სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12260

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ჯიბსონ ხუნდაძე 1927წ.  მხატვარი. დაბ. თბილისი
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ხუნდაძე სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ჯიბსონ ხუნდაძე 1927წ. მხატვარი. დაბ. თბილისი

ჯიბსონ ხუნდაძე 18 ოქტომბერი 1927 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1952 წელს.


1957-1960წწ. იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, 1962-1964წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების განყოფილებისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის ხატვა-ფერწერის პედაგოგი. მისი გამოფენები მოეწყო საქართველოში, რუსეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინაში, ისლანდიასა და შვეიცარიაში; ავტორია ჟურნალ-გაზეთებში თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე გამოქვეყნებული წერილებია. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, კულტურის სამინისტროს ფონდში, საფრანგეთის, აშშ, იტალიის, ავსტრიის კერძო კოლექციებში. არის მე-6 მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1956), ფესტივალ "თბილისური გაზაფხულის" ლაურეატი (1997), ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრიზის მფლობელი (1999).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 422; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2009 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2002 - ნიკო ფიროსმანის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - საქართველოს სახალხო მხატვარი

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.02.2020
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 05.04.2023
სულ რედაქტირებულია 2


ხუნდაძე რაჟდენ თომას ძე 1845-1929წწ მართლ. მღვდელი დაბ. სოფ. კალაგონი, ჩოხატაური

2 0

ხუნდაძე

1 0

ხუნდაძე რაჟდენ თომას ძე 1901-1917წწ ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესია.

2 0

ხუნდაძე მიტროფანე ალექსანდრეს ძე დაბ. 1870წ. შტატის მღვდელი, სოფ. ზემოხეთის (ჩოხატაური) კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესია

2 0

ხუნდაძე ონიფანტე ბესარიონის ძე დაბ. 1863წ. შტატის მღვდელი, სოფ. ჩომეთის (ჩოხატაური) წმინდა გიორგის ეკლესია

2 0

ბეჟანი ხუნდაძე პროკოფის ძე 1957-93წწ გარდ. 36 წლის, მდ. გუბისწყალი წყალტუბო ცხვრ. ქუთაისი დაბ. წყალტუბო

2 0