სოფელ ზემოხეთის კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესია
აიგო 1867წელს, ტაძარი ქვის. სამრეკლო ქვის.
შტატის მღვდელი მიტროფანე ალექსანდრეს ძე ხუნდაძე (ყავდა მეუღლე და სამი შვილი).
დაიბადა 1870 წელს.
1889 წელს დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი. მუშაობდა ოზურგეთის გუბერნიის სხვადასხვა სოფლის სკოლებში მასწავლებლად. მას ხელი დასხეს სოფელ ზემოხეთში წმინდა კვიპრიანესა და ივლიტას ეკლესიაში მედავითნედ, შემდეგ მღვდლად.
1895 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით, შემდეგ სკუფიით. დაჯილდოვდა აგრეთვე სამკერდე მედლით.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე სილვესტერ ოქროპირის ძე ჭკუასელი. (ყავდა მეუღლე და რვა შვილი).
დაიბადა 1875 წელს. დაამთავრა ერთწლიანი სასულიერო სასწავლებელი.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე