრო "რუსთავში".

1997 წლიდან ხდება ქ. რუსთავის მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის სამლოცველოს მრევლი. (მოძღვარი დეკანოზი დიმიტრი გორგიძე).

2005 წლის დიდმარხვაში დეკანოზ დიმიტრის კურთხევით წავიდა ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში, სადგერის დედათა მონასტერში მორჩილად.

2006 წლის 23 სექტემბერს მოხდა ფატიმას სამონაზვნედ კურთხევა და ეწოდა სახელი ევგენია.

2006 2009 წლებში მორჩილი იყო ჯერ ფოკის დედათა მონასტერში, შემდეგ კი რუსეთში, სერაფიმო-დივეევოს დედათა მონასტერში.

2009 წელის 28 აგვისტოს ბორჯომ _ ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ სამონაზვნე ევგენია აღკვეცა მონაზვნად და სახელი უწოდა სერაფიმა. 2011 წლიდან მონაზონი სერაფიმა არის რუსთავის ეპარქიაში.

2014 წლის 28 აგვისტოს რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს ლოცვა-კურთხევით, ქ. რუსთავის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიხსნა წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის დედათა მონასტერი, სადაც მონაზონი სერაფიმა დადგინდა წინამძღვრად, ცხოვრობს მორჩილ მართასთან ერთად.

2015 წლის ივლისიდან, მონასტრის ტერიტორიაზე, დაიწყო წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც დღეს დასრულებულია და მიმდინარეობს ეკლესიის შიდა და გარე მოწყობითი სამუშაოები.

300 301



ბერი სიმონი

ერისკაცობაში: თეიმურაზ ოთანაშვილი.

დაიბადა 1955 წ. 17 თებერვალს ქ. რუსთავში

მშობლები; მამა გიორგი ოთინაშვილი პროფესიით მეტალურგი დედა; თინა ჯამასპიშვილი ექთანი

მოინათლა 1962 წელს თბილისის სიონში. 

1972 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის 18 საშუალო სკოლა. 1973-1975 წ.წ. მსახურობდა არმიის რიგებში.

1975 1982 წელი მუშაობდა საწარმოო გაერთიანება «აზოტის» საქვაბეში. 1984-1995 მიშაობდა ქ. რუსთავში წყალკანალტრესტში. ტაძარში მოვიდა 1995 წელს წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში მოძღვარი მამა დიმიტრი (გორგიძე).

ბერად კურთხევა: 2007 წელი 

19 დეკემბერი 2007-2011 წ.წ. მოღვაწეობდა შავნაბადას ეკლესიაში, 2011-2012 წ.წ. მარტყოფის მამათა მონასტერშია. 2012 წლიდან _ ქ. რუსთავი ჭყონდიდელის უბანში, წმ. გიორგის სახელობის მონასტერში.

2015 წლიდან მოღვაწეობს ჭყონდიდელის უბანში მშენებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში.


ბერი ნიკოლოზი

ერისკაცობაში: კახი შინჯიაშვილი.

დაიბადა: 1962 წლის 12 თებერვალი.

ანგელოზის დღე: 19/12 ნიკოლოზობა

ბერად აღიკვეცა: 19. 12. 2007 წ.

ვრცლად: ბერი ნიკოლოზი (ერისკაცობაში; კახი შინჯიაშვილი) დაიბადა: 1962 წლის 12 თებერვალის ქ. რუსთავში.

მშობლები _ რევაზ შინჯიაშვილი, მძღოლი. 

დედა _ მაყვალა მღებრიშვილი, ინფექციურის საავადმყოფოში ექთანი.

მოინათლა: 1974 წელს, ბოდბეს წმინდა ნინოს ეკლესიაში.

1979 წელს დაამთავრა რუსთავის # 16-ე საჯარო სკოლა.

1981 წელს ჩააბარა ქ. კოსტრამაში ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

ჰყავს მეუღლე _ მანანა კაკაშვილი. შვილი: თამარი 302 303(1989 წ.).

1989 წელს დაამთავრა ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ქ. კოსტრამაში სამშენებლო საამქროში ოსტატად.

1992 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ქ. რუსთავის აზოტის ფანქრების ქარხანაში.

1994 წელს წავიდა შავნაბადას მამათა ეკლესიაში მორჩილად.

1998 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიიღო მონაწილეობა ფოკის მამათა მონასტრის მშენებლობაში.

2000 წელს ასევე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიიღო მონაწილეობა დარიალის მამათა მონასტრის მშენებლობაში, ამავდროულად 2003 წელს მონაწილეობას იღებდა წითელი ხიდის მამათა მონასტრის მშენებლობაში.

2007 წელს აღიკვეცა ბერად შავნაბადას მამათა ეკლესიაში და გადაყვანილ იქნა წითელი ხიდის მამათა ეკლესიაში.

2011 წელს მეუფე იაკობის ლოცვა-კურთხევით გადაყვანილ იქნა მარტყოფის მამათა ეკლესიაში.

2012 წელს გადაყვანილ იქნა წერაქვის ეკლესიაში.

2013 წელს გადაყვანილ იქნა ოფრეთის ეკლესიაში.

2014 წელს გადაიყვანეს რუსთავის პეტრე-პავლეს მამათა ეკლესიაში.


რუსთავის ეპარქიაში არსებული ეკლესია-მონასტრები

რუსთავში პირველი სამლოცველო იკურთხა 1995 წელს. წმ. გიორგის სახელობის სამლოცველო მდებარეობს რუსთავში, მცხეთის ქ. # 26.

წინამძღვარი: დეკანოზი ნიკოლოზი (პეტროვსკი)

სამლოცველოს კურთხევა მოხდა 1985 წელს.

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე).

პირველი წინამძღვარი: მამა რომანოზი (კასრაძე), არქიმანდრიტი მიქაელი.

მღვდელმსახური: მამა დიმიტრი (გორგიძე).

მღვდელმსახური: მამა გიორგი (გორგიძე).

მღვდელმსახური: მამა ელგუჯა (ბაბუნაშვილი).

2013 წლიდან დღემდე: დეკანოზი ნიკოლოზი (პეტროვსკი).

304 305

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია 

ქ. რუსთავში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, დაიწყო იმ უძველეს საძირკვლის სიახლოვეს, სადაც ჯერ კიდევ IV საუკუნეში აგებული იყო ერთ-ერთი პირველი ეკლესიათაგანი, რომელიც XX-ის 50-იან წლებში იყო აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების შედეგად. როდესაც ეკლესიის მშენებლობის ნებართვა ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოგვარებული იყო, საუკუნეების შემდეგ პირველი ეკლესიის საძირკვლის კურთხევა მოხდა 1988 წელს, საქართველოს პატრიარქის ილია II-ის მიერ, ეკლესია იკურთხა წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელზე. ქ. რუსთავის წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე ტერიტორიაზე სადაც იკურთხა წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესია, მის სიახლოვეს, მანამ, სანამ აშენდებოდა კათედრალი, 1989 წლის 12 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის საძირკველი, რათა კათედრალის მშენებლობის პერიოდში მრევლს საშუალება ჰქონოდა დასწრებოდა და შეესრულებინა ლოცვები. ეკლესიის მისამართიც განსაზღვრულია წმ. ნინოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, 

წინამძღვარი: დეკანოზი მიქაელი (ჭაბაშვილი).

მშენებლობის დამთავრება: 1989 წლის 12 ნოემბერი.

ეკლესიის კურთხევა: 1989 წლის 12 ნოემბერი. მაკურთხეველი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ეკლესიის ქტიტორი: ქ. რუსთავის ხელმძღვანელობა, ქალაქში განლაგებული საწარმოების ხელმძღვანელები და საწარმოთა რიგითი თანამშრომლები.ეკლესიის არქიტექტორი: გ. ზედგენიძე. პირველი წინამძღვარი: დეკანოზი თეიმურაზ ტუღუში 

1989-1999 წლის ოქტომბრამდე, დეკანოზი სერგი კასრაძე 1999 წლის ოქტომბრიდან 2000 წლის 5 მარტამდე, დეკანოზი დავითი დვალიშვილი 2000 წლის 5 მარტიდან 2007 წლამდე, დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი 2007 წლიდან დღემდე.

ეკლესიაში დაცულია: მაცხოვრის ჯვრის ნაწილი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ნაწილი (დაბრძანებული ხატში), წმ. ნიკოლოზის, წმ. მარინეს, წმ. დიმიტრი როსტოველის, წმ. ბარბარეს, 6000 წმინდა გარეჯელი მოწამე ბერის, დიდმოწამე დავითის და კონსტანტინეს, წმ. გიორგის, ღირსი გერასიმე იორდანელის სიწმინდეები.


ვახტანგ გორგასალის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მშენებლობის დაწყება: 1988 წელი.

მშენებლობის დამთავრება: 1990 წლის 24 ივნისი.

ეკლესიის ქტიტორი: ქ. რუსთავის საწარმო-დაწესებულებების ხელმძღვანელები, მრევლი,

ეკლესიის არქიტექტორი: ნოდარ მოდებაძე.

პირველი წინამძღვარი: დეკანოზი დიმიტრი სუხიტაშვილი (1990-1991 წ. წ.), დეკანოზი ირაკლი კალანდაძე 

(არქიმანდრიტი ზოსიმე) (1991-1993 წ.წ.), დეკანოზი დიმიტრი გორგიძე (1993-1996 წ.წ.), დეკანოზი დავით დვალიშვილი (2007 წლის 28 აგვისტოდან დღემდე).


310 311

მდებარეობს ქ. რუსთავში, თბილისის ქ. #41-ში, იმავე ეზოში, სადაც 1994 წელს იკურთხა წმინდა მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის ეკლესია, 1994 წელს დაიწყო წმ. მთავარანგელოზი გაბრიელის სამლოცველოს მოწყობა, რომელიც 1995 წელს დასრულდა, ეკლესია იკურთხა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის ათანასეს (ჩახვაშვილი) მიერ. სამლოცველოში პირველი წირვა ჩატარდა 1995 წლის ზაფხულში. ქტიტორი: თეიმურაზ ტალახაძე და მისი სამეგობრო.

არქიტექტორი: ბესო მიქაძე, გია ჩაჩხიანი, გოჩა ლაცაბიძე. პირველი წინამძღვარი: დეკანოზი მიქაელ ქადაგიშვილი, არქიმანდრიტი მიქაელი კასრაძე, დეკანოზი თეიმურაზ ტუღუში, დეკანოზი სერგი კასრაძე, დეკანოზი ფრიდონი სპანდერაშვილი (დღემდე).

ეკლესიაში დაცულია სიწმინდეები:წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. ნიკოლოზის, იოანე ოქროპირის, წმ. გიოეგის. წმ. სვიმონ კანანელის წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატში ჩაბრძანებული ფაჩუჩის ნაჭერი, წმინდა ნაწილები.საეკლესიო აქტივობებიდან ეკლესიაში ორგანიზება უკეთდება გაჭირვებულთა დაპურებას.


312 313

წმ. მთავარანგელოზი მიქაელის ეკლესია 

მდებარეობს ქ. რუსთავში, თბილისის ქუჩა #41.

XX საუკინის 90-იანი წლების დასაწყისი საქართველოსთვის იყო სამოქალაქო დაპირისპირების და გარე თუ შიდა ფაქტორებით გამოწვეული ომების პერიოდი. 

მიუხედავად ამისა, ეკლესიათა მშენებლობა ნელი ტემპით მაგრამ მაინც მიმდინარეობდა. 

მშენებლობის დაწყება: 1994 წელი

საძირკვლის კურთხევა: 1994 წლის 17 იანვარი. 

მაკურთხეველი: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), წინამძღვარი: დეკანოზი პაატა (თავართქილაძე).

მშენებლობის დამთავრება: 1997 წლის 21 ნოემბერი.

ეკლესიის ქტიტორი: თეიმურაზ ტალახაძე. 

ეკლესიის არქიტექტორი: ბესო მიქაძე, გია ჩაჩხიანი, გოჩა ლაცაბიძე.

პირველი წინამძღვარი: დეკანოზი მიქაელ ქადაგიშვილი, არქიმანდრიტი მიქაელი კასრაძე, დეკანოზი თეიმურაზ ტუღუში, დეკანოზი სერგი კასრაძე, დეკანოზი ფრიდონი სპანდერაშვილი, დეკანოზი პაატა თავართქილაძე (დღემდე).


314 315

წმ. გიორგის ტაძარიმდებარეობს ქ. რუსთავში, ჭყონდიდელის უბანი. 

საძირკვლის კურთხევა: 1995 წ. მაკურთხეველი ეპისკოპოსი: მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე).

მშენებლობის დაწყება: 1995 წელი.

მშენებლობა დამთავრდა და იკურთხა: 1999 წლის 17 ოქტომბერს. მაკურთხეველი: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და რუსთავის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი).

ტაძრის ქტიტორი: გოგი თოფაძე, ნიკო ბახტაზე, სერგო კალანდაზე, მრევლი.

ტაძრის არქიტექტორი: გოჩა პაიჭაძე.

პირველი წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი (გორგიძე) დღემდე, მღვდელმსახური დეკანოზი ნიკოლოზი (პეტროვსკი). ტაძარში, გარკვეული დროის მანძილზე მოღვაწეობდნენ: დეკანოზი გიორგი (გოგოლაშვილი), დეკანოზი ირაკლი (ჯალიაშვილი).


2005 წელს წმ. გიორგის ბაზილიკას მოუშენდა წმ. ბარბარეს სახელობის ეკვდერი, მალევე 2010 წელს მოუშენდა წმ. ქეთევანის სახელობის ეკვდერი, შეასაბამისად ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, ორივე ეკვდერის არქიტექტორია გიორგი ნასყიდაშვილი, მშენებელი აწ გარდაცვლილი ივანე წიკლაური, ორივე ეკვდერის ქტიტორები არიან: მამუკა ტივიშვილი, მეგი ბერაძე, შერმადინ გიგოლაშვილი, არჩილ ჩივაზე, ლაზარე ძირკველიშვილი, ვასილი ძირკველიშვილი, მერაბ გრძელიძე. ტაძრის ტერიტორიაზე არსებობს მრავალი შენობა-ნაგებობა რომელთა აღმშენებლები არიან: დავით ჩუხტიაშვილი და დავით ოსიტაშვილი. აქტივობებიდან გამორჩეულია ტაძართან არსებული ხალხური ანსამბლი „წმინდა გიორგი“. ეკლესიაში ინახება მრავალი წმინდა ნაწილი: წმინდა დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, დიდმოწამე ქეთევანის წმინდა ნაწილი, დიდმოწამე წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილი, დიდმოწამე წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილი, დიდმოწამე წმინდა ალექსანდრე რომაელის წმინდა ნაწილი, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი, ოთხი დღით მკვდრეთით აღდგომილი წმინდა ლაზარეს წმინდა ნაწილი, კიევის პეჩორის ლავრის წმინდა მამების: სპირიდონ მესაფლავის, მღვდელთმოწამე კუკშა, ღირსი ანტიპა ვალაამელის, წმინდა იონა კიეველი სასწაულმოქმედის, წმინდა ალიპი ხატმწერის, წმინდა ისაია სასწაულმოქმედის, წმინდა ღირსი მოწამე ანასტასი პეჩორელი დიაკონის, წმინდა ნაწილები, მამრეს მუხის ნაწილი. წმინდა ეპისკოპოსი გრიგოლ ნოსელის, ღირსი მამა პეტრე და ფებრონია მუროველების, წმინდა ლუკა ყირიმელის, 6 000 გარეჯელი ბერის წმინდა ნაწილები, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი, წმინდა ალიპი ხატმწერის, ღირსმოწამე ანტიპი პეჩორელი დიაკონის წმინდა ნაწილები, წმინდა დედოფალ თეოდორას ხატთაყვანისმცემლობის აღმდგენელის ფაჩუჩის ნაწილი.


318 319


წმ. ნიკოლოზის ეკლესია 

ქ. რუსთავში თანდათან ფართოვდებოდა ეკლესიათა მშენებლობა და სადაც უკვე მიმდინარეობდა წირვალოცვა, ფაქტიურად, ისინი წარმოადგენდნენ რუსთავში მართლმადიდებლობის იმ საყრდენ ბურჯებს, საიდანაც პირველი მღვდელმსახურნი იწყებდნენ მომდევნო ეკლესიათა მშენებლობას. 1997 წელს მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩის კვეთაზე (მესხიშვილის ქ. # 13/ა.) საძირკველი ჩაეყარა წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას. საძირკვლის მაკურთხეველი: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტ ათანასე (ჩახვაშვილი). ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 2001 წელს, იმავე წელს იკურთხა. მაკურთხეველი ეპისკოპოსი: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტ ათანასე (ჩახვაშვილი), ეკლესიის პირველი წინამძღვარი იყო დეკანოზი თეიმურაზი (ტუღუში) 1997-2008 წ.წ. (გარდაცვალებამდე), დეკანოზი რევაზი (ტუღუში) დღემდე და მღვდელმსახურია დეკანოზი საბა (ტუღუში) დღემდე. 

ეკლესიის ქტიტორი: დეკანოზი თეიმურაზ (ტუღუში), 

ეკლესიის არქიტექტორი: ნოდარ მოდებაძე.

ეკლესია წარმოადგენს ბაზილიკას ჯვრის ფორმით გამშვერნებულს ეკვდერებით.

ეკლესიაში დაცულია სიწმინდეები: კიოტი წმინდა გიორგისა, კიოტი წმინდა ნიკოლოზისა, ღვთისმშობლის მაცხოვრის კიოტები, საწინამძღვრო ბაირაღი წმ. ნიკოლოზისა.

რუსთავის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში არსებობს ტრადიცია ქალაქის მრევლის მილოცვის, საშობაო და სააღდგომო დღესასწაულებზე, რაც გამოიხატება მრევლისა და სხვადასხვა შემწე საზოგადოების მიერ შემოწირულობათა შეგროვება და მათი გადაცემა მზრუნველობა მოკლებულთათვის და მოხუცთა სათნოების სახლებზე.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაზარი აგებულია აწ განსვენებული დეკანოზ თეიმურაზ ტუღუშის მიერ, სადიდებლად ღვთისა და წმინდისა დიდისა მღვდელთმთავარისა ნიკოილოზისა და საცხონებლად საგვარეულოსი ტუღუშებისა, იგი ცდილობდა, რომ მის ირგვლივ ღვთისმსახურებაში შემოეკრიბა მისი გვარი და ამიტომაც დააფუძნა ტრადიცია, სადაც ხორციელის ხუთშაბათს იკრიბება გვარი, აღევლინება წირვა და შემდგომ ხდება ამ საგვარეულო ტრადიციის სიხარულის ურთიერთგაზიარება. 

ასევე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას მიშენებული აქვს წმინდა სამების სახელობის და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკვდერები. 


320 321


წმ. ნინოს სამლოცველო

მდებარეობს ქ. რუსთავში, რუსთაველის ქ. 23 ში.

წინამძღვარი: დეკანოზი სერგი (კასრაძე).

სამლოცველო გაიხსნა: 2003 წელს. 

სამლოცველო იკურთხა: 2003 წელს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის ათანასეს (ჩახვაშვილი) მიერ.

პირველი წინამძღვარი: 2003 წლიდან დღემდე დეკანოზი სერგი კასრაძე.

მღვდელთმსახური: გახსნის დღიდან 2007 წლამდე 

მღვდელი შიო გოცირიძე. 

2019 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე წინამძღვარია დეკანოზი ნიკიფორე (მერაბიშვილი).


322 323


წმ. ცამეტი ასურელი მამის სამლოცველო. 

მდებარეობს ქ. რუსთავში, XXI მკ/რ. 

სამლოცველო იკურთხა: 2004 წლის 19 მაისს. მაკურთხეველი: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 

პირველი წინამძღვარი: დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე (2004 წლიდან დღემდე), მღვდელმსახურნი; დეკანოზი ალექსი შუშანია (2004-2007 წ. წ.), დეკანოზი გიორგი ამბროლაძე (2008-2010 წ.წ.), დეკანოზი სერგი ლომიძე (2010-2013 წ. წ.), დეკანოზი საბა ტუღუში (2012-2013 წ.წ.), დეკანოზი ბესარიონ მეფარიშვილი (2013-2015 წ.წ.), დეკანოზი შალვა შალვაშვილი (2015-2016 წ. წ.), დეკანოზი გიორგი ამბროლაძე (2015-დღემდე), მღვდელი კახაბერ ჭუმბურიძე (2016-დღემდე).

სამლოცველოსთან არსებობს ორი ცეკვის ანსამბლი "გორგასალი" (ხელმძღვანელი ბადრი ბერაია) და "კეღოშვილები" (ხელმძღვანელი გიორგი კეღოშვილი), აქვეა ხელოვნების სკოლა-სალონი (ხელმძღვანელი დარეჯან ნოზაძე), ჭადრაკის სკოლა, ჭრა-კერვის სკოლა, ტარდება შემდეგი ღონისძიებები; ალილო, ჭონა, დაპურება, უბნის კურთხევა, ხატების გადაბრძანება, ჩამოყალიბებულია ფსალმუნების მკითხველთა 20-კაციანი 32 ჯგუფი, წმინდა სახარების მკითხველთა 3 ჯგუფი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მრევლი კითხულობს დღეში თითო დაუჯდომელს რაშიც მონაწილეობს 150-200 კაცი. ეკლესიაში 2008 წლის 8 აგვისტოდან (რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან დღემდე) იკითხება ფსალმუნები `24 საათიანი~, ყოველ დღე იხდება პარაკლისი უძლურთა და სნეულთათვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ზაზა ფერაძის გარდაცვალების დღიდან (20 აგვისტო) ყოველ დღე იხდება პანაშვიდი ეკლესიის გარდაცვლილი მრევლის სახელზე.


326 327

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სამლოცველო.

მდებარეობს ქ. რუსთავში, XIX მკ/რ. # 42-ე საბავშვო ბაღის შენობაში.

წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი (ალიაშვილი).

სამლოცველო იკურთხა: 2005 წელს რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის ათანასეს (ჩახვაშვილი) მიერ.

პირველი წინამძღვარი: არქიმანდრიტი გრიგოლი აბაშიძე.

მღვდელთმსახური: დეკანოზი გიორგი ამბროლაძე.

მღვდელთმსახური: მღვდელი კახაბერ ჭუმბურიძე.

წინამძღვარი: დეკანოზი მიქაელ ჭაბაშვილი.

სამლოცველოში ინახება: გარეჯელი ბერების წმინდა ნაწილები და დავით და კონსტანტინე მხეიძეთა წმინდა ნაწილები.

2012 წლის 1 თებერვლიდან დღემდე წინამძღვარია დეკანოზი გიორგი (ალიაშვილი).



328 329


წმ. იოაკიმე და ანას სამლოცველო 

მდებარეობს ქ. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიზე.

(სამლოცველო განთავსებულია რუსთავის სიონთან, ბაღის შენობაში).

დეკანოზი: ანდრია აბაშიძე სამლოცველო იკურთხა 2005 ეწლს.

მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 

პირველი წინამძღვარი: დეკანოზი დიმიტრი გორგიძე. 

2011 წლიდან სიონის ტაძრის კურთხევის შემდეგ იოაკიმე და ანას სამლოცველოს წინამძღვარია დეკანოზი ანდრია აბაშიძე.


330 331


წმ. პეტრე და პავლეს ეკლესია.

ზემოთ ნახსენები გვქონდა, რომ XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში დიდ არეულობასა, ძმათამკვლელი ომებისა და გარე ფაქტორებზე დამოკიდებული ომებით იყო სავსე, ამ ომებში მონაწილეობას იღებდნენ რუსთავის მკვიდრნი, მრავალი შეეწირა კიდეც, ომებში გარდაცვლილი რუსთაველების მეგობრებისა და ოჯახის წევრების ინიციატივით გადაწყდა რუსთავის სასაფლაოზე, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთვის სამუდამო სამკვიდრებლის გაკეთება, სადაც აშენდებოდა წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის ეკლესია. 1994 წლის 12 ივლისს წმ. პეტრე და პავლეს სახელობის მონასტრის საძირკველი აკურთხა რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტმა ათანასემ (ჩახვაშვილი). ეკლესიის მშენებლობის დაწყება: 1994 წელი.ეკლესიის მშენებლობა დამთავრდა 2006 წელს.ეკლესიის კურთხევის წელი: 2006 წლის ოქტომბერი. მაკურთხეველი: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი).ეკლესიის ქტიტორი: თეიმურაზ ტალახაძე და მისი მეგობრები.არქიტექტორები: გურამ ზედგენიძე და გოჩა ლაცაბიძე. პირველი წინამძღვარი: არქიმანდრიტი გრიგოლი აბაშიძე, მაქსიმე კაჭარავა და დეკანოზი გიორგი გურული (დღემდე). ეკლესიაში დაცულია წმინდა ნაწილები ათონის მთიდან და იერუსალიმიდან.ეკლესია ახორციელებს დაპურებას და საფლავების კურთხევას.


332 333


წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს სამლოცველო

მდებარეობს ქ. რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის ქ. # 7, # 23-ე საბავშვო ბაღის შენობაში.

წინამძღვარი: დეკანოზი პეტრე (რაზმაძე).

კურთხევის დღე: 21.02.2010 წელი.

სამლოცველოს მოწყობის დაწყების წელი: 01.12.2009 წელი.

სამლოცველოს მოწყობის დასრულება: 04.02.2010 წელი.

სამლოცველოს მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ქტიტორი: ლევან შენგელია.

დიზაინერ-არქიტექტორი: კახაბერ იმედაშვილი.

მღვდელი: იაკობ ჩიჩილაძე 2010 წლის მარტიდან 2010 წლის აგვისტომდე.

გიორგი ბუაჩიძე 01.02.2018 წლიდან დღემდე.

სამლოცველოში დაბრძანებულია ამოწვეტილი ქვა ბერების წმინდა სისხლით მწვანე მონასტრიდან (ბორჯომის მუნიციპალიტეტი).

საეკლესიო აქტივობები: ალილო, უპოვართა შემწეობა, ყოველ სამშაბათს, წმ. ბარბარეს სამლოცველოში, 23-ე ბაღის აღსაზრდელების ზიარება.


334 335


წმ. დავით მეფსალმუნის სამლოცველო 

მდებარეობს ქ. რუსთავში, VIII მკ.რ-ის მე-3-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე.

წინამძღვარი: დეკანოზი ილია (მაღრაძე)

სამლოცველოს კურთხევა: 2010 წლის 28 თებერვალს. 

სამლოცველოს მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

სამლოცველოს პირველი წინამძღვარი იყო მღვდელი კახაბერ ჭუმბურიძე (2010-2012 წ.წ.), შემდეგ მღვდელმონაზონი დავითი (2012 წლის აპრილი-ნოემბერი), 2012 წლის 18 ნოემბრიდან დღემდე სამლოცველოს წინამძღვარია_დეკანოზი ილია მაღრაძე.

საეკლესიო აქტივობები: სამლოცველოს მრევლი მონაწილეობს ალილოსა და ხატის გადაბრძანებაში.


336 337


რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (სიონი)

მდებარეობს ქ. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წინამძღვარი: დეკანოზი დიმიტრი (გორგიძე).

მოძღვრები: დეკანოზი ელგუჯა (ბაბუნაძე), დეკანოზი ანდრია (აბაშიძე)

საძირკვლის კურთხევის წელი: 2000 წ.

ეკლესიის საძირკვლის მაკურთხეველი: რუსთავის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). 

ეკლესიის მშენებლობის დაწყება: 2001 წელი.

ეკლესიის მშენებლობის დამთავრება: 2011 წლის 26 აგვისტო.

ეკლესია კურთხევა: 2011 წლის 27 აგვისტო. 

მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). 

ქტიტორი: თამაზ გველუკაშვილი.

არქიტექტორი: დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე).

მშენებელ ინჟინერი: თეიმურაზ ბურკიაშვილი.

ხატმწერი: ირაკლი თათარაშვილი. 

პირველი წინამძღვარი: 2011 წლიდან დღემდე დეკანოზი დიმიტრი გორგიძე, მოძღვრები: დეკანოზი ელგუჯა ბაბუნაძე 2014 წლიდან, დეკანოზი ანდრია აბაშიძე, 2011-დან მამა გიორგი ამბროლაძე 2011-2015 წ.წ., დეკანოზი ბესარიონ მეფარიშვილი 2015 წლიდან.

ეკლესიაში დაცული სიწმინდეებია; ღვთისმშობლის ნატერფალის ქვა, ღვთისმშობლის ქვები, წმ. დიმიტრი თესალონიკელის ნაწილი, წმ.კირილე ალექსანდრიელის ნაწილი, წმ. ათანასე დიდის ნაწილი, წმ. პანტელეიმონის 

ნაწილი, წმ. კირიაკის ნაწილი, წმ. ნიკოლოზის ნაწილი, წმ. გიორგის ნაწილი, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ნაწილი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ნაწილი, ექვსი ათასი გარეჯელი წამებული ბერის ნაწილები.

ეკლესიაში მოქმედებს 2008 წელს დაარსებული ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამრევლო სკოლა, რომელიც შემოწირულობათა ხარჯზე უზრუნველყოფს 500 მოსწავლის და მსმენელის უფასო სწავლებას: საღვთისმეტყველო, სახელოვნებო, და საგანმანათლებო მიმართულებით.რუსთავის სიონი წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან სტილით აგებულ ტაძარს, აშენებულია ძველი ხუროთმოძღვრული მეთოდით და მასალით; კირი, აგურის ფხვნილი, წიდა... ტაძარი შემკილია ულამაზესი ჩუქურთმებით, 

რომელიც საქართველოს ყველა კუთხის უძველესი ტაძრის ნიმუშებითაა აღებული, ამ უნიკალურობის გამო რუსთავის სიონის ეკლესიას 2012 წელს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მსოფლიო არქიტექტურის საკულტო და საეკლესიო ნაგებობათა ბიენალ-კონკურსზე, გაიმარჯვა და მოიპოვა ოქროს მედალი-გრან-პრი, ქტიტორი დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ეკლესია ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს: დაუჯდომელის კითხვა, ალილო, ჭონა, დაპურება, უბნის კურთხევა, ხატის გადაბრძანება.


340 341


ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, გ. ლეონიძის # 20-76.

წინამძღვარი: დეკანოზი შალვა (შალვაშვილი).

საძირკველი იკურთხა: 2010 წელს.

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2010 წელს, დამთავრდა 2011 წელს. 

ეკლესიის კურთხევა: 2011 წელის 20 სექტემბერს.

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის ქტიტორი: მრევლი.

ეკლესიის არქიტექტორი: მრევლი.

პირველი წინამძღვარი: დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი (2011-2016 წ.წ.), შალვა შალვაშვილი (2016 წ.) დღემდე.

ეკლესიის მიერ ორგანიზებულია: დაპურება, უბნის კურთხევა, ხატის დაბრძანება, ფსალმუნთა კითხვის ჯგუფის ღონისძიებები.

ეკლესიაში და მის გარშემო მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.


342 343


წმ. გიორგის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, VI მკ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საძირკვლი ჩაეყარა და იკურთხა: 2010 წელს.

წინამღვარი: დეკანოზი ნიკოლოზ (ტატუაშვილი).

ეკლესიის მშენებლობის დამთავრების თარიღი: 2011 წელი.

ეკლესიის კურთხევის წელი: 2011 წელის22 ნოემბერი.

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთეელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის ქტიტორი: თამაზ გველუკაშვილი.

ეკლესიის არქიტექტორი: მამუკა კიკნაძე, გურამ გონგაძე, ვახტანგ კილაძე, კახაბერ ლობჯანიძე, 

პირველი წინამძღვარი: მღვდელი კახაბერ ჭუმბურიძე (2011-2014 წ. წ.), დეკანოზი შალვა შალვაშვილი (2014-2015 წ. წ.), დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი 2015 წლიდან დღემდე.

ეკლესიაში ყოველდღიურად იკითხება წმ. გიორგის პარაკლისი, თვეში ორჯერ ტარდება ღამის წირვა.


344 345


წმინდა ნინოს ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, წმ. სალომე უჯარმელის (ყოფილი მაიაკოვსკის) ქ. 12/ა. 

წინამძღვარი: დეკანოზი სერგი (კასრაძე). 

ეკლესიის საძირკვლის კურთხევა: 2000 წელი.მაკურთხეველი: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი).

ეკლესიის მშენებლობის დაწყება: 2007 წელი. მშენებლობის დამთავრება: 2011 წელი. 

ეკლესიის კურთხევა: 2012 წლის 27 იანვარი.

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის ქტიტორი: იოსებ ბეშკენაძე.

არქიტექტორი: რევაზ ჯანაშია.

სამუშაოთა მწარმოებელი: გიორგი დავითულიანი.

პირველი წინამძღვარი: 2012 წლის 27.01.-დან დღემდე 

დეკანოზი სერგი კასრაძე.

ეკლესია ახორციელებს ღონისძიებებს: 24 საათიანი ფსალმუნების კითხვა (ყოველი თვის ბოლოს და დასაწყისში). ხატის გადაბრძანება.

ეკლესიაში მიმდინარეობს ეკლესიის პერანგით შემოსვა, მოხატვა, შემოღობვა, გზის მოკირწყვლა, სამრეკლოს მშენებლობა, გამწვანებითი სამუშაოები.

ეკლესიის მიერ ორგანიზებულია: დაპურება, უბნის კურთხევა, ხატის დაბრძანება, ფსალმუნთა კითხვის ჯგუფის ღონისძიებები.


346 347


წმ. კვიპრიანე და იუსტინეს ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში XIX მკ/რ. მე-10 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი (ალიაშვილი).

საძირკვლის კურთხევა: 2008 წლის 12 ივლისი.

მაკურთხეველი: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი)

ეკლესიის მშენებლობა დაიწყო: 2010 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის 8 ოქტომბერს. 

ეკლესია იკურთხა 2013 წლის 8 ოქტომბერს.

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთცელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ქტიტორი: მედეა მოსაშვილი-ბერიძე, ზაქარია ტაბატაძე.

არქიტექტორი: ბესო ჩხეტიანი.

პირველი წინამძღვარი: კურთხევის დღიდან დღემდე დეკანოზი გიორგი ალიაშვილი.


348 349


ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია (სიონი)

წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი (გურული).

მდებარეობს ქ. რუსთავში, ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე.

საძირკვლის კურთხევა: 2010 წელი. 

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

მშენებლობის დაწყება: 2010 წელი. 

მშენებლობის დამთავრება: 2014 წელი.

ქტიტორი: ლელა უღრელიძე.


350 351


წმ. მოწამე დედოფალი შუშანიკის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის ქ. #7.

წინამძღვარი: დეკანოზი პეტრე (რაზმაძე).

მღვდელთმსახური: მღვდელი გიორგი (ბუაჩიძე).

ეკლესიის საძირკვლის კურთხევის დღე: 14.07.2010 წ.

მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის მშენებლობის დაწყება: 14.07.2010 წელი.

ეკლესიის კურთხევა: 04.04.2015 წელი.

მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).


352 353


წმ. მარიამ მეგვიპტელის ეკვდერი 

მდებარეობს ქ. რუსთავი კლდიაშვილის ქ. 33.

წინამძღვარი: დეკანოზი პეტრე (რაზმაძე)

მშენებლობის დაწყება: 2015 წელი.

ეკვდერის კურთხევა: 25.03.2018 წელი. 

მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). 

ქტიტორი: გოგა გოგაძე, ზურა ფანჯავიძე, ზაური ტაბატაძე, ზურაბ ჭაბაშვილი, ზაზა ჭაბაშვილი, დავით კილაძე და მრევლი. 

ხატმწერი: ირაკლი თათარაძე.

მშენებლობაში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კაპანაძე, გია გოგოლაძე, გიორგი სისვაძე, იოანე სისვაძე, ლაშა მწარიაშვილი, იური კაპანაძე. 

ეკლესიაში დაბრძანებულია უცნობი ბერის წმ. ნაწილები ვათოპედიის მონასტრიდან (ათონის მთაზე), წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი.


354 355


წმ. გრიგოლ ხანძთელის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, ა. ბალანჩივაძის და დავით გარეჯელის ქუჩების გადაკვეთაზე. 

წინამძღვარი: დეკანოზი შიო (გოცირიძე).

საძირკვლის კურთხევა: 2008 წელი.

მშენებლობის დაწყება: 2008 წელი. 

დასრულება: 2017 წლის 18 ოქტომბერი.

ეკლესიის კურთხევა: 2017 წლის 18 ოქტომბერი.

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთცელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის ქტიტორი: ადგილობრივი მრევლი.

ეკლესიის არქიტექტორი: ლადო ხმალაძე, რეზო ჯანაშია.

ეკლესიის სიწმინდეები: ღვთისმშობლის, წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. ბარბარეს, წმ. სერაფიმ საროველის, წმ. შიო მღვიმელის, წმ. გრიგოლ ხანძთელის ერთობლივი ხატი მასში ჩაბრძანებული წმინდა ნაწილებით; ტრაპეზის ჯვარი-ცხოველყოფელი ჯვრის ნაწილით; ტაო-კლარჯეთიდან (ოპიზის საძვალიდან) უცნობი ბერის ძვალი.

ეკლესია ახორციელებს მრავალ ღონისძიებას, როგორიცაა: ხატის გადაბრძანება, უბნის კურთხევა, დაპურება, ფსალმუნთა და სახარების კითხვის ჯგუფები.

ეკლესიაში მიმდინარეობს: გალავნის, სამრეკლოს, სატრაპეზოს, სანათლავის, კელიების მშენებლობა.


356 357


წმ. დემეტრე თავდადებულის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, ტყე-ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე.

წინამძღვარი: იღუმენი დანიელი (მაისურაძე) დღემდე.

საძირკვლის კურთხევა: 2016 წელი.

ეკლესიის კურთხევა: 2018 წლის 1 ივნისი.

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის ქტიტორი: ზურაბ ჯაიანი.

არქიტექტორი: გოჩა ლაცაბიძე, გიორგი ჩაჩხიანი.


358 359


წმ. მარინეს ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე.

საძირკვლის კურთხევა: 2001 წელი.

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: ათანასე (ჩახვაშვილი). 

ქტიტორი: დეკანოზი ზაქარია (გოჩიტაშვილი), მისი მეგობრები და მრევლი, არქიტექტორი: თეიმურაზ მაკასარაშვილი.

(მშენებარე)


360 361


ფერისცვალების ეკლესია

საძირკვლის კურთხევა: 2010 წელი.

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: იოანე (გამრეკელი) 

მშენებლობის დაწყება: 2010 წელი. 

ეკლესიის ქტიტორი: მამა მაქსიმე (კაჭარავა), დეკანოზი შალვა (შალვაშვილი), მრევლი.

ტაძრის არქიტექტორი: ნოდარ მოდებაძე, გოჩა ლაცაბიძე.

(მშენებარე)


362 363


წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, კლდიაშვილის ქ. # 33. 

წინამძღვარი: დეკანოზი პეტრე (რაზმაძე).

საძირკვლის კურთხევა: 2011 წლის 31 აგვისტო.

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). 

ქტიტორი: დეკანოზი პეტრე, მრევლი.

არქიტექტორი: თეიმურაზ მაკასარაშვილი, ზვიად პაპუაშვილი, გოჩა ლაცაბიძე.

(მშენებარე)


364 365


 წმ. მეფე თამარის დედათა მონასტერი 

მდებარეობს ქ. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე. 

წინამძღვარი: იღუმენი დედა სერაფიმა (ნემსაძე).

საძირკვლის კურთხევა: 2015 წლის 28 ივლისი.

მაკურთხეველი ეპისკოპოსი; რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

მშენებლობის დაწყება: 2015 წლის ივლისი.

მშენებლობის დამთავრება: 2017 წელი.

ეკლესიის ქტიტორი: შემომწირველები.

ეკლესიის არქიტექტორი: ლევან ლაცაბიძე.

პირველი წინამძღვარი: დეკანოზი დიმიტრი გორგიძე.

ეკლესიაში დღემდე მიმდინარეობს შიდა და გარე მოწყობითი სამუშაოები.


366 367


გაბრიელ სალოსის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, მე-XIV 46,47,48 ბინების 

მიმდებარე ტერიტორია.

საძირკვლის კურთხევა: 2015 წელი.

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის ქტიტორი: მამუკა ტარტარაშვილი.

არქიტექტორი: ნანა ბაცანაძე.

წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი (გურული). (მშენებარე)ივერის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია მდებარეობს (ქ. რუსთავში) ჭყონდიდელის უბანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში. 

საძირკვლის კურთხევა: 2015 წელი. 

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). 

ქტიტორი: მრევლი, ვასილი ძირკველიშვილი, დავით ჯიქია. 

შემომწირველი: დავით ყვენტაშვილი. 

არქიტექტორი: გიორგი ნასყიდაშვილი.

მშენებლობის ხელმძღვანელი გელა ჯუღელი. 

(მშენებარე)



368 369

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მდებარეობს (ქ. რუსთავში) ჭყონდიდელის უბანი, 

ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საძირკვლის კურთხევა: 2015 წელი, 

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). 

ქტიტორი: ბერი სიმონი, ბერი ნიკოლოზი, რომეო ბარამია, მრევლი. 

არქიტექტორი: გოჩა ლაცაბიძე.

(მშენებარე)


სულთმოფენობის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, XIX მკ/რ.ბინა 12-ის 

მიმდებარე ტერიტორია.

საძირკვლის კურთხევა: 2015 წლის 10 ნოემბერი.

მშენებლობის დაწყება: 2018 წელი.

მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ეკლესიის ქტიტორი: გიორგი ძანაშვილი. 

ეკლესიის არქიტექტორი: გოჩა ლაცაბიძე. 

(მშენებარე)



370 371

უფლის ამაღლების ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, XII მ/რ-ის ბინა 21, 22-ის 

მიმდებარე ტერიტორიაზე.

საძირკვლის კურთხევა: 2016 წლის 2 ნოემბერი.

მაკურთხეველი ეპისკოპოსი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

მშენებლობის დაწყება: 2016 წელი.

ქტიტორი: მამა საბა (ფოფხაძე), მრევლი.

არქიტექტორი: მამუკა კიკნაძე.

(მშენებარე)


წმ. ღირსი აკაკი მორჩილის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავი ფალიაშვილის ქ. 12/ა წმ. 

აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის 

ტერიტორიაზე.

საძირკვლის კურთხევა; 2017 წელი,

მაკურთხეველი ეპისკოპოსი; რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), მშენებლობა დაიწყო 2017 წელს,

ქტიტორი; მალხაზ კვინიკაძე, ხვიჩა ფოფხაძე, მამუკა ბოჭორიშვილი.

არქიტექტორი; რეზო ჯანაშია,

კონსულტანტი; თემურ მაკასარაშვილი.


372 373


ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მდებარეობს ქ. რუსთავში, VII მკ/რ. კლინიკა `რუსთავი~-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საძირკვლის კურთხევა: 2018 წლის აგვისტო. 

ეკლესიის მაკურთხეველი: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).

ქტიტორი: დავით და გოჩა გონგაძეები.

ეკლესიის არქიტექტორი: რეზო ჯანაშია. 

(მშენებარე)


წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ეკლესია 

ქ. რუსთავში მადებაძისა და დ. აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე მდებარე მიწის ნაკვეთი ქ. რუსთავის ხელმძღვანელობის მიერ გადაცემული იქნა (უზურფრუქტის წესით) რუსთავის ეპარქიისათვის სადაც გადაწყდა, 

რომ აშენდება წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია, აღნიშნული ეკლესიის მშენებლობის საქმეს 

ხელმძღვანელობს მღვდელი გიორგი (ბუაჩიძე)

(მშენებარე)


374 375

1993 წელს ქ.რუსთავის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სასაფლაოზე გადაწყვიტა ნიშის დადგმა,

იმავე წელს აღნიშნული ადგილი აკურთხა და დალოცა სრულიად საქართველო და რუსთავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. 

დღეს ამ ადგილზე აღმართულია პატიოსანი ჯვარი;


1998 წელს ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ლომთაგორაზე (იაღლუჯი) დაიდგა ჯვარი პატიოსანი, 

ჯვრის საძირკველის კურთხევა მოხდა 1998 წელს მაკურთხეველი ეპისკოპოსი; ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი კალისტრატე (ცინცაძე),

არქტიტორი; მერაბ ტყეშელაშვილი, 

ქტიტორი; მერაბ ტყეშელაშვილი, ნოდარ შეროზია, ზურაბ ტაბაღუა, იური ბარბაქაძე.



376 377

1999 წელს ოქტომბერში, რუსთავ-ქალაქობის აღნიშვნის დროს, ქ. რუსთავის მერს ბატონ მერაბ ტყეშელაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 

ილია II-მ გადასცა საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი (მომინანქრებული ფილებით გაწყობილი). რომელზეც დატანებულია მისი უწმინდესობის ილია II-ის სიტყვები.


ქ. რუსთავის ეკლესიებში 1989-2017 წლებში 

მოღვაწე მოძღვრები

1. დეკანოზი თეიმურაზი (ტუღუში) 1989-2008 წ.წ. (აწ 

გარდაცვლილი)

2. დეკანოზი დიმიტრი (სუხიტაშვილი) 1990-1991 წ.წ.

3. დეკანოზი ირაკლი (კალანდაძე), არქიმანდრიტი ზოსიმე 1991-1993 წ.წ. (გარდაცვლილი)

4. არქიმანდრიტი მიქაელი (კასრაძე) 1991-2017 წ.წ. (გარდაცვლილი)

5. დეკანოზი მიხეილი (ღვალაძე) 1991-2007 წ.წ.

6. დეკანოზი თეოდორე (ამბროლაძე) 1992 წ. (იღვაწა 3 თვე)

7. დეკანოზი მიქაელი (ქადაგიშვილი) 1993-1994 წ.წ.

8. დეკანოზი ზურაბი (ხაჩიძე) 1994-1996 წ. წ.

9. დეკანოზი ზაქარია (გოჩიტაშცილი) 1995-1997 წ.წ.

10. დეკანოზი გიორგი (ჩახვაშვილი) 1996-2002 წ.წ.

11. დეკანოზი გიორგი (გოგოლაშვილი) 1999-2011 წ.წ.

12. დეკანოზი მაქსიმე (კაჭარავა) 2004-2013 წ. წ.

13. არქიმანდრიტი გრიგოლი (აბაშიძე) 2007-2008 წ.წ.

14. დეკანოზი სერგი (ლომიძე) 2010-1013 წ.წ.

15. დეკანოზი ლევანი (ნაცვლიშვილი) 2010-1017 წ.წ.

16. მღვდელმონაზონი დავითი (გაბიძაშვილი)2012 წლის 

აპრილიდან 2012 წლის ნოემბრამდე.

17. დეკანოზი აკაკი (ლიპარტელიანი) 2014-2016 წ.წ.


378 379

რუსთავის ეკლესიებში დაცული 

სიწმინდეები 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია

წინამძღვარი: დეკანოზი მიქაელ (ჭაბაშვილი).

ეკლესიაში დაცულია: მაცხოვრის ჯვრის ნაწილი, წმ. 

ანდრია პირველწოდებულის ნაწილი (დაბრძანებული ხატში), წმ. ნიკოლოზის, წმ. მარინეს, წმ. დიმიტრი როსტოველის, წმ. ბარბარეს, 6000 წმინდა გარეჯელი მოწამე ბერის, დიდმოწამე დავითის და კონსტანტინეს, წმ. გიორგის, ღირსი გერასიმე 

იორდანელის სიწმინდეები, წმ. იოანე ოქროპირის, წმ. სვიმონ კანანელის წმინდა ნაწილები.


წმიდა მთავარანგელოზი გაბრიელის სამლოცველო

წინამძღვარი: დეკანოზი ფრიდონი (სპანდერაშვილი)

ეკლესიაში დაცულია სიწმინდეები: წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხატში ჩაბრძანებული ფაჩუჩის ნაჭერი, წმ. ანდრიას 

თავის ქალის ფრაგმენტი.


წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

წინამძღვარი: მამა გიორგი (გორგიძე)

ეკლესიაში ინახება მრავალი წმინდა ნაწილი: წმინდა დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, დიდმოწამე ქეთევანის წმინდა 

ნაწილი, დიდმოწამე წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილი, დიდმოწამე წმინდა პანტელეიმონის წმინდა ნაწილი, დიდმოწამე წმინდა ალექსანდრე რომაელის წმინდა ნაწილი, წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილი, ოთხი დღით მკვდრეთით აღდგომილი წმინდა 

ლაზარეს წმინდა ნაწილი, კიევის პეჩორის ლავრის წმინდა მამაბის; სპირიდონ მესაფლავის, მღვდელმოწამე კუკუშა, ღირსი ანტიპა ვალაამელის, წმინდა იონა კიეველი სასწაულმოქმედის, წმინდა ალიპი ხატმწერის, წმინდა ისაია სასწაულმოქმედის, 

წმინდა ღირსი მოწამე ანასტასი პეჩორელი დიაკონის, წმინდა ნაწილები, მამრეს მუხის ნაწილი.


წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

წინამძღვარი: დეკანოზი რევაზ (ტუღუში).

ეკლესიაში დაცულია სიწმინდეები: კიოტი წმინდა გიორგისა, კიოტი წმინდა ნიკოლოზისა, საწინამძღვრო ბაირაღი წმ. ნიკოლოზისა.


ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამლოცველო

წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი (ალიაშვილი)

სამლოცველოში ინახება: გარეჯელი ბერების წმინდა ნაწილები და დავით და კონსტანტინე მხეიძეთა წმინდა ნაწილები.


წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის მონასტერი

წინამძღვარი: დეკანოზი გიორგი (გურული).

ეკლესიაში დაცულია წმინდა ნაწილები ათონის მთიდან და იერუსალიმიდან.


წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის სამლოცველო 

წინამძღვარი: დეკანოზი პეტრე (რაზმაძე).

სამლოცველოში დაბრძანებულია ამოწვეტილი ქვა ბერების წმინდა სისხლით მწვანე მონასტრიდან (ბორჯომის მუნიციპალიტეტი).


რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია 

(სიონი)

წინამძღვარი: დიმიტრი (გორგიძე).

ეკლესიაში დაცული სიწმინდეებია: ღვთისმშობლის ნატერფალის ქვა, ღვთისმშობლის ქვები, წმ. დიმიტრი თესალონიკელის ნაწილი, წმ. კირილე ალექსანდრიელის ნაწილი, წმ. ათანასე დიდის ნაწილი, წმ. პანტელეიმონის ნაწილი, წმ. კირიაკის 

ნაწილი, წმ. ნიკოლოზის ნაწილი, წმ. გიორგის ნაწილი, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ნაწილი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ნაწილი, ექვსი ათასი გარეჯელი წამებული ბერის ნაწილები.

380 381

წმინდა მოწამე დედოფალი შუშანიკის სახელობის ეკლესია

წინამძღვარი: დეკანოზი პეტრე (რაზმაძე).

მღვდელთმსახური: მღვდელი გიორგი (ბუაჩიძე).

ეკლესიაში დაბრძანებულია 6 000 გარეჯელი ბერისა და 14 000 მოწყვეტილი ჩვილის წმინდა ნაწილები.


წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის ეკვდერი

წინამძღვარი: დეკანოზი პეტრე (რაზმაძე)

ეკლესიაში დაბრძანებულია უცნობი ბერის წმ. ნაწილები 

ვათოპედიის მონასტრიდან (ათონის მთა). წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი.


წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

წინამძღვარი: დეკანოზი შიო (გოცირიძე)

ეკლესიის სიწმინდეები: ღვთისმშობლის, წმ. ნინოს, წმ. 

გიორგის, წმ. ანდრია პირველწოდებულის, წმ. ბარბარეს, წმ. 

სერაფიმ საროველის, წმ. შიო მღვიმელის, წმ. გრიგოლ ხანძთელის ერთობლივი ხატი მასში ჩაბრძანებული წმინდა ნაწილებით; ტრაპეზის ჯვარი-ცხოველყოფელი ჯვრის ნაწილით; ტაოკლარჯეთიდან (ოპიზის საძვალიდან) უცნობი ბერის ძვალი.

* * *

2009 წელს, როდესაც, საქართველოს პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის განჩინებით მეუფე იოანე (გამრეკელი) გადმოყვანილ იქნა რუსთავ-მარნეულის ეპარქიაში, დაიწყო მრავალი ეკლესია-მონასტრის აღდგენა და მშენებლობა. ჩვენ, შესაძლებელია, უძველესი და ახალი ეკლესიათა აღდგენა-მშენებლობებში მხოლოდ ხილულს წარმოვიდგენთ, არადა, მეუფის ლოცვა-კურთხევით, ამ დიად ეროვნულ საქმეში ჩაებნენ ისეთი პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანები, რომელთა გარშემოცაა ეკლესია. ესენი არიან: არქიტექტორები, მშენებლები, ქვითხურონი, ხატმწერნი, ფერმწერნი, მეთუნეები, ხის ორნამენტის ოსტატები, ხალხური რეწვის ოსტატები, რკინაზე მომუშავე ოსტატები, სოფლად მცხოვრებნი, მეღვინეები, მეფუტკრეები, მესანთლეები, მგალობელნი, მედავითნენი, მორჩილნი, სტიქაროსანნი, ქტიტორნი, უბრალო მრევლი.მადლობას ვუხდით ზურაბ მაღლაკელიძეს რომელმაც უსასყიდლოდ დაგვრთო ნება წიგნში გამოგვეყენებინა მამამისის გია მაღლაკელიძის მიერ შედგენილი რუსთავის რუკა. 

აღნიშნული მონოგრაფიაც დაიწერა რუსთველი მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) კურთხევით, რუსთავის ჩოხოსანთა სადროშოს მოძღვრის დეკანოზი პეტრეს (რაზმაძე) უშუალო ხელმძღვანელობით და რუსთავის ჩოხოსანთა სადროშოს წევრების მონაწილეობით, (წინამძღვარი ვასილ ძირკველიშვილი).ხოლო აღნიშნული წიგნის მკითხველს, ვინც, შესაძლოა, უნებლიე შეცდომა აღმოაჩინოს ტექსტში, ვთხოვთ შენდობას.

382 383

 გამოყენებული ლიტერატურა

1. რუსთავი I არქეოლოგიური გათხრები, 1946-1965 წ.წ. თბ. 1988 წ. გვ. 7.

2. საქართველოს ისტორია, ტ. 1, თბ. 2012 წ. გვ. 14.

3. საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2012 წ. გვ 15.

4. საქართველოს ისტორია, ტ. II, 2012 წ. გვ. 17.

5. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ. 1955 წ. გვ. 8. 

6. ქართლის ცხოვრება, ტ. 1. 1955 წ. გვ. 14.

7. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 17.

8. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 18.

9. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, გვ. 18.

10. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 18.

11. ქართლის ცხოვრება, ტ. 1. 1955 წ. გვ. 24. 

12. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 25.

13. ი. შაიშმელაშვილი, ჩაუქრობელი დიდების ქალაქი, თბ. 1987 წ. გვ. 38

14. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 25.

15. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ-25.

16. А.А. кудриавцев „Древний Дербент“, Москва 1982 г. ст. 19

17. ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, საქართველოს 

ისტორიის წყაროები, 28, თბ 1983 წ. გვ 63

18. ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955 წ. გვ. 26.

19. ი. შაიშმელაშვილი, ჩაუქრობელი დიდების ქალაქი, თბ. 1987 წ. გვ 41

20. ქართლის ცხოვრება, ტ1, თბ 1955 წ. გვ. 58.

21. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ 1955 წ. გვ. 58.

22. საქართელოს ისტორია, ტ 1. თბ. 2012 წ. გვ. 275

23. ქართლის ცხოვრება, ტ, I, თბ. 1955წ. გვ. 131.

24, ქართლის ცხოვრება, ტ. 1. 1955 წ. გვ. 137.

25. რუსთავი I, არქეოლოგიური გათხრები 1946-1965 წ.წ. თბ. 1988, გვ. 30

26. ქართლის ცხოვრება, ტ. IV თბ. 1973 წ. გვ. 651.

27. საქართველოს ისტორია, ტ.1. თბ. 2012 წ. გვ. 230.

28. საქართველოს ისტორია, ტ II, თბ. 2012 წ. გვ-68

29. ქართლის ცხოვრება, ტ. 1, 1955 წ. გვ. 199.

30. გაზეთი „სამგორი“, 1969 წ. N-1/2/XII

31. ა. მათიაშვილი აკრიანი-მარტომყოფი-მარტყოფი-4 500, თბ. 1998, გვ. 157

32. რუსთავი ტ. 1 არქეოლოგიური გათხრები 1946-1965 წ.წ. თბ. 1988, გვ. 24

33. ივ. ჯავახიშვილი, ტ. I, თბ. 1979 წ. გვ. 428 

34. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ 2, თბ 2012 წ. გვ 84

35. ლ. ჭილაშვილი, ქალაქები ფეოდალურ საქართველოში II. თბ. 1970 წ. გვ 115

36. ძველი რუსთავი თბ. 2014 წ. გვ. 4

37. წმიდათა ცხოვრება, წიგნი 2, თბ. 2008, გვ 446

38. წმიდათა ცხოვრება, წიგნი 2, თბ. 2008, გვ 447

39. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქული ეკლესიის ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 128,

40. მ. გაბაშვილი საქართველოს ქალაქები XI-XII ს.ს. თბ. 1981 წ. გვ. 26

41. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 166,

42. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ III. თბ. 2012 წ. გვ. 123

43. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, გვ. 128, თბ. 2012 წ

44. С. Какабадзе, Грамота царици Тамары Великой на имя Гелата 

от 1193 г. Известия кавказского историко-археологического 

института т. III Тифлис 1925 г. С. 116


384 385

45. შ. მესხია, საქართველოს ქალაქების სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, მიმომხილველი II თბ. 1951 წელი, გვ. 105

46. მ. გაბაშვილი საქართველოს ქალაქები XI-XII საუკუნეებში თბ. 1981 წ. გვ. 100 

47. რუსთავი I არქეოლოგიური გათხრები 1946-1965. თბ. 1988 წ. გვ. 19

48. გ. აფრასიძე, საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 32

49. გ. აფრასიძე, საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 46

50. გ. აფრასიძე, საქართველოს შუასაუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 68.

51. გ. აფრასიძე, საქართველოს შუასაუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 73.

52. გ. აფრასიძე, საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები, თბ. 1984 წ. გვ. 99.

53. А. Джилди, Средневековый город Шемаха XI-XIII в.в. Баку 1981 г. Ст. 53.

54. მ. მიწიშვილი, მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში, თბ. 1969 წ. გვ. 71-72.

55. მ. მიწიშვილი, მოჭიქული ჭურჭელი ძველ საქართველოში, თბ. 1969 წ. გვ. 69.

56. ლ. ჭილაშვილი, ქ. რუსთავი, თბ. 1957 წ. გვ. 106.

57. გ. ლომთათიძე, რუსთავში წარმოებული არქეოლოგიური თხრის შედეგები, თბ. 1967 წ. გვ. 189.

58. ლ. ჭილაშვილი, ქ. რუსთავი, თბ. 1957 წ. გვ 110.

59. ზ. ჭიჭინაძე, ქართველი ებრაელები საქართველოში, თფილისი 1904 წ. გვ. 22.

60. რუსთავი III, თბ. 2005, გვ. 79.

61. ა. მათიაშვილი, აკრიანი-მარტომყოფი-მარტყოფი-4 500, თბ. 1998 წ. გვ. 170.

62. ანტონ ბაგრატიონი, წყობილსიტყვაობა, თბ.1980 წ. გვ. 281.

63. ქართლის ცხოვრება, თბ. 1955 წ. ტ. I, გვ. 356.

64. ივ. შაიშმელაშვილი, ჩაუქრობელი დიდების ქალაქი, თბ. 1987 წ. გვ. 19.

65. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 182.

66. ქართლის ცხოვრება, თბ. ტ. II, თბ. 1959 წ. გვ. 195.

67. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 147.

68. ქართველი ერის ისტორია, ტ. III. თბ. 2012 წ. გვ. 41.

69. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 177-178.

70. ჯეკ უეზერფორდი, ჩინგიზ ყაენი, თბ. 2012 წ. გვ. 149.

71. საქართველოს ისტორია, ტ. III. თბ. 2012 წ. გვ. 48.

72. საქართველოს ისტორია, ტ. III. თბ. 2012 წ. გვ. 57.

73. რუსთავი, არქეოლოგიური გათხრები 1946-1965 წ. წ. თბ. 1988 წ. გვ. 11.

74. რუსთავი, არქოლოგიური გათხრები 1946-1965, ტბ. 1988 წ. გვ. 18.

75. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ. გვ. 538.

76. ა. მათიაშვილი, აკრიანი-მარტოდმყოფი-მარტყოფი-4 500, თბ. 1998 წ. გვ. 148.

77. სმსა. ფ 112, ანაწ. 1, საქმე 1775, ფურც. 77-769, 86, ფ. 489, ანაწ.1, საქმე 506, ფურც. 3, 6, 9, 40, 141-145.

78. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. 3, თბ 2012 წ. გვ. 236.

79. საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 49.

80. ა. მათიაშვილი აკრიანი-მარტოდმყოფი-მარტყოფი-4500, თბ. 1998 წ. თ. II, გვ. 453.

81. სულხან საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ტ. 4, თბ. 1966 წ. გვ. 312.


386 387

82. ნ. ქოპილაშვილი, „..ნორიო ჩამოვიარე“, თბ. 2003 წ. გვ. 32.

83. ა. მათიაშვილი, აკრიანი-მარტომყოფი-მარტყოფი-4500, თბ. 1998 წ. გვ. 48.

84. საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 83.

85. ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 195-196.

86. ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ. 1959 წ. გვ. 328.

87. თემურიანთა კარის ოფიციალური ისტორიკოსი, შერეფედდინ ალი-იეზდი, I, გვ. 403. წიგნიდან; ივ. ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ. 2012 წ. გვ. 2170.

88. ივ. ჯავახიშვილი ქართველი ერის ისტორია, ტ. 4, თბ. 2012 წ გვ. 175.

89. თ. ჭიჭინაძე, უცხოელი ავტორები საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობის შესახებ XVIII ს-ს I მეოთხედში, თბ. 1983 წ. გვ. 28. 

90. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ. გვ. 48

91. მ. გუგუშვილი, თეიმურაზ პირველის ცხოვრების გზა, 1979 წ. გვ. 18.

92. თ. ჭიჭინაძე, უცხოელი ავტორები საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობის შესახებ XVIII ს-ს I მეოთხედში, თბ. 1983 წ. გვ. 24. 

93. ქართლის ცხოვრება, ტ IV. თბ. 1973 წ. გვ. 332,

94. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II გვ. თბ. 1965 წ. გვ. 385.

95. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ. 1965 წ. გვ. 385-387.

96. ქართლის ცხოვრება, ტ. 4, 1973 წ. გვ. 596.

97. იას ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, თბ. 1935 წ, გვ. 302.

98. სმსა, ფონდი 1461. რვეული 7, საბუთი 1.

99. პლატონ იოსელიანი, „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“, თბ. 1936 წ. გვ. 11-12.

100. სმსა, ფონდი1448, საბუთი 33.

101. ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 8.

102. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, „ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ , თბ. 2009 წ. გვ. 1095.

103. ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 5.

104. ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 3.

105. სმსა, ფონდი 489, ნაწ. 1, საქმე 6507, გვ. 2.

106 მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, „ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“ , თბ. 2009 წ. გვ. 1095.

107 ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 5.

108 ვახტანგ გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გაუქმება (1811-1814). თბ. 2010 წ. გვ. 3.

109 სმსა, ფონდი 489, ანაწ. 1, საქმე 6507, გვ. 2.



388

სარჩევი

შესავალი ...............................................................................5

იბერიის (ქართლის) მდგომარეობა I-IV ს.ს.............................9

ქ. რუსთავის წარმოშობის ისტორიიდან...............................14

რუსთავის გაქალაქება და ქრისტიანული 

ეპარქიის ჩამოყალიბება ......................................................48

რუსთავის ეპარქიის მარტყოფისეული პერიოდი ............... 133

რუსთავის ეპარქია ............................................................ 182

რუსთავის ეპარქიაში არსებული

ეკლესია-მონასტრები ........................................................ 303

ქ. რუსთავის ეკლესიებში 1989-2017 წლებში 

მოღვაწე მოძღვრები.......................................................... 377

რუსთავის ეკლესიებში დაცული სიწმინდეები .................. 378

გამოყენებული ლიტერატურა............................................ 382




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.05.2024
ბოლო რედაქტირება 13.06.2024
სულ რედაქტირებულია 64





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0