ზურაბ ქარუმიძე (1957) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
წლების განმავლობაში მუშაობდა XX საუკუნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, 1994-1995წწ. იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა. მისი ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში - "Clockwatch Review"-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996). რედაქტორობდა საქართველოში გამოცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: "საქართველო კავკასიის პროფილი" (1995-2000) და "კავკასიის კონტექსტი"(2002-2005). ჯეიმს ვერჩთან ერთად, ზ. ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა - "კმარა : ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში"(Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005). იგი წერს ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ. 2006 წელს ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი "Dagny or a Love Feast", რითაც იგი პირველი ქართულენოვანი მწერალი გახდა, რომელმაც უცხოურ ენაზე რომანი დაწერა.
სადისერტაციო თემა - "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში", დაიცვა 1984 წელს.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2010 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
ჯაზის ცხოვრება / ზურაბ ქარუმიძე . - თბ. : [სიესტა : ქეთევან კიღურაძე], 2009. - 496გვ.
ბიბლიოგრაფია
- Dagny or a love feast (ავტორი). - Tbilisi, Siesta, 2011. - 236 p.. - ISBN: 978-9941-414-73-2
- მელია-ტულეფია: Fox-Trot : რომანი (ავტორი). - თბილისი, სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2011. - 234გვ.. - ISBN: 978-9941-414-71-8
- ჯაზის ცხოვრება (ავტორი). - თბილისი, სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2009. - 496გვ.. - ISBN: 978-9941-414-07-7
- თხა და გიგო : [დიდი სონატა] : თხზულება N 9/11, WTC 20-01 (ავტორი). - თბილისი, 2003. - 156გვ.
- Opera : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 112გვ.. - ISBN: 99928-52-12-7
- ღვინომუქი ზღვა (ავტორი). - თბილისი, აზრი, 200. - 311გვ.. - ISBN: 99928-70-30-3
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001055/