თეიმურაზ მიქაძე (1927-1975)
ბიოგრაფია
დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოს სამხატვრო ფაკულტეტი 1949 წელს.
ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაიწყო კინემატოგრაფიაში მოღვაწეობა; 1954 წლამდე მუშაობდა მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიაში; 1955 წლიდან - მხატვრული ფილმების სტუდიაში; 1966-1970წწ. იყო კინოსახლის დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ურჩი თიკანი" (ანიმაციური, 1953), "შემთხვევა გზაზე" (1963); სცენარის ავტორია ფილმების: "შემთხვევა გზაზე" (1963), "ქერათმიანი ქალიშვილი" (1968); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ნებიერი"(ანიმაციური, 1950), "ჯაფარა" (ანიმაციური, 1951).
წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1968 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე