ნიკოლაუს რილი.(1901-1990) 1952-1955 წლებში ცხოვრობდა სოხუმში
კირილ შჩოლკინი ივანეს ძე(1911-1968) დაიბადა და 1928 წლამდე იზრდებოდა თბილისში საბჭოთა ფიზიკოსი - ატომისტი, თბილისელი. მას უთხრა სტალინმა, თქვენ რომ არა, ამერიკელები ჩვენთან ააფეთქებდნენ ბომბსო. მისი ბიუსტი იდგა ვაკე-საბურთალოს გზაზე, უნივერსიტეტის გადასახვევთან კუთხეში. მოხსნეს სააკაშვილის დროს.
1901 წლის 5 დეკემბერს სანკტ - პეტერბურგში დაიბადა დიდი გერმანელი და საბჭოთა ფიზიკოსი - ატომისტი ნიკოლაუს რილი (Nikolaus Riehl), საბჭოთა ატომური ბომბის ერთ-ერთი მამა.
სწავლობდა ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ბერლინის ჰუმბოლდტის სახ. უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ ლიზა მაიტნერი და ოტო ჰანი. არის ლუმინესცინირებული ნათურის გამომგონებელი. აქვს შრომები რადიოქქიმიაში. მისი ხელმძღვანელობით ჯერ კიდევ 1943 წელს მიიღეს შვიდი ტონა ლითონური ურანი. ნაცისტური რრეჟიმის დროს მუშაობდა გერმანულ ბირთვულ პროექტზე.
1945 წელს სხვა რამდენიმე ფიზიკოს - ატომისტთან ერთად რილი დააკავა НКВД - ს სპეც რაზმმა და ჩაიყვანა მოსკოვში, სადაც მან გააგრძელა მუშაობა ბირთვულ პრობლემებზე. კერძოდ, ხეელმძღვანელობდა ლითონური ურანის წარმოებას. უკვე 1946 წელს კურჩატოვის ლაბორატორიას აწვდიდა სამ ტონა ლითონურ ურანს ყოველკვირეულად.
1949 წლის 29 აგვისტოს წარმატებით ჩატარებული ბირთვული აფეთქების შემდეგ ბერიამ პროექტში მონაწილე მეცნიერების დიდი ჯგუფი წარადგინა სახელმწიფო ჯილდოებზე. ნიკოლაუს რილი დააჯილდოვეს სოციალისტური შრომის გმირის წოდებით და პირველი ხარისხის სტალინური პრემიით. დაჯილდოვებულთა შორის რილი გახლდათ ერთადერთი უცხოელი და თანაც პატიმარი.
დაჯილდოვებულებმა სტალინს სამადლობელი წერილი მისწერეს, რომელსაც ხელს აწერდნენ ბერია, კურჩატოვი, ხარიტონი, ლანდაუ, შჩოლკინი*, სემიონოვი, ზელდოვიჩი და სხვ.
Горячо благодарим Вас за высокую оценку нашей работы, которой Партия, Правительство и лично Вы удостоили нас.
წერილზე არ იყო მხოლოდ რილის ხელმოწერა. ეს შენიშნა იმან და წითელი ფანქრით ქაღალდზე მიაწერა
Где Риль (немец)? (სად არის რილი? გერმანელი)
1952 წლიდან მუშაობდა სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტში. 1955 წელს დაბრუნდა გერმანიაში. მუშაობდა მიუნჰენის უნივერსიტეტში. არის პირველი დას. გერმანული ბირთვული რეაქტორის ერთ-ერთი შემქნელი.
ბოდიშსს ვიხდით ვიდეოს არაქართული გახმოვანების გამო