გრიგოლ ჩიქოვანი (1910-1981) დაიბადა ქალაქ ხობში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1936 წელს; სწავლობდა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში სასცენარო ფაკულტეტზე 1939 წლამდე.
წლების მანძილზე იყო გამომცემლობა საბჭოთა მწერლის მთავარი რედაქტორი; თავისი პირველი ნაწარმოებები 30-იან წლებში გამოაქვეყნა; განსაკუთრებით საგულისხმოა მისი "ოდიშური მოთხრობები"; დამსახურებული გამარჯვება მოუტანა მწერალს შესანიშნავმა ტრილოგიამ("თებერვალი დადგაო", "მიწა" და "რწმენა"), რომელშიც ასახულია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი; ნიჭიერი შემოქმედის ნაწარმოებები საფუძვლად დაედო კინოფილმებს: "სადაა შენი ბედნიერება, მზია?", "კოლხეთის ჩირაღდნები", "პაპა გია" და სხვა; მისი ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.382; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 142
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- კაცი გამოქვაბულში : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 60გვ.
- ფართო გზაზე : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1955. - 360გვ.
- ნოველები და მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, გამ-ბა და სტ. კომუნისტი, 1946. - 164გვ.
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1944. - 64გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007701/