დიმიტრი ხახუტაშვილი 1927-2007 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1953 წელს.
1960 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1954 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში; ნამუშევრები: ფერწერა - "უხუცესი ქართველი მხატვრები" (1953, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), "ჭიდაობა" (1957, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი), "გოგონა ძაღლთან ერთად" (1959, მხატვრის სახელოსნო), "ნაშვილები" (1967, სურათების ეროვნული გალერეა), "შოთა კალანდარიშვილის პორტრეტი" (1972, სამხატვრო აკადემიის მუზეუმი), სერია - "ქართლის ცხოვრება" (1973-1997), "კიდევაც დაიზრდებიან" (1986), "ქსნის ციხის ლეგენდა" (1987) და სხვა; გაფორმებული აქვს 100-მდე წიგნი (რ. რასპეს "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი", მ. შოლოხოვის "წყნარი დონი" და სხვა); თანამშრომლობდა ჟურნალში ("დროშა", "პიონერი", "დილა"); მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში; პროფესორი (1974). ფერმწერი, გრაფიკოსი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.988
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს ჰუმანიტარული აკადემია, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების ორდენი
- 1989 - საქართველოს სახალხო მხატვარი