მინდია ჯანელიძე (დ. 26 ივლისი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრიდან – 2015 წლის 1 მაისამდე.
2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის ოფიცრად; 2004-2007 წლებში — საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსად, 2007-2008 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 2008-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.[1]
2014 წლის 1 იანვრიდან – 2014 წლის 4 ნოემბრამდე და 2015 წლის 1 მაისიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე ორჯერ მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.[2].
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისთვის“. ფლობს ინგლისურ, თურქულ, რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი