ლესელიძის ბატალიონი სრული სია წიგნი საქართველოსთვის
გურამ დავითის ძე ჩიქოვანი დაიბადა 1947 წლის 12 მაისს გაგრის რაიონის დაბა განთიადში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 16 აგვისტოდან ირიცხებოდა ქალაქ გაგრის ლესელიძის ბატალიონის პირად შემადგენლობაში. მონაწილეობდა არაერთ რთულ და სარისკო ოპერაციაში. გამოირჩეოდა სომამაცითა და მებრძოლი სულისკვეთებით.
გურამ ჩიქოვანი გმირულად დაიღუპა 1992 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ გაგრაში, დაბა განთიადში.
საქართველის პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობის და თავდადებისათვის , გურამ ჩიქოვანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტან გორგასალის III ხარისხის ორდენით.
ტექსტის აკრეფვაში მოგვეხმარა დავით ხეცურიანი მცხოვრები სოფელი ქვედა ცაგერი, ცაგერი ლეჩხუმი