სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
სიახლეები
 კახოს თინას გმირობა 1795? -იანი წლები მურთაზ ხანთან, ფარსმის(თუშეთი) ბრძოლა
ბმულის კოპირება

სიახლეები

ომალო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

1       ბეჭდვა

კახოს თინას გმირობა 1795? -იანი წლები მურთაზ ხანთან, ფარსმის(თუშეთი) ბრძოლა

ფარსმა.
შამილის(1797-1871) მოკავშირე მურთაზ ხანს ყურად არ უღია თუშების შემონათვალი გაფრთხილება "ფარსმას ვერ გასტეხო" და დიდი ჯარითა და ზარბაზნით წამოსულა თუშების დასასჯელად. პირველად ფარსმას მოსდგომია. ფარსმანელები ციხეში გამაგრებულან. მურთაზს ციხე მართლაც ვერ გაუტეხია და მისი აფეთქება განუზრახავს. მოუტანინებია საარაყე ქვაბი და თავისი მეომრებისათვის უბრძანებია, რომ ყველას თითო მასრა თოფის წამალი ჩაეყარა შიგ. ქვაბი გავსებულა. დაუწყიათ ამ ქვაბის ჩადგმა ციხის ლიბოში, მაგრამ ციხეში მყოფ ქალს, კახოს თინას, ერბოიან დურკში მანდილი ამოუთრევია, ცეცხლი მოუკიდებია და ჩარდახიდან წამლიან ქვაბზე ჩამოუგდია. ქვაბი აფეთქებულა და გარსშემოხვეული მტრის მეომრებისათვის დიდი ზიანი მიუცია. თინას თანვე ხელთ ხმალი აუღია, ჩარდახიდან გადმომხტარა და დაჰრევია მტერს.
ჯარის დიდი ნაწილი თუშებს გაუწყვეტია. მურთაზისათვის ამ ბრძოლაში წართმეული ზარბაზანი გვიანობამდე ინახებოდა სოფელ ჭეშოში.

"ფარსმაში ბროლის ციხეო, შიშის გაქანებს ქარიო,
შიგ სხედან თუშის შვილები, თოფის პირს აზდის ალიო,
ღმერთმა გაცხონოს, თინაო, შენ სულიმც იაღთ არიო,
თმას შემოიხვი მანდილი, წელთ შემოირტყი ხმალიო,
ჩარდახით გადმოფრენილმა შუა გახყარე ჯარიო,
თანავ გამოგყვნეს თუშები, კალოდ გალეწეს მკვდარიო,
უკვირდის დაღესტნელებსა თინაის ნაომარიო:
ანამ მკლავ როგორ უძლებდა, ან სამღარიან ხმალიო".


ლევან კახოიძისგან



შამილის მოკავშირეობა ალბათ გადამეტებულია რადგან ეპოქები არ მეთხვევა, ირანის პრინცი მურთაზ ყული ხანი  (1750 სპარსეთი -1800 ასტრახანი რუსეთი) 1795 წელს ჩრდილო კავკასიაში შემოვიდა დიდი არმიით, რომ აღედგინა ირანის ძალაუფლება, ბრძოლები შეეხო საქართველოსაც, საქართველომ დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, შეიკრიბა ჯარი გენერალ ვალერიან ზუბოვის მეთაურობით თუმცა ეკატერინე მეორის სიკვდილმა ხელი შეუშალა ომის ბედის გადაწყვეტას.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

12000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ ავტ. დავით ფეიქრიშვილი

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0