შოშია ჩხაიძე (1924-1998) დაიბადა ქალაქ ბათუმში.
პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1951 წელს; მოთხრობების პირველი კრებული 1955 წელს; 1974-1998 წწ. აჭარის თე3ატრი მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე; პროზაული კრებულები: "უგვირგვინო იუბილარი" (1958), "უძლეველი" (1961), "როცა მთავრდება ბავშვობა (1965), "ზღვის შვილი" (1966), "ქალაქში ერთი ეზოა" (1968); აგრეთვე პიესები: "ხიდი", "როცა ქალაქს სძინავს", "თავისუფალი თემა", "შთამომავლობა", "ჩინარის მანიფესტი" და სხვ. ზოგი მათგანი დაიდგა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების, აგრეთვე გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთის (ჩეხოსლოვაკია) თეატრების სცენებზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია - "ხუთწლიანი მატიანეს" ლაურეატის საპატიო წოდება (1981). საზოგადო მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.172
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1980 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
- 1973 - აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- ღირსების ორდენი
ბიბლიოგრაფია
- ჩემი წილი საუკუნე (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1998. - 492გვ.
- ჩვენებურები : დოკუმენტ. მოთხრობა თურქეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე და კიდევ სხვა ამბებზე (ავტორი). - ბათუმი, აჭარა, 1991. - 272გვ.
- თეატრი, პიესა, მაყურებელი : წერილები (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1988. - 127გვ.
- ხიდი : პიესა ორ მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1973. - 119გვ.
- ზღვის შვილი : ნარკვევი კაპიტან ელიზბარ გოგიტიძეზე (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 195გვ.
- ზღვისპირა ქალაქში : მოთხრობები (ავტორი). - ბათუმი, სახელგამი, 1954. - 264გვ.
- გზაჯვარედინზე : პიესა (ავტორი). - ბათუმი, სახელგანი, 1953. - 93გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014460/