დავით ნაცვლიშვილი ( 1 აგვისტო 1953) მსახიობი,რეჟისორი,სცენარისტი.ქუთაისი,იმერეთი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს.
კინოში მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, ჯერ რეჟისორის ასისტენად, ბოლოს კი რეჟისორად; 1982-1986წწ. სწავლობდა მოსკოვში სახკინოსთან არსებულ რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლეს კურსებზე; მუშაობდა კიშინიოვში, სადაც 1987 წელს გადაიღო პირველი ფილმი "ტკივილი" მოლდავურ ენაზე; 1988 წელს დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა გააგრძელა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს შოთა რუსთველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში; 2001 წლიდან სააქციო საზოგადოება "ქართულ ფილმის" დირექტორის მოადგილე; 2006 წლიდან დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: «Серебряная улица» (Ru, 1980), «Призвание» (Ru, 1981), «Дюрер» (Ru, 1985)б «Вдвоем на грани времени» (Mold, 1990), "მეხუთე მოქმედება" (1992), "ლეონარდო" (1993); სცენარის ავტორია ფილმების: "მეხუთე მოქმედება"(1992), "ლეონარდო" (1993); გადაღებულია ფილმში: "ნაბიჯი ცისკენ" (მეზობელი, 1978).