ჰყავდა მეუღლე, თავადის ასული ნაკაშიძე და ცხრა შვილი: დავითი, ივანე, ნიკოლოზი, მიხეილი, იოსები, სამსონი, მელიტონი, მართა, ელენე.მისი შვილების სამხედრო გზას დაადგნენ: ივანე დუმბაძე იალტის გენერალ-გუბერნატორი და ნიკოლოზ II-სთან დაახლოებული პირი იყო, ნიკოლოზი (1854—1927)[2] — ფეხოსანთა დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი, იოსები (1865-?), გენერალ-მაიორი, არტილერიაში მსახურობდა; სამსონი (1866-1938)და მიხეილი (დ. 1888) აგრეთვე გენერალ-მაიორები იყვნენ, მელიტონი სამოქალაქო სამსახურში იყო, ხოლო დავითი სასულიერო პირი გახდა.
ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (1824-1907) მგალობელი და ლოტბარი სოფ. შემოქმედი ოზურგეთი გურია
ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (დ. 1824, შემოქმედი — გ. 1907, გორი) — ქართველი მგალობელი და ლოტბარი, აზნაური, გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი.
ანტონ დუმბაძე იყო პოლიციის პორუჩიკი, იყო რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის მონაწილე.
დუმბაძე სრული მგალობელი იყო, რაც მთელი წლის სამგალობლო რეპერტუარის ცოდნას გულისხმობდა. საგალობლებსა და ლოტბარობას დუმბაძე გელათის მონასტერში დაეუფლა. იმერეთის ექპისკოპოსმა ალექსანდრემ გურიის ეპიკოპოს გაბრიელ ტუსკიას გაუგზავნა სამი მგალობელი ძმა ცქვიტიშვილი, რომლებიც აკეთში დასახლდნენ. შემოქმედის ეკლესიის მღვდელმა, გიორგი დუმბაძემ ცქვიტიშვილებთან გალობის სასწავლებლად მიაბარა მისი ნათესავი ანტონი და მისი ნათლული მაქსიმე ჩხატარაშვილი ხუთი წლით. სანაცვლოდ კი ჩხავერის ღვინით უხდიდა გასამრჯელოს. დუმბაძემ ზედმიწევნით იცოდა საგალობლების სამივე ხმა და გურიაში პირველ მგალობლად ითვლებოდა. 1844 წლიდან დანიშნული იყო მთავარ მგალობლად გურიის ეპარქიაში და სხვა მღვდლებსაც ასწავლიდა გალობას. ის არ იცნობდა კლასიკურ სანოტო სისტემას და საგალობლებს იწერდა სპეციალური ნიშნათა სისტემით — „ნევმებით“.
„საგალობლების ზედმიწევნით მცოდნე გურიაში ამ ჟამად ერთადერთი კაციღა მოიპოვება და ეს გახლავთ აზნაური ანტონ დუმბაძე, რომელსაც თუ გალობის ცოდნაში, თუ ხმის სიმშვენიერეში ტოლი და ბადალი არ მოეპოვება.რომ გაწყრეს ღმერთი და ანტონი ან მოგვიუძლურდეს, ან ხელიდან გამოგვეცალოს, მასთან ერთად დაიმარხება ჩვენებური გალობაც“
1885 წელს გაიცნო ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ეხმარებოდა 1893 წლიდან გურიაში საგალობლების ნოტებზე გადატანაში.
დუმბაძის მოწაფეთაგან აღსანიშნავია მელქისედეკ ნაკაშიძე, გიორგი მოლარიძე, ნესტორ კონტრიძე, სიმონ შარაშიძე, სვიმონ მოლარიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი. ანტონ დუმბაძის შვილიშვილები იყვნენ სონია დუმბაძე, ემიგრანტი ქართველი საოპერო მომღერალი და ვასილ დუმბაძე, ავანტიურისტი და დიპლომატი.
პენსიაში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა გორში, სადაც გარდაიცვალა 103 წლის ასაკში. გადმოცემის თანახმად, შვილთან, დავით დუმბაძესთან ერთად დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში,მაგრამ საფლავები დაკარგულია.