თამარ მიქაძე (1959) დაიბადა ქალაქ თბილისში. 1984-2007 წწ.
მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. არის ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; ჟურნალ "ანეულთან" არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრი. სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: "ცისკარი", "ჩვენი მწერლობა", "ანეული", "ლიტერატურული საქართველო", "კალმასობა" და სხვ. გამომცემლობა "საარში" გამოიცა მისი მინიატურული პროზის კრებული: "სევდიანიდან მხიარულამდე" (2003); თამარ მიქაძე არის ფოტოალბომის - "დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა" პროექტის ავტორი და შემდგენელი (2009), ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის – "სიტყვანი" რედაქციის წევრი (2010), ალბომის - "დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი" შემდგენელი (სოფიო ისაკაძესთან ერთად), აგრეთვე ფოტოალბომის გამოცემის პროექტის ავტორი (2016). დიმიტრი ყიფიანის მე-6 თაობის შთამომავალი.
სადისერტაციო ნაშრომი - "იოსებ ბაქრაძის ცხოვრება და მოღვაწეობა", დაიცვა 2007 წელს.
წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org; kvira.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2013 - დიმიტრი ყიფიანის სახელობი მედალი
დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ბიბლიოგრაფია
- ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია, 1837-1907 : სიტყვანი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 740გვ.
- დიმიტრი ყიფიანი = Dimitri Qipiani : ცხოვრება და მოღვაწეობა : ფოტომატიანე (შემდგენელი). - თბილისი, 2009. - 320გვ.
- იოსებ ბაქრაძის ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2007. - 162გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00013745/