სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესია.
(ახლომდებარე ეკლესია 02 (ორი) ვერსის მანძილზე).
აიგო 1858 წელს. ტაძარი ხის. სამრეკლო ხის.
შტატის მღვდელი ონიფანტე ბესარიონის ძე ხუნდაძე (მღვდლის შვილი), (ყავდა მეუღლე ანასტასია ანტონის ასული და ექვსი შვილი).
დაიბადა 1863 წელს.
დაამთავრა ქალაქ ქუთაისის სამასწავლებლო სასულიერო სასწავლებელი.
1890წელს დაიწყო მუშაობა სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მასწავლებლად.
1895 წელს ხელი დასხეს სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესიში დიაკვნად, შემდეგ მღვდლად.
1899 წელს დააჯილდოვეს საგვერდულით.
1905 წელს სკუფიით.
1914წელს კამილავკით.
მინიჭებული ჰქონდა მღვდლის სიგელი.
მედავითნე დომენტი ივანეს ძე ხუნდაძე. (ყავდა მეუღლე მართა გიტოს ასული და ხუთი შვილი).
წერა-კითხვა სახლში შეისწავლა. მედავითნის კურსი გაიარა იოანე ნათლიმცემლის მონასტერში. მიენიჭა მედავითნის წოდება.
მორიგე ალექსანდრე ანტონის ძე ხუნდაძე.
სოფელ ჩომეთის წმინდა გიორგის ეკლესიის ყოფილი მღვდელი (პენსიონერი) ვასილ ბესარიონის ძე ხუნდაძე. დაბადებული 1825 წელს.
წყარო: ჩოხატაურის ტაძრები და ღვთიმსახურები 1800-ანი წლებიდან. ავტორი ნათია კალანდაძე