ანა ხახუტაშვილი (1886-1960) დაიბადა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1916 წელს.
1902 წელს მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც 1906 წელს სამსახურიდან დაითხოვეს. ეწეოდა კერძო პედაგოგიურ საქმიანობას და საბავშვო ჟურნალთან თანამშრომლობდა. 1909 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სტიპენდია დაუნიშნა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მასწავლებლობდა ჯერ გორის, ხოლო შემდეგ თბილისის ქალთა გიმნაზიაში და თან ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.399
ბიბლიოგრაფია
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1984. - 215გვ.
- გაზაფხულის მერცხლები : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1951. - 104გვ.
- თომიკოს საჩუქარი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1949. - 244გვ.
- იოსებ ლაღიაშვილი : რომანი (ავტორი). - თბილისი, 1941. - 189გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001165/