სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11211

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
პაატა ნაცვლიშვილი 1952წ. მხატვარი, ჟურნალისტი, ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ნაცვლიშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

პაატა ნაცვლიშვილი 1952წ. მხატვარი, ჟურნალისტი, ქ. თბილისი.

ბიოგრაფია

პაატა ნაცვლიშვილი 1952


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს, ხელოვნების ფაკულტეტი 1976 წელს.

"პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის" დირექტორი.

1974-1976წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ლიტმუშაკად, 1976-1978წწ. გაზეთ "ახაგაზრდა კომუნისტი"-ს კორესპონდენტად, 1978-1984წწ. ჟურნალ "მართვე" -ს ლიტმუშაკად, 1980-1984წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, 1984-1985წწ.


საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, 1985-1988წწ. "ახალგაზრდა კომუნიტი"-ს რედაქტორად, 1988 წ -დან გაზეთ "სამშობლო"-ს რედაქტორია; სხვადასხვა დროს იყო გაზეთ "ნატვრისთვალი"-ს რედაქტორი, საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "სხივი"-ს მთავარი რედაქტორი, "ახალი ქართული გაზეთი"-ს მთავარი რედაქტორი. ცნობილია, როგორც უნივერსალური ტიპის ჟურნალისტი. მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები საქართველოში. ჟურნალისტიკის გარდა მუშაობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი. 1984 წელს მონაწილეობა მიიღო ტიმ სევერინის ექსპედიციაში "იაზონის ნაკვალევზე". მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში. 1993 წელს დააარსა "პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა", რომელიც მონაწილეა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებისა. 1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. 1999 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. არის ბიბლიოფილი და ფილატელისტი.  მას ეკუთვნის 50-მდე ქართული მარკის (მათ შორის აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის) დიზაინი. იღწვის უცხოეთში დაცული ქართული სიძველეების გამოვლენის, შესწავლისა და საქართველოში ჩამოტანისათვის. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა, დამფუძნებელი
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ოლიმპიური და სპორტული ფილატელიის ასოციაცია, პრეზიდენტი
  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია
  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 02.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0