სულაქველიძე ვიქტორ სამსონის ძე (1919-84) საბჭოთა საინჟინრო გენერალი სოფ.მთისძირი ვანი იმერეთი
დაბადების ადგილი: სოფელი მთისძირი, ვანის რაიონი.
დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1942 წელს, ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საარტილერიო აკადემია 1943 წელს.
ლაზერული პისტოლეტის სამლულიანი კოსმონავტის პისტოლეტი) ავტორი. ხვეწდა და აუმჯობესებდა საბჭოთა საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო (ბირთვული) ქობინებს, რათა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აფეთქების შემდეგ გაძლიერებულიყო გამა და ზემაღალი სიხშირის გამოსხივება. იყო კათედრის უფროსი, სამხედრო მეცნიერი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი (1962), ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1958), პროფესორი (1959). სამხედრო მეცნიერი და სამხედრო ინჟინერი, გენერალ-მაიორ-ინჟინერი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გარდაიცვალა ქ. მოსკოვში, საქართველოში ჩამოასვენეს და თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.599
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- სკკპ, წევრი (1944-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1972 - რსფსრ მეცნიერებათა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
- http://sm.evg-rumjantsev.ru/voen-ruk3/sulakvelidze.html
- ვიდეორგოლში პისტოლეტზე საუბრობს მესამე წუთიდან