სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
გია ქარუმიძე 1964-2005წწ გარდ. 41 წლის, ვეტერანი, თეთრი არწივი, დაბ. თბილისი გია ქარუმიძე 1964-2005წწ გარდ. 41 წლის, ვეტერანი, თეთრი არწივი, დაბ. თბილისი

1964-2005 წწ. გარდ. 41 წლის

ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი ქარუმიძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

356       ბეჭდვა

გია ქარუმიძე 1964-2005წწ გარდ. 41 წლის, ვეტერანი, თეთრი არწივი, დაბ. თბილისი

გია ქარუმიძე ელგუჯას ძე დაიბადა  18 ივლისი 1964წელი    გარდაიცვალა 08 ივნისი 2005 წელი ომის ვეტერანი  თეთრი არწივი


აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში   დაჭრილ მეომრებზე  რეპორტაჟის მოსამზადებლად მივედი. იქ  გავიცანი გოჩა ხიზამბარელი და ომში წასვლის  სურვილი გავუმხილე. ჩემს ბიჭებს გაგაყოლებო, მაშინვე მითხრა. ამის თქმა და  გრძელ პალტოში ჩაცმული, ორმეტრიანი, სიმპატიური ბიჭის პალატაში შემოსვლა ერთი იყო. აგერ, გია ქარუმიძე მიდის ამ დღეებში  და წაგიყვანსო. გიამაც მაშინვე განაცხადა თანხმობა და გამგზავრების დროც დავთქვით. 


აეროპორტში გამცილებლებთან ((ჯგუფელებთან) სტუდენტი ვიყავი, სხვათაშორის) ერთად მივედი. ვხედავ, გრძელი და ჩქარი ნაბიჯებით მოდის გია, სამხედრო ფორმით, გრძელი პალტოს ნაცვლად შინელი აცვია, რომელიც არანაკლებ უხდება. მე და ჩემმა ცოლმა (ლალიმ)  შევკერეთ, წუხელ მთელი ღამე ვკერავდითო. ლალიზე პირველი შთაბეჭდილებაც სწორედ მაშინ შემექმნა, მთელი ღამე საკერავთან გაათენა, რათა ომში ქმარს თბილი ჩასაცმელი ჰქონოდა. მერე ჯიბიდან ფოტო ამოიღო, რომელზეც იყვნენ  სამხედრო ფორმიანი, ამაყი და ლაღი მამა-შვილი: გია და პატარა გუჯა. ვაჟისთვისაც ლალის შეუკერავს თურმე ფორმა. ვთხოვე, მაჩუქე-მეთქი და მაჩუქა. ეს ფოტო იმ დღის შემდეგ ჩემი არქივის ერთ-ერთი რელიქვიაა. 

იმ დღეს ფრენა არ იყო. საღამომდე ველოდეთ თვითმფრინავს. მეორე დღესაც ლოდინი მოგვიხდა. როგორც იქნა, თვითმფრინავი დაჯდა. გიამ ზურგჩანთებს ხელი დაავლო და გავრბივართ. თუ არ ვიჩქარეთ, ადგილი არ შეგვხვდება... ასე აღმოვჩნდი აფხაზეთის ომში სულ რაღაც 40 წუთში. ტრაპზე ჩასვლა ვერ მოვასწარი, ისე უცებ აირია ერთმანეთში  საკაცეზე დაწვენილი დაჭრილების, „ცინკის“ კუბოების, აღელვებული მეომრების კადრები... გიას "რაფი" მოჰყავს და ავტომატებშემართულ გვარდიელებთან ერთად ტანკებისგან გადათხრილ გზაზე სადღაც მივჯაყჯაყებ...

ღამით კოცონთან ვსხედვართ და მეომრებს ვესაუბრები.  ბონასერა (აწგარდაცვლილი ზურა ბიბილაშვილი) გიტარაზე უკრავს და მღერის: „გული თავისას არ იშლის, ახალ სიყვარულს დაეძებს, ქრიზანთემების მორევში დაგეძეეეეებ“. თან სოხუმი იბომბება და ისეთი ხმაა,  სიმღერასაც ფარავს შიგადაშიგ (დღესაც ქრიზანთემების დანახვაზე სულ ის ღამე მახსენდება). ჩაფიქრებული ბიჭები თავჩაქინდრული  სხედან და დაბომბვის ხმები არ ესმით. ამ დროს გია მორბის და გვიყვირის, ცეცხლი ჩააქრეთო. მაშინ მოეგნენ გონს, ფეხზე წამოხტნენ და კოცონს სასწრაფოდ გადაასხეს წყალი. ფრთხილი იყო გია, ჭკვიანი და ამავე დროს, მამაციც. მართლაც, რამდენიმე წამში ისე მოგვიახლოვდა ხმები, რყევისგან მიწაზე ფეხი ვეღარ მოვიკიდე. ბიჭებმა პოზიციები დაიჭირეს, მე კი ყაზარმის კუთხეში მივიყუჟე და ასე დავემალე საფრთხეს. ეს იყო პირველი ღამე ომში, პირველი შიში და პირველი ფათერაკი... ომი აფხაზებთან კი რა, რუსეთთან გვაქვს და ეს დაწერე აუცილებლადო, მითხრა. დავწერე... ამის გარდა სხვა ბევრი რამეც დავწერე და, საერთოდაც, მე რომ აფხაზეთის ომის მემატიანე მქვია, ეს გია ქარუმიძის დამსახურებაა. 

ჯერ ნუგზარი გამოეცალა გვერდიდან,  უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარი, რომელთანაც ერთად გამოიარა გაგრის ჯოჯოხეთური დღეები. ერთ კვირაში კეხვიდან თბილისში გადმოასვენა ჯარისკაცი და თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალა, ახლოს მეყოლებაო. ასე გადაგვირჩინა და შეგვინარჩუნა მეგობრებს კეხველი ნუგზარ კახნიაშვილის საფლავი. როცა მოვკვდები, ნუგზარის გვერდით უნდა დავიმარხოო, თქვა და აღასრულა. ომისდროინდელმა სულიერმა და ფიზიკურმა ტრავმებმა გიას სიცოცხლე შეუმოკლა. ერთ საღამოს ჩემი მეგობარი, ნონა ახალაია მესტუმრა. წასვლისას დამიბარა, რვეულში რაღაც ჩაგიწერე და  რომ წავალ, მერე წაიკითხეო. წავიდა და წავიკითხე: „ზაირა, გთხოვ, არ ინერვიულო (ბავშვს ველოდებოდი), გია ქარუმიძე დაიღუპა“.  ბევრიც ვინერვიულე და ბევრი ტკივილიც გამიახლდა, და მაშინ მივხვდი, რომ ჩემთვის ომი ჯერ არ დამთავრებულა. 


ახლა, როცა ავდივართ, გვხვდებიან ბიჭები - გია და ნუგზარი - ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთმანეთის მხარდამხარ და ტკივილთან ერთად ეს საოცარი სიამაყეცაა, უდიდესი მეგობრობით გამოწვეული სიამაყე. სიცოცხლეშიც ერთმანეთის გვერდიგვერდ იყვნენ ბიჭები.  ნუგზარი ძმასავით მიიღო ლალიმ და, საერთოდ, გიას ოჯახმა...

ბოლოს 2003 წელს ვნახე, 27 სექტემბერს. ვაკის პარკში ვიყავით შეკრებილი. მთავრობის ხალხი ერთმანეთს მჭერმეტყველებაში ეჯიბრებოდა. უსმინა, უსმინა და ჩაილაპარაკა: ეჰ, კიდევ ერთხელ მოგვატყუეს, მივალ, გიას (ყარყარაშვილს) ვნახავ და წავალ... და წავიდა ასე მოტყუებული. წავიდა სამუდამოდ... 



გასულ წელს  ჯერ ნუგზარი დააჯილდოვეს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. ამ რამდენიმე დღის წინ კი - გია. ბიჭები გაცოცხლდნენ, ასე აღვიქვით ყველამ, ვისთვისაც ეს ჯილდო, როგორც სამშობლოსათვის თავდადების განუზომელი საზღაური, წყალგამყოფია სიკვდილსა და უკვდავებას შორის...

წყარო ზაირა მიქატაძე


მეუღლესთან ლალი ვასილის ასული ზაზაშვილი

შვილთან ელგუჯა სთან ერთად



ითანამშრომლა შვილმა ელგუჯა ქარუმიძემ დაბადებული 1987 წელს


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.12.2021
ბოლო რედაქტირება 18.02.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0