დონაური მიხეილ ივანეს ძე (1757-21 ოქტომბერი 1817) გენერალ-მაიორი (1796),1797-99 მასონი, რუსეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, „წმ. ალექსანდრე ნეველის” ორდენი; დაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი.
მეფე ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში გადასახლებული კახელი აზნაურის ი. დონაურის ვაჟი; ახალგაზრდობისას განაწესეს სამხედრო სამსახურში, 1780 წელს კი სამოქალაქო უწყებაში გადაიყვანეს; იმპერატორ ეკატერინე II-ის კარზე ასრულებდა ტახტის მემკვიდრის პავლე პეტრეს ძის მდივნისა და ბიბლიოთეკარის მოვალეობას; 1797 წელს დაინიშნა საიმპერატორო კაბინეტის მმართველად; იმავე წელს მიენიჭა საიდუმლო მრჩევლის, 1799 წელს კი ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის წოდება და სენატორობა; პავლე I-მა დაუმტკიცა მას გერბი წარწერით "მხოლოდ შენ" და მიანიჭა რუსეთის აზნაურობა; მალე იგი ყველა პოსტიდან დაითხოვეს; 1801 წელს ალექსანდრე I-მა კვლავ აღადგინა სამსახურში და სენატის III დეპარტამენტში სენატორად დანიშნა; რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, გენარალ მაოირი (1796).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480
ჯილდოები, პრემიები და პრიზები