გიორგი სიმონის ძე აბაშვილი (დ. 8 იანვარი, 1910 , 1910, თბილისი ― გ. 26 სექტემბერი, 1982, ლენინგრადი) — სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, საბჭოთა ვიცე-ადმირალი (1955), სამხედრო–საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი (1964).
ვიცე-ადმირალმა აბაშვილმა, შეაჩერა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე.
ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ზესახელმწიფო - აშშ და სსრკ - ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა.
კარიბის კრიზისი (ასევე კუბის კრიზისი, კუბის ქობინთა კრიზისი) 1962 წლის 27 ოქტომბერს, იყო აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის (ცივი ომი) პიკი და ამავე დროს, გარდატეხის წერტილი.
1959 წელს აშშ-მა იტალიაში 30 და თურქეთში 15 ატომური რაკეტა განათავსა, რომელთა სავარაუდო მიზანი სსრკ-ის სამხრეთი ნაწილი იყო. 1962 წლის აპრილში თურქეთში განლაგებული ამერიკული “თორის” და “იუპიტერის” სისტემის რაკეტები საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. სსრკ-მა ეს ქმედება მისი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქციად შეაფასა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
1962 წლის მაისში სსრკ-მა დაიწყო ოპერაცია “ანადირის” განხორციელება. ამ გასაიდუმლოებული აქციის მიხედვით წითელმა არმიამ დაიწყო კუბაზე ატომური რაკეტების სტაციონიერება და 40.000 მებრძოლის გადასხმა. მიზეზად დასახელებულ იქნა აშშ-ის მხრიდან კუბის სავარაუდო ინტერვენცია. ნამდვილი მიზეზი კი იმ სტრატეგიული წონასწორობის აღდგენა იყო, რომელიც აშშ-მა დაარღვია იტალიასა და თურქეთში რაკეტების განლაგებით.
ვიცე ადმირალი გიორგი აბაშვილი
ნიკოლაი ობედინის მოგონებები, ინტერვიუ ჩაწერილია 2002 წელს. ობედინი პირველი ჯგუფის ინვალიდია, 40 წლის წინანდელი მოვლენები აშკარად ახსოვს, ისე თითქოს გუშინ.
ტალინში ცხოვრობს სამხედრო პენსიონერი ნიკოლაი ობედინი, რომელმაც 40 წლის წინ პირველი ხომალდი 42 ბირთვული ქობინით გადასცა ჰავანას. მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე იყო. 1962 წლის ივნისი. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, მაიორის წოდებით, ნიკოლაი ობედინი ხელმძღვანელობდა ტალინში წყალქვეშა ნავების ბაზას (ახლანდელი ბეკერის პორტი). „ერთ ღამეს, ჩემი მძღოლი მოვიდა და საზღვაო ბაზის მეთაურის ბრძანება გადმომცა, სასწრაფოდ გამოცხადებულიყავი მასთან.
ნიკოლაი ობედინი
ის ღამის ზარის ამბავს აგრძელებს:
- გენერალური შტაბის შენობაში მეთაური, ვიცე-ადმირალი კუზნეცოვი მელოდა, მოსკოვიდან კიდევ ერთი ადმირალი და სუკ-ს სამოქალაქო სამოსით ვიღაც. სამი დღე მომცეს მცირე გუნდის შესაგროვებლად, შემდეგ კი კალინინგრადში უნდა წავსულიყავი, სადაც ბალტიის საზღვაო ოლქის მეთაურს, ადმირალ ორლოვს ინსტრუქციები უნდა მოეცა. ვკითხე რატომ კალინინგრადში, მაგრამ მოკლედ მიპასუხეს, რომ არ მჭირდება ამისი ცოდნა.
ვიცე-ადმირალი კუზნეცოვი Никола́й Гера́симович Кузнецо́в Адмирал Флота Советского Союза 1904-1974
სამი დღის შემდეგ კალინინგრადში 30 მეზღვაურთან ერთად ჩავედი. პირადად მიმიღო ადმირალმა ორლოვმა, მან მითხრა: "თქვენ დანიშნული ხართ ბალტიის საზღვაო ოლქის პირველი ეშელონის მეთაურად. თქვენი დანიშნულების ადგილს შეიტყობთ საიდუმლო პაკეტიდან". პაკეტის გახსნა მხოლოდ ზღვაზე მომიწია, კოორდინატები მითითებული იყო იქ. შემდეგ გემამდე მიმიყვანეს, ეს იყო დიდი ოთხსაფეხურიანი სატვირთო გემი "ატკარსკი", რომლის ეკიპაჟი 75 ადამიანისგან შედგებოდა. ამ გემის ერთ-ერთ გემბანზე მინიმუმ ათასი დასაწოლი ადგილის განთვსება იყო შესაძლებელი. მამონოვოს პორტში (კალინინგრადის ოლქი) გემში ჩაიტვირთა საიდუმლო ტვირთი.
რა სახის ტვირთი იყო არავისთვის უთქვამს. გარდა ამისა, უამრავი სასოფლო-სამეურნეო მანქანა შეფუთული იყო ფანერის ყუთებში, ეს ყველაფერი იყო, გემზე სასოფლო სამეურნეო ტვირთის შთაბეჭდილების შესაქმნელად. ათასი ადამიანი კიდევ მიიღეს. ადმირალი და სამოქალაქო სამოსით მოსკოვიდან ჩამოსული ადამიანები დეტალურ მითითებებს მაძლევდნენ, მივეცი ოთხი ახსნა განმარტება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვიცნობდი საიდუმლო მისიას და ვიზიარებდი პასუხისმგებლობას. ასევე მომცეს უფლებამოსილება, მესროლა ყველას, ვინც ახლოს აღმოჩნდებოდა საიდუმლო ტვირთთან. ყველას გვაჩუქეს მოკლე მკლავიანი მაისურები, საიდანაც დავასკვენი, რომ სადმე სამხრეთით მივდივართ.
ბალტიის ზღვიდან გამოსვლისას ყველას ვუთხარი სამოქალაქო სამოსის შეცვლათ სამხედრო ეკიპირება, ცეცხლსასროლი იარაღი ყველას ჩამოერთვა - ასეთი მითითებები მომცეს ნაპირზე. გავცურეთ ინგლისი ირლანდიას შორის. მალე მივედით იმ წერტილზე, სადაც პაკეტი უნდა გამეხსნა და დანიშნულების ადგილი გამეგო.
დანიშნულების ადგილი იყო კუბა, ჩმოცლის პორტი ჰავანა
აზორას (პორტუგალიის არქიპელაგი, ატლანტის ოკეანის ცენტრში) გავლისთანავე, ამერიკული თვითმფრინავების გადაფრენა დაიწყო და კიდევ ერთი დღის შემდეგ ამერიკული გემები მოგვიახლოვდნენ, საიდანაც გვითხრეს სად მივდიოდით და რა ტვირთია გემზე. მე, როგორც მიბრძნეს, ვუპასუხე: ”გემზე, სავაჭრო ტვირთია, მივემართებით სამხრეთისკენ.
ამერიკელებიარ დაკმაყოფილდნენ პასუხით, წრე შემოგვყარეს ისე, რომ წინ ვერ წავსულიყავით, მოსალოდნელი იყო თავდასხმა. თავდასხმის შემთხვევაში საიდუმლო ტვირთი უნდა დამენადგურებინა.
რა მეთოდებით? ჩვენ უნდა მოგვეფიქრებია. მე და კაპიტანი ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა. გადავწყვიტეთ, რომ ზუსტად სამხრეთისკენ წავსულიყავით. ამით ჩვენ ოთხ დღეს დავკარგავდით, მაგრამ ავიცილებდით დევნას.
ასეც მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვაში ძლიერი ქარიშხალი დაიწყო - 11 ბალამდე, მეშინოდა ყუთების დაზიანების. ვითარებას ართულებდა ის ფაქტი, რომ ძლიერი რყევა იყო და ათასი ადამიანი იმყოფებოდა ბუნკერებში, მათ მინიმუმ ტუალეტამდე მაინც მოუწევდათ მისვლა. მაგრამ რადგან მათ გემბანზე ამოსვლა ეკრძალებოდათ, საშინელი სუნი იდგა მათ სივრცეში. ფეკალური მასების შეუმჩნევლად გასუფთვებას ვახერხებდით, მაგრამ ქაღალდის გადაყრა არ შეიძლებოდა იყო, ის იტივტივებდა და ამერიკელები მიხვდებოდნენ, რომ ბორტზე დიდი ეკიპაჟი იყო, ასე რომ ყველა ტუალეტის ქაღალდი ცალკე შევაგროვეთ და დაწვით გემის ღუმელში.
ბუნკერში გაუსაძლისი სიცხე იყო 50 გრადუსამდე. ვერაფერი ვახერხებდით ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებას. უფლება მივეცი ოცდაათ ოცდაათ ადამიანს, რომ ღამე გემბანზე ასულიყვნენ და ესუნთქათ. ოთხი დღის დაგვიანებით ჰავანაში ჩავედით. დაგვხვდა თავდაცვის მინისტრი რაიდ კასტრო, ფიდელ კასტროს ძმა. მე მას შევატყობინე, რომ უსაფრთხოდ ჩამოვედით და ტვირთი დაუზინებლად ჩავიტანეთ.
ძმები რაულ და ფიდელ კასტრო
ცოტა ხნის შემდეგ ტვირთი ფარულად გადმოიტვირთა
ეს გაკეთდა ღამით და მხოლოდ საკუთარი ძალებით. ვერც ერთი კუბელი ვერც კი მივიდა გემთან.
ატკარსკის საიდუმლო ტვირთი 42 ბირთვული ქობინისგან შედგებოდა. რაკეტები და სარაკეტო დანადგარები გადმოიტვირთა. განლაგდა პორტიდან შორს ვაკე ადგილებში. მაიორი ობიდინის აზრით, იარაღი ჯუნგლებში დამალეს. ამერიკული თვითმფრინავები მუდმივად დაფრინავდნენ ბაზის თავზე.
უცნაური მიზეზების გამო, ამერიკელებს არ სჯეროდათ, რომ რუსებმა კუბას ბირთვული იარაღი მიაწოდეს. 14 ოქტომბერს ამერიკულმა U-2 სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაიღო საიდუმლო ინფორმაცია, ამავე დროს რუსებმა ჩამოაგდეს მეორე ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი და ამ წუთიდან ამერიკელებისთვის გაირკვა, რომ საბჭოთა რაკეტები კუბაში იმყოფებოდა.
ამერიკული U-2 სადაზვერვო თვითმფრინავი
”ასე რომ, ამერიკელებმა ალყა შემოარტყეს კუბას. რა ხდებოდა იმ დროს საბჭოთა ბაზაზე?
”ნაპირიდან კარგად ჩანდა ამერიკული გემები. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, 110 000 საზღვაო ქვეითი ელოდა ბრძანებას, რომ იქ შეტევა განხორციელებულიყო, რომლებიც ჩვენს განადგურებას აპირებდნენ. დაზვერვის ინფორმაციით, ამერიკული დესანტის შემოსვლის ოპერაცია 29 ან 30 ოქტომბერს უნდა დაიწყოს.
რაკეტები გადავტვირთეთ კატარღებზე, რათა სარაკეტო შეტევის შემთხვევაში გვქონოდა გადაადგილების საშუალება. სინამდვილეში, არავინ ზუსტად არ იცოდა რა უნდა ექნა. სამხედრო საბჭომ, რომელშიც მეც ვიყავი, გადაწყვიტა არ დაელოდებოდა 29-30 ოქტომბერის თავდასხმას.
- მაშ, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ სავარჯიშო მანევრი გაგეკეთებინათ?
- ზუსტად. მოვიდა ბრძანება 28 ოქტომბერს, ღამის 01 საათზე დააჭირეთ ღილაკს. 27 ოქტომბერს ამ ღამეს "საშინელებათა ღამეს" ვუწოდებდით, ყველანი შფოთის პირას ვიყავით და ცოტათი დავლიეთ გამბედაობისათვის. ომი, წამი წამზე ომი უნდა დაწყებულიყო. დიდი ალბათობით მესამე მსოფლიო ომი. საათის ისრები პირველს უახლოვდებოდა, ნერვები ყველას დაჭიმული ჰქონდა
ფიდელ კასტრომ თქვა: ”ახლა დააჭირე”. გენერალმა აბაშვილმა (გიორგი აბაშვილი, კუბის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი - რედ.) უპასუხა: ცოტაც დაველოდებით. გავიდა კიდევ ორიოდე წუთი. ფიდელ კასტრო დაჟინებით მოითხოვდა რას ელით, ბრძანება გაცემული იყო, მაგრამ აბაშვილმა თქვა:ჩვენ დაველოდებით.
გავიდა ერთი წუთი, შემდეგ კიდევ ერთი და მიჰყვა მესამეც. ფიდელ კასტრომ და აბაშვილმა კიდევ ერთი ჭიქა ალკოჰოლი დალიეს. ექვსი წუთის შემდეგ მოსკოვიდან ბრძანება მოვიდა: "Отставить!" (გაუქმდეს) ყველამ შვებით ამოისუნთქა.
აღმოჩნდა, რომ ხრუშჩოვმა და კენედიმ შეთანხმებას მიაღწიეს. კენედიმ უთხრა,რომ წაეღოთ რაკეტები და ამერიკა აღარ შეუტევდა კუბას. სინამდვილეში, მათ შორის შეთანხმება ცოტა ადრე იქნა მიღწეული, მაგრამ რატომღაც ეს შეტყობინება დაგვიანებით მოგვივიდა, მხოლოდ 27 ოქტომბერს ღამით.
ჯონ ფიცჯერალდ „ჯეკ“ კენედი ამერიკის პრეზიდენტი 1961-1963წწ
ნიკიტა სერგის ძე ხრუშჩოვი სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი (1953–1964),
- თუ ფიდელს დაემორჩილებოდა და აბაშვილი ზუსტად ღამის პირველ საათზე დააჭირდა ღილაკს...
- ახლა მე არ ვიჯდებოდი აქ შენთან ერთად. სხვათა შორის, ფიდელ კასტრო თავდაპირველად ძალზე აღშფოთებული იყო, რომ მას არ აცნეს ხრუშჩოვსა და კენედს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ, იგი თვლიდა, რომ მას უღალატეს. მეორე დღეს, კუბის ყველა გაზეთი ყვიროდა "ძირს რუსები!", "არა რუსებო!"
მოგვიანებით, ფიდელ კასტრო, რა თქმა უნდა, მიხვდა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო ღილაკის დაჭერის შემთხვევაში. კრიზისი დასრულდა. რაკეტები სათითაოდ გამოიტანეს და მე კიდევ ერთი წელი დავრჩი კუბაში კუბელების მოსამზადებლად ...
Перевод Л. Симагиной წყარო გადადი ლინკზე
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი(1931), სამხედრო–საზღვაო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები(1949).
მსახურობდა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებზე "ვოლოდარსკი"(1931–1932), "ლენინი"(1932–1934) ვახტის შტურმანად. იყო ტორპედოიანი კატარღა "პურგას"(1936), საესკადრო ნაღმოსნის(1938), საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონის(1939) და კრეისერ "მაქსიმ გორკის"(1944) მეთაური. სსრკ–ფინეთის(1939–1940) და სსრკ–გერმანიის(1941–1945) ომების აქტიური მონაწილე. თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის(1943) ბრძოლებში. მონაწილეობდა ტალინის, კრონშტადტის, ლენინგრადის დაცვაში. იყო ბალტიის ფლოტის ესკადრის სარდალი(1949), ტალინის სამხედრო–საზღვაო ბაზის მეთაური(1950), ბალტიის ფლოტის სარდლის პირველი მოადგილე(1954). 1960–1962 წლებში მუშაობდა კუბაში. 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. 1963 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სისტემაში. 1971 წელს თადარიგში გავიდა. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ვიცე–ადმირალი(1954), სამხედრო–საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი(1964), სამხედრო–საზღვაო მოღვაწე.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.17
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ესტონეთის სსრ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
წითელი ვარსკვლავის ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი
ადმირალ პავლე ნახიმოვის სახელობის II ხარისხის ორდენი
წითელი დროშის ორდენი
ლენინის ორდენი
ფუძე: წინაპრის საკუთარი სახელი "აბა".
ბუდე: აბაშვილთა წინაპრების ბუდე-პირველსაცხოვრისი ბუდე-დვალეთის ზახას თემის სოფელი აბაითიყაუ ჩანს, სადაც ისინი თითქოს ქურთაულის თემიდან გადასულან.
შთამომავლობა: აბაშვილები ხიზანი და საბატონო გლეხები იყვნენ.
ხსენება: 1660-1676 წლების თავად ბაადურ მაჩაბლის ერთ არზაში ჩანს ვინმე აბაშვილი, რომელსაც თორმეტი ტყვის სანაცვლოდ მაჩაბლის ქალი უთხოვია.
1792 წლის ასა აბაშვილის არზის მიხედვით, აბაშვილი თერგის ხეობაში სოფელ ალმასიანში დასახლებულა ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით. სხვებიც მოუყვანია ასა აბაშვილს, რვა კომლად დასახლებულან. ახლა ალმასიანზე გამავალი ქარავნებისგან წილს ითხოვს ასა აბაშვილი: "თივა გვეხარჯება და ცეცხლი და ერთ საპალნეს არავინ გვანებებსო".
საკუთვნო: შესაძლოა აბაშვილებს უკავშირდებოდეს გორის რაიონის სოფელ ზემო ბოშურში "აბაანთ წყარო" და ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში "აბაანთ ხევი". ეს ორივე სოფელი თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარეობს, შესაბამისად, ტანას და ძამას ხეობებში.
გვარისშვილი: რუსთა სამსახურში, რუსეთის (საბჭოთა) სამხედრო საზღვაო ფლოტში დაწინაურდა ვიცე-ადმირალი გიორგი აბაშვილი.
განსახლება: ამჟამად აბაშვილები ცხოვრობენ: მცხეთაში და მცხეთის რაიონის სოფლებში: გალავანში, საგურამოში, ნატახტარში, წილკანში, ძალისში; დუშეთის რაიონის სოფელ ძველ ოსებში, გარდაბნის რაიონის სოფელ დიდ ლილოში, აგრეთვე რუსთავსა და თბილისში.
ოდენობა: საქართველოში აბაშვილთა საერთო რაოდენობა 300 სულს აჭარბებს.
В сентябре — октябре 1941 года — заместитель начальника штаба Охраны водного района[2].
С декабря 1942 по сентябрь 1943 года — командир лидера эсминцев «Ленинград», капитан 2-го ранга[3].
С апреля 1971 года — в запасе.
Похоронен на Серафимовском кладбище.
Дочь — Заира (р. 1948), художник-маринист.
Умело использовать каждую милю походов для боевой учёбы // Сов. флот. — 1955. — 27 августа.
Офицерские классы Советского флота // Мор. сб. — 1968. — № 12. — С. 56-58.
четыре ордена Красного Знамени (1944[7][8], 1947, 1956, 1963)
два ордена Красной Звезды (1940, 1944[9])
Орден Нахимова II степени (20.7.1945)[5]
Орден Трудового Красного Знамени (1968)
Медаль «За оборону Ленинграда» (1943)[10];
Медаль «За победу над Германией в Великой Отечественной войне 1941—1945 гг.»[11];
http://www.knowbysight.info/AAA/17592.asp
https://litlife.club/books/236710/read?page=2
აბაშვილი გიორგი სიმონის ძე(1910-1982) საბჭოთა ვიცე-ადმირალი თბილისი
ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. 1960–1962 წლებში მუშაობდა კუბაში. 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე.
ეს იყო მსოფლიო ისტორიული მომენტი, როდესაც ორი ზესახელმწიფო - აშშ და სსრკ - ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული. მსოფლიო ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა.
კარიბის კრიზისი (ასევე კუბის კრიზისი, კუბის ქობინთა კრიზისი) 1962 წლის ოქტომბერში იყო აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის (ცივი ომი) პიკი და ამავე დროს, გარდატეხის წერტილი.
1959 წელს აშშ-მა იტალიაში 30 და თურქეთში 15 ატომური რაკეტა განათავსა, რომელთა სავარაუდო მიზანი სსრკ-ის სამხრეთი ნაწილი იყო. 1962 წლის აპრილში თურქეთში განლაგებული ამერიკული “თორის” და “იუპიტერის” სისტემის რაკეტები საბრძოლო მდგომარეობაში იყო მოყვანილი. სსრკ-მა ეს ქმედება მისი უშიშროების წინააღმდეგ მიმართულ აქციად შეაფასა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.
1962 წლის მაისში სსრკ-მა დაიწყო ოპერაცია “ანადირის” განხორციელება. ამ გასაიდუმლოებული აქციის მიხედვით წითელმა არმიამ დაიწყო კუბაზე ატომური რაკეტების სტაციონიერება და 40.000 მებრძოლის გადასხმა. მიზეზად დასახელებულ იქნა აშშ-ის მხრიდან კუბის სავარაუდო ინტერვენცია. ნამდვილი მიზეზი კი იმ სტრატეგიული წონასწორობის აღდგენა იყო, რომელიც აშშ-მა დაარღვია იტალიასა და თურქეთში რაკეტების განლაგებით.
დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი(1931), სამხედრო–საზღვაო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები(1949).
მსახურობდა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებზე "ვოლოდარსკი"(1931–1932), "ლენინი"(1932–1934) ვახტის შტურმანად. იყო ტორპედოიანი კატარღა "პურგას"(1936), საესკადრო ნაღმოსნის(1938), საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონის(1939) და კრეისერ "მაქსიმ გორკის"(1944) მეთაური. სსრკ–ფინეთის(1939–1940) და სსრკ–გერმანიის(1941–1945) ომების აქტიური მონაწილე. თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის(1943) ბრძოლებში. მონაწილეობდა ტალინის, კრონშტადტის, ლენინგრადის დაცვაში. იყო ბალტიის ფლოტის ესკადრის სარდალი(1949), ტალინის სამხედრო–საზღვაო ბაზის მეთაური(1950), ბალტიის ფლოტის სარდლის პირველი მოადგილე(1954). 1960–1962 წლებში მუშაობდა კუბაში. 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. 1963 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სისტემაში. 1971 წელს თადარიგში გავიდა. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ვიცე–ადმირალი(1954), სამხედრო–საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი(1964), სამხედრო–საზღვაო მოღვაწე.