სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 ვახტანგ ვლადიმერის ძე ჩიქოვანი  1919-1944წწ  25 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სამტრედია, იმერეთი.

1919-1944 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ჩიქოვანი სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

296       ბეჭდვა

ვახტანგ ვლადიმერის ძე ჩიქოვანი 1919-1944წწ 25 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) სამტრედია, იმერეთი.

ვახტანგ ვლადიმირის ძე ჩიქოვანი — ქართველი ჯარისკაცი, საბჭოთა კავშრის გმირი, 861-ე პოლკის ქიმიური სამსახურის ხელმძღვანელი, უფროსი ლეიტენანტი.


დაიბადა თბილისში, 1919 წლის 2 აგვისტოს. დაწყებითი განათლება მიიღო რკინიგზის I (დღეს 150-ე საჯარო) სკოლაში. დაასრულა სახელწმიფო უნივერსიტეტის 3 კურსი.

ჯარში 1941 წლიდან1942 წელს დაასრულა ქიმიური თავდაცვის სახელმწიფო აკადემია. ფრონტზე 1942 წლიდან.[1]

861-ე პოლკის ქიმიური სამსახურის ხელმძღვანელი, უფროსი ლეიტენანტი ჩიქოვანი გამოირჩა 1943 წლის დეკემბრის - 1944 წლის თებერვლის ბრძოლებში.[1]

1943 წლის დეკემბრის ბრძოლებში უფროსი ლეიტენანტი საკუთარი სურვილით ხელმძღვანელობდა ქვეითთა დანაყოფს და აიღო ქალაქ ჩერკასის (უკრაინა) პიონერთა სასახლის შენობა - გერმანელთა გამაგრებული პუნქტი.

1944 წლის თებერვალში მან შეცვალა პოლკის ხელმძღვანელი ლეიტენანტი უკოლოვი და ათი (10) კაცისგან შემდგარი ჯგუფით გადავიდა მდინარე როსის მეორე მხარეს, შევიდა გერმანელთა ზურგში და გამოიწვია მათ რიგებში გაურკვევლობა. ამავდროულად როტის ძირითადი ნაწილი გადავიდა მეორე მხარეს და შეუტია მოწინააღმდეგეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა დაკარგეს ჯარისკაცთა როტა, ტყვედ ჩაბარდა 60 ადამიანი. მტრის დევნისას როტამ გაათავისუფლა ორი დასახლებული პუნქტი.

1944 წლის 1 მარტს, 25 წლის ასაკში, ბრძოლაში დაიღუპა მტრის ნაღმისგან.


სსრკ უმაღლესი საბჭოს 1944 წლის 13 სექტემბრის განკარგულებით გერმანელ ფაშისტებთან ბრძოლაში გამჩენილი სიმამაცის, ვაჟკაცობისა და გმირობისთვის, უფროს ლეიტენანტ ვახტანგ ვლადიმირის ძე ჩიქოვანს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის II ხარისხის, წითელი ვარსკვლავის ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია ჩერკასის ოლქის სვენიგოროდის რაიონის სოფელ ვოდიანიკში. საფლავზე აღმართულია ობელისკი. სოფელ იაბლონევკას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიმართა ბრძოლები, აღმართულია სტელა გმირის სურათით. ქალაქ ჩერკასის პიონერთა სასახლეზე აღმართული იყო მემორიალური დაფა. ქალაქ ჩერკასში და დასახლება სტებლევში გმირის სახელს ატარებენ ქუჩები. ვახტანგ ჩიქოვანის სახელს ატარებდა ასევე თბილისის რკინიგზის I სკოლის პიონერთა დანაყოფი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.06.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0