მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა "სკორპიონი" წიგნიდან "საქართველოსთვის"
ავთანდილ ვლადიმერის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1953 წლის 9 იანვარს ცაგერის რაიონის სოფელ ცხუკურში.
დაამთავრა დაბა განთიადის ხეივნის პირველი საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ ჩიქოვანი 1993 წლის აპრილიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მოტო-მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ასეულში.
დისციპლინირებული,უშიშარი მებრძოლი აქტიურად მონაწილეობდა პოზიციურ ბრძოლებში სოფელ აჩადარასთან,შრომასთან, ასეულის მიერ წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში.
ავთანდილ ჩიქოვანი,მოწინააღმდეგის მორიგი შემოტევისას, გმირულად დაიღუპა სოფელ შრომაში, ზეგანის მთაზე. 23 ივლისი 1993 წელს
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ ჩიქოვანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.