II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
რომან კარლოს ძე მიქაძე დაიბადა 1952 წლის 29 ოქტომბერს გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდში. დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა . სამხედრო-სავალდებულო სამსახურიდან უფროსი ლეიტენანტის წოდებით დაბრუნდა.
უფროსი ლეიტენანტი მიქაძე 1992 წლის დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო ბატალიონში. ის აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა სამხედრო ოპერაციაში.
ლაბრის მიდამოებში ბრძოლისას გამოჩენილი გმირობისთვის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის უფროსი ლეიტენანტი რომან მიქაძე დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.
1993 წლის 9 ივლისს სამხედრო ოპერაციაში - შრომა-კომანის გადასასვლელთან მტრის ძალებთან უთანასწორო შეტაკების დროს რომან მიქაძე გმირულად დაიღუპა.
უფროსი ლეინტენანტი (სამხედრო ბილეთი N685/85) მიქაძე რომანი კარლოს ძე,
დაბადებული 1932 წლის 29 ოქტომბერს, გულრიფშის რაიონში.
1992 წლის დეკემბრიდან მსახურობდა მეორე საარმიო კორპუსის ცალკეულ სატანკო
ბატალიონში, მიღებული აქვს აქტიური მონაწილეობა ბატალიონის მიერ ჩატარებულ
ყველა სამხედრო ოპერაციაში. ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს ლაბრის
მიდამოებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებულია მედლით „მხედრული
მამაცობისათვის“.
1993 წლის ივლისში მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციაში, შრომა-კამანის
გადასასვლელში, სადაც მტრის ძალებთან უშუალო შეტაკების დროს გმირულად
დაიღუპა. სამშვიდობოს გადმოასვენეს თანამებრძოლებმა.