გიორგი ნოდარის ძე ხახუტაშვილი 1961-? გარდ. სოფ. ერგნეთი სამაჩაბლო დაბ. გორი
მოხალისე ს/ნ 18633 გარდაიცვალა სოფელი ერგნეთი
დაბადებული 1961 წლის 6 მაისს, უპარტიო, ცოლშვილიანი, 1992 წლის 24 აპრილიდან 11 მაისამდე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის გორის ს/ნ M 55063-ში დაზვერვის უფროსად.
სამსახურის პერიოდში ოფიცერმა გიორგი ხახუტაშვილმა თავი გამოიჩინა როგორც პატიოსანმა, თავისი საქმის ერთგულმა ოფიცერმა, ზედმიწევნით კარგად ასრულებდა მეთაურის განკარგულებებს და ბრძანებებს. ბატალიონის ოფიცრებსა და გვარდიელებს შორის სარგებლობდა ავტორიტეტით.
ოფიცერი გ. ნ. ხახუტაშვილი გორის ს/ნ 55063-ში მოსვლის დღიდან აქტიურად მონაწილეობდა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განლაგებული ქართული
სოფლების ოსი ექსტრემისტებისაგან დაცვაში, სადაც დაიღუპა 1992 წლის 11. მაისს.