სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ალექსანდრე ჯანელიძე 1888-1975წწ. აკადემიკოსი, გეოლოგი. სოფ. ნიკორწინდა, ამბროლაური, რაჭა. ალექსანდრე ჯანელიძე 1888-1975წწ. აკადემიკოსი, გეოლოგი. სოფ. ნიკორწინდა, ამბროლაური, რაჭა.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჯანელიძე სია

ამბროლაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

65       ბეჭდვა

ალექსანდრე ჯანელიძე 1888-1975წწ. აკადემიკოსი, გეოლოგი. სოფ. ნიკორწინდა, ამბროლაური, რაჭა.

ალექსანდრე ილარიონის ძე ჯანელიძე (დ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 24 ოქტომბერი]1888, სოფელი ნიკორწმინდაამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 იანვარი 1975თბილისი) — ქართველი გეოლოგისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941), გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1923), პროფესორი (1925), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946). საქართველოს სსრ I—V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1939–1963 ). სკკპ წევრი 1942 წლიდან.


დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1910 წელს დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტი (სორბონი), 1916 — ყაზანის უნივერსიტეტი. ალექსანდრე ჯანელიძე ქართული გეოლოგიის სკოლისა და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1923–1924 წლებში იყო ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის გეოლოგიის კათედრის გამგე. 1924 წლიდან მუშაობდა თსუ-ში (1942–1945 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი, 1924–1972 წლებში გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე). 1911–1915 წლებში მასწავლებლობდა ქუთაისში1918–1920 წლებში — თბილისში1920–1923 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (1920–1921 წლებში მუშაობდა გრენობლში ვ. კილიანის, 1921–1922 წლებში — პარიზში გუსტავ ემილ ოგის, ხოლო 1922–1923 წლებში — ჰალეში ი. ვალთერის ხელმძღვანელობით). 1928–1946 წლებში — გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის გამგე ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად პოლიტექნიკური უნივერსიტეტი). 1925–1955 წლებში ალექსანდრე ჯანელიძე იყო მის მიერ დაარსებული გეოლოგიის ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი) დირექტორი. 1926–1929 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია; 1941–1963 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე; 1951–1955 წლებში — აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; 1941–1972 წლებში — აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.


ალექსანდრე ჯანელიძე საქართველოს გეოლოგიის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1933) და მისი თავმჯდომარე (1937–1975) იყო.

ჯანელიძის სამეცნიერო შრომები ძირითადად ეხება პალეონტოლოგიისსტრატიგრაფიისტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის საკითხებს.

შეისწავლა საქართველოს იურული და ცარცული პერიოდების, საფრანგეთის ადრინდელი ცარცული ეპოქის ფაუნა, აგრეთვე ურალის დასავლეთი კალთის დევონური პერიოდის მარჯნული ფაუნა. ჯანელიძის გამოკვლევებმა სტრატიგრაფიის დარგში მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე. მის გამოკვლევებში ტექტონიკისა და თეორიული გეოლოგიის დარგში მოცემულია კიდური და ზეწრული ნაოჭების წარმოქმნის მექანიზმი, საქართველოს ბელტის კონცეფცია, ოროგენული ფასიზების დათარიღების მეთოდიკა და სხვ. შესწავლილი აქვს მტკვრის ტერასები, ნატახტრის წყაროები და სხვა.


საყურადღებო ნაშრომები აქვს აგრეთვე გეომორფოლოგიისსაინჟინრო გეოლოგიისჰიდროგეოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნისა და ძიების, გეოლოგიური მეცნიერების ისტორიის დარგში. 1942 წელს ალექსანდრე ჯანელიძემ გამოყო საქართველოს ერთ-ერთი გეოტექტონიკური ერთეული – საქართველოს ბელტი. არის ავტორი უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: „კავკასიის გეოლოგია“ (თბ., 1933), „ისტორიული გეოლოგიის კურსი“ (თბ., 19371963), „ზოგადი გეოლოგიის მოკლე კურსი“ (თბ., 1968,1972) და ფიზიკის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა საშუალო სკოლისათვის.

დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. 1982 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. გეოლოგიის ინსტიტუტის ეზოში დგას მისი ძეგლი. თბილისში არის ალექსანდრე ჯანელიძის ქუჩა. ვიკიპედია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ჯანელიძე იაკობ გლახოს ძე,1851-1913წწ. მღვდელი, მოღვ. სოფ. მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

2 0

ჯანელიძე

1 0

ჯანელიძე ვასილ ნიკოლოზის ძე (1854-1911 შემდგ) რუსეთის გენერალი იმერეთი Джанелидзе Василий Николаевич

1 0


იუსტინე ჯანელიძე ივლიანის ძე 1883-1950წწ საბჭოთ მედიცინის გენერალი დაბ. სამტრედია იმერეთი

2 0


გიორგი ჯანელიძე დ.2015წ. გარდ. შიროკინო, მარიუპოლი უკრაინა წარმ. ამბროლაური რაჭა

2 0


მამია ჯანელიძე 1949-93წწ. გარდ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე დაბ. სოფ. ცაგერა ოჩამჩირე აფხაზეთი

2 0


მურმან ჯანელიძე 1993წ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. გუბისწყალი წყალტუბო იმერეთი

3 0

პაატა ჯანელიძე 1976-93წწ. დაკარგ. ბაბუშერა სოხუმი დ. თბილისი

2 0


ირაკლი ჯანელიძე ვაჟას ძე 1987 -2008წწ გარდ. სამაჩაბლო დაბ. ქუთაისი

4 0


ირაკლი ჯანელიძე ევროპის ჩემპიონი კრივი ფოთი

1 0

1 0 0


მინდია ჯანელიძე 1978წ. თავდაცვის მინისტრი. თბილისი.

1 0