დღეს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა იმუნიტეტი. დასუსტებულ ორგანიზმს არ შეუძლია ებრძოლოს უამრავ ვირუსს. როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზმი? კაირო(ეგვიპტე) მუზეუმში, რომელიც უდიდესია მსოფლიოში, ერთ ერთი ექსპონატი ხახვია. ფარაონები ( ძვ. წ V საუკუნემდე) იყენებდნენ ანტისეპტიკურ საშუალებად. ასევე ნიორს აქვს უნიკალური თვისებები გააძლიეროს სხეული, დაიცვას თავი უამრავი პარზიტისგან. ექსპერიმენტი 1,600 ადამიანზე ჩატარდა. დადგინდა, რომ ყოველდღიურად 74 გრამი ნიორისა და ხახვის მიღება დაავადების რისკს 79%-ით აქვეითებს. დაავადების პრევენციას ხელს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ალიცინი უწყობს, რომელსაც ნიორი და ხახვი შეიცავს.
სამწუხაროდ მოზარდები ხშირ შემთხვევაში არასწორად იკვებებიან, არ იღებენ წვნიანებს, რომელიც აუცილებელია ნაწალავური მიკროფლორის სწორად მუშაობისთვის, ერიდებიან მწვანილს და ბოსტნეულს, არ სვამენ ნატურალურ რძეს, თავს იკავებენ ნატურალური ყველისგან, კარაქისგან, ხაჭოსგან, მზესუმზირის ზეთისგან. ღორის ქონზე დამზადებულ პროდუტებს ამბობენ რომ სუნი და გემო აქვს. როგორ ვიკვებოთ სწორად? აუცილებლად კვების რაციონში ხახვი(ახალი და ძველი სეზონურად), ნიორი(ახალი და ძველი სეზონურად), მწვანილები, ბოსტნეული უმჯობესია ოჯახის პირებობეში ბუნებრივი სასუქით მოყვანილი, ნატურალური ცხიმები. კვირაში მინიმუმ ორჯერ წვნიანი და რაც შეიძლება ნაკლები შემწვარი კარტოფილი, ფრი და მისი ნაირსახეობები. ორგანიზმი ისევე, როგოც შენობა, იქმნება მასალით რითიც ვაშენებთ. ავაშენებთ ხარისხიანი და სწორად შერჩეული პროდუქტით-იქნება მყარი, თუ არა-ცუდ შენობას სჭირდება მუდმივი რემოტი და როდის წაიქცევა არავინ იცის. ეკონომია და დაუდევრობა აუცილებლად აისახება შემდგომში მუდმივად ექმიმებთან ვიზიტებზე, წამლების ხარჯებზე და არასრულყოფილ შრომისუნარიანობაზე. ეს ყველაფერი შეთანწყობილი უნდა იყოს ფიზიკურ აქტივობასთან, განსაკუთრებულად სასარგებლოა ცურვა, ასევე ფეხით სიარული(უმჯობესია მთაში სეზონურად). ყველაზე დიდი მტერი ორგანიზმისთვის უმოძრაობაა. პატარა ნიუანსები, რომელსაც არ აქცევენ ყურადღებას და შეიძლება შემდგომში დიდი პრობლემის საწინდარი გახდეს. მუცლის გამოჩენა რაც ქალებში იწვევს საკვერცხეების სხვადასხვა პრობლემებს, მუხლების გამოჩენა და დაბალი ნასკი, ეს მომავალში აუცილებლად გამოიწვევს, სახსრების დაავადებას, რაც დიკომფორტთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული.
მოდა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჯანმრთელობის საზიანო. შეგახსენებთ, საქართველოში ნიკოტინზე და ნარკოტიკზე ნებაყოფლობით გაცილებით მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.